პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან შარაძე: "ჩემი მიზანია, სააკაშვილს ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი"
რუსუდან შარაძე: "ჩემი მიზანია, სააკაშვილს ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი"

აკა­დე­მი­კოს გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ გი­ორ­გი ბა­რა­თელს პა­ტიმ­რო­ბის ვადა, შე­საძ­ლოა, 6 წლით გა­უ­ხან­გრძლი­ვონ. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ბა­რა­თელს ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნებ­მა პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს, რის შემ­დე­გაც მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა - ბა­რა­თელს აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი - ლურ­სმა­ნი "უპო­ვეს", რო­მე­ლიც თით­ქოს კბი­ლის ჯაგ­რის­ზე ჰქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი და ერთ-ერთ პა­ტი­მარს შე­ურ­ჭო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი ბა­რა­თელ­მა 22 ოქ­ტომ­ბერს ცი­ხი­დან წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც აღი­ა­რა, რომ გუ­რამ შა­რა­ძე არ მო­უკ­ლავს და პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას სთხოვ­და. ბა­რა­თელ­მა ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დე­გაც გა­მოგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კობს, ითხოვს და­კი­თხვას და რუ­სუ­დან შა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას.

- ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, ბა­რა­თელს, შე­საძ­ლოა, პა­ტიმ­რო­ბა გა­უ­ხან­გრძლივ­დეს. ეს თუ მარ­თლა პრო­ვო­კა­ცია იყო, ვინ უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა არ გა­იხ­სნას და მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა სა­პყრო­ბი­ლე არ და­ტო­ვოს?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გი­ორ­გის პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს. თუკი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებ­და და დარ­ღვე­ვა არ ჰქო­ნია, ახლა, რო­დე­საც სი­მარ­თლე აღი­ა­რა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ და­ტო­ვოს ჯო­ჯო­ხე­თი, რა­ტომ უნდა ჩა­ე­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი? ბა­რა­თე­ლის და­კი­თხვა, გა­მარ­თლე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, ხელს არ აძ­ლევს რე­ა­ლურ მკვლელს. გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, ხოლო ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, დათა ახა­ლა­ი­ამ და სხვებ­მა მკვლე­ლო­ბა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს კი­ლე­რის მეშ­ვე­ო­ბით. რო­გორც კი ბა­რა­თელ­მა ხმა ამო­ი­ღო, ად­ვო­კატ­მა კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის და­კი­თხვის მო­თხოვ­ნით, ბა­რა­თელ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა და­ი­წყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ჯერ კი­დევ არი­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხე­ლის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ.

- ფიქ­რობთ, რომ ბა­რა­თე­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია?

- ასე მარ­ტო მე კი არ ვფიქ­რობ, ამას ადას­ტუ­რებს ბა­რა­თე­ლის ბოლო წე­რი­ლი, სა­დაც ის შვე­ლას ითხოვს.

მივ­მარ­თე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს და მთა­ვარ პრო­კუ­რორ - არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, სას­წრა­ფოდ და­ე­კი­თხათ ბა­რა­თე­ლი. გი­ორ­გის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან, ვი­ნა­ი­დან ის არის მთა­ვა­რი მოწ­მე, შე­უძ­ლია ამო­იც­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ, ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია. ბა­რა­თელს შე­უძ­ლია ამ მკვლე­ლო­ბის გახ­სნა...

- ვინ არი­ან ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­რა­თელ­მა ფო­ტო­ზე ამო­იც­ნო?

- ამ ფო­ტო­ზე ბა­რა­თელ­მა ამო­იც­ნო კაკო გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი - ახა­ლა­ი­ას მარ­ჯვე­ნა ხელი, რო­მე­ლიც გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ და­ა­წი­ნა­უ­რეს და ბა­რა­თელს აი­ძუ­ლებ­და, და­ნა­შა­უ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი - რო­ბერტ პა­ნი­ე­ვი და ლე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი იმ­ხა­ნად პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. სწო­რედ მათი ჩვე­ნე­ბე­ბის გამო და­ა­კა­ვეს ბა­რა­თე­ლი. თქვეს, რომ "და­ი­ნა­ხეს", რო­გორ ეს­რო­და ბა­რა­თე­ლი მა­მა­ჩემს... კა­ხე­თის პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლი არის დამ­ნა­შა­ვე, ვი­ნა­ი­დან მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი ყო­ფი­ლი­ყო. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­რა­თე­ლის სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ჰკი­დია.

- ბა­რა­თე­ლი ისევ ითხოვს თქვენ­თან შეხ­ვედ­რას...

- მეც ვი­თხოვ­დი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვერ მო­ხერ­ხდა. მე გა­გე­ბით მო­ვე­კი­დე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სო­ზარ სუ­ბა­რის მდგო­მა­რე­ო­ბას. მარ­თა­ლია, კა­ნო­ნით არ მქონ­და ბა­რა­თელ­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ის არის კა­ნო­ნი­ე­რი, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი 5,6 წელი რომ სა­პა­ტიმ­რო­შია, ნამ­დვი­ლი მკვლე­ლე­ბი კი და­უს­ჯე­ლე­ბი და­დი­ან?! კა­ნო­ნი­ე­რი იყო გუ­რამ შა­რა­ძის დახ­ვრე­ტა? და, სა­ერ­თოდ, ვისი შე­მო­ღე­ბუ­ლია ეს კა­ნო­ნე­ბი?! ვისი და - მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის. იმა­ვე კა­ნო­ნით, ბევ­რი რა­მის უფ­ლე­ბა არ აქვს პა­ტი­მარ ბაჩო ახა­ლა­ი­ას, მაგ­რამ მის წინ ფე­ხის წვე­რებ­ზე და­დი­ან და მას­თან ვი­საც უნდა შედი-გა­მო­დის. მი­ვე­სალ­მე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ა­გი­რე­ბას, რომ ამ კვი­რა­ში ბა­რა­თელ­თან შევა პრო­კუ­რო­რი. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვი­ყა­ვი ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ახლა სა­ხელ­მწი­ფოს ვემ­სგავ­სე­ბით და იმე­დი მაქვს, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ყურს შე­ი­ბერ­ტყა­ვენ - კაცი შვე­ლას ითხოვს და მას მი­ხედ­ვა უნდა!..

ეჭვი აღა­რა­ვის უნდა ეპა­რე­ბო­დეს, რომ მა­მას მკვლე­ლო­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი. სა­ა­კაშ­ვი­ლი ბევ­რი რა­მის­თვის გა­სა­მარ­თლდე­ბა და მათ შო­რის პირ­ველ ად­გი­ლას გუ­რამ შა­რა­ძი­სა და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბე­ბი იქ­ნე­ბა. ამ ორ მკვლე­ლო­ბა­ში პირ­და­პირ იკ­ვე­თე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის როლი. მეს­მის, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­მარ­თლე­ბა ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას შე­ლა­ხავს, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ვერ აღ­დგე­ბა. ჩემი მი­ზა­ნი არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლი გი­სო­სებს მიღ­მა ვნა­ხო. ჩემი მი­ზა­ნია, მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეწო­დოს გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლი.

ესა­უბ­რა ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსუდან შარაძე: "ჩემი მიზანია, სააკაშვილს ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი"

რუსუდან შარაძე: "ჩემი მიზანია, სააკაშვილს ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი"

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს პატიმრობის ვადა, შესაძლოა, 6 წლით გაუხანგრძლივონ. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ბარათელს ძველი ხელისუფლების ნარჩენებმა პროვოკაცია მოუწყვეს, რის შემდეგაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ბარათელს აკრძალული ნივთი - ლურსმანი "უპოვეს", რომელიც თითქოს კბილის ჯაგრისზე ჰქონდა დამაგრებული და ერთ-ერთ პატიმარს შეურჭო. მოგეხსენებათ, გიორგი ბარათელმა 22 ოქტომბერს ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც აღიარა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს და პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვდა. ბარათელმა ამ ინციდენტის შემდეგაც გამოგზავნა წერილი, რომელშიც პროვოკაციაზე ლაპარაკობს, ითხოვს დაკითხვას და რუსუდან შარაძესთან შეხვედრას.

- ქალბატონო რუსუდან, ბარათელს, შესაძლოა, პატიმრობა გაუხანგრძლივდეს. ეს თუ მართლა პროვოკაცია იყო, ვინ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გურამ შარაძის მკვლელობა არ გაიხსნას და მსჯავრდადებულმა საპყრობილე არ დატოვოს?

- დარწმუნებული ვარ, გიორგის პროვოკაცია მოუწყვეს. თუკი ამდენი წლის განმავლობაში სიმშვიდეს ინარჩუნებდა და დარღვევა არ ჰქონია, ახლა, როდესაც სიმართლე აღიარა და შესაძლებლობა ეძლევა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დატოვოს ჯოჯოხეთი, რატომ უნდა ჩაედინა დანაშაული? ბარათელის დაკითხვა, გამართლება და გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევს რეალურ მკვლელს. გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო ვანო მერაბიშვილმა, დათა ახალაიამ და სხვებმა მკვლელობა სისრულეში მოიყვანეს კილერის მეშვეობით. როგორც კი ბარათელმა ხმა ამოიღო, ადვოკატმა კი ოფიციალურად მიმართა პროკურატურას მსჯავრდადებულის დაკითხვის მოთხოვნით, ბარათელზე ზემოქმედება დაიწყო. დარწმუნებული ვარ, პენიტენციურ სისტემაში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ძველი ხელისუფლების ხელის ბიჭები, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ.

- ფიქრობთ, რომ ბარათელის სიცოცხლე საფრთხეშია?

- ასე მარტო მე კი არ ვფიქრობ, ამას ადასტურებს ბარათელის ბოლო წერილი, სადაც ის შველას ითხოვს.

მივმართე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორ - არჩილ კბილაშვილს, სასწრაფოდ დაეკითხათ ბარათელი. გიორგის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მამაჩემის მკვლელობის პირველივე წუთიდან, ვინაიდან ის არის მთავარი მოწმე, შეუძლია ამოიცნოს კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც მას ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ბარათელს შეუძლია ამ მკვლელობის გახსნა...

- ვინ არიან ის პოლიციელები, რომლებიც ბარათელმა ფოტოზე ამოიცნო?

- ამ ფოტოზე ბარათელმა ამოიცნო კაკო გაფრინდაშვილი - ახალაიას მარჯვენა ხელი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ დააწინაურეს და ბარათელს აიძულებდა, დანაშაული ეღიარებინა. დანარჩენები - რობერტ პანიევი და ლევან ბოჭორიშვილი იმხანად პატრულის თანამშრომლები იყვნენ. სწორედ მათი ჩვენებების გამო დააკავეს ბარათელი. თქვეს, რომ "დაინახეს", როგორ ესროდა ბარათელი მამაჩემს... კახეთის პროკურორი გიორგი ჩივიაშვილი არის დამნაშავე, ვინაიდან მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გიორგი ბარათელი უკანონო პატიმარი ყოფილიყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბარათელის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.

- ბარათელი ისევ ითხოვს თქვენთან შეხვედრას...

- მეც ვითხოვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. მე გაგებით მოვეკიდე ახალი ხელისუფლების და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოზარ სუბარის მდგომარეობას. მართალია, კანონით არ მქონდა ბარათელთან შეხვედრის უფლება, მაგრამ ის არის კანონიერი, უდანაშაულო ადამიანი 5,6 წელი რომ საპატიმროშია, ნამდვილი მკვლელები კი დაუსჯელები დადიან?! კანონიერი იყო გურამ შარაძის დახვრეტა? და, საერთოდ, ვისი შემოღებულია ეს კანონები?! ვისი და - მამაჩემის მკვლელი სააკაშვილის. იმავე კანონით, ბევრი რამის უფლება არ აქვს პატიმარ ბაჩო ახალაიას, მაგრამ მის წინ ფეხის წვერებზე დადიან და მასთან ვისაც უნდა შედი-გამოდის. მივესალმები პროკურატურის რეაგირებას, რომ ამ კვირაში ბარათელთან შევა პროკურორი. მთელი ამ წლების განმავლობაში მე ვიყავი ამ საქმის გამომძიებელი, ახლა სახელმწიფოს ვემსგავსებით და იმედი მაქვს, კომპეტენტური ადამიანები ყურს შეიბერტყავენ - კაცი შველას ითხოვს და მას მიხედვა უნდა!..

ეჭვი აღარავის უნდა ეპარებოდეს, რომ მამას მკვლელობა იყო პოლიტიკური. სააკაშვილი ბევრი რამისთვის გასამართლდება და მათ შორის პირველ ადგილას გურამ შარაძისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობები იქნება. ამ ორ მკვლელობაში პირდაპირ იკვეთება ხელისუფლების როლი. მესმის, რომ პრეზიდენტის გასამართლება ქვეყნის რეპუტაციას შელახავს, მაგრამ სხვანაირად საქართველოში სამართლიანობა ვერ აღდგება. ჩემი მიზანი არ არის, სააკაშვილი გისოსებს მიღმა ვნახო. ჩემი მიზანია, მას ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ