პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგორი კარასინი - საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა ურთიერთობის გასაჯანსაღებლად
გრიგორი კარასინი - საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა ურთიერთობის გასაჯანსაღებლად

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს გა­აჩ­ნი­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­ჯან­სა­ღონ ურ­თი­ერ­თო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტის" რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხში ზუ­რაბ აბა­ში­ძეს შეხ­ვდა.

"ყვე­ლა სირ­თუ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში დაგ­როვ­და, ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა კა­რა­სინ­მა. მისი თქმით, ეს ეხე­ბა კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებს - ვაჭ­რო­ბას, ტრან­სპორ­ტს, ავი­ა­მი­მოს­ვლას, კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ებს.

უშუ­ა­ლოდ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­რა­სინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბა­რი "საქ­მი­ა­ნად და საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლად წა­რი­მარ­თა". "ჩვენ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ორ­მხრი­ვი სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ჩიხ­შია შე­სუ­ლი, სა­ჭი­როა მათი გა­ჯან­სა­ღე­ბა და ურ­თი­ერთქმე­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მის მი­ცე­მა ისე, რომ არ და­ზა­რალ­დეს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია. სწო­რედ ამას ეძღვნე­ბო­და ეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა", - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მისი თქმით, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, გა­მო­ნა­ხონ დრო და ად­გი­ლი ამ დი­ა­ლო­გის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბით, არის მცდე­ლო­ბა გა­მო­ი­ნა­ხოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ვე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

გრიგორი კარასინი - საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა ურთიერთობის გასაჯანსაღებლად

გრიგორი კარასინი - საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა ურთიერთობის გასაჯანსაღებლად

საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ურთიერთობა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა, რომელიც ჟენევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.

"ყველა სირთულის არსებობის შემთხვევაში, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაგროვდა, ამ ურთიერთობების გაჯანსაღების შესაძლებლობები მაინც არსებობს", - აღნიშნა კარასინმა. მისი თქმით, ეს ეხება კონკრეტულ სფეროებს - ვაჭრობას, ტრანსპორტს, ავიამიმოსვლას, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს.

უშუალოდ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კარასინმა განაცხადა, რომ საუბარი "საქმიანად და საკმაოდ ინფორმატიულად წარიმართა". "ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხშია შესული, საჭიროა მათი გაჯანსაღება და ურთიერთქმედების კონკრეტული ფორმის მიცემა ისე, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია. სწორედ ამას ეძღვნებოდა ეს პირველი შეხვედრა", - აღნიშნა რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, გამონახონ დრო და ადგილი ამ დიალოგის გასაგრძელებლად. კარასინის განცხადებით, არის მცდელობა გამოინახოს გადაწყვეტილება, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა