მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწყალების და, რომლის აჩრდილიც დიდ მწერალს მუდამ თან სდევდა
მოწყალების და, რომლის აჩრდილიც დიდ მწერალს მუდამ თან სდევდა

ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა და ქალ­თა გულ­თამ­პყრო­ბელ­მა, ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­იმ (1899-1961), თა­ვი­სი ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი - "მშვი­დო­ბით ია­რა­ღო", პირ­ველ სიყ­ვა­რულს - აგ­ნე­სა ფონ კუ­როვ­სკის მი­უ­ძღვნა. პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კელ­მა ლა­მაზ­მან­მა ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე შეძ­ლო ვნე­ბი­ა­ნი მწერ­ლის გუ­ლის და­პყრო­ბა. მათ­მა რო­მან­მა პირ­ვე­ლი სა­მა­მუ­ლო ომის დროს იფეთ­ქა. იმ­ხა­ნად ყმაწ­ვილ ერ­ნესტს ძა­ლი­ან სურ­და ფრონტზე წას­ვლა, მაგ­რამ ცუდი მხედ­ვე­ლო­ბის გამო სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ამ მას­ზე ნე­ბარ­თვა არ გას­ცა. ამას­თან, მშობ­ლებს გა­გო­ნე­ბაც კი არ უნ­დო­დათ შვი­ლის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდე­ის შე­სა­ხებ. მა­შინ ერ­ნეს­ტმა სხვა გზე­ბის ძი­ე­ბა და­ი­წყო. ერთხელ, როცა შე­ი­ტყო, რომ იტა­ლი­ურ არ­მი­ა­ში (რო­მე­ლიც და­უნ­დო­ბელ ომში იყო ჩაბ­მუ­ლი) მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ, წი­თელ ჯვარ­ში მი­ვი­და და მო­ი­თხო­ვა, იტა­ლი­ა­ში გა­ეგ­ზავ­ნათ. ომი მას სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლად მი­აჩ­ნდა, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში დარ­წმუნ­და, რომ ეს ასე არ იყო. 1918 წელს, ამე­რი­კელ მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფ­თან ერ­თად, უზარ­მა­ზა­რი ლა­ი­ნე­რით "ჩი­კა­გო", ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა. ჰე­მინ­გუ­ეი ჯერ მხო­ლოდ 18 წლის იყო. ფრონტზე მას მზა­რე­უ­ლო­ბა, მრე­ცხა­ო­ბა, ავად­მყოფ­თა ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა და სხვა, მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბამ მო­უ­წია. ერთ დღეს, დაჭ­რი­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნი­სას, მან­ქა­ნას­თან ჭურ­ვი აფეთ­ქდა და ერ­ნეს­ტი და­იჭ­რა. და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი მი­ლა­ნის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც დიდ­ხანს გონს ვერ მო­ე­გო. როცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა, მას­ზე დახ­რი­ლი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ლა­მა­ზი სახე და­ი­ნა­ხა. ეს იყო ექთა­ნი, ლა­მაზ­მა­ნი აგ­ნე­სა კუ­როვ­სკი. ის ღამ­ღა­მო­ბით ერ­ნეს­ტის სა­წოლ­თან მო­რი­გე­ობ­და და ახალ ნაც­ნო­ბებს დი­ლამ­დე შე­ეძ­ლოთ ესა­უბ­რათ. გამ­თე­ნი­ი­სას, როცა ახალ­გაზ­რდა კაცს ჩა­ე­ძი­ნე­ბო­და, ექთა­ნი სხვა პა­ლა­ტა­ში გა­დი­ო­და დაჭ­რი­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. თუ ერ­ნეს­ტი მზრუნ­ველ სა­ხეს მო­ი­საკ­ლი­სებ­და, წერ­და ბა­რა­თებს და სთხოვ­და სხვებს, ეს პა­ტა­რა გზავ­ნი­ლე­ბი ექთა­ნი კუ­როვ­სკის­თვის გა­და­ე­ცათ. მალე არა­ვის­თვის იყო სა­ი­დუმ­ლო, რომ ახალ­გაზ­რდებს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ. აგ­ნე­სა, ისე­ვე, რო­გორც ჰე­მინ­გუ­ეი, იტა­ლი­ა­ში ამე­რი­კი­დან ჩა­ვი­და. გო­გო­ნა ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან მი­ილ­ტვო­და, რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო გა­ნე­ცა­და. მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, როცა აგ­ნე­სას 18 წელი შე­უს­რულ­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - სა­ექთა­ნო საქ­მე შე­ეს­წავ­ლა. ფა­რუ­ლად ოც­ნე­ბობ­და, რომ ოდეს­მე ამ გზით ფრონტზე მოხ­ვდე­ბო­და. მისი ნატ­ვრა 1917 წელს ას­რულ­და, როცა ამე­რი­კი­დან ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა დაჭ­რი­ლი იტა­ლი­ე­ლი მე­ომ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

აგ­ნე­სა ერ­ნესტზე 7 წლით უფ­რო­სი იყო. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა სუ­ლაც არ აფერ­ხებ­და ახალ­გაზ­რდა მწე­რალს და ამას არ მი­იჩ­ნევ­და წი­ნა­ღო­ბად საყ­ვა­რელ ქალ­ზე და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად. როცა ყმაწ­ვილს 19 წელი შე­უს­რულ­და და მთე­ლი პა­ლა­ტა ამ დღეს აღ­ნიშ­ნავ­და, მან აგ­ნე­სას ცო­ლო­ბა სთხო­ვა, მაგ­რამ სატ­რფოს რე­აქ­ცია მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბე­ბი­სა, აგ­ნე­სამ უარი გა­ნა­ცხა­და. აგ­ნე­სა კუ­როვ­სკი ლა­მა­ზი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ქალი იყო. მას უყ­ვარ­და მა­მა­კაც­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სუ­ლაც არ ფა­რავ­და, რომ უნ­დო­და ცხოვ­რე­ბით დამ­ტკბა­რი­ყო, ყო­ველ­გვა­რი მო­რა­ლი­სა და ნორ­მე­ბის გა­რე­შე. ჰოს­პი­ტალ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ჟღალ­თმი­ან მო­წყა­ლე­ბის დაზე ჭკუ­ას კარ­გავ­და. რა თქმა უნდა, მგრძნო­ბი­ა­რე ერ­ნეს­ტი შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ერთხელ, როცა აგ­ნე­სამ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სამ­ხრეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა ისურ­ვა, ახალ­გაზ­რდა მწე­რალ­მა შეყ­ვა­რე­ბულს უყ­ვი­რა და მის­გან მო­ი­თხოვ­და, რომ გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა. ამ ფაქ­ტის მოწ­მე­ე­ბი იგო­ნებ­დნენ, რომ ბრაზ­მო­რე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი ტან­საც­მელს ია­ტაკ­ზე ყრი­და, აგ­ნე­სას და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და და მრის­ხა­ნე­ბის­გან ბრდღვი­ნავ­და. ახალ­გაზ­რდა ქალი კი სულ უფრო მე­ტად რწმუნ­დე­ბო­და მე­გობ­რის რთულ ხა­სი­ათ­ში. მან ისიც იცო­და, რომ ფეთ­ქე­ბად და გულზ­ვი­ად ერ­ნესტს კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ნაკ­ლი ჰქონ­და - ის ზედ­მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მბრძა­ნე­ბელ დე­და­ზე, თუმ­ცა ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და, ეს და­ე­ფა­რა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, იმ­დე­ნად ეში­ნო­და მშობ­ლე­ბის, რომ არც ერთ თა­ვის წე­რილ­ში მათ­თვის აგ­ნე­სას შე­სა­ხებ არა­ფე­რი მი­უ­წე­რია.

1918 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ექთა­ნი კუ­როვ­სკი ფლო­რენ­ცი­ის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ერ­ნესტს შე­ე­შინ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და­კარ­გვის და და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­და მას და­ქორ­წი­ნე­ბას, მაგ­რამ აგ­ნე­სა დუმ­და. ის გა­ემ­გზავ­რა. ჰე­მინ­გუ­ეი მხო­ლოდ გრძნო­ბე­ბით აღ­სავ­სე წე­რი­ლე­ბით ახერ­ხებ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლებს იღებ­და, სა­დაც აგ­ნე­სა წერ­და - რო­გორ ენატ­რე­ბო­და და რა და­ნაკ­ლისს გრძნობ­და მის გა­რე­შე, რომ არ შე­ეძ­ლო და­ე­ვი­წყე­ბი­ნა მი­ლან­ში ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ტკბი­ლი ღა­მე­ე­ბი. გან­შო­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა და მალე, როცა კუ­როვ­სკი მი­ლან­ში გავ­ლით იმ­ყო­ფე­ბო­და, ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთს ისევ შეხ­ვდნენ, მხო­ლოდ მარ­ტო ორი სა­ა­თით. ეს მათი უკა­ნას­კნე­ლი შეხ­ვედ­რა იყო.

1919 წლის იან­ვარ­ში ერ­ნეს­ტი ჰოს­პიტ­ლი­დან წა­მო­ვი­და და სამ­შობ­ლო­ში გა­ემ­გზავ­რა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს მი­მო­წე­რა არ შე­უ­წყვე­ტი­ათ. ამე­რი­კი­დან იტა­ლი­ა­ში "მიფ­რი­ნავ­დნენ" სა­სო­წარ­კვე­თი­თა და ვნე­ბით სავ­სე წე­რი­ლე­ბი. მწე­რა­ლი ემუ­და­რე­ბო­და საყ­ვა­რელ ქალს, ჩა­მო­სუ­ლი­ყო მას­თან და ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და. ის კი ამა­ზე პა­სუ­ხობ­და: "არ ღირს, ამ­დენს რომ მწერ"... იმა­ვე წლის პირ­ველ მარტს აგ­ნე­სამ მის­წე­რა: "მე სუ­ლაც არ ვარ ის სრულ­ყო­ფი­ლი ქალი, რო­გო­რა­დაც თქვენ მთვლით. სა­კუ­თარ თავს მე ბო­რო­ტად მი­ვიჩ­ნევ... თქვენ­ში კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. თქვენ წინ სა­ო­ცა­რი კა­რი­ე­რა გე­ლით, რო­მელ­საც იმ­სა­ხუ­რებთ.

მშვი­დო­ბით, პა­ტა­რავ. არ გაბ­რაზ­დე"... იმა­ვე წე­რილ­ში ატყო­ბი­ნებ­და, რომ და­ი­ნიშ­ნა მდი­დარ იტა­ლი­ელ არის­ტოკ­რატ­ზე და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შემ­დგო­მი წლე­ბის და­კავ­ში­რე­ბას მას­თან გეგ­მავ­და. ამ ამ­ბავ­მა ისე­თი მძი­მე ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ახალ­გაზ­რდა კაც­ზე, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი და რამ­დე­ნი­მე დღე ციებ-ცხე­ლე­ბის შე­ტე­ვე­ბით გა­ა­ტა­რა.

ჰე­მინ­გუ­ეი კი­დევ დიდ­ხანს ჯავ­რობ­და საყ­ვა­რელ ქალ­ზე, შემ­დეგ კი ნუ­გე­ში სხვა ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პოვა. მა­ღა­ლი, წარ­მო­სა­დე­გი და მომ­ხიბ­ლა­ვი მა­მა­კა­ცი ქა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ად­ვი­ლად იპყრობ­და. ნაც­ნო­ბებს არა მარ­ტო მისი გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რე იზი­დავ­და. ამ რო­მან­ტი­კულ პერ­სო­ნა­ში ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბოდ­ნენ ბავ­შვუ­რი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა და მგრძნო­ბი­ა­რო­ბა; იმ­პულ­სუ­რო­ბა და იმ­პო­ზან­ტუ­რო­ბა. ახლო მე­გობ­რე­ბი ამ­ჩნევ­დნენ, რომ მისი წყე­ნი­ნე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო. თუმ­ცა, ის ახერ­ხებ­და და­ე­ფა­რა სა­კუ­თა­რი სი­სუს­ტე­ე­ბი და ცდი­ლობ­და, უფრო ძლი­ე­რი და ვაჟ­კა­ცუ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. მას უნ­დო­და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა ქა­ლე­ბის­თვის, რომ იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი იყო. ერ­ნეს­ტი მუ­დამ ჰყვე­ბო­და, რომ უამ­რა­ვი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი, იტა­ლი­ე­ლი დიდ­გვა­რო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და ევ­რო­პე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი. მე­გობ­რებს მის ბა­ქი­ბუქ­ზე ეცი­ნე­ბო­დათ, იცოდ­ნენ, რომ თა­ვი­სი ამუ­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­ნამ­დვი­ლეს ბევ­რად აჭარ­ბებ­და, მაგ­რამ იმას, რომ მწე­რა­ლი მარ­თლაც ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ ქა­ლებს, ვერ უარ­ყოფ­დნენ.

ჰე­მინ­გუ­ე­ის ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც მრა­ვა­ლი ქალი იყო, არა­და, ახ­ლობ­ლებ­თან გუ­ლი­თა­დი სა­უბ­რი­სას ყო­ველ­თვის აღი­ა­რებ­და, რომ აგ­ნე­სას შემ­დეგ მსგავ­სი გრძნო­ბა აღარ გა­ნუც­დია.

აგ­ნე­სას­თან სა­ბო­ლოო გან­შო­რე­ბის ერთი წლის თავ­ზე მწე­რა­ლი მას­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­როს, ელი­ზა­ბეტ ჰედ­ლი­ზე და­ქორ­წინ­და. კი­დევ ერთი წლის შემ­დეგ, უკვე პირ­ვე­ლი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ცოლ-ქმა­რი პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ერ­ნესტს ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი გა­უჩ­ნდნენ და ქა­ლებ­თან მისი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც და­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, აგ­ნე­სა კუ­როვ­სკი მისი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან მა­ინც არ ქრე­ბო­და და სამი წლის შემ­დეგ მას გრძნო­ბე­ბით აღ­სავ­სე წე­რი­ლი მის­წე­რა. ქალ­მა ამ წე­რილს უპა­სუ­ხა. სწერ­და, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და მისი გზავ­ნი­ლის მი­ღე­ბა, მაგ­რამ ამის შემ­დეგ მათი მი­მო­წე­რა აღარ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.

საფ­რან­გეთ­ში ჰე­მინ­გუ­ე­იმ მომ­ხიბ­ლა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ქალი გა­იც­ნო, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ფრან­გუ­ლი ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ნა პფა­ი­ფე­რიც მწე­რალ­ზე ასა­კით უფ­რო­სი იყო. ერ­ნეს­ტმა გა­და­წყვი­ტა, ცხოვ­რე­ბა ახლა მის­თვის და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა და ელი­ზა­ბეტ ჰედ­ლის­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის­თა­ნა­ვე, 1927 წელს მას­ზე იქორ­წი­ნა. პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პო­ლი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ამა­ყი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ჯი­უ­ტი ქალი სუ­ლაც არ აპი­რებ­და თა­ვის კა­რი­ე­რას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნათ და მთე­ლი ოჯა­ხი აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

სულ მალე ჰე­მინ­გუ­ეი ხე­ლახ­ლა და­ქორ­წინ­და, ამ­ჯე­რად ჟურ­ნა­ლისტ მარ­ტა გელ­ჰორნ­ზე. არც მან ისურ­ვა სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მწერ­ლის ჩრდილ­ში ყოფ­ნა და წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა. ერ­ნესტს კი ასე­თი ოჯა­ხი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბელ­მა მა­მა­კაც­მა მა­შინ­ვე ჟურ­ნალ "ტა­ი­მის" კო­რეს­პონ­დენ­ტი - მერი უელ­ში შე­ირ­თო ცო­ლად. მერი ჰე­მინ­გუ­ე­ის მე­ო­თხე და უკა­ნას­კნე­ლი ცოლი გახ­და. ის თვალს ხუ­ჭავ­და ქმრის მრა­ვალ­ჯე­რად ღა­ლატ­ზე; არ აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, რომ უკვე ასა­კო­ვან­მა ერ­ნეს­ტმა ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნი გა­ა­ბა ახალ­გაზ­რდა უცხო­ელ ლა­მაზ­მან­თან - ად­რი­ა­ნა ივან­ჩიკ­თან, რაც მთე­ლი 6 წელი გაგ­რძელ­და...

სა­ბო­ლო­ოდ, მგრძნო­ბი­ა­რე და მერ­ყევ­მა ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­იმ ისურ­ვა, ცხოვ­რე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მე­უღ­ლე სე­რი­ო­ზუ­ლად იყო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ქმრის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და სამ­კურ­ნა­ლოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში და­აწ­ვი­ნა, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბამ მწერ­ლის დეპ­რე­სია უფრო გა­აღ­რმა­ვა. 1961 წელს, მას შემ­დეგ, რაც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­ე­წე­რა, თავი მო­იკ­ლა.

როცა აგ­ნე­სა ფონ კუ­როვ­სკიმ მწერ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო, თქვა:

"ეს სულ თა­ვი­დან­ვე იყო მას­ში ჩა­დე­ბუ­ლი".

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მოწყალების და, რომლის აჩრდილიც დიდ მწერალს მუდამ თან სდევდა

მოწყალების და, რომლის აჩრდილიც დიდ მწერალს მუდამ თან სდევდა

ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა და ქალთა გულთამპყრობელმა, ერნესტ ჰემინგუეიმ (1899-1961), თავისი ერთ-ერთი გახმაურებული რომანი - "მშვიდობით იარაღო", პირველ სიყვარულს - აგნესა ფონ კუროვსკის მიუძღვნა. პოლონური წარმოშობის ამერიკელმა ლამაზმანმა ხანგრძლივი დროის მანძილზე შეძლო ვნებიანი მწერლის გულის დაპყრობა. მათმა რომანმა პირველი სამამულო ომის დროს იფეთქა. იმხანად ყმაწვილ ერნესტს ძალიან სურდა ფრონტზე წასვლა, მაგრამ ცუდი მხედველობის გამო სამედიცინო კომისიამ მასზე ნებართვა არ გასცა. ამასთან, მშობლებს გაგონებაც კი არ უნდოდათ შვილის აკვიატებული იდეის შესახებ. მაშინ ერნესტმა სხვა გზების ძიება დაიწყო. ერთხელ, როცა შეიტყო, რომ იტალიურ არმიაში (რომელიც დაუნდობელ ომში იყო ჩაბმული) მოხალისეები სჭირდებოდათ, წითელ ჯვარში მივიდა და მოითხოვა, იტალიაში გაეგზავნათ. ომი მას საინტერესო თავგადასავლად მიაჩნდა, თუმცა, რამდენიმე კვირაში დარწმუნდა, რომ ეს ასე არ იყო. 1918 წელს, ამერიკელ მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, უზარმაზარი ლაინერით "ჩიკაგო", ევროპაში გაემგზავრა. ჰემინგუეი ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო. ფრონტზე მას მზარეულობა, მრეცხაობა, ავადმყოფთა ჰოსპიტალში გადაყვანა და სხვა, მისთვის არასასურველი სამუშაოს შესრულებამ მოუწია. ერთ დღეს, დაჭრილების გადაყვანისას, მანქანასთან ჭურვი აფეთქდა და ერნესტი დაიჭრა. დასისხლიანებული ყმაწვილი მილანის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც დიდხანს გონს ვერ მოეგო. როცა რამდენიმე დღეში თვალები გაახილა, მასზე დახრილი, ახალგაზრდა ქალის ლამაზი სახე დაინახა. ეს იყო ექთანი, ლამაზმანი აგნესა კუროვსკი. ის ღამღამობით ერნესტის საწოლთან მორიგეობდა და ახალ ნაცნობებს დილამდე შეეძლოთ ესაუბრათ. გამთენიისას, როცა ახალგაზრდა კაცს ჩაეძინებოდა, ექთანი სხვა პალატაში გადიოდა დაჭრილების მოსანახულებლად. თუ ერნესტი მზრუნველ სახეს მოისაკლისებდა, წერდა ბარათებს და სთხოვდა სხვებს, ეს პატარა გზავნილები ექთანი კუროვსკისთვის გადაეცათ. მალე არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ. აგნესა, ისევე, როგორც ჰემინგუეი, იტალიაში ამერიკიდან ჩავიდა. გოგონა ადრეული წლებიდან მიილტვოდა, რაიმე საინტერესო და უჩვეულო განეცადა. მამის სიკვდილის შემდეგ, როცა აგნესას 18 წელი შეუსრულდა, გადაწყვეტილება მიიღო - საექთანო საქმე შეესწავლა. ფარულად ოცნებობდა, რომ ოდესმე ამ გზით ფრონტზე მოხვდებოდა. მისი ნატვრა 1917 წელს ასრულდა, როცა ამერიკიდან ევროპაში გაემგზავრა დაჭრილი იტალიელი მეომრების დასახმარებლად.

აგნესა ერნესტზე 7 წლით უფროსი იყო. ასაკობრივი სხვაობა სულაც არ აფერხებდა ახალგაზრდა მწერალს და ამას არ მიიჩნევდა წინაღობად საყვარელ ქალზე დასაქორწინებლად. როცა ყმაწვილს 19 წელი შეუსრულდა და მთელი პალატა ამ დღეს აღნიშნავდა, მან აგნესას ცოლობა სთხოვა, მაგრამ სატრფოს რეაქცია მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად სერიოზული გრძნობებისა, აგნესამ უარი განაცხადა. აგნესა კუროვსკი ლამაზი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალი იყო. მას უყვარდა მამაკაცთა საზოგადოება და სულაც არ ფარავდა, რომ უნდოდა ცხოვრებით დამტკბარიყო, ყოველგვარი მორალისა და ნორმების გარეშე. ჰოსპიტალში ყველა მამაკაცი ჟღალთმიან მოწყალების დაზე ჭკუას კარგავდა. რა თქმა უნდა, მგრძნობიარე ერნესტი შეყვარებულზე ეჭვიანობდა. ერთხელ, როცა აგნესამ მეგობრებთან ერთად სამხრეთში დასასვენებლად წასვლა ისურვა, ახალგაზრდა მწერალმა შეყვარებულს უყვირა და მისგან მოითხოვდა, რომ გამგზავრებაზე უარი ეთქვა. ამ ფაქტის მოწმეები იგონებდნენ, რომ ბრაზმორეული ახალგაზრდა კაცი ტანსაცმელს იატაკზე ყრიდა, აგნესას დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა და მრისხანებისგან ბრდღვინავდა. ახალგაზრდა ქალი კი სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა მეგობრის რთულ ხასიათში. მან ისიც იცოდა, რომ ფეთქებად და გულზვიად ერნესტს კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა - ის ზედმეტად დამოკიდებული იყო მბრძანებელ დედაზე, თუმცა ძალიან ცდილობდა, ეს დაეფარა. სინამდვილეში, იმდენად ეშინოდა მშობლების, რომ არც ერთ თავის წერილში მათთვის აგნესას შესახებ არაფერი მიუწერია.

1918 წლის ნოემბრის დასაწყისში ექთანი კუროვსკი ფლორენციის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერნესტს შეეშინდა შეყვარებულის დაკარგვის და დაჟინებით სთხოვდა მას დაქორწინებას, მაგრამ აგნესა დუმდა. ის გაემგზავრა. ჰემინგუეი მხოლოდ გრძნობებით აღსავსე წერილებით ახერხებდა მასთან ურთიერთობას. რამდენიმე დღეში საპასუხო წერილებს იღებდა, სადაც აგნესა წერდა - როგორ ენატრებოდა და რა დანაკლისს გრძნობდა მის გარეშე, რომ არ შეეძლო დაევიწყებინა მილანში ერთად გატარებული ტკბილი ღამეები. განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე, როცა კუროვსკი მილანში გავლით იმყოფებოდა, ახალგაზრდები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ, მხოლოდ მარტო ორი საათით. ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.

1919 წლის იანვარში ერნესტი ჰოსპიტლიდან წამოვიდა და სამშობლოში გაემგზავრა. შეყვარებულებს მიმოწერა არ შეუწყვეტიათ. ამერიკიდან იტალიაში "მიფრინავდნენ" სასოწარკვეთითა და ვნებით სავსე წერილები. მწერალი ემუდარებოდა საყვარელ ქალს, ჩამოსულიყო მასთან და ცოლად გაჰყოლოდა. ის კი ამაზე პასუხობდა: "არ ღირს, ამდენს რომ მწერ"... იმავე წლის პირველ მარტს აგნესამ მისწერა: "მე სულაც არ ვარ ის სრულყოფილი ქალი, როგორადაც თქვენ მთვლით. საკუთარ თავს მე ბოროტად მივიჩნევ... თქვენში კი დარწმუნებული ვარ. თქვენ წინ საოცარი კარიერა გელით, რომელსაც იმსახურებთ.

მშვიდობით, პატარავ. არ გაბრაზდე"... იმავე წერილში ატყობინებდა, რომ დაინიშნა მდიდარ იტალიელ არისტოკრატზე და თავისი ცხოვრების შემდგომი წლების დაკავშირებას მასთან გეგმავდა. ამ ამბავმა ისეთი მძიმე ზეგავლენა მოახდინა ახალგაზრდა კაცზე, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი და რამდენიმე დღე ციებ-ცხელების შეტევებით გაატარა.

ჰემინგუეი კიდევ დიდხანს ჯავრობდა საყვარელ ქალზე, შემდეგ კი ნუგეში სხვა ქალთა საზოგადოებაში პოვა. მაღალი, წარმოსადეგი და მომხიბლავი მამაკაცი ქალების ყურადღებას ადვილად იპყრობდა. ნაცნობებს არა მარტო მისი გარეგნული მხარე იზიდავდა. ამ რომანტიკულ პერსონაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბავშვური გულუბრყვილობა და მგრძნობიარობა; იმპულსურობა და იმპოზანტურობა. ახლო მეგობრები ამჩნევდნენ, რომ მისი წყენინება ძალიან ადვილი იყო. თუმცა, ის ახერხებდა დაეფარა საკუთარი სისუსტეები და ცდილობდა, უფრო ძლიერი და ვაჟკაცური გამოჩენილიყო. მას უნდოდა დაემტკიცებინა ქალებისთვის, რომ იდეალური მამაკაცი იყო. ერნესტი მუდამ ჰყვებოდა, რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ამერიკელი ლამაზმანები, იტალიელი დიდგვაროვანი ქალბატონები და ევროპელი მსახიობები. მეგობრებს მის ბაქიბუქზე ეცინებოდათ, იცოდნენ, რომ თავისი ამურული თავგადასავლების შესახებ სინამდვილეს ბევრად აჭარბებდა, მაგრამ იმას, რომ მწერალი მართლაც ძალიან მოსწონდათ ქალებს, ვერ უარყოფდნენ.

ჰემინგუეის ცხოვრებაში მართლაც მრავალი ქალი იყო, არადა, ახლობლებთან გულითადი საუბრისას ყოველთვის აღიარებდა, რომ აგნესას შემდეგ მსგავსი გრძნობა აღარ განუცდია.

აგნესასთან საბოლოო განშორების ერთი წლის თავზე მწერალი მასზე რამდენიმე წლით უფროს, ელიზაბეტ ჰედლიზე დაქორწინდა. კიდევ ერთი წლის შემდეგ, უკვე პირველი ვაჟი შეეძინა. ცოლ-ქმარი პარიზში გაემგზავრა, სადაც ერნესტს ახალი ნაცნობები გაუჩნდნენ და ქალებთან მისი თავბრუდამხვევი ურთიერთობებიც დაიწყო. მიუხედავად ყველაფრისა, აგნესა კუროვსკი მისი მეხსიერებიდან მაინც არ ქრებოდა და სამი წლის შემდეგ მას გრძნობებით აღსავსე წერილი მისწერა. ქალმა ამ წერილს უპასუხა. სწერდა, რომ ძალიან გაუხარდა მისი გზავნილის მიღება, მაგრამ ამის შემდეგ მათი მიმოწერა აღარ გაგრძელებულა.

საფრანგეთში ჰემინგუეიმ მომხიბლავი ჟურნალისტი ქალი გაიცნო, რომელიც ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალის რედაქციაში მუშაობდა. პოლინა პფაიფერიც მწერალზე ასაკით უფროსი იყო. ერნესტმა გადაწყვიტა, ცხოვრება ახლა მისთვის დაეკავშირებინა და ელიზაბეტ ჰედლისთან განქორწინებისთანავე, 1927 წელს მასზე იქორწინა. პირველი ცოლისგან განსხვავებით, პოლინა განსაკუთრებული მორჩილებით არ გამოირჩეოდა. ამაყი, დამოუკიდებელი და ჯიუტი ქალი სულაც არ აპირებდა თავის კარიერასთან დამშვიდობებას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ვაჟი შეეძინათ და მთელი ოჯახი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

სულ მალე ჰემინგუეი ხელახლა დაქორწინდა, ამჯერად ჟურნალისტ მარტა გელჰორნზე. არც მან ისურვა სახელგანთქმული მწერლის ჩრდილში ყოფნა და წარმატებით გააგრძელა საკუთარი კარიერა. ერნესტს კი ასეთი ოჯახი არ აკმაყოფილებდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ქალების გულთამპყრობელმა მამაკაცმა მაშინვე ჟურნალ "ტაიმის" კორესპონდენტი - მერი უელში შეირთო ცოლად. მერი ჰემინგუეის მეოთხე და უკანასკნელი ცოლი გახდა. ის თვალს ხუჭავდა ქმრის მრავალჯერად ღალატზე; არ აქცევდა ყურადღებას, რომ უკვე ასაკოვანმა ერნესტმა ვნებიანი რომანი გააბა ახალგაზრდა უცხოელ ლამაზმანთან - ადრიანა ივანჩიკთან, რაც მთელი 6 წელი გაგრძელდა...

საბოლოოდ, მგრძნობიარე და მერყევმა ერნესტ ჰემინგუეიმ ისურვა, ცხოვრება თვითმკვლელობით დაესრულებინა. მეუღლე სერიოზულად იყო შეშფოთებული ქმრის ფსიქიკური მდგომარეობით და სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინა, მაგრამ მკურნალობამ მწერლის დეპრესია უფრო გააღრმავა. 1961 წელს, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოეწერა, თავი მოიკლა.

როცა აგნესა ფონ კუროვსკიმ მწერლის თვითმკვლელობის შესახებ გაიგო, თქვა:

"ეს სულ თავიდანვე იყო მასში ჩადებული".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს