პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა ხუნდაძე: "ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო!"
ხათუნა ხუნდაძე: "ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო!"

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ უცხო­ე­თი­დან სა­გან­გე­ბოდ მო­იწ­ვი­ეს, თუმ­ცა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის გა­მო­ჩე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. მას­თან ბევ­რი შე­კი­თხვა გაგ­ვიჩ­ნდა და უკეთ გა­საც­ნო­ბად სა­მი­ნის­ტრო­ში ვეწ­ვი­ეთ. შეხ­ვედ­რამ და სა­უ­ბარ­მა სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა და ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­საც მა­შინ­ვე ვა­პი­რებ­დით, რომ არა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სა და მისი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე და იური მე­ჩი­თო­ვი მო­ად­გი­ლე­ე­ბად არ და­ამ­ტკი­ცეს. იმ ვი­თა­რე­ბა­ში უფრო სა­შუ­რი ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას­თან ინ­ტერ­ვიუ აღ­მოჩ­ნდა, ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას­თან ინ­ტერ­ვი­უს კი დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში გთა­ვა­ზობთ, ოღონდ ორი კვი­რის წინ ჩა­წე­რილ სა­უ­ბარს და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვით და­ვი­წყებთ: რას ფიქ­რობს, რა­ტომ თქვეს უარი მის მო­ად­გი­ლე­ო­ბა­ზე?

- კარ­გად ვიცი, ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის აქ­ცია ვინც წა­მო­ი­წყო, მაგ­რამ მისი სა­ჯა­როდ და­სა­ხე­ლე­ბა ჩემს ღირ­სე­ბას არ შე­ე­ფე­რე­ბა. ერთს კი ვი­ტყვი: მე­ეჭ­ვე­ბა, ის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ბედ­ზე წუხ­დეს ან აშ­ფო­თებ­დეს, ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე ღუ­პავს ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სო. მან ეს ჩემს და­სამ­ცი­რებ­ლად და სხვის წინ წა­მო­სა­წე­ვად წა­მო­ი­წყო და ამი­ტომ მის სინ­დის­ზე იყოს... რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს: რო­მე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რზეა ლა­პა­რა­კი, ვინც ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით მიც­ნობ­და ან თუნ­დაც ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­სას გა­მიც­ნო და მხე­დავ­და, რო­გორ ვმუ­შა­ობ­დი დი­ლი­დან შუ­ა­ღა­მემ­დე, თუ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ხე­ი­რი­ა­ნად რომ ვერც წარ­ვუ­დე­ქი, რად­გან ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბის მო­გე­რი­ე­ბას ვუნ­დე­ბო­დი? სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ორი ნა­წი­ლის აზრი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა ვე­რაფ­რით გავ­კი­ცხავ ჩემ­და­მი უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბილ ნა­წილს, რო­მელ­მაც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა და ტან­ჯვა გა­მო­ი­ა­რა და ბევ­რჯე­რაც გა­აწ­ბი­ლეს. მათ­თვის აღ­მოვ­ჩნდი უცხო სახე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო­ეთ­ში ვცხოვ­რობ­დი. არა­და, კარგ ცხოვ­რე­ბას ხომ არ გავ­ქცე­ვი­ვარ აქე­დან? ხალ­ხმა, ალ­ბათ, იფიქ­რა, რომ მზამ­ზა­რე­უ­ლად მო­მე­ცა თა­ნამ­დე­ბო­ბა. მაგ­რამ არც თა­ნამ­დე­ბო­ბაა ჯილ­დო. ალ­ბათ, აჯო­ბებ­და, ჯერ კარ­გი და­ე­ნა­ხათ ჩემ­ში და მერე და­ე­წყოთ ცუ­დის ლა­პა­რა­კი. უღირ­სს ხომ არ მი­მიყ­ვან­დნენ სა­მი­ნის­ტრო­ში? მინ­და იცო­დეთ, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის სა­ხი­ფა­თო ნამ­დვი­ლად არ ვარ! პი­რი­ქით - მის­თვის ბევ­რი კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა მინ­და და, ალ­ბათ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­მე­ცე­მა. გა­და­მიყ­ვა­ნეს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უცხო­ეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა. მი­მაჩ­ნია, რომ აქაც ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია და სა­ა­მი­სოდ ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას არ და­ვი­შუ­რებ. მერე კი შე­მა­ფა­სოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

- ვიდ­რე ახა­ლი საქ­მე­ე­ბით შე­გა­ფა­სებთ, გვინ­და, თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბით და უცხო­ეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­თაც გა­გიც­ნოთ.

- შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვა­ტა­რე, თუმ­ცა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და ვირ­სა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე და შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ვი­ღე. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში პე­დი­ატ­რი­ის გან­ხრით ვის­წავ­ლე, მაგ­რამ მა­ინც ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­მა მძლია. კარ­გად ვძერ­წავ­დი, ვქარ­გავ­დი, დიდ ტი­ლო­ებ­საც ვხა­ტავ­დი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვერ­ცხლზე მუ­შა­ო­ბაც შე­ვის­წავ­ლე. პირ­ვე­ლად ექი­მე­ბის მიერ მო­წყო­ბილ გა­მო­ფე­ნა-კონ­კურ­სზე წარ­ვად­გი­ნე ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი და გრან-პრიც კი ავი­ღე. ამან ცო­ტა­თი გა­მა­თა­მა­მა და მოს­კოვ­შიც მო­ვა­წყვე გა­მო­ფე­ნა. ასე, ნელ-ნელა ჩა­მით­რია პრო­ფე­სი­ულ­მა ხე­ლოვ­ნე­ბამ. გერ­მა­ნი­ა­ში 1995 წელს ჩემს დას­თან, მა­ნა­ნას­თან ერ­თად წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და ძი­ძად სა­მუ­შა­ოდ. დამ შტუტ­გარ­ტის სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა ჯა­ზი­სა და პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კის გან­ხრით, მე კი კვლავ თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. თუმ­ცა ევ­რო­პამ სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­ზღვრა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი - დის წყა­ლო­ბით ბარ­სე­ლო­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა, ნა­ხევ­რად უშუ­ქო თბი­ლის­ში დამ­ტვრე­უ­ლი ბოთ­ლე­ბის­გან ულა­მა­ზე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი შევ­ქმე­ნი, მძი­ვე­ბით შე­ვამ­კე და გა­მო­ფე­ნაც მო­ვა­წყვე. სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ყი­და ჩემი ბოთ­ლე­ბი. იმ ფუ­ლით კვლავ გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი, შტუტ­გარ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე და კე­რა­მი­კა-ქან­და­კე­ბა-ინ­სტა­ლა­ცი­ის გან­ხრით ვის­წავ­ლე. სა­ოც­ნე­ბო გა­რე­მო­ში და ხალ­ხთან მო­მიხ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ვი­ცა­ნი იქა­უ­რი უსახ­ლკა­რო­ე­ბი, და­ვა­ინ­ტე­რე­სე ხე­ლოვ­ნე­ბით და მათ­თან ერ­თად ჩა­ვი­ფიქ­რე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი. გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლიც ვი­პო­ვე, გა­მო­მიყ­ვეს სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც მო­დი­ოდ­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ვას­წავ­ლი­დი გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბას. ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბით ვა­წყობ­დით გა­მო­ფე­ნებს და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა 8 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ისე დავ­მე­გობ­რდით, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლი­დან რომ უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, შტუტ­გარ­ტში ისი­ნი ეძებ­დნენ ჩემ­თვის ბი­ნას. ვხუმ­რობ­დი კი­დეც, სა­სა­ცი­ლო არ იქ­ნე­ბა, უსახ­ლკა­რო­ებ­მა რომ მი­შო­ვონ ბინა-მეთ­ქი (იცი­ნის)? იმ­დე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი დაგ­ვიგ­როვ­და, ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვრე­ბის გა­ლე­რე­ის გა­კე­თე­ბა შევ­თა­ვა­ზე. წა­მოს­ვლამ­დე ცოტა ხნით ადრე ან­ტიკ­ვა­რუ­ლი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია გა­მო­მიყ­ვეს სა­ა­მი­სოდ, ნა­წი­ლობ­რივ გა­ვა­რე­მონ­ტე კი­დეც, მაგ­რამ თბი­ლის­ში მო­მი­წია წა­მოს­ვლამ. სხვა­თა შო­რის, ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არც აქ იქ­ნე­ბა ური­გო... "ჩემს უსახ­ლკა­რო­ებს" კი ძა­ლი­ან დავ­წყვი­ტე გული. თბი­ლის­ში რომ მოვ­დი­ო­დი, გა­მო­მე­ტირ­ნენ. ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად ვურ­თი­ერ­თობთ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით. გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტე­ბიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე: იმპრე­სა­რი­ო­ე­ბი ვი­პო­ვე და ორ­ჯერ მო­ვა­წყვეთ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" კონ­ცერ­ტე­ბი, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ებ­რა­ლი­ძეს­თან ერ­თად გა­და­ვი­ღე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ინ­გოშ­ტა­დტის ქარ­თულ კა­მე­რულ ორ­კესტრზე. მა­ნამ­დეც ვი­ღებ­დი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებს. სე­რი­ით "უძეგლო გმი­რე­ბი" გა­და­ვი­ღე 12-წუ­თი­ა­ნი ფილ­მი-პორ­ტრე­ტი ქარ­თველ ქალ­ზე, სა­ხე­ლად ეთერ­ზე, რო­მელ­საც 5 წლის იყო, ტრამ­ვა­იმ რომ გა­და­უ­ა­რა და ორი­ვე ფეხი მოკ­ვე­თი­ლი აქვს. ეს გა­უ­ტე­ხე­ლი ქალი 88 წლამ­დე ტა­ბუ­რეტ­ზე გად­მოშ­ვე­ბუ­ლი გრძე­ლი კა­ბით და უც­ნა­უ­რი მოძ­რა­ო­ბით ახერ­ხებ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას და საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ ფილმმა ბევ­რი ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ა­რა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც...

- ამ­დე­ნი გიშ­რო­მი­ათ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის კი ვერ მო­გიც­ლი­ათ.

- სამ­წუ­ხა­როდ, პი­რად­მა ცხოვ­რე­ბამ თით­ქოს გვერ­დზე, შე­მოქ­მე­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა. თუმ­ცა მგო­ნია, სა­დღაც გა­და­იკ­ვე­თე­ბა... ვი­თომ - არა (იღი­მის)?!

ინ­ტერ­ვიუ: "ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის სა­ხი­ფა­თო ნამ­დვი­ლად არ ვარ"

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ხათუნა ხუნდაძე: "ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო!"

ხათუნა ხუნდაძე: "ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო!"

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ უცხოეთიდან საგანგებოდ მოიწვიეს, თუმცა ქართველ საზოგადოებაში მის გამოჩენას სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების გამო დიდი ხმაური მოჰყვა. მასთან ბევრი შეკითხვა გაგვიჩნდა და უკეთ გასაცნობად სამინისტროში ვეწვიეთ. შეხვედრამ და საუბარმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დაგვიტოვა და ინტერვიუს გამოქვეყნებასაც მაშინვე ვაპირებდით, რომ არა კულტურის მინისტრისა და მისი გუნდის გადაწყვეტილება - ხათუნა ხუნდაძე და იური მეჩითოვი მოადგილეებად არ დაამტკიცეს. იმ ვითარებაში უფრო საშური ბატონ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუ აღმოჩნდა, ქალბატონ ხათუნასთან ინტერვიუს კი დღევანდელ ნომერში გთავაზობთ, ოღონდ ორი კვირის წინ ჩაწერილ საუბარს დამატებითი კითხვით დავიწყებთ: რას ფიქრობს, რატომ თქვეს უარი მის მოადგილეობაზე?

- კარგად ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო, მაგრამ მისი საჯაროდ დასახელება ჩემს ღირსებას არ შეეფერება. ერთს კი ვიტყვი: მეეჭვება, ის ქართული კულტურის ბედზე წუხდეს ან აშფოთებდეს, ხათუნა ხუნდაძე ღუპავს ქართულ კულტურასო. მან ეს ჩემს დასამცირებლად და სხვის წინ წამოსაწევად წამოიწყო და ამიტომ მის სინდისზე იყოს... რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს: რომელი საზოგადოების აზრზეა ლაპარაკი, ვინც ჩემი შემოქმედებით მიცნობდა ან თუნდაც ამ ერთი თვის განმავლობაში საქმიანი შეხვედრებისას გამიცნო და მხედავდა, როგორ ვმუშაობდი დილიდან შუაღამემდე, თუ იმ საზოგადოების, ამ მოკლე პერიოდში ხეირიანად რომ ვერც წარვუდექი, რადგან ხელოვნურად აგორებული დარტყმების მოგერიებას ვუნდებოდი? საზოგადოების ამ ორი ნაწილის აზრი რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა ვერაფრით გავკიცხავ ჩემდამი უარყოფითად განწყობილ ნაწილს, რომელმაც 20 წლის განმავლობაში ბევრი გაჭირვება და ტანჯვა გამოიარა და ბევრჯერაც გააწბილეს. მათთვის აღმოვჩნდი უცხო სახე, რომელიც წლების განმავლობაში უცხოეთში ვცხოვრობდი. არადა, კარგ ცხოვრებას ხომ არ გავქცევივარ აქედან? ხალხმა, ალბათ, იფიქრა, რომ მზამზარეულად მომეცა თანამდებობა. მაგრამ არც თანამდებობაა ჯილდო. ალბათ, აჯობებდა, ჯერ კარგი დაენახათ ჩემში და მერე დაეწყოთ ცუდის ლაპარაკი. უღირსს ხომ არ მიმიყვანდნენ სამინისტროში? მინდა იცოდეთ, რომ ქართული კულტურისთვის სახიფათო ნამდვილად არ ვარ! პირიქით - მისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება მინდა და, ალბათ, ამის საშუალებაც მომეცემა. გადამიყვანეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტში, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. მიმაჩნია, რომ აქაც ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და საამისოდ ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ. მერე კი შემაფასოს საზოგადოებამ.

- ვიდრე ახალი საქმეებით შეგაფასებთ, გვინდა, თქვენი შემოქმედებით და უცხოეთში განხორციელებული პროექტებითაც გაგიცნოთ.

- შეგნებული ცხოვრება გერმანიაში გავატარე, თუმცა საშუალო სკოლა და ვირსალაძის სახელობის სახელოვნებო სკოლა თბილისში დავამთავრე და შესანიშნავი განათლებაც მივიღე. სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიის განხრით ვისწავლე, მაგრამ მაინც ხელოვნების სიყვარულმა მძლია. კარგად ვძერწავდი, ვქარგავდი, დიდ ტილოებსაც ვხატავდი და მოგვიანებით ვერცხლზე მუშაობაც შევისწავლე. პირველად ექიმების მიერ მოწყობილ გამოფენა-კონკურსზე წარვადგინე ჩემი ნამუშევრები და გრან-პრიც კი ავიღე. ამან ცოტათი გამათამამა და მოსკოვშიც მოვაწყვე გამოფენა. ასე, ნელ-ნელა ჩამითრია პროფესიულმა ხელოვნებამ. გერმანიაში 1995 წელს ჩემს დასთან, მანანასთან ერთად წავედი სასწავლებლად და ძიძად სამუშაოდ. დამ შტუტგარტის სახელმწიფო უმაღლეს სამუსიკო სკოლაში ჩააბარა ჯაზისა და პოპულარული მუსიკის განხრით, მე კი კვლავ თბილისში დავბრუნდი. თუმცა ევროპამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი არჩევანი - დის წყალობით ბარსელონაში მოგზაურობა ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ნახევრად უშუქო თბილისში დამტვრეული ბოთლებისგან ულამაზესი ნამუშევრები შევქმენი, მძივებით შევამკე და გამოფენაც მოვაწყვე. საოცარი წარმატებით გაიყიდა ჩემი ბოთლები. იმ ფულით კვლავ გერმანიაში წავედი, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და კერამიკა-ქანდაკება-ინსტალაციის განხრით ვისწავლე. საოცნებო გარემოში და ხალხთან მომიხდა ურთიერთობა. პარალელურად, გავიცანი იქაური უსახლკაროები, დავაინტერესე ხელოვნებით და მათთან ერთად ჩავიფიქრე ძალიან საინტერესო პროექტი. განსახორციელებლად დამფინანსებელიც ვიპოვე, გამომიყვეს სახელოსნო, სადაც მოდიოდნენ ეს ადამიანები და ვასწავლიდი გამოყენებით ხელოვნებას. ერთობლივი ნამუშევრებით ვაწყობდით გამოფენებს და ეს ურთიერთობა 8 წელიწადს გაგრძელდა. ისე დავმეგობრდით, საერთო საცხოვრებლიდან რომ უნდა წამოვსულიყავი, შტუტგარტში ისინი ეძებდნენ ჩემთვის ბინას. ვხუმრობდი კიდეც, სასაცილო არ იქნება, უსახლკაროებმა რომ მიშოვონ ბინა-მეთქი (იცინის)? იმდენი ნამუშევარი დაგვიგროვდა, ქალაქის ხელისუფლებას არაპროფესიონალი მხატვრების გალერეის გაკეთება შევთავაზე. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ანტიკვარული წიგნების მაღაზია გამომიყვეს საამისოდ, ნაწილობრივ გავარემონტე კიდეც, მაგრამ თბილისში მომიწია წამოსვლამ. სხვათა შორის, ამ იდეის განხორციელება არც აქ იქნება ურიგო... "ჩემს უსახლკაროებს" კი ძალიან დავწყვიტე გული. თბილისში რომ მოვდიოდი, გამომეტირნენ. ლამის ყოველდღიურად ვურთიერთობთ ელექტრონული ფოსტით. გერმანიაში ქართული პროექტებიც განვახორციელე: იმპრესარიოები ვიპოვე და ორჯერ მოვაწყვეთ "სუხიშვილების" კონცერტები, რეჟისორ გიორგი ებრალიძესთან ერთად გადავიღე დოკუმენტური ფილმი ინგოშტადტის ქართულ კამერულ ორკესტრზე. მანამდეც ვიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმებს. სერიით "უძეგლო გმირები" გადავიღე 12-წუთიანი ფილმი-პორტრეტი ქართველ ქალზე, სახელად ეთერზე, რომელსაც 5 წლის იყო, ტრამვაიმ რომ გადაუარა და ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. ეს გაუტეხელი ქალი 88 წლამდე ტაბურეტზე გადმოშვებული გრძელი კაბით და უცნაური მოძრაობით ახერხებდა გადაადგილებას და საქმიანობას. ამ ფილმმა ბევრი ფესტივალი მოიარა და საკმაოდ წარმატებითაც...

- ამდენი გიშრომიათ, პირადი ცხოვრებისთვის კი ვერ მოგიცლიათ.

- სამწუხაროდ, პირადმა ცხოვრებამ თითქოს გვერდზე, შემოქმედების პარალელურად ჩაიარა. თუმცა მგონია, სადღაც გადაიკვეთება... ვითომ - არა (იღიმის)?!

ინტერვიუ: "ქართული კულტურისთვის სახიფათო ნამდვილად არ ვარ"

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"