პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განძს ინა­ხავს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბის, სა­ღა­მო­ე­ბის, რა­რი­ტე­ტე­ბის მო­ძი­ე­ბისა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გარ­და, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, უცხ­ო­ეთ­შიც ხსნის ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფი­ლი­ა­ლებს და წიგ­ნე­ბით ამა­რა­გებს. რო­გორ ცხოვ­რობს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რას ინა­ხავს და იცავს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა სა­ცა­ვი, ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ვეწ­ვი­ეთ.

- ლე­გენ­და, თით­ქოს მი­ლი­ო­ნო­ბით წიგ­ნი გა­ი­ტა­ნეს ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან - ცხა­დი­ა, ჩემს დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე პე­რი­ოდ­ზეა ლა­პა­რა­კი, - აბ­სურ­დი­ა, რად­გან ამ­დე­ნი წიგ­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კას არას­დროს ჰქო­ნი­ა. და­კარ­გუ­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი თუ იქ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას შე­მო­უ­ერ­თდა წიგ­ნის პა­ლა­ტა თა­ვი­სი ფონ­დით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კითხ­ვე­ბი ფონ­დი­დან და­კარ­გულ წიგ­ნებ­საც ეხე­ბა და რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს ეს თე­მა, აქვს კითხ­ვე­ბი, ჩვენ კი მო­ვა­ლე­ნი ვართ, ვუ­პა­სუ­ხოთ, გავ­ზარ­დეთ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის კო­მი­სი­ა, ხო­ლო ში­და საბ­ჭო გავ­ხა­დეთ მუდ­მივ­მოქ­მე­დი. საბ­ჭოს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­ში ჩავ­რთავთ ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის, ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი­სა და სხვა მო­ნა­თე­სა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ასე­ვე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ახ­ლად შექ­მნი­ლი სა­მე­გობ­რო­ე­ბის, მათ შო­რის - "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვალ­ყურს მი­ა­დევ­ნე­ბენ საბ­ჭოს ან­გა­რი­შებს და სა­ბო­ლო­ოდ აღი­რიცხ­ე­ბა, რამ­დე­ნი წიგ­ნი გვაქვს, რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბო­და გვქო­ნო­და წლე­ბის წინ სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით და რა დაგ­ვაკ­ლდა. დღეს კი ბიბ­ლი­ო­თე­კას წიგ­ნე­ბის 3-დან 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ერ­თე­უ­ლი აქვს, უფ­რო ზუს­ტად - 3 641 456 მი­ლი­ო­ნი.

- დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ რამ­დე­ნი მკითხ­ვე­ლი სტუმ­რობს ბიბ­ლი­ო­თე­კას?

- რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი სამ­კითხ­ვე­ლო კორ­პუ­სი სა­რე­მონ­ტო­ა, აქ­ვე დავ­ძენ, რომ, "ქარ­თუ ჯგუ­ფი", სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ლე და­იწყ­ებს მის შე­კე­თე­ბას, ბიბ­ლი­ო­თე­კის სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შეზღ­უ­დუ­ლი­ა. აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ 10-მდე დარ­ბა­ზი მუ­შა­ობს და ამ პი­რო­ბებ­ში დღე­ში 2000-მდე მკითხ­ველს ვი­ღებთ. აქე­დან 400-500 ადა­მი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რი, ერ­თგუ­ლი მკითხ­ვე­ლი­ა, თი­თო­ე­უ­ლი - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი, და­ნარ­ჩე­ნი კი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ერ­თჯე­რა­დად შე­მო­დის და ნე­ბის­მი­ერ მკითხ­ველს, გა­წევ­რე­ბით დაწყ­ე­ბუ­ლი, ბიბ­ლი­ო­თე­კა სრუ­ლი­ად უფა­სოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მკითხ­ვე­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ ვუ­ჩი­ვით, რად­გან, სხვა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ ისე­თი წიგ­ნე­ბი გვაქვს, ინ­ტერ­ნეტ­ში რომ ვერ წა­ი­კითხ­ა­ვენ. სხვა­თა შო­რის, მკითხ­ველ­თა დი­დი ნა­წი­ლი სტუ­დენ­ტო­ბა­ა, გა­მოც­დე­ბის­თვის რომ სჭირ­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა, აბა, თო­მას მა­ნის წა­სა­კითხ­ად აქ იშ­ვი­ა­თად თუ შე­მო­ვა ვინ­მე. ახალ­გაზ­რდო­ბის კი­დევ უფ­რო მე­ტად და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად მე­მო­რან­დუ­მი გა­ვა­ფორ­მეთ ბევრ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რომ­ლე­ბიც ჩვენს დარ­ბა­ზებ­ში აწყ­ო­ბენ პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს, დის­კუ­სი­ებს, შეხ­ვედ­რებს, გა­მო­ფე­ნებს, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ამით ირი­ბი გზით ვცდი­ლობთ ადა­მი­ა­ნე­ბის წიგ­ნთან და­მე­გობ­რე­ბას. პა­რა­ლე­ლუ­რად კი და­ვიწყ­ეთ აგ­რე­სი­უ­ლი პრო­ცე­სიც - თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად წიგ­ნე­ბის, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ე.წ. გა­ციფ­რე­ბა და აქაც ხერ­ხი მო­ვიშ­ვე­ლი­ეთ - იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბი მა­ინც ინ­ტერ­ნეტ­ში, ში­და ქსელ­ში გვაქვს და მის გა­საც­ნო­ბად, წა­სა­კითხ­ა­ვად ადა­მი­ანს მა­ინც ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უხ­დე­ბა მოს­ვლა. პირ­ვე­ლად ბიბ­ლი­ო­თე­კის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­ძი­ნეთ ვა­კუ­უ­მუ­რი, უკონ­ტაქ­ტო სკა­ნე­რი, რომ­ლი­თაც - ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის გა­მო­ცე­მის დას­კა­ნე­რე­ბა­სა და შე­ნახ­ვას შევ­ძლებთ. ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტ "ი­ვე­რი­ელს", რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც არა მარ­ტო პე­რი­ო­დულ მა­სა­ლას ვა­ციფ­რებთ, ასე­ვე, ვე­ძებთ, ვა­ციფ­რებთ და ვი­ნა­ხავთ 1990-ი­ან წლე­ბამ­დე და მას შემ­დე­გაც გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და ვქმნით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ფო­ტო­მა­ტი­ა­ნეს, არ­ქივს. აქ­ტი­უ­რად ვურ­თი­ერ­თობთ რე­გი­ო­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­თა­ნაც, უცხ­ო­ეთ­ში კი ქარ­თულ ბიბ­ლი­ო­თე­კებს ვხსნით. ყვე­ლა­ზე დი­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა ცო­ტა ხნის წინ კი­ევ­ში გავ­ხსე­ნით.

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­მე­ლი წიგ­ნე­ბია იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა სა­ცავ­ში?

- ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი გვაქვს, მათ შო­რის, 1629 წელს იტა­ლი­ა­ში, რომ­ში და­ბეჭ­დი­ლი ქარ­თულ­-ი­ტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი, სა­დაც პირ­ვე­ლა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი შრიფ­ტი. მაგ­რამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად მა­ინც 1712 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი" მი­მაჩ­ნი­ა. სა­ცავ­ში მო­ცუ­ლო­ბით ყვე­ლა­ზე დი­დია 18-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ფრან­გუ­ლი წიგ­ნი - "ხე­ლოვ­ნე­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგ­ლებ­ში", რო­მე­ლიც 1823 წელს პა­რიზ­შია და­ბეჭ­დი­ლი და ენ­ციკ­ლო­პე­დი­ურ ნაშ­რო­მად ით­ვლე­ბა. რად­გან დი­დია ჩვე­ნი სა­ცა­ვი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, გა­დავ­წყვი­ტეთ, ის მუდ­მივ­მოქ­მედ მოძ­რავ წიგ­ნის მუ­ზე­უ­მად ვაქ­ცი­ოთ. ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი და მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ყვე­ლა შეძ­ლებს.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ნე­ბარ­თვით რა­რი­ტე­ტე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ა-­რეს­ტავ­რა­ცი­ი­სა და იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა სა­ცა­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - ბა­ტო­ნი ლე­ვან თაქ­თა­ქიშ­ვი­ლის, ქალ­ბა­ტო­ნე­ბის - ფე­რი­დე კვა­ჭან­ტი­რა­ძი­სა და ანა ჯა­ჯა­ნი­ძის მეშ­ვე­ო­ბით სა­ცა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი რკი­ნის კა­რის ზღურ­ბლსაც გა­და­ვა­ბი­ჯე. იქ­ვე ამიხ­სნეს, რომ უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბის სა­ცავს დი­დად არ "ჰყვა­რე­ბი­ა" სტუმ­რი­ა­ნო­ბა, რად­გან კა­რის თი­თო­ე­უ­ლი შე­ღე­ბა წიგ­ნებს აზი­ა­ნებს. ისიც მითხ­რეს, სა­ცავ­ში მუდ­მი­ვად უნ­და იყოს 19 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ტე­ნი­ა­ნო­ბა კი - 57-60 პრო­ცენ­ტი, ჩვენს სა­ცავ­ში კი ცვა­ლე­ბა­დი "ა­მინ­დი­ა" და ტე­ნის გა­სა­ზო­მი ხელ­საწყ­ოც კი არ გვაქვს. აქამ­დე რაც გა­კეთ­და ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის, სწო­რედ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, ამი­ტომ ახ­ლაც მი­სი და ქვეყ­ნის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმე­დი გვაქ­ვსო.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დი­დი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი:

1. ვა­შინ­გტონ­ში მდე­ბა­რე აშ­შ-ის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 142 მლნ სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ა. და­არ­სდა 1800 წელს აშ­შ-ის პრე­ზი­დენტ ჯე­ფერ­სო­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით.

2. ბრი­ტა­ნე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კა მდე­ბა­რე­ობს ლონ­დონ­ში და მო­ი­ცავს 140 მლნ გა­მო­ცე­მას, და­არ­სდა 1973 წლის 1-ელ ივ­ლისს.

3. პე­კინ­ში მდე­ბა­რე ჩი­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც 23 მი­ლი­ო­ნამ­დე წიგ­ნი ინა­ხე­ბა, და­არ­სდა 1909 წლის 24 აპ­რილს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1912 წელს გა­იხ­სნა;

4. რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც 20 მი­ლი­ო­ნამ­დე წიგ­ნი ინა­ხე­ბა, და­არ­სდა პეტ­რე დი­დის იმ­პე­რა­ტო­რო­ბის ხა­ნა­ში 1714 წელს.

5. გერ­მა­ნი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა მდე­ბა­რე­ობს ფრან­კფურ­ტში. და­არ­სდა 1912 წელს და მას­ში 18.5 მლნ წიგ­ნი ინა­ხე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნული ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გან­ძუ­რი­დან

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნი - მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი ალ­ბო­მი "გე­როი ვო­ი­ნი". გა­მო­ი­ცა კი­ევ­ში 1812 წელს და ნა­პო­ლე­ონ­თან ომ­ში რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბის 100 წლის­თავს მი­ეძღ­ვნა. ფო­ტო­ალ­ბომ­ში იმ 20 გე­ნერ­ლის ფო­ტო­ა, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თის ფრან­გებ­თან გა­მარ­ჯვე­ბა­ გა­ნა­პი­რო­ბეს. მათ შო­რი­საა პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნიც. წიგ­ნის სიგ­რძე - 2,5, ხო­ლო სი­გა­ნე - 1,8 სან­ტი­მეტ­რია (27x20x5 გმმ).

ყვე­ლა­ზე დი­დი წიგ­ნი - 1823 წელს პა­რიზ­ში ფრან­გულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი "ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა". წო­ნა - 18 კგ. სიგ­რძე - 52სმ. სი­გა­ნე - 33სმ. სი­მაღ­ლე - 21სმ. (52x33x21 სმ.)

ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი ეგ­ზემ­პლა­რი - ქარ­თულ­-ი­ტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი, ქარ­თუ­ლი შრიფ­ტით იტა­ლი­ა­ში, რომ­ში და­ბეჭ­დი­ლი 1629 წელს.

1712 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი"

მო­ამ­ზა­და ირ­მა ხარ­ში­ლა­ძემ

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

4. რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც 20 მი­ლი­ო­ნამ­დე წიგ­ნი ინა­ხე­ბა, და­არ­სდა პეტ­რე დი­დის იმ­პე­რა­ტო­რობის ხა­ნა­ში 1714 წელს.

5. გერ­მა­ნი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა მდე­ბა­რე­ობს ფრან­კფურ­ტში. და­არ­სდა 1912 წელს და მას­ში 18.5 მლნ წიგ­ნი ინა­ხე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტის ეროვ­ნული ბიბ­ლი­ო­თე­კის საგანძურიდან

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნი - მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი ალ­ბო­მი "გე­როი ვო­ი­ნი". გა­მო­ი­ცა კი­ევ­ში 1812 წელს და ნა­პო­ლე­ონ­თან ომ­ში რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბის 100 წლის­თავს მი­ეძღ­ვნა. ფო­ტო­ალ­ბომ­ში იმ 20 გე­ნერ­ლის ფო­ტო­ა, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თის ფრან­გებ­თან გა­მარ­ჯვე­ბა­ გა­ნა­პი­რო­ბეს. მათ შო­რი­საა პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნიც. წიგ­ნის სიგ­რძე - 2,5, ხო­ლო სი­გა­ნე - 1,8 სან­ტი­მეტ­რია (27x20x5 გმმ).

ყვე­ლა­ზე დი­დი წიგ­ნი - 1823 წელს პა­რიზ­ში ფრან­გულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი "ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა". წო­ნა - 18 კგ. სიგ­რძე - 52სმ. სი­გა­ნე - 33სმ. სი­მაღ­ლე - 21სმ. (52x33x21 სმ.)

ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი ეგ­ზემ­პლა­რი - ქარ­თულ­-ი­ტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი, ქარ­თუ­ლი შრიფ­ტით იტა­ლი­ა­ში, რომ­ში და­ბეჭ­დი­ლი 1629 წელს.

1712 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი"

მოამზადა ირ­მა ხარ­ში­ლა­ძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს