პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო აბაშიძე: "არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ"
თაკო აბაშიძე: "არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ"

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" სტუ­მა­რია მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი თაკო აბა­ში­ძე, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის დად­გო­მას მო­უთ­მენ­ლად ელის. სა­უ­ბა­რიც სწო­რედ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლით და­ვი­წყეთ...

- თაკო, დიდი ხა­ნია აღარ გჯე­რა თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის?

- საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მივ­ხვდი, რომ თოვ­ლის ბა­ბუა არ არ­სე­ბობს. რე­ა­ლის­ტი ვი­ყა­ვი ბავ­შვო­ბი­დან. ახ­ლაც ასე ვარ. არ ვარ მე­ოც­ნე­ბე, უბ­რა­ლოდ, მი­ზანს ვი­სა­ხავ და მის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ.

- ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბა, ალ­ბათ, გი­ხა­რია...

- რა თქმა უნდა, თით­ქოს ბავ­შვო­ბის წლებ­ში ვბრუნ­დე­ბი. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა ახა­ლი წელი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ვგიჟ­დე­ბო­დი და ახ­ლაც ვგიჟ­დე­ბი ნაძ­ვის ხის მორ­თვა­ზე. ბავ­შვო­ბა­ში კი ყო­ვე­ლი ახა­ლი წლის ღა­მეს სურ­ვი­ლებს ჩა­ვი­ფიქ­რებ­დი ხოლ­მე (იცი­ნის).

- რომ არა მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით თაკო აბა­ში­ძე?

- ფსი­ქო­ლო­გი ან იუ­რის­ტი, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ე­ბია. ძა­ლი­ან მხიბ­ლავს­ გა­მო­ძი­ე­ბა, თა­ნაც, კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და ადა­მი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თის ამოც­ნო­ბა არ მი­ჭირს. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ჩემ­გან კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი დად­გე­ბო­და. აი, პო­ლი­ცი­ე­ლი კი ვე­რა­სო­დეს ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ვარ და შე­იძ­ლე­ბა დამ­ნა­შა­ვე შემ­ცო­დე­ბო­და და გა­მეშ­ვა.

- გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი­დან, პირ­ველ რიგ­ში, რო­მელს გა­მო­ი­ძი­ებ­დი?

- არ­ჩევ­ნე­ბის დღე­ებ­ში გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში პა­ტა­რა გო­გო­ნას, ბარ­ბა­რეს და­ღუპ­ვის ამ­ბავს. ძა­ლი­ან შემძრა მომ­ხდარ­მა.

- თაკო, წარ­მო­იდ­გი­ნე, ახა­ლი წლის ღა­მეს შინ თოვ­ლის ბა­ბუა გეს­ტუმ­რა, სუფ­რას­თან დაჯ­და, მო­იხ­სნა წვერ-ულ­ვა­ში და ხე­დავ, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რია. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა და ახალ წლის ღა­მეს კარ­გად მო­ვილ­ხენ­დით. ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს ვკი­თხავ­დი, გი­ტა­რა თუ აქვს ხურ­ჯინ­ში, რომ ერთი კარ­გად "შეგ­ვე­ბე­რა" (იცი­ნის).

- სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის, მა­გა­ლი­თად, გო­ზი­ნა­ყის ან სა­ცი­ვის მომ­ზა­დე­ბა იცი?

- ვიცი და სა­ა­ხალ­წლოდ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვამ­ზა­დებ. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ სა­ცი­ვის და გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. არა­და, ასე არ არის.

- სე­რე­ნა­და თუ უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის?

- ჩემი მე­უღ­ლე ლაშა როს­ტო­მაშ­ვი­ლი მიმ­ღე­რის ხში­რად. ასე ვერ­თო­ბით ხოლ­მე, როცა მარ­ტო­ნი ვართ (იცი­ნის).

- რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი ყო­ფილ­ხართ.

- ძა­ლი­ან. რო­მან­ტიზ­მი ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­თვის ალა­მა­ზებს. რაც მთა­ვა­რია, ლაშა ეჭ­ვი­ა­ნი არ არის, ერ­თმა­ნეთს ვენ­დო­ბით. ამის გა­რე­შე ხომ ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი თე­ო­დორ დრა­ი­ზე­რის ყვე­ლა პერ­სო­ნაჟ­თან, რად­გან ამ მწე­რალ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გმი­რე­ბი შექ­მნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კერი მხიბ­ლავს. ის რომ რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვიც­ნობ­დი და და­ვუ­მე­გობ­რდე­ბო­დი. დრა­ი­ზერ­მა პა­ტა­რა გო­გო­ნა კერი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ ნორ­მებს და­უ­პი­რის­პი­რა და ამით მისი ფსი­ქო­ლო­გია ძა­ლი­ან ლა­მა­ზად წარ­მო­ა­ჩი­ნა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, იღ­ვი­ძებ და ხე­დავ, რომ სა­ჰა­ე­რო ბურ­თის გონ­დო­ლა­ში ზი­ხარ და ცაში ხარ აჭ­რი­ლი, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- უი, რა რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მაგ­დე (იცი­ნის)? თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­დე­ბით დავ­ტკბე­ბი, მაგ­რამ გონ­დო­ლა­ში ჩემი ოჯა­ხის გა­რე­შე რო­გორ უნდა გავძლო? არ მინ­და, რა, ფრე­ნა (იცი­ნის)!

- წარ­მო­იდ­გი­ნე, გი­ბა­რებს პრე­ზი­დენ­ტი და ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის აღორ­ძი­ნე­ბას გა­ვა­ლებს, რას უპა­სუ­ხებ­დი?

- ოო, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ნამ­დვი­ლად გავ­გიჟ­დე­ბო­დი სი­ხა­რუ­ლით, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უარს ვე­ტყო­დი, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი და გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლებ­საც ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ. მე კი მათ მიერ გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­ში რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით უფრო და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი. არ მომ­წონს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერ­ზე თან­ხმდე­ბი­ან, ოღონ­დაც თა­ნამ­დე­ბო­ბა ჰქონ­დეთ. ჩემ­თვის ღირ­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ღირ­სე­ბის სა­კი­თხია ისიც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, ნა­კის­რი საქ­მე ხა­რის­ხი­ა­ნად შე­ას­რუ­ლოს.

- მა­ინც რა არის თა­ნა­მედ­რო­ვე კი­ნოს­ფე­რო­ში შე­საც­ვლე­ლი?

- უპირ­ვე­ლე­სად, მეტი თან­ხა უნდა ჩა­ი­დოს კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში და ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ერ რე­ჟი­სო­რებ­სა და მსა­ხი­ო­ბებს მი­ე­ცეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- (იცი­ნის) ნატ­ვრის­თვალს...

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დიპ­ლო­მა­ტის უნა­რით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ჯერ ფიქ­რობს და შემ­დეგ ამ­ბობს. არ უყ­ვარს უსა­მარ­თლო­ბა. არის თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე.

ინ­ტერ­ვიუ: "არ მინ­და, რა, ფრე­ნა!"

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თაკო აბაშიძე: "არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ"

თაკო აბაშიძე: "არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ"

რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია მსახიობი და რეჟისორი თაკო აბაშიძე, რომელიც ახალი წლის დადგომას მოუთმენლად ელის. საუბარიც სწორედ მოახლოებული დღესასწაულით დავიწყეთ...

- თაკო, დიდი ხანია აღარ გჯერა თოვლის ბაბუის არსებობის?

- საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. რეალისტი ვიყავი ბავშვობიდან. ახლაც ასე ვარ. არ ვარ მეოცნებე, უბრალოდ, მიზანს ვისახავ და მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ.

- ახალი წლის დღესასწაულის მოახლოება, ალბათ, გიხარია...

- რა თქმა უნდა, თითქოს ბავშვობის წლებში ვბრუნდები. ჩემს ბავშვობაში ყველა ახალი წელი გამორჩეული იყო. ვგიჟდებოდი და ახლაც ვგიჟდები ნაძვის ხის მორთვაზე. ბავშვობაში კი ყოველი ახალი წლის ღამეს სურვილებს ჩავიფიქრებდი ხოლმე (იცინის).

- რომ არა მსახიობი და რეჟისორი, ვინ იქნებოდა პროფესიით თაკო აბაშიძე?

- ფსიქოლოგი ან იურისტი, რადგან საინტერესო პროფესიებია. ძალიან მხიბლავს­ გამოძიება, თანაც, კარგი ინტუიცია მაქვს და ადამიანების ხასიათის ამოცნობა არ მიჭირს. ამიტომაც მგონია, რომ ჩემგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. აი, პოლიციელი კი ვერასოდეს ვიქნებოდი, რადგან ძალიან მგრძნო­ბიარე ვარ და შეიძლება დამნაშავე შემცოდებოდა და გამეშვა.

- გახმაურებული საქმეებიდან, პირველ რიგში, რომელს გამოიძიებდი?

- არჩევნების დღეებში გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში პატარა გოგონას, ბარბარეს დაღუპვის ამბავს. ძალიან შემძრა მომხდარმა.

- თაკო, წარმოიდგინე, ახალი წლის ღამეს შინ თოვლის ბაბუა გესტუმრა, სუფრასთან დაჯდა, მოიხსნა წვერ-ულვაში და ხედავ, რომ პარლამენტარი ნუგზარ წიკლაურია. როგორი რეაქცია გექნება?

- ძალიან გამიკვირდება და ახალ წლის ღამეს კარგად მოვილხენდით. ნუგზარ წიკლაურს ვკითხავდი, გიტარა თუ აქვს ხურჯინში, რომ ერთი კარგად "შეგვებერა" (იცინის).

- საახალწლო ტრადიციული კერძების, მაგალითად, გოზინაყის ან საცივის მომზადება იცი?

- ვიცი და საახალწლოდ აუცილებლად მოვამზადებ. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საცივის და გოზინაყის მომზადება ძალიან რთულია. არადა, ასე არ არის.

- სერენადა თუ უმღერიათ შენთვის?

- ჩემი მეუღლე ლაშა როსტომაშვილი მიმღერის ხშირად. ასე ვერთობით ხოლმე, როცა მარტონი ვართ (იცინის).

- რომანტიკულები ყოფილხართ.

- ძალიან. რომანტიზმი ოჯახურ ცხოვრებას ყოველთვის ალამაზებს. რაც მთავარია, ლაშა ეჭვიანი არ არის, ერთმანეთს ვენდობით. ამის გარეშე ხომ ცხოვრება წარმოუდგენელია?

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- სიამოვნებით ვიმეგობრებდი თეოდორ დრაიზერის ყველა პერსონაჟთან, რადგან ამ მწერალმა ძალიან საინტერესო გმირები შექმნა, განსაკუთრებით კი კერი მხიბლავს. ის რომ რეალურად არსებობდეს, აუცილებლად გავიცნობდი და დავუმეგობრდებოდი. დრაიზერმა პატარა გოგონა კერი საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს დაუპირისპირა და ამით მისი ფსიქოლოგია ძალიან ლამაზად წარმოაჩინა.

- წარმოიდგინე, იღვიძებ და ხედავ, რომ საჰაერო ბურთის გონდოლაში ზიხარ და ცაში ხარ აჭრილი, როგორი რეაქცია გექნება?

- უი, რა რთულ ვითარებაში ჩამაგდე (იცინის)? თავდაპირველად, ხედებით დავტკბები, მაგრამ გონდოლაში ჩემი ოჯახის გარეშე როგორ უნდა გავძლო? არ მინდა, რა, ფრენა (იცინის)!

- წარმოიდგინე, გიბარებს პრეზიდენტი და ქართული კინემატოგრაფიის აღორძინებას გავალებს, რას უპასუხებდი?

- ოო, ამ შემთხვევაში კი ნამდვილად გავგიჟდებოდი სიხარულით, თუმცა აუცილებლად უარს ვეტყოდი, რადგან ქვეყანაში ჩემზე გაცილებით დიდი და გამოცდილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ქართული კინემატოგრაფიის პრობლემების მოგვარება შეუძლიათ. მე კი მათ მიერ გადაღებულ ფილმებში როლების შესრულებით უფრო დავინტერესდებოდი. არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ. ჩემთვის ღირსება გაცილებით მნიშვნელოვანია. ღირსების საკითხია ისიც, როდესაც ადამიანი ქვეყნის წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს, ნაკისრი საქმე ხარისხიანად შეასრულოს.

- მაინც რა არის თანამედროვე კინოსფეროში შესაცვლელი?

- უპირველესად, მეტი თანხა უნდა ჩაიდოს კინოინდუსტრიაში და ახალგაზრდა, ნიჭიერ რეჟისორებსა და მსახიობებს მიეცეთ საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- (იცინის) ნატვრისთვალს...

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გაწონასწორებული და დიპლომატის უნარით დაჯილდოებული ადამიანია. ჯერ ფიქრობს და შემდეგ ამბობს. არ უყვარს უსამართლობა. არის თბილი და მოსიყვარულე.

ინტერვიუ: "არ მინდა, რა, ფრენა!"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება