ფილმ "კასაბლანკას" პიანინო 600 000 დოლარად გაიყიდა

ფილმ "კასაბლანკას" პიანინო 600 000 დოლარად გაიყიდა

პიანინო, რომელიც ფილმ "კასაბლანკას" გადაღებების დროს გამოიყენეს, ნიუ-იორკის აუქციონზე 600 000 დოლარად გაიყიდა. ვაჭრობის ორგანიზატორი აუქციონის სახლი Sotheby's იყო.

აუქციონის წარმომადგენლები ვაჭრობის დაწყებამდე პიანინოს გაყიდვას მილიონ დოლარად ვარაუდობდნენ. პიანინოზე "კასაბლანკაში" მონაწილე მსახიობი და მომღერალი ჯული უილსონი ინგრიდ ბერგმანის და ჰამფრი ბოგარტის გმირების სასიყვარულო ხაზის ძირითად თემას "As Time Goes By"-ს ასრულებდა.

1988 წელს ეს პიანინო Sotheby's-მა იაპონელ კოლექციონერს 154 000 დოლარად მიყიდა. ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება.

1942 წელს გადაღებული ფილმი "კასაბლანკა", რომელშიც მთავარი როლები ჰამფრი ბოგარტმა, ინგრიდ ბერგმანმა და პოლ ჰენრეიდმა შეასრულეს, ამერიკული კინემატოგრაფის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს