პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთავაზობს თათული ედიშერაშვილი გასათხოვარ გოგონებს
რას სთავაზობს თათული ედიშერაშვილი გასათხოვარ გოგონებს

სე­რი­ა­ლის - "ალუბ­ლე­ბის ქუჩა #12" და­ხურ­ვის შემ­დეგ, მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბებ­მა მიწ­ვე­ვა ახა­ლი "კო­მე­დი არ­ხი­დან" მი­ი­ღეს. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ის ამ­ბობს, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა არა აქვს, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფერს აკონ­კრე­ტებს. სა­მა­გი­ე­როდ, გვიმ­ხელს, რა არის მისი სი­სუს­ტე, რო­დის იბ­ნე­ვა, ვის ეპ­რან­ჭე­ბა და რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს კი მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1981 წლის 14 ივ­ნი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...ოჯახ­მა და იმ გა­რე­მომ, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...დე­დას. ისიც უნდა ვთქვა, რომ იღ­ბლი­ა­ნი ვარ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...ჩემს დას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს. 2 წე­ლია, არ მი­ნა­ხავს და ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა.

- არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ის წუ­თე­ბი, როცა ჩემი შვი­ლე­ბი და­ი­ბად­ნენ. ვერ გე­ტყვი, იმ დროს რას ვფიქ­რობ­დი, რას ვგრძნობ­დი... სა­ო­ცა­რია, როცა შენს შვილს პირ­ვე­ლად ხე­დავ და ეხე­ბი.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს და მათ შო­რის, იმა­საც, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნა შე­მიძ­ლია.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...არა­ფერს შევ­ცვლი­დი; ისე ვი­ცხოვ­რებ­დი, რო­გორც ვი­ცხოვ­რე.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ვფიქ­რობ. ისე, მარ­ტო­ო­ბა სუ­ლაც არ მა­ღი­ზი­ა­ნებს. უფრო მე­ტიც, ზოგ­ჯერ მიყ­ვარს კი­დეც.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ვი­წერ პირ­ჯვარს.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...მა­ტყუ­ე­ბენ, მა­ქე­ბენ, მე­ფე­რე­ბი­ან, ყვი­რი­ან... ბევრ რა­მე­ზე ვიბ­ნე­ვი.

- ჩემი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...მას, ვინც მე მიყ­ვარს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლე­ბი.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...კოს­მო­ნავ­ტი, რო­გორც შვი­ლი, მე­უღ­ლე, დედა, მსა­ხი­ო­ბი (თუ ეს ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ არის), მე­გო­ბა­რი - შემ­დგა­რი ვარ. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ნაკ­ლი არ მაქვს.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ძა­ლი­ან ბევ­რი რამე. მა­გა­ლი­თად, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მა. ეს ვის­თან მჭირ­დე­ბა? - ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ არ­სე­ბო­ბენ?! მა­გა­ლი­თად, სა­დღაც რომ მივ­დი­ვარ, მე­ზო­ბე­ლი მე­კი­თხე­ბა, - შვი­ლე­ბი სად გყავს? ჰოდა, მე­ზა­რე­ბა მის­თვის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მა.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ...

- ...დამ­ნა­შა­ვე ვარ. ასეთ დროს ბო­დი­შის მოხ­დაც არ მი­ჭირს.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ისევ და­ვუშ­ვებ! ვფიქ­რობ, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ჭკუ­ას ვერ ის­წავ­ლი, რად­გან რაც უნდა ჭკვი­ა­ნი იყო, ცხოვ­რე­ბა ისე­თი რამ არის, რომ შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა ხელ­მე­ო­რედ, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად და­უშ­ვა.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ქი­მია და ფი­ზი­კა.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...ნიშ­ნე­ბის მჯე­რა. ქურ­ქის ჯი­ბე­ში სულ მი­დევს რკი­ნის ფო­თო­ლი, რო­მე­ლიც სამ­კა­უ­ლი­ვით არის. არ ვიცი, ეს ნივ­თი ჩემს ჯი­ბე­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ყო­ველ­თვის ვა­მოწ­მებ, ისევ ად­გილ­ზეა თუ არა? მოკ­ლედ, თი­ლის­მა­სა­ვით მაქვს.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...მი­ხა­რია. სა­ერ­თოდ, მო­მა­ვალ­ზე ოპ­ტი­მის­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ. ჯერ ჩემი შვი­ლე­ბი იმ­დე­ნად პა­ტა­რე­ბი არი­ან, რომ სა­კუ­თა­რი თავი ბე­ბი­ის ამ­პლუ­ა­ში ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ მჯე­რა, მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან კარ­გი ცხოვ­რე­ბა მექ­ნე­ბა.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ. არ მიყ­ვარს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ამას ხაზს უს­ვა­მენ. ზო­გა­დად, ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა არ მაქვს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას...

- ...ამა­ზე ღიად ყვე­ლას­თან ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. პი­რა­დი ამ­ბე­ბი მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა გა­ან­დო.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...მი­ხა­რია და მწყინს.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...შემ­წვა­რი გო­ჭის ხორ­ცის სიყ­ვა­რუ­ლია (იცი­ნის). კარ­გად დაბ­რა­წულ ხორ­ცზე ვგიჟ­დე­ბი და რა ვქნა? ვა­ღი­ა­რებ, ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

- ყო­ველ ახალ წელს ჩვე­ვად მაქვს...

- ...გა­მო­ვიპ­რან­ჭო და ისე შევ­ხვდე.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვეპ­რან­ჭე­ბი; სხვა­ნა­ი­რად არ გა­მი­გო, მე­უღ­ლეს ვგუ­ლის­ხმობ. სხვი­სი გაპ­რან­ჭვის სურ­ვი­ლი ჯერ არ გამ­ჩე­ნია.

- ახალ წელს ყო­ველ­თვის ვხვდე­ბი...

- ...ხან ოჯახ­ში ვარ, ხან - მე­გობ­რებ­თან. ყო­ვე­ლი ახა­ლი წელი და­უ­ვი­წყა­რია.

- მეკვლედ...

- ...ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­პა­ტი­ჟე­ბე­ბი არ მქო­ნია, მაგ­რამ მეკვლე ვყო­ფილ­ვარ. ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი ფეხი მაქვს. ბლო­მად გო­გო­ნე­ბი გა­მი­თხო­ვე­ბია, ჰოდა, გა­უ­თხო­ვარ გო­გო­ნებს შე­უძ­ლი­ათ, მეკვლედ დამ­პა­ტი­ჟონ. ადრე ქორ­წი­ლებ­ში თა­მა­დას გო­ჭის თავს ხომ ჩუქ­ნიდ­ნენ და მეკვლედ ვინც დამ­პა­ტი­ჟებს, მორ­თულ-მო­კაზ­მუ­ლი გო­ჭის თავი უნდა და­მახ­ვედ­როს. ისე, ეს რა კარ­გი რამ მო­ვი­ფიქ­რე (იღი­მის)!..

- ჩემს ოჯახ­ში მეკვლე...

- ...ყო­ველ­თვის თა­ვად ვარ. როცა სად­მე მივ­დი­ვართ და მერე შინ ვბრუნ­დე­ბით, პირ­ვე­ლი მე შევ­დი­ვარ.

- ახა­ლი წლის ღა­მეს ჩა­ვი­ფიქ­რებ, რომ...

- ...ვიყო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ჩემს ოჯახ­თან ერ­თად.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნონ...

- ...ჩემ­მა შვი­ლებ­მა.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ...

- ...მე­გობ­რებ­თან მის­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­როს, ჩემს სი­ხა­რულს, ტკი­ვილს, სევ­დას, ლა­მაზ მო­გო­ნე­ბებს...

- ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გან­ვიც­დი...

- ...როცა ჩემი შვი­ლე­ბი ტი­რი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვნერ­ვი­უ­ლობ, როცა მათი ტი­რი­ლის მი­ზე­ზი მე ვარ. პა­ტა­რე­ბი და­ტუქ­სვას ვერ იტა­ნენ.

- არ მრცხვე­ნია...

- ...სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ბევრ ადა­მი­ანს მივ­ცემ­დი, რომ მერე ისი­ნი უფრო კარ­გად გა­მეც­ნო. ფული ადა­მი­ანს კი არ აფუ­ჭებს, მის ხა­სი­ათს უკე­თე­სად ავ­ლენს.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას და ღირ­სე­ბას ვერ შევ­ლა­ხავ.

- ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა.

- არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა და­რი­გე­ბა...

- ...რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე დე­დის­გან ვი­ღებ­დი. წლე­ბის წინ ნათ­ქვა­მი მისი სი­ტყვე­ბი დღე­საც მარ­თლდე­ბა. დედა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი მრჩე­ვე­ლი იყო.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...არ­ცთუ ისე ხში­რად მივ­დი­ვარ.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ ადა­მი­ა­ნე­ბო, თქვე­ნი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბით! მინ­და, ყვე­ლამ მო­ვი­პო­ვოთ სიმ­შვი­დე გუ­ლებ­ში და ბედ­ნი­ე­რად ვი­ცხოვ­როთ.

- ვიდ­რე და­გემ­შვი­დო­ბე­ბი, შენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც გკი­თხავ. "ალუბ­ლე­ბის ქუჩა #12" და­ი­ხუ­რა. რო­გორც გა­ვი­გე, შენ და სე­რი­ა­ლის სხვა მსა­ხი­ო­ბებს ახა­ლი "კო­მე­დი არ­ხი­დან" გაქვთ მიწ­ვე­ვა.

- სე­რი­ა­ლი და­ი­ხუ­რა, მაგ­რამ ახლა უმოქ­მე­დოდ ნამ­დვი­ლად არ ვარ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არის, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად გა­ურ­კვე­ვე­ლია, რომ ჯერ ვე­რა­ფერს გე­ტყვი.

- ისიც ვიცი, რომ დღეს გა­და­ღე­ბა­ზე იყა­ვი...

- მარ­თა­ლია, მაგ­რამ ეს სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვოთ. ახლა რამე რომ გი­თხრა, მერე შე­იძ­ლე­ბა ჩემი სი­ტყვე­ბი ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდეს, ეს კი არ მინ­და. ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ლაგ­დე­ბა, ამ თე­მა­ზე მერე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ლა­პა­რა­კებ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რას სთავაზობს თათული ედიშერაშვილი გასათხოვარ გოგონებს

რას სთავაზობს თათული ედიშერაშვილი გასათხოვარ გოგონებს

სერიალის - "ალუბლების ქუჩა #12" დახურვის შემდეგ, მასში მონაწილე მსახიობებმა მიწვევა ახალი "კომედი არხიდან" მიიღეს. ჩემი რესპონდენტი თათული ედიშერაშვილი გახლავთ. ის ამბობს, რომ შემოქმედებითი პაუზა არა აქვს, მაგრამ საქმიანობის შესახებ ჯერჯერობით, არაფერს აკონკრეტებს. სამაგიეროდ, გვიმხელს, რა არის მისი სისუსტე, როდის იბნევა, ვის ეპრანჭება და როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი. ამ ყველაფერს კი მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1981 წლის 14 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდანვე მსახიობობაზე ვოცნებობდი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ოჯახმა და იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე.

- ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ისიც უნდა ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს დასთან ერთად, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. 2 წელია, არ მინახავს და ძალიან მენატრება.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ის წუთები, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ. ვერ გეტყვი, იმ დროს რას ვფიქრობდი, რას ვგრძნობდი... საოცარია, როცა შენს შვილს პირველად ხედავ და ეხები.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან ბევრ რამეს და მათ შორის, იმასაც, რომ ადამიანების მოსმენა შემიძლია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი; ისე ვიცხოვრებდი, როგორც ვიცხოვრე.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ. ისე, მარტოობა სულაც არ მაღიზიანებს. უფრო მეტიც, ზოგჯერ მიყვარს კიდეც.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვიწერ პირჯვარს.

- ვიბნევი, როცა...

- ...მატყუებენ, მაქებენ, მეფერებიან, ყვირიან... ბევრ რამეზე ვიბნევი.

- ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია...

- ...მას, ვინც მე მიყვარს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი შვილები.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კოსმონავტი, როგორც შვილი, მეუღლე, დედა, მსახიობი (თუ ეს ხმამაღალი ნათქვამი არ არის), მეგობარი - შემდგარი ვარ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლი არ მაქვს.

- მეზარება...

- ...ძალიან ბევრი რამე. მაგალითად, ახსნა-განმარტებების მიცემა. ეს ვისთან მჭირდება? - ცნობისმოყვარე ადამიანები ხომ არსებობენ?! მაგალითად, სადღაც რომ მივდივარ, მეზობელი მეკითხება, - შვილები სად გყავს? ჰოდა, მეზარება მისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა.

- დათმობა შემიძლია იმ შემთხვევაში, თუ...

- ...დამნაშავე ვარ. ასეთ დროს ბოდიშის მოხდაც არ მიჭირს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ისევ დავუშვებ! ვფიქრობ, საკუთარ შეცდომებზე ჭკუას ვერ ისწავლი, რადგან რაც უნდა ჭკვიანი იყო, ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ შეიძლება შეცდომა ხელმეორედ, ძალაუნებურად დაუშვა.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ქიმია და ფიზიკა.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ნიშნების მჯერა. ქურქის ჯიბეში სულ მიდევს რკინის ფოთოლი, რომელიც სამკაულივით არის. არ ვიცი, ეს ნივთი ჩემს ჯიბეში როგორ აღმოჩნდა, მაგრამ სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის ვამოწმებ, ისევ ადგილზეა თუ არა? მოკლედ, თილისმასავით მაქვს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მიხარია. საერთოდ, მომავალზე ოპტიმისტები ფიქრობენ. ჯერ ჩემი შვილები იმდენად პატარები არიან, რომ საკუთარი თავი ბებიის ამპლუაში ვერ წარმომიდგენია, მაგრამ მჯერა, მომავალში ძალიან კარგი ცხოვრება მექნება.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმაზე, თუ რამდენად მორწმუნე ადამიანი ვარ. არ მიყვარს, როცა ადამიანები ამას ხაზს უსვამენ. ზოგადად, ტაბუდადებული თემა არ მაქვს.

- რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას...

- ...ამაზე ღიად ყველასთან ვერ ვილაპარაკებ. პირადი ამბები მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეიძლება გაანდო.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...მიხარია და მწყინს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...შემწვარი გოჭის ხორცის სიყვარულია (იცინის). კარგად დაბრაწულ ხორცზე ვგიჟდები და რა ვქნა? ვაღიარებ, ყველაფერზე მეტად მიყვარს.

- ყოველ ახალ წელს ჩვევად მაქვს...

- ...გამოვიპრანჭო და ისე შევხვდე.

- ვეპრანჭები...

- ...არსებობს ადამიანი, ვისაც ვეპრანჭები; სხვანაირად არ გამიგო, მეუღლეს ვგულისხმობ. სხვისი გაპრანჭვის სურვილი ჯერ არ გამჩენია.

- ახალ წელს ყოველთვის ვხვდები...

- ...ხან ოჯახში ვარ, ხან - მეგობრებთან. ყოველი ახალი წელი დაუვიწყარია.

- მეკვლედ...

- ...ოფიციალური მიპატიჟებები არ მქონია, მაგრამ მეკვლე ვყოფილვარ. ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. ბლომად გოგონები გამითხოვებია, ჰოდა, გაუთხოვარ გოგონებს შეუძლიათ, მეკვლედ დამპატიჟონ. ადრე ქორწილებში თამადას გოჭის თავს ხომ ჩუქნიდნენ და მეკვლედ ვინც დამპატიჟებს, მორთულ-მოკაზმული გოჭის თავი უნდა დამახვედროს. ისე, ეს რა კარგი რამ მოვიფიქრე (იღიმის)!..

- ჩემს ოჯახში მეკვლე...

- ...ყოველთვის თავად ვარ. როცა სადმე მივდივართ და მერე შინ ვბრუნდებით, პირველი მე შევდივარ.

- ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრებ, რომ...

- ...ვიყო ძალიან ბედნიერი ჩემს ოჯახთან ერთად.

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემმა შვილებმა.

- ხშირად მსაყვედურობენ, რომ...

- ...მეგობრებთან მისვლას ვერ ვახერხებ.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემს შინაგან სამყაროს, ჩემს სიხარულს, ტკივილს, სევდას, ლამაზ მოგონებებს...

- ყოველთვის ძალიან განვიცდი...

- ...როცა ჩემი შვილები ტირიან. განსაკუთრებით მაშინ ვნერვიულობ, როცა მათი ტირილის მიზეზი მე ვარ. პატარები დატუქსვას ვერ იტანენ.

- არ მრცხვენია...

- ...საკუთარი წარსულის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ ადამიანს მივცემდი, რომ მერე ისინი უფრო კარგად გამეცნო. ფული ადამიანს კი არ აფუჭებს, მის ხასიათს უკეთესად ავლენს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარ პროფესიას და ღირსებას ვერ შევლახავ.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...დედის გარდაცვალებაა.

- არასდროს დამავიწყდება დარიგება...

- ...რომელსაც თავის დროზე დედისგან ვიღებდი. წლების წინ ნათქვამი მისი სიტყვები დღესაც მართლდება. დედა ჩემთვის ყველაზე კარგი მრჩეველი იყო.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...არცთუ ისე ხშირად მივდივარ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარხართ ადამიანებო, თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით! მინდა, ყველამ მოვიპოვოთ სიმშვიდე გულებში და ბედნიერად ვიცხოვროთ.

- ვიდრე დაგემშვიდობები, შენს სამომავლო გეგმებზეც გკითხავ. "ალუბლების ქუჩა #12" დაიხურა. როგორც გავიგე, შენ და სერიალის სხვა მსახიობებს ახალი "კომედი არხიდან" გაქვთ მიწვევა.

- სერიალი დაიხურა, მაგრამ ახლა უმოქმედოდ ნამდვილად არ ვარ. შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არის, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი იმდენად გაურკვეველია, რომ ჯერ ვერაფერს გეტყვი.

- ისიც ვიცი, რომ დღეს გადაღებაზე იყავი...

- მართალია, მაგრამ ეს სიურპრიზად დავტოვოთ. ახლა რამე რომ გითხრა, მერე შეიძლება ჩემი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდეს, ეს კი არ მინდა. ყველაფერი რომ დალაგდება, ამ თემაზე მერე სიამოვნებით ვილაპარაკებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება