პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია სუხიტაშვილი: არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. განსხვავება ხომ უნდა იყოს თუნდაც - გასამრჯელოს სახით?
ია სუხიტაშვილი: არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. განსხვავება ხომ უნდა იყოს თუნდაც - გასამრჯელოს სახით?

პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი საყ­ვა­რელ საქ­მეს და­უბ­რუნ­და. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­სას გაგ­ვიმ­ხი­ლა, - ჩან­თა­ში ფილ­მის 2 სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რი მი­დევს. ისი­ნი უკვე წა­ვი­კი­თხე, ახლა რე­ჟი­სორს შევ­ხვდე­ბი და ჩემს აზრს მო­ვახ­სე­ნე­ბო. აქ­ტი­ურ ქალ­ბა­ტონს ერთ-ერთ კა­ფე­ში შევ­ხვდით და გე­მოვ­ნე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. რო­გორც გვი­თხრა, კა­ფე­საც ყუ­რა­დღე­ბით არ­ჩევს. "ცივი" გა­რე­მო არ უყ­ვარს. ინ­ტე­რი­ერს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. მი­აჩ­ნია, რომ იქ, სა­დაც ინ­ტე­რი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბით არის შერ­ჩე­უ­ლი, პრო­დუქ­ტის ხა­რისხზეც ზრუ­ნა­ვენ...

- პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ფერს დიდი სიფრ­თხი­ლით ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უგე­მოვ­ნო არ იყოს. სპექ­ტაკლზე და­სას­წრე­ბად წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ფრთხი­ლად ვი­ღებ, რად­გან ბევ­რჯერ გო­ი­მუ­რი (ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით) სპექ­ტაკ­ლიც მი­ნა­ხავს. ბა­ტონ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მას­წავ­ლა, თუ რას ნიშ­ნავს საქ­მის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად კე­თე­ბა, რის­თვი­საც მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა ბევრ რა­მე­ში ჩანს: ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბა­ში... მა­გა­ლი­თად, კა­ფეს თუ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­რი­ე­რი აქვს, მას ეჩ­ვე­ვი და ხში­რად სტუმ­რობ. ჩაც­მას რაც შე­ე­ხე­ბა, ამ მხრივ, მგო­ნი, ადა­მი­ა­ნი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იხ­ვე­წე­ბა. პი­რა­დად მე, კლა­სი­კუ­რი სტი­ლიც მომ­წონს და თა­ვი­სუ­ფა­ლიც. ზა­ფხულ­ში ჩემი გარ­დე­რო­ბი გა­დაჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო. ვფიქ­რობ, შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სი ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათს გა­მო­ხა­ტავს. არა მგო­ნია, უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მულ ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნე­ო­დე.

- როცა დრეს­კო­დის დაც­ვას გთხო­ვენ, რო­გო­რი რე­აქ­ცია გაქვს?

- ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­უ­თა­ვებ­ლად დრეს­კო­დი იყო. მა­გა­ლი­თად, ერთ დღეს გვთხო­ვეს, - შავ სა­მოს­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩაც­მუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით უნდა მოხ­ვი­დე­თო. იმ დღეს სექ­ტან­ტე­ბი­ვით, ყვე­ლა შა­ვებ­ში ვი­ყა­ვით. ეს ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­ვი­და: მო­საწ­ვევს რომ გიგ­ზავ­ნი­ან, დრეს­კო­დი მი­თი­თე­ბუ­ლია, რაც მომ­წონს. ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: ფილ­მის - "გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში 2"-ის პრე­მი­ე­რა­ზე ძა­ლი­ან გა­მოპ­რან­ჭუ­ლი მი­ვე­დი, შემ­დეგ კი ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ: ისეთ ფორ­მა­ში იყო, თით­ქოს ამ ფილმში მთა­ვა­რი როლი ჰქონ­დაო. ვფიქ­რობ, მსა­ხი­ო­ბის­თვის პრე­მი­ე­რა დღე­სას­წა­უ­ლია, მით უმე­ტეს, რომ ამით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვართ. დიდ ბო­დიშს ვუხ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც იმ დღეს თავი უხერ­ხუ­ლად იგ­რძნეს, მაგ­რამ რა ვქნა, მო­მინ­და, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

- თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ბა­ტონ­მა რო­ბერ­ტმა თქვა: იმ ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ო­ბებს ნამ­დვი­ლად ვუშ­ვე­ლი, რო­მელ­თა ხელ­ფა­სი ბევ­რად და­ბა­ლია, ვიდ­რე - უნი­ჭო არ­ტის­ტე­ბი­სო. ამ მხრივ, რო­ბერტ სტუ­რუ­ას საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს შვე­ლა გჭირ­დე­ბათ?

- დას­ში ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ. მათ შო­რის, ზოგი თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკლშია და­კა­ვე­ბუ­ლი - ანუ რე­პერ­ტუ­ა­რი მათ "მიჰ­ყავთ", მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ "გვერ­დი­თი" მსა­ხი­ო­ბე­ბიც, რომ­ლებ­საც წე­ლი­წად­ში ერთი-ორ­ჯერ უწევთ თა­მა­ში. ჰოდა, მათ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ხომ უნდა იყოს, თუნ­დაც - გა­სამ­რჯე­ლოს სა­ხით? მგო­ნი, ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი ამას გუ­ლის­ხმობ­და. ყვე­ლას ერთ თა­რო­ზე ვერ შე­მო­დებ: ვი­ღაც უფრო მე­ტად ნი­ჭი­ე­რია, ვი­ღაც - ნაკ­ლე­ბად. ამ ფაქ­ტში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ... ზო­გა­დად, მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა რე­ჟი­სორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა, იმა­ზე ნი­ჭი­ე­რიც ხარ, ვი­საც რე­პერ­ტუ­ა­რი "მიჰ­ყავს", მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იღ­ბა­ლიც დიდ როლს თა­მა­შობს. 11 წე­ლია, თე­ატ­რში ვარ, მაგ­რამ რო­ლე­ბის გამო კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს შე­მი­ნიშ­ნავს. ვიცი, რომ ძვე­ლად (მა­გა­ლი­თად, აკა­კი ხო­რა­ვას დროს) უფრო დიდი ინ­ტრი­გე­ბი ხდე­ბო­და. ვი­მე­ო­რებ, მსგავ­სი რამ არ მი­ნა­ხავს და არც მინ­და, ვი­ხი­ლო - ღმერ­თმა და­მი­ფა­როს!

- თე­ატ­რში ახლა რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიმ­შვი­დეა. ალ­ბათ, ბა­ტონ რო­ბერტთან ერ­თად, ბევ­რი სპექ­ტაკ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს. იმ სპექ­ტაკ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლე­ბიც "სიკ­ვდი­ლის­თვის" ჯერ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდად მი­მაჩ­ნია...

- რო­მე­ლი ჟან­რის სპექ­ტაკ­ლებ­სა თუ ფილ­მებ­ში თა­მა­ში გირ­ჩევ­ნი­ათ?

- "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" იმ ჟან­რის სპექ­ტაკ­ლია, რო­მე­ლიც მიყ­ვარს: მას­ში ტრა­გე­დია, კო­მე­დია და მის­ტი­კა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გახ­ლავთ. ზო­გა­დად, ჩემ­თვის ყვე­ლა ჟან­რი სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ კო­მე­დი­ა­ზე ვგიჟ­დე­ბი. ძა­ლი­ან რთუ­ლია, მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ა­ცი­ნო, მით უმე­ტეს, ჩვე­ნი იუ­მო­რი უცხო­ე­ლე­ბის­თვის ცოტა რთუ­ლად გა­სა­გე­ბია. მი­ხა­რია, რომ ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თუ­ლი ფილ­მი - KEEP SMILING უცხო­ე­ლებ­მა, რომ­ლებ­საც ტიტ­რე­ბის წა­კი­თხვაც უნდა მო­ეს­წროთ და მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბაც, ზუს­ტად შე­ა­ფა­სეს. თუმ­ცა, იქ ყოფ­ნი­სას ერთი ასე­თი ფაქ­ტიც მოხ­და: ქარ­თვე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი (არ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი, რო­მე­ლი ტე­ლე­არ­ხის თა­ნამ­შრო­მელ­ზეა ლა­პა­რა­კი), რო­მე­ლიც წე­სით, ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯის გა­სა­შუ­ქებ­ლად იყო წა­მო­სუ­ლი, პრე­მი­ე­რის დროს ბა­ტონ რო­ბერტ რე­დფორდს იღებ­და. ამი­ტომ ჩვენ­მა ამ­ბავ­მა ისე ჩა­ი­ა­რა, რომ რუ­სი­კო ჭყო­ნი­ას ფილ­მის წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა ვერც გა­ი­გო. გული დამ­წყდა და ვთქვი: ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის და­ფა­სე­ბას და შეყ­ვა­რე­ბას, ეროვ­ნუ­ლის წინ წა­მო­წე­ვას არ ვის­წავ­ლით, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა-მეთ­ქი... ქარ­თველ რე­პორ­ტი­ორს რაც შე­ე­ხე­ბა, მან რო­ბერტ რე­დფორ­დის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან "სა­ინ­ტე­რე­სო" რე­პორ­ტა­ჟი გა­ა­კე­თა: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ლი­დურ ასაკ­ში იმ­ყო­ფე­ბა, გე­მოვ­ნე­ბა არ ღა­ლა­ტობს და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ყვე­ლა­ზე უკეთ ჩაც­მუ­ლი იყოო. ჩვე­ნი ფილ­მის შე­სა­ხებ კი თქვა: მგო­ნი, ჩვე­ნი ფილ­მიც არის წარ­დგე­ნი­ლიო... უხე­შად რომ ვთქვათ, "დაგ­ვა­იგ­ნო­რეს". რას ვი­ზამთ, ესეც გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია...

- მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში მყო­ფი, რო­გორ ფილ­მებს და სპექ­ტაკ­ლებს ირ­ჩევთ?

- გა­აჩ­ნია, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვარ. მე და მიშა ფილ­მებს ხში­რად ვუ­ყუ­რებთ. არა­ნორ­მა­ლუ­რი პე­რი­ო­დიც გვქონ­და - ყო­ველ­ღა­მე სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟანრს ვირ­ჩევ­დით. მერე ვთქვით, - ხომ არ "გავ­რე­კეთ"-თქო? შემ­დეგ ძვე­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა და­ვი­წყეთ. მი­მაჩ­ნია, რომ მსა­ხი­ობ­მა ყვე­ლა ჟანრს უნდა უყუ­როს. პი­რა­დად მე, მდა­რე ხა­რის­ხის კო­მე­დი­აც მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მომ­წონს... კი­ნოს "ან­ბა­ნი" ლე­ნინ­გრად­ში, ალექ­სეი გერ­მან­თან გავ­ლი­ლი კი­ნო­გა­და­ღე­ბის შე­დე­გად ვის­წავ­ლე, რის­თვი­საც მას ყო­ველ­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი. ზოგს ჰგო­ნია, რომ თე­ატ­რში ყვე­ლა­ფე­რი "მო­სუ­ლა", არა­და, "დო­ზე­ბი" თე­ატ­რშიც სა­ჭი­როა, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, იქაც ძა­ლი­ან ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდე. სულ ბეწ­ვის ხიდ­ზე უნდა იარო. ამ­ბო­ბენ, - თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი კი­ნო­ში არ ვარ­გაო. ნუ­რას უკაც­რა­ვად! შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც მარ­თლა არ ვარ­გა, მაგ­რამ ყვე­ლას "ერთ ქვაბ­ში მო­ხარ­შვა" დიდ და­ნა­შა­უ­ლად და სი­გო­ი­მედ მი­მაჩ­ნია. კი­თხვა ასე დავ­სვათ: რე­ჟი­სორს თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­თან მუ­შა­ო­ბა რო­გორ შე­უძ­ლია? ვფიქ­რობ, კარგ მსა­ხი­ობს კარ­გი რე­ჟი­სო­რი სჭირ­დე­ბა...

- რა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა მოგ­წონთ? ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა თქვენ­ზე რო­მე­ლი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბამ მო­ახ­დი­ნა?

- სკო­ლა­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩემი სწავ­ლა იმ რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, როცა ქვე­ყა­ნა­ში დენი და გაზი არ იყო. თე­ატ­რა­ლურ­ში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვი­ა­ნო­ბამ­დე გვქონ­და. ღა­მით, შინ მი­სუ­ლი, დოს­ტო­ევ­სკის წიგ­ნებს სან­თლის შუქ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი. კარ­გად მახ­სოვს, ისე­თი გან­ცდა სხვა დროს არ გამ­ჩე­ნია, რო­გო­რიც "და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლის" კი­თხვი­სას მქონ­და. დოს­ტო­ევ­სკი ჩემი საყ­ვა­რე­ლი უცხო­ე­ლი მწე­რა­ლია, ქარ­თვე­ლე­ბი­დან კი ილი­ა­სა და ვა­ჟას გა­მოვ­ყოფ. ვა­ჟა­ზე დიდ­ხანს ლა­პა­რა­კი შე­მიძ­ლია: ლექ­სის 2 ფრა­ზა­ში - "იას უთხა­რით ტურ­ფა­სა, მოვა და შეგ­ჭამს ჭიაო" - იმ­ხე­ლა ამ­ბა­ვი აქვს მო­ყო­ლი­ლი, რომ ეს უდა­ვოდ, მის გე­ნი­ო­სო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს! მომ­წონს დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის, აკა მორ­ჩი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა. თა­მაზ ჭი­ლა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დე­დას რჩე­ვით წა­ვი­კი­თხე და შემ­დეგ სწო­რედ ამ მწერ­ლის მუზა აღ­მოვ­ჩნდი. დამ­პირ­და, - ნა­წარ­მო­ე­ბებს შენ­თვის დავ­წე­რო.

სხვა­თა შო­რის, "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ჯილ­დო სწო­რედ მის პი­ე­სებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბის­თვის მი­ვი­ღე. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით დად­გმულ სპექ­ტაკლში თა­მა­შობ.

- ქარ­თულ ტე­ლე­გა­და­ცე­მებს თვალ­ყურს თუ ადევ­ნებთ?

- ნაკ­ლე­ბად. ოღონდ, განა იმი­ტომ, რომ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, უბ­რა­ლოდ, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა­ში უფრო მეტ დროს ვხარ­ჯავ. მხო­ლოდ პრო­ექტს - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ვუ­ყუ­რებ­დი. სხვა­თა შო­რის, აქამ­დე მე­გო­ნა, ცეკ­ვა ვი­ცო­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ასე არ ყო­ფი­ლა. მივ­ხვდი, სცე­ნუ­რი პლას­ტი­კა სხვა არის, ცეკ­ვა - სხვა. დის­კო­თე­კა­ზე "სა­კა­ი­ფოდ" თუ "ვიკ­ვან­ჭე­ბი", ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კარ­გად ვცეკ­ვავ. პრო­ექ­ტში ყოფ­ნი­სას ისე­თი რთუ­ლი ცეკ­ვე­ბი ვის­წავ­ლე, რო­გო­რიც არის: ქვიქსტე­პი, ფოქსტრო­ტი, ნელი ვალ­სი, ვე­ნუ­რი ვალ­სი, პა­სა­დობ­ლი, რუმ­ბა... კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან რო­გორც მსა­ხი­ობს, ეს ცოდ­ნა ძა­ლი­ან გა­მო­მად­გე­ბა. პრო­ექ­ტში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად გა­მახ­სენ­დე­ბა.

- შვი­ლის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე რო­გორ ზრუ­ნავთ?

- ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი "ელე­მენ­ტია", სხვა­თა შო­რის - გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი: ვე­რაფ­რით ჩა­აც­მევ ისე, რო­გორც ბე­ბი­ას ან ვინ­მე სხვას უნდა. ადრე ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, მაგ­რამ ამ ზა­ფხულს შე­იც­ვა­ლა - მის თავს რა მოხ­და, ვერ გე­ტყვით. დე­და­ჩე­მი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გია. მან შვი­ლიშ­ვილს "დედა ენა" უყი­და და ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც უყ­ვე­ბო­და. ჰოდა, როცა გა­ი­გო, - თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი ნა­პოვ­ნი არ არი­სო, მთე­ლი ეზო გა­და­თხა­რა...

სა­ოც­რად ხა­ტავს. მის ნა­ხა­ტებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბა მომ­წონს. სულ ხატ­ვის სურ­ვი­ლი აქვს. გვა­რად ახვლე­დი­ა­ნი კი არის და რა ვიცი, აბა, რას იზამს (იღი­მის)? ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლაც და­ი­წყო. ფსი­ქო­ლო­გე­ბის­გან ვიცი, რომ ბავ­შვი უნდა აქო. მოს­წონს, როცა აქე­ბენ. არც ერთ გა­და­ცე­მა­ში არ მომ­ყვე­ბა - ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ უყ­ვარს. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ჩემი შვი­ლი მსა­ხი­ო­ბი არ გახ­დე­ბა...

- ახალ წელს ნაძ­ვის ხეს ვისი გე­მოვ­ნე­ბით რთავთ? სუფ­რის დი­ზა­ინ­ზე ვინ ზრუ­ნავს?

- ვიდ­რე მი­შას ცო­ლად გავ­ყვე­ბო­დი, ამ ყვე­ლა­ფერს დედა სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­და - 31 დე­კემ­ბერს ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და... წელს მეც და მი­შაც ახალ წელს ზღვის­პი­რეთ­ში შევ­ხვდე­ბით: ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილ­მის (რომ­ლის სა­მუ­შაო სა­ხელ­წო­დე­ბაც "2 მე­ლო­ტი" გახ­ლავთ) გა­და­ღე­ბე­ბი გვაქვს... მოკ­ლედ, იმით ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, რომ კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ. დედა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, - შენ ის­წავ­ლე, ყვე­ლა­ფერს მე გა­ვა­კე­თე­ბო. ჰოდა, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ რო­გორც მზა­რე­უ­ლი, "ნული" ვარ (იცი­ნის). ცოტა ხან­ში, მე და მიშა სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვალთ. იქ ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და ჩემი დი­ა­სახ­ლი­სო­ბის შე­სა­ხებ მერე უკეთ გე­სა­უბ­რე­ბით.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ია სუხიტაშვილი: არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. განსხვავება ხომ უნდა იყოს თუნდაც - გასამრჯელოს სახით?

ია სუხიტაშვილი: არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. განსხვავება ხომ უნდა იყოს თუნდაც - გასამრჯელოს სახით?

პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვების შემდეგ მსახიობი ია სუხიტაშვილი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. ინტერვიუს ჩაწერისას გაგვიმხილა, - ჩანთაში ფილმის 2 საინტერესო სცენარი მიდევს. ისინი უკვე წავიკითხე, ახლა რეჟისორს შევხვდები და ჩემს აზრს მოვახსენებო. აქტიურ ქალბატონს ერთ-ერთ კაფეში შევხვდით და გემოვნებაზე ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, კაფესაც ყურადღებით არჩევს. "ცივი" გარემო არ უყვარს. ინტერიერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მიაჩნია, რომ იქ, სადაც ინტერიერი გემოვნებით არის შერჩეული, პროდუქტის ხარისხზეც ზრუნავენ...

- პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერს დიდი სიფრთხილით ვაკეთებ. ვცდილობ, ჩემი გადაწყვეტილება უგემოვნო არ იყოს. სპექტაკლზე დასასწრებად წასვლის გადაწყვეტილებასაც ფრთხილად ვიღებ, რადგან ბევრჯერ გოიმური (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) სპექტაკლიც მინახავს. ბატონმა რობერტ სტურუამ მასწავლა, თუ რას ნიშნავს საქმის გემოვნებიანად კეთება, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ზოგადად, ადამიანის გემოვნება ბევრ რამეში ჩანს: ჩაცმულობაში, ინტერიერის მოწყობაში... მაგალითად, კაფეს თუ საინტერესო ინტერიერი აქვს, მას ეჩვევი და ხშირად სტუმრობ. ჩაცმას რაც შეეხება, ამ მხრივ, მგონი, ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად იხვეწება. პირადად მე, კლასიკური სტილიც მომწონს და თავისუფალიც. ზაფხულში ჩემი გარდერობი გადაჭრელებული იყო. ვფიქრობ, შერჩეული სამოსი ადამიანის ხასიათს გამოხატავს. არა მგონია, უგემოვნოდ ჩაცმულ ადამიანად მივიჩნეოდე.

- როცა დრესკოდის დაცვას გთხოვენ, როგორი რეაქცია გაქვს?

- ვენეციის კინოფესტივალზე გაუთავებლად დრესკოდი იყო. მაგალითად, ერთ დღეს გვთხოვეს, - შავ სამოსში, ოფიციალურად ჩაცმული, აუცილებლად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა მოხვიდეთო. იმ დღეს სექტანტებივით, ყველა შავებში ვიყავით. ეს ტენდენცია საქართველოშიც შემოვიდა: მოსაწვევს რომ გიგზავნიან, დრესკოდი მითითებულია, რაც მომწონს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ფილმის - "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის პრემიერაზე ძალიან გამოპრანჭული მივედი, შემდეგ კი ჩემზე ამბობდნენ: ისეთ ფორმაში იყო, თითქოს ამ ფილმში მთავარი როლი ჰქონდაო. ვფიქრობ, მსახიობისთვის პრემიერა დღესასწაულია, მით უმეტეს, რომ ამით განებივრებული არ ვართ. დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც იმ დღეს თავი უხერხულად იგრძნეს, მაგრამ რა ვქნა, მომინდა, რომ ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი...

- თეატრში დაბრუნებამდე ბატონმა რობერტმა თქვა: იმ ნიჭიერ მსახიობებს ნამდვილად ვუშველი, რომელთა ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე - უნიჭო არტისტებისო. ამ მხრივ, რობერტ სტურუას საყვარელ მსახიობს შველა გჭირდებათ?

- დასში ძალიან ბევრნი ვართ. მათ შორის, ზოგი თითქმის ყველა სპექტაკლშია დაკავებული - ანუ რეპერტუარი მათ "მიჰყავთ", მაგრამ არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. ჰოდა, მათ შორის განსხვავება ხომ უნდა იყოს, თუნდაც - გასამრჯელოს სახით? მგონი, ბატონი რობერტი ამას გულისხმობდა. ყველას ერთ თაროზე ვერ შემოდებ: ვიღაც უფრო მეტად ნიჭიერია, ვიღაც - ნაკლებად. ამ ფაქტში ტრაგედიას ვერ ვხედავ... ზოგადად, მსახიობის ცხოვრება რეჟისორზეა დამოკიდებული. შეიძლება, იმაზე ნიჭიერიც ხარ, ვისაც რეპერტუარი "მიჰყავს", მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში იღბალიც დიდ როლს თამაშობს. 11 წელია, თეატრში ვარ, მაგრამ როლების გამო კონფლიქტი არასოდეს შემინიშნავს. ვიცი, რომ ძველად (მაგალითად, აკაკი ხორავას დროს) უფრო დიდი ინტრიგები ხდებოდა. ვიმეორებ, მსგავსი რამ არ მინახავს და არც მინდა, ვიხილო - ღმერთმა დამიფაროს!

- თეატრში ახლა როგორი სიტუაციაა?

- აბსოლუტური სიმშვიდეა. ალბათ, ბატონ რობერტთან ერთად, ბევრი სპექტაკლი დაუბრუნდება რუსთაველის თეატრს. იმ სპექტაკლებს ვგულისხმობ, რომლებიც "სიკვდილისთვის" ჯერ ძალიან ახალგაზრდად მიმაჩნია...

- რომელი ჟანრის სპექტაკლებსა თუ ფილმებში თამაში გირჩევნიათ?

- "ნადირობის სეზონი" იმ ჟანრის სპექტაკლია, რომელიც მიყვარს: მასში ტრაგედია, კომედია და მისტიკა გაერთიანებული გახლავთ. ზოგადად, ჩემთვის ყველა ჟანრი საინტერესოა, მაგრამ კომედიაზე ვგიჟდები. ძალიან რთულია, მაყურებელი გააცინო, მით უმეტეს, ჩვენი იუმორი უცხოელებისთვის ცოტა რთულად გასაგებია. მიხარია, რომ ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმი - KEEP SMILING უცხოელებმა, რომლებსაც ტიტრების წაკითხვაც უნდა მოესწროთ და მსახიობების შეფასებაც, ზუსტად შეაფასეს. თუმცა, იქ ყოფნისას ერთი ასეთი ფაქტიც მოხდა: ქართველი რეპორტიორი (არ დავკონკრეტდები, რომელი ტელეარხის თანამშრომელზეა ლაპარაკი), რომელიც წესით, ჩვენი თითოეული ნაბიჯის გასაშუქებლად იყო წამოსული, პრემიერის დროს ბატონ რობერტ რედფორდს იღებდა. ამიტომ ჩვენმა ამბავმა ისე ჩაიარა, რომ რუსიკო ჭყონიას ფილმის წარმატების შესახებ ბევრმა ვერც გაიგო. გული დამწყდა და ვთქვი: ვიდრე ქართველები ერთმანეთის დაფასებას და შეყვარებას, ეროვნულის წინ წამოწევას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება-მეთქი... ქართველ რეპორტიორს რაც შეეხება, მან რობერტ რედფორდის შესახებ ძალიან "საინტერესო" რეპორტაჟი გააკეთა: მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურ ასაკში იმყოფება, გემოვნება არ ღალატობს და წითელ ხალიჩაზე ყველაზე უკეთ ჩაცმული იყოო. ჩვენი ფილმის შესახებ კი თქვა: მგონი, ჩვენი ფილმიც არის წარდგენილიო... უხეშად რომ ვთქვათ, "დაგვაიგნორეს". რას ვიზამთ, ესეც გემოვნების საკითხია...

- მაყურებლის ამპლუაში მყოფი, როგორ ფილმებს და სპექტაკლებს ირჩევთ?

- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. მე და მიშა ფილმებს ხშირად ვუყურებთ. არანორმალური პერიოდიც გვქონდა - ყოველღამე საშინელებათა ჟანრს ვირჩევდით. მერე ვთქვით, - ხომ არ "გავრეკეთ"-თქო? შემდეგ ძველი ფილმების ყურება დავიწყეთ. მიმაჩნია, რომ მსახიობმა ყველა ჟანრს უნდა უყუროს. პირადად მე, მდარე ხარისხის კომედიაც მინახავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს... კინოს "ანბანი" ლენინგრადში, ალექსეი გერმანთან გავლილი კინოგადაღების შედეგად ვისწავლე, რისთვისაც მას ყოველთვის მადლობას ვუხდი. ზოგს ჰგონია, რომ თეატრში ყველაფერი "მოსულა", არადა, "დოზები" თეატრშიც საჭიროა, თორემ შეიძლება, იქაც ძალიან ყალბი აღმოჩნდე. სულ ბეწვის ხიდზე უნდა იარო. ამბობენ, - თეატრის მსახიობი კინოში არ ვარგაო. ნურას უკაცრავად! შეიძლება, ვიღაც მართლა არ ვარგა, მაგრამ ყველას "ერთ ქვაბში მოხარშვა" დიდ დანაშაულად და სიგოიმედ მიმაჩნია. კითხვა ასე დავსვათ: რეჟისორს თეატრის მსახიობთან მუშაობა როგორ შეუძლია? ვფიქრობ, კარგ მსახიობს კარგი რეჟისორი სჭირდება...

- რა სახის ლიტერატურა მოგწონთ? ყველაზე ძლიერი გავლენა თქვენზე რომელი მწერლის შემოქმედებამ მოახდინა?

- სკოლასა და უნივერსიტეტში ჩემი სწავლა იმ რთულ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყანაში დენი და გაზი არ იყო. თეატრალურში რეპეტიციები გვიანობამდე გვქონდა. ღამით, შინ მისული, დოსტოევსკის წიგნებს სანთლის შუქზე ვკითხულობდი. კარგად მახსოვს, ისეთი განცდა სხვა დროს არ გამჩენია, როგორიც "დანაშაული და სასჯელის" კითხვისას მქონდა. დოსტოევსკი ჩემი საყვარელი უცხოელი მწერალია, ქართველებიდან კი ილიასა და ვაჟას გამოვყოფ. ვაჟაზე დიდხანს ლაპარაკი შემიძლია: ლექსის 2 ფრაზაში - "იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო" - იმხელა ამბავი აქვს მოყოლილი, რომ ეს უდავოდ, მის გენიოსობაზე მეტყველებს! მომწონს დოჩანაშვილის, აკა მორჩილაძის შემოქმედება. თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები დედას რჩევით წავიკითხე და შემდეგ სწორედ ამ მწერლის მუზა აღმოვჩნდი. დამპირდა, - ნაწარმოებებს შენთვის დავწერო.

სხვათა შორის, "საუკეთესო მსახიობი ქალის" ნომინაციაში ჯილდო სწორედ მის პიესებში შესრულებული როლებისთვის მივიღე. დიდი ბედნიერებაა, როცა საყვარელი მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში თამაშობ.

- ქართულ ტელეგადაცემებს თვალყურს თუ ადევნებთ?

- ნაკლებად. ოღონდ, განა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ, ფილმების ყურებაში უფრო მეტ დროს ვხარჯავ. მხოლოდ პროექტს - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვუყურებდი. სხვათა შორის, აქამდე მეგონა, ცეკვა ვიცოდი, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა. მივხვდი, სცენური პლასტიკა სხვა არის, ცეკვა - სხვა. დისკოთეკაზე "საკაიფოდ" თუ "ვიკვანჭები", ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვცეკვავ. პროექტში ყოფნისას ისეთი რთული ცეკვები ვისწავლე, როგორიც არის: ქვიქსტეპი, ფოქსტროტი, ნელი ვალსი, ვენური ვალსი, პასადობლი, რუმბა... კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც მსახიობს, ეს ცოდნა ძალიან გამომადგება. პროექტში ყოფნის პერიოდი ყოველთვის დადებითად გამახსენდება.

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე როგორ ზრუნავთ?

- ჩემი შვილი ძალიან უცნაური "ელემენტია", სხვათა შორის - გემოვნებიანი: ვერაფრით ჩააცმევ ისე, როგორც ბებიას ან ვინმე სხვას უნდა. ადრე ძალიან ცელქი იყო, მაგრამ ამ ზაფხულს შეიცვალა - მის თავს რა მოხდა, ვერ გეტყვით. დედაჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მან შვილიშვილს "დედა ენა" უყიდა და ქართველი მეფეების შესახებაც უყვებოდა. ჰოდა, როცა გაიგო, - თამარ მეფის საფლავი ნაპოვნი არ არისო, მთელი ეზო გადათხარა...

საოცრად ხატავს. მის ნახატებში ყველაზე მეტად ფერების შეხამება მომწონს. სულ ხატვის სურვილი აქვს. გვარად ახვლედიანი კი არის და რა ვიცი, აბა, რას იზამს (იღიმის)? ინგლისურის სწავლაც დაიწყო. ფსიქოლოგებისგან ვიცი, რომ ბავშვი უნდა აქო. მოსწონს, როცა აქებენ. არც ერთ გადაცემაში არ მომყვება - ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი მსახიობი არ გახდება...

- ახალ წელს ნაძვის ხეს ვისი გემოვნებით რთავთ? სუფრის დიზაინზე ვინ ზრუნავს?

- ვიდრე მიშას ცოლად გავყვებოდი, ამ ყველაფერს დედა საკუთარ თავზე იღებდა - 31 დეკემბერს ყოველთვის დაკავებული ვიყავი, გადაღებები მქონდა... წელს მეც და მიშაც ახალ წელს ზღვისპირეთში შევხვდებით: ლევან კოღუაშვილის ფილმის (რომლის სამუშაო სახელწოდებაც "2 მელოტი" გახლავთ) გადაღებები გვაქვს... მოკლედ, იმით ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი დიასახლისი ვარ. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, - შენ ისწავლე, ყველაფერს მე გავაკეთებო. ჰოდა, მისი დამსახურებაა, რომ როგორც მზარეული, "ნული" ვარ (იცინის). ცოტა ხანში, მე და მიშა საცხოვრებლად ცალკე გადავალთ. იქ ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი იქნება და ჩემი დიასახლისობის შესახებ მერე უკეთ გესაუბრებით.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება