მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ედავებიან კახეთის ყოფილ გუბერნატორს
რას ედავებიან კახეთის ყოფილ გუბერნატორს

კა­ხე­თის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს, ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტარ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს თე­ლა­ვის მრა­ვალ­დარ­გო­ვა­ნი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი თე­მურ სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩი­ვის. სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქარ­ხა­ნა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა თა­ვის მე­გო­ბარს უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხად მიჰ­ყი­და:

- თე­ლა­ვის მრა­ვალ­დარ­გო­ვა­ნი ქარ­ხა­ნა 1970 წელს აშენ­და სა­ხელ­მწი­ფოს თან­ხე­ბით. იმ­ხა­ნად მე­ლი­ო­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ­დი და ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ამ ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში. მას შემ­დეგ, რაც ქარ­ხნის რა­ღაც ნა­წი­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და, ვარ მისი დი­რექ­ტო­რი. წყალ­სა­ცა­ვე­ბის­თვის ვმუ­შა­ობ­დით, ვა­წარ­მო­ებ­დით ლი­თო­ნი­სა და რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებს. 1995 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა აი­რია, ქარ­ხა­ნამ მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა, რად­გან დიდ შეკ­ვე­თებს სწო­რედ რუ­სე­თი­დან ვი­ღებ­დით და იქე­დან ვმა­რაგ­დე­ბო­დით. ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მო­ვი­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა ბა­ზალ­ტის ბოჭ­კოს წარ­მო­ე­ბის პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც "ქარ­თუ" აფი­ნან­სებ­და. მაგ­რამ რო­დე­საც "ბა­და­გო­ნის" სა­წარ­მო­ში დიდი ოდე­ნო­ბით ღვი­ნო დაღ­ვა­რა პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა და ქარ­ხა­ნა და­ან­გრი­ეს, ინ­ვეს­ტო­რებ­მაც უარი თქვეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. ქარ­ხა­ნა გა­ჩერ­და და მე ვუვ­ლი­დი ჩემი ხარ­ჯე­ბით. 2009 წელს, რო­დე­საც კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნულ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს შევ­ხვდი, მი­თხრა: ვიცი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კაცი ხარ, ისიც ვიცი, რომ ქარ­ხა­ნა შე­ნია, მაგ­რამ მას­ზე ხელი უნდა აიღო, ეს ქარ­ხა­ნა ჩემი ძმა­კა­ცი ფე­ფეს­თვის მინ­და, აქ სას­ტუმ­რო უნდა ავა­შე­ნოთ და წინ ნუ გა­და­მიდ­გე­ბიო. როცა ვკი­თხე, ფეფე ვინ არის-მეთ­ქი, ვა­ზი­სუბ­ნე­ლი ფეფე ჩემი ძმა­კა­ცია, თბი­ლის­ში, ნა­ხა­ლოვ­კა­ში აკ­ვა­პარ­კი აქ­ვსო.

- რო­გორ გა­ი­ყი­და ქარ­ხა­ნა?

- მაქვს აუ­დი­ტის დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ეს ქარ­ხა­ნა 44 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და ე.წ. პი­რო­ბი­თი ტენ­დე­რი, სა­დაც მე არ მი­მა­ღე­ბი­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ქარ­ხა­ნა, სულ რა­ღაც, 5500 დო­ლა­რად მიჰ­ყი­და შპს "ევ­რო­პარკს". როცა მივ­ხვდი, რომ ქარ­ხა­ნას ვე­ღარ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი, ვუ­თხა­რი, რაც გინ­და ის გა­ა­კე­თე, მაგ­რამ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 700 ტონა ფურ­ცლო­ვა­ნი ლი­თო­ნი მაქვს და ის მა­ინც და­მით­მე-მეთ­ქი. ეს ლი­თო­ნი 1995 წელს შე­ვი­ძი­ნე, იქამ­დეც გავ­ყიდ­დი, მაგ­რამ სულ მქონ­და იმე­დი, რომ ქარ­ხა­ნას ავა­მუ­შა­ვებ­დი და ამ ლი­თონ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი. ღვი­ნი­აშ­ვილ­მა მი­პა­სუ­ხა, მარ­ტში ჩა­მო­ვა ფეფე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი მოს­კო­ვი­დან, გა­ვა­ფორ­მებთ ტენ­დე­რის შე­დე­გებს და ლი­თონ­საც გა­გა­ტან­თო. მაგ­რამ... როცა საშ­ვე­ლი აღარ იყო, შე­ვა­წუ­ხე კა­ხე­თის პრო­კუ­რო­რი თა­მაზ სა­ბუ­ტაშ­ვი­ლი, ვაჩ­ვე­ნე დო­კუ­მენ­ტე­ბი. საქ­მე გა­მო­ი­ძია ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ არ აპი­რებ­დნენ ჩემი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას. ფეფე კი ყო­ველ დღე იჯდა ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში და აწყობ­და გეგ­მებს, რო­გორ მი­ეთ­ვი­სე­ბი­ნა 700 ტონა ფურ­ცლო­ვა­ნი ლი­თო­ნი. გა­ვუგ­ზავ­ნე ერთი პი­როვ­ნე­ბა და და­ვა­ბა­რე, ქარ­ხა­ნა ხომ მი­ი­სა­კუთ­რეთ, ლი­თონს მა­ინც ნუ წა­მარ­თმევთ-მეთ­ქი. ფე­ფემ მი­პა­სუ­ხა, მე რა ვქნა, ამას ადე­იშ­ვი­ლი მა­ძა­ლებ­სო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი თა­მაზ სა­ბუ­ტაშ­ვილს - ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რეს. საქ­მე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩავ­რიე. ორ­ჯერ შევ­ხვდი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას, ავუხ­სე­ნი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი, მი­ვუ­ტა­ნე მა­სა­ლე­ბი. მან გამ­გზავ­ნა და­ვით ტყე­შე­ლაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი იყო, დღეს კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს და­უ­რე­კა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის იმ­ჟა­მინ­დელ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე­მაც, მაგ­რამ არა­ფერ­მა გაჭ­რა. როცა სა­ბო­ლო­ოდ წა­მარ­თვა ქო­ნე­ბა, ღვი­ნი­აშ­ვილ­მა შე­მო­მით­ვა­ლა, პრე­ზი­დენ­ტმაც რომ მი­თხრას, ქარ­ხა­ნას მა­ინც არ და­გით­მობ, ვიცი, ეს ქო­ნე­ბა შე­ნია, მაგ­რამ ასე­თი ხოში მაქვს და არ და­გით­მო­ბო. ცოტა ხნის შემ­დეგ ღვი­ნი­აშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ვი­და ჩემ­თან, მი­თხრა, შე­გიძ­ლია შენი ლი­თო­ნის წა­ღე­ბაო. მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში და პირ­და­პირ გან­მი­ცხა­დეს, ან ქო­ნე­ბას დათ­მობ, ან ცი­ხე­ში ჩაგ­სვამ­თო. 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი პო­ლი­ცი­ა­ში, მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღა­ცას და რა­საც ის ეუბ­ნე­ბო­და, და­მა­წე­რი­ნეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ფეფე და­ი­ჭი­რეს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბის გამო. მი­უ­სა­ჯეს წი­ნას­წა­რი 2-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და გლ­დან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ მას თავ­დებ­ში და­უდ­გნენ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ვინ­მე ქა­და­გი­ძე, გა­და­ახ­დე­ვი­ნეს გი­რაო და გა­მო­უშ­ვეს. სწო­რედ ამის შემ­დეგ აა­შე­ნა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­ვა­პარ­კი. ოღონდ უნდა ნა­ხოთ, ეს რა აკ­ვა­პარ­კია - მხო­ლოდ ორი ჩა­მო­სას­რი­ა­ლე­ბე­ლი და ერთი აუზი გა­ა­კე­თეს, რო­მელ­შიც ბინ­ძუ­რი წყა­ლია. არა­და, სა­ტენ­დერო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ეწე­რა, რომ იქ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სად არის? ფე­ფემ და­შა­ლა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ორი კორ­პუ­სი და ჯარ­თში ჩა­ა­ბა­რა. რო­გორც შე­ვი­ტყვე, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი უნდა წა­რედ­გი­ნა, მაგ­რამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ჩემი მის­ვლის შემ­დეგ ღვი­ნი­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა მო­იხ­სნა. აი, ამის მერე ჩა­მიდ­გა ჯიბრში ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. ახლა შე­ვი­ტა­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი და ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს. გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი კა­ხეთ­ში და პა­სუ­ხი უნდა აგოს. რა­ტომ წა­მარ­თვა ქო­ნე­ბა, რა­ტომ და­ან­გრია ქარ­ხა­ნა? რა­ტომ არ­სად ჩანს მისი ძმა­კა­ცი ფეფე? ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან ამ საქ­მეს და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს ამ უკა­ნო­ნო­ბას არ შე­ვარ­ჩენ!

თე­მურ სულ­ხა­ნიშ­ვილ­თან სა­უბრ­ის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტარ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ თე­მურ სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოა. ეს ქო­ნე­ბა გა­ყი­და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი სა­მი­ნის­ტრო­ში შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ოთ. ეს ქარ­ხა­ნა თე­მურ სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა და მას ვე­რა­ვინ წა­არ­თმევ­და.

- ის ამ­ბობს, რომ დღემ­დე ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რია?

- მე­ლას რაც ესიზ­მრე­ბო­და, ის ელან­დე­ბო­დაო!

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თე­მურ სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თქვენ მას არ მი­ე­ცით ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა და საკ­მა­ოდ მცი­რე თან­ხად გა­ყი­დეთ ქო­ნე­ბა...

- აბ­სურ­დია, მე რო­გორ შე­მეძ­ლო ტენ­დერ­ზე რამე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა? არც მქონ­და ამის უფ­ლე­ბა. სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა ისიც თქვა, თით­ქოს თვი­თონ გა­ა­რე­მონ­ტა შე­ნო­ბა, მაგ­რამ ეს ასე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ამ ად­გილ­ზე ახლა ავა­შე­ნეთ აკ­ვა­პარ­კი და რე­გი­ო­ნის­თვის კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ.

- ფეფე სულ­ხა­ნიშ­ვილს იც­ნობთ?

- ვიც­ნობ, რო­გორ არა. დღემ­დე მაქვს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მან გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ე­დო ამ ად­გილ­ზე აკ­ვა­პარ­კის და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სის აშე­ნე­ბა­ში და ეს გა­ა­კე­თა კი­დეც.

- რა­ტომ არ და­უბ­რუ­ნეთ თე­მურ სულ­ხა­ნიშ­ვილს მისი კუთ­ვნი­ლი 700 ტონა ფურ­ცლო­ვა­ნი ლი­თო­ნი?

- ეს ლი­თო­ნიც არ იყო მისი სა­კუთ­რე­ბა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ გა­ყი­და აუქ­ცი­ონ­ზე. მიბ­რძან­დით სა­მი­ნის­ტრო­ში და ნა­ხავთ ამ დო­კუ­მენ­ტებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რას ედავებიან კახეთის ყოფილ გუბერნატორს

რას ედავებიან კახეთის ყოფილ გუბერნატორს

კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად პარლამენტარ გიორგი ღვინიაშვილს თელავის მრავალდარგოვანი ქარხნის დირექტორი თემურ სულხანიშვილი პროკურატურაში უჩივის. სულხანიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე მილიონად შეფასებული ქარხანა ღვინიაშვილმა თავის მეგობარს უმნიშვნელო თანხად მიჰყიდა:

- თელავის მრავალდარგოვანი ქარხანა 1970 წელს აშენდა სახელმწიფოს თანხებით. იმხანად მელიორაციის სამინისტროში ვმუშაობდი და ჩართული ვიყავი ამ ქარხნის მშენებლობის პროცესში. მას შემდეგ, რაც ქარხნის რაღაც ნაწილი ექსპლუატაციაში შევიდა, ვარ მისი დირექტორი. წყალსაცავებისთვის ვმუშაობდით, ვაწარმოებდით ლითონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს. 1995 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აირია, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა, რადგან დიდ შეკვეთებს სწორედ რუსეთიდან ვიღებდით და იქედან ვმარაგდებოდით. ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდოდა ხელისუფლებაში, დავიწყეთ მუშაობა ბაზალტის ბოჭკოს წარმოების პროექტზე, რომელსაც "ქართუ" აფინანსებდა. მაგრამ როდესაც "ბადაგონის" საწარმოში დიდი ოდენობით ღვინო დაღვარა პეტრე ცისკარიშვილმა და ქარხანა დაანგრიეს, ინვესტორებმაც უარი თქვეს თანამშრომლობაზე. ქარხანა გაჩერდა და მე ვუვლიდი ჩემი ხარჯებით. 2009 წელს, როდესაც კახეთის გუბერნატორად დანიშნულ გიორგი ღვინიაშვილს შევხვდი, მითხრა: ვიცი, ავტორიტეტული კაცი ხარ, ისიც ვიცი, რომ ქარხანა შენია, მაგრამ მასზე ხელი უნდა აიღო, ეს ქარხანა ჩემი ძმაკაცი ფეფესთვის მინდა, აქ სასტუმრო უნდა ავაშენოთ და წინ ნუ გადამიდგებიო. როცა ვკითხე, ფეფე ვინ არის-მეთქი, ვაზისუბნელი ფეფე ჩემი ძმაკაცია, თბილისში, ნახალოვკაში აკვაპარკი აქვსო.

- როგორ გაიყიდა ქარხანა?

- მაქვს აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ეს ქარხანა 44 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ გიორგი ღვინიაშვილმა გამოაცხადა ე.წ. პირობითი ტენდერი, სადაც მე არ მიმაღებინა მონაწილეობა და ქარხანა, სულ რაღაც, 5500 დოლარად მიჰყიდა შპს "ევროპარკს". როცა მივხვდი, რომ ქარხანას ვეღარ შევინარჩუნებდი, ვუთხარი, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ქარხნის ტერიტორიაზე 700 ტონა ფურცლოვანი ლითონი მაქვს და ის მაინც დამითმე-მეთქი. ეს ლითონი 1995 წელს შევიძინე, იქამდეც გავყიდდი, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ ქარხანას ავამუშავებდი და ამ ლითონსაც გამოვიყენებდი. ღვინიაშვილმა მიპასუხა, მარტში ჩამოვა ფეფე სულხანიშვილი მოსკოვიდან, გავაფორმებთ ტენდერის შედეგებს და ლითონსაც გაგატანთო. მაგრამ... როცა საშველი აღარ იყო, შევაწუხე კახეთის პროკურორი თამაზ საბუტაშვილი, ვაჩვენე დოკუმენტები. საქმე გამოიძია ფინანსურმა პოლიციამ, მაგრამ მივხვდი, რომ არ აპირებდნენ ჩემი ქონების დაბრუნებას. ფეფე კი ყოველ დღე იჯდა ფინანსურ პოლიციაში და აწყობდა გეგმებს, როგორ მიეთვისებინა 700 ტონა ფურცლოვანი ლითონი. გავუგზავნე ერთი პიროვნება და დავაბარე, ქარხანა ხომ მიისაკუთრეთ, ლითონს მაინც ნუ წამართმევთ-მეთქი. ფეფემ მიპასუხა, მე რა ვქნა, ამას ადეიშვილი მაძალებსო. ეს ყველაფერი ვუთხარი თამაზ საბუტაშვილს - ზურაბ ადეიშვილის მეჯვარეს. საქმეში ძალიან ბევრი ადამიანი ჩავრიე. ორჯერ შევხვდი მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას, ავუხსენი საქმის დეტალები, მივუტანე მასალები. მან გამგზავნა დავით ტყეშელაშვილთან, რომელიც იმხანად ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. გიორგი ღვინიაშვილს დაურეკა მთავარი პროკურორის იმჟამინდელმა მოადგილემ დავით საყვარელიძემაც, მაგრამ არაფერმა გაჭრა. როცა საბოლოოდ წამართვა ქონება, ღვინიაშვილმა შემომითვალა, პრეზიდენტმაც რომ მითხრას, ქარხანას მაინც არ დაგითმობ, ვიცი, ეს ქონება შენია, მაგრამ ასეთი ხოში მაქვს და არ დაგითმობო. ცოტა ხნის შემდეგ ღვინიაშვილის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან, მითხრა, შეგიძლია შენი ლითონის წაღებაო. მაგრამ მოულოდნელად დამიბარეს პოლიციაში და პირდაპირ განმიცხადეს, ან ქონებას დათმობ, ან ციხეში ჩაგსვამთო. 3 საათის განმავლობაში ვიყავი პოლიციაში, მემუქრებოდნენ, გამომძიებელი ტელეფონით ესაუბრებოდა ვიღაცას და რასაც ის ეუბნებოდა, დამაწერინეს. რამდენიმე დღეში კი ფეფე დაიჭირეს ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო. მიუსაჯეს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა და გლდანში გადაიყვანეს. შემდეგ მას თავდებში დაუდგნენ გიორგი ღვინიაშვილი და ვინმე ქადაგიძე, გადაახდევინეს გირაო და გამოუშვეს. სწორედ ამის შემდეგ ააშენა ქარხნის ტერიტორიაზე აკვაპარკი. ოღონდ უნდა ნახოთ, ეს რა აკვაპარკია - მხოლოდ ორი ჩამოსასრიალებელი და ერთი აუზი გააკეთეს, რომელშიც ბინძური წყალია. არადა, სატენდერო ხელშეკრულებაში ეწერა, რომ იქ გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა აშენებულიყო, მაგრამ სად არის? ფეფემ დაშალა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ორი კორპუსი და ჯართში ჩააბარა. როგორც შევიტყვე, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი ღვინიაშვილი უნდა წარედგინა, მაგრამ გიული ალასანიასთან ჩემი მისვლის შემდეგ ღვინიაშვილის კანდიდატურა მოიხსნა. აი, ამის მერე ჩამიდგა ჯიბრში ღვინიაშვილი. ახლა შევიტანე პროკურატურაში სარჩელი და ველოდები პასუხს. გიორგი ღვინიაშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი კახეთში და პასუხი უნდა აგოს. რატომ წამართვა ქონება, რატომ დაანგრია ქარხანა? რატომ არსად ჩანს მისი ძმაკაცი ფეფე? ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს და გიორგი ღვინიაშვილს ამ უკანონობას არ შევარჩენ!

თემურ სულხანიშვილთან საუბრ­ის შემდეგ პარლამენტარ გიორგი ღვინიაშვილს დავუკავშირდით:

- პირდაპირ გეტყვით, რომ თემურ სულხანიშვილი სამკურნალოა. ეს ქონება გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. ამ პროცედურების ამსახველი ყველა დოკუმენტი სამინისტროში შეგიძლიათ მოიძიოთ. ეს ქარხანა თემურ სულხანიშვილის ქონება არ ყოფილა და მას ვერავინ წაართმევდა.

- ის ამბობს, რომ დღემდე ქარხნის დირექტორია?

- მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო!

- ბატონო გიორგი, თემურ სულხანიშვილი ამბობს, რომ თქვენ მას არ მიეცით ტენდერში მონაწილეობის უფლება და საკმაოდ მცირე თანხად გაყიდეთ ქონება...

- აბსურდია, მე როგორ შემეძლო ტენდერზე რამე გავლენის მოხდენა? არც მქონდა ამის უფლება. სულხანიშვილმა ისიც თქვა, თითქოს თვითონ გაარემონტა შენობა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. ამ ადგილზე ახლა ავაშენეთ აკვაპარკი და რეგიონისთვის კარგი საქმე გავაკეთეთ.

- ფეფე სულხანიშვილს იცნობთ?

- ვიცნობ, როგორ არა. დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა. მან გამოთქვა სურვილი, რომ რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია ჩაედო ამ ადგილზე აკვაპარკის და დასასვენებელი კომპლექსის აშენებაში და ეს გააკეთა კიდეც.

- რატომ არ დაუბრუნეთ თემურ სულხანიშვილს მისი კუთვნილი 700 ტონა ფურცლოვანი ლითონი?

- ეს ლითონიც არ იყო მისი საკუთრება და ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა აუქციონზე. მიბრძანდით სამინისტროში და ნახავთ ამ დოკუმენტებს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"