სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიტა როხვაძე: "ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი"
მარიტა როხვაძე: "ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი"

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ტა როხ­ვა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ახა­ლი იმი­ჯით წარ­დგა - წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო და თმაც მოკ­ლედ შე­იჭ­რა, რაც ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მო­უხ­და. მა­რი­ტა პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

- პრო­ექ­ტმა - "ჯე­ოს­ტა­რი" ჩემი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ვის­წავ­ლე, გავ­ხდი უფრო მე­ტად შრო­მის­მოყ­ვა­რე; რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და­ვიმ­სა­ხუ­რე ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა ბე­რი­ძე­ზე, რო­მელ­მაც მას­წავ­ლა სცე­ნა­ზე დგო­მის კულ­ტუ­რა და ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი მისი შე­ნიშ­ვნა სა­მარ­თლი­ა­ნი იყო.

- რო­გორც ვიცი, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში და­ი­წყე მუ­შა­ო­ბა...

- დიახ, კულ­ტუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ მოგ­ვი­წყვია, მაგ­რამ რა­ღა­ცებს ვგეგ­მავთ. ქუ­თა­ის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს: ზოგი მღე­რის, ზოგი ლექ­სებს წერს და ა.შ. მათ მინ­და სა­ღა­მო­ე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა­ში და­ვეხ­მა­რო... სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ჩემს კლიპ­საც იხი­ლავთ. მაქვს სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! უკ­რა­ი­ნი­დან და რუ­სე­თი­დან...

- კა­რი­ე­რის სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაგ­რძე­ლე­ბას ხომ არ აპი­რებ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, არც ერთი კონ­ტრაქ­ტი არ მი­ნა­ხავს და არც ის ვიცი, უცხო­ე­ლე­ბი ჰო­ნო­რარს რამ­დენს მთა­ვა­ზო­ბენ. ჰოდა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მას შემ­დეგ მი­ვი­ღებ, როცა ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევ.

- რო­გორ ახერ­ხებ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას და თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ამა თუ იმ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც?

- სულ გა­დარ­ბე­ნა­ზე ვარ. სამ­წუ­ხა­როდ, ქუ­თა­ის­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად იმარ­თე­ბა კონ­ცერ­ტი. სა­მა­გი­ე­როდ, კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ხში­რად მაქვს. არას­დროს ვამ­ბობ უარს საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

- აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. მინ­და, შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ლექ­ტო­რებ­სა და რექ­ტორს, რად­გან ყო­ველ­თვის მი­წყო­ბენ ხელს საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა­ში.

- იმი­ჯი შე­იც­ვა­ლე: თმა მოკ­ლედ შე­ი­ჭე­რი, გახ­დი...

- "ჯე­ოს­ტარ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში იმ­დენს ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ დი­ე­ტა­ზე ფიქ­რის დროც არ მქონ­და. თან, ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე მგო­ნი, უფრო მე­ტად გავ­სუქ­დი და კონ­კურ­სის ბოლო კვი­რას 81 კილო ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცო­მე­უ­ლი, კა­ლო­რი­უ­ლი კერ­ძე­ბი. ჰოდა, კონ­კურ­სის შემ­დეგ სარ­კე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, ვთქვი, - ღმერ­თო ჩემო, რამ­ხე­ლა ვარ, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი, - და გა­დავ­წყვი­ტე, დი­ე­ტა და­მეც­ვა. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, ვისი დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­კე­ლი წო­ნა­შიო? მათ ვპა­სუ­ხობ: ეს არის მა­რი­ტა როხ­ვა­ძის დი­ე­ტა - არ ვჭამთ არა­ფერს და ვვარ­ჯი­შობთ. კვე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ვი­ღე ცო­მე­უ­ლი, ტკბი­ლე­უ­ლი. მი­ვირ­თმევ­დი მო­ხარ­შულ, უმა­რი­ლო, უცხი­მო წი­წი­ბუ­რას, კარ­ტო­ფილს, ზა­ფხულ­ში კი მხო­ლოდ სა­ზამ­თრო­სა და ყველს ვჭამ­დი; დავ­დი­ო­დი, აუზ­ზე, სა­უ­ნა­ში და რაც მთა­ვა­რია, ვვარ­ჯი­შობ­დი, შე­დე­გად კი ოთხ თვე­ში 17 კილო და­ვი­კე­ლი. ჰო, ბევრ სი­თხეს ვი­ღებ, რომ არ გა­მო­ვი­ფი­ტო...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ვარ­ცხნი­ლო­ბას - ძა­ლი­ან მომ­ბეზ­რდა გრძე­ლი თმა და მინ­დო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ შე­მეჭ­რა. თან, დი­ე­ტის გამო თმის ცვე­ნა და­მე­წყო. ჩემი ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს...

- გარ­შე­მო მყო­ფებ­საც მოს­წონთ შენი ახა­ლი იმი­ჯი, არა?

- მამა ჩემს წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მუდ­მე­ბით შე­ნიშ­ვნას მაძ­ლევ­და; მე­უბ­ნე­ბო­და: სცე­ნა­ზე დგა­ხარ და სირ­ცხვი­ლია, ასე­თი მსუ­ქა­ნი რომ ხარო. ახლა პი­რი­ქით, იმას მე­უბ­ნე­ბა, - ძა­ლი­ან ნუ გახ­დე­ბიო (იღი­მის).

- დე­დი­სერ­თა ხარ. მშობ­ლე­ბი შენს დატ­ვირ­თულ დღის რე­ჟიმს რო­გორ ეგუ­ე­ბი­ან?

- სახ­ლში თით­ქმის ყო­ველ­თვის გვი­ან ვბრუნ­დე­ბი და თან, ისე­თი დაღ­ლი­ლი, რომ ეგ­რე­ვე ვი­ძი­ნებ. შე­სა­ბა­მი­სად, დროს ვე­ღარც მშობ­ლებს ვუთ­მობ და ვერც - შეყ­ვა­რე­ბულს. თუმ­ცა, მათ ჩემი წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან უხა­რი­ათ და მხარ­ში მიდ­გა­ნან.

- შენ მი­ი­ღე საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პრი­ზი - ბინა ბა­თუმ­ში...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ბი­ნის მშე­ნებ­ლო­ბა დე­კემ­ბრის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, რო­გორც იცით, "ჯე­ოს­ტა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ალ­ბო­მის ჩა­წე­რის შან­სი ეძ­ლე­ო­დათ. ჰოდა, სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დე­ბი, რო­დის დას­რულ­დე­ბა ოთო ნემ­სა­ძის ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა, რათა ჩემი დროც დად­გეს.

- შენს შეყ­ვა­რე­ბულ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი რამე...

- ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ქუ­თა­ი­სე­ლია. ერთი და იმა­ვე ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ კი ერ­თად ვემ­ზა­დე­ბო­დით ქარ­თულ ენა­ში. ის სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა. ერ­თმა­ნეთს ძი­რი­თა­დად, "სკა­ი­პით" ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. ერთი მხრივ კარ­გია სი­შო­რე, რად­გან მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა სულ გაქვს და ასეთ დროს სიყ­ვა­რუ­ლი უფრო ძლი­ე­რი ხდე­ბა. თან, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ერ­თგვა­რი ად­რე­ნა­ლი­ნიც გახ­ლავთ. სხვა­თა შო­რის, დე­კემ­ბრის ბო­ლოს ჩა­მო­დის.

- ხალ­ხმა გა­გიც­ნო, შე­გიყ­ვა­რა. ხომ არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- არა, ეჭ­ვი­ა­ნი სუ­ლაც არ არის. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვენ­დო­ბით. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც გავ­ხდი, მგო­ნი, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­ი­წყო და მე­კი­თხე­ბა: ხომ არა­ვინ გეპ­რან­ჭე­ბაო (იცი­ნის)?..

- რო­გორც ვიცი, ეგ­ვიპ­ტე­ში შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იყა­ვი...

- ეგ­ვიპ­ტე­ში, შარმ ელ შე­იხ­ში, მე, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და დე­და­მი­სი წა­ვე­დით. ძა­ლი­ან კარ­გად და­ვის­ვე­ნეთ, მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კუ­რორ­ტია.

- შენს მშობ­ლებს მოს­წონთ სა­სი­ძო?

- კი, ძა­ლი­ან მოს­წონთ. ის მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. სხვა­თა შო­რის, უკვე ოჯა­ხე­ბით ვახ­ლობ­ლობთ.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მარიტა როხვაძე: "ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი"

მარიტა როხვაძე: "ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი"

მომღერალი მარიტა როხვაძე საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა - წონაში საგრძნობლად დაიკლო და თმაც მოკლედ შეიჭრა, რაც ვფიქრობ, ძალიან მოუხდა. მარიტა პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

- პროექტმა - "ჯეოსტარი" ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. პირველ რიგში, ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე, გავხდი უფრო მეტად შრომისმოყვარე; რაც ყველაზე მთავარია, დავიმსახურე ხალხის სიყვარული და ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. შეყვარებული ვარ ქალბატონ მარინა ბერიძეზე, რომელმაც მასწავლა სცენაზე დგომის კულტურა და ვფიქრობ, თითოეული მისი შენიშვნა სამართლიანი იყო.

- როგორც ვიცი, ქუთაისის მერიაში დაიწყე მუშაობა...

- დიახ, კულტურის მთავარი სპეციალისტი ვარ. მართალია, ჯერჯერობით გრანდიოზული ღონისძიებები არ მოგვიწყვია, მაგრამ რაღაცებს ვგეგმავთ. ქუთაისში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს: ზოგი მღერის, ზოგი ლექსებს წერს და ა.შ. მათ მინდა საღამოების, ღონისძიებების მოწყობაში დავეხმარო... სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის ჩემს კლიპსაც იხილავთ. მაქვს საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უკრაინიდან და რუსეთიდან...

- კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებას ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით, არც ერთი კონტრაქტი არ მინახავს და არც ის ვიცი, უცხოელები ჰონორარს რამდენს მთავაზობენ. ჰოდა, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როცა ამ ყველაფერს გავარკვევ.

- როგორ ახერხებ ქუთაისის მერიაში მუშაობის პარალელურად უნივერსიტეტში სწავლას და თბილისში გამართულ ამა თუ იმ კონცერტში მონაწილეობასაც?

- სულ გადარბენაზე ვარ. სამწუხაროდ, ქუთაისში ძალიან იშვიათად იმართება კონცერტი. სამაგიეროდ, კორპორატიულ საღამოებში მონაწილეობის საშუალება ხშირად მაქვს. არასდროს ვამბობ უარს საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობაზეც.

- უნივერსიტეტში რა პროფესიას ეუფლები?

- აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებსა და რექტორს, რადგან ყოველთვის მიწყობენ ხელს საყვარელი საქმის კეთებაში.

- იმიჯი შეიცვალე: თმა მოკლედ შეიჭერი, გახდი...

- "ჯეოსტარში" მონაწილეობის პერიოდში იმდენს ვნერვიულობდი, რომ დიეტაზე ფიქრის დროც არ მქონდა. თან, ამ ნერვიულობის ფონზე მგონი, უფრო მეტად გავსუქდი და კონკურსის ბოლო კვირას 81 კილო ვიყავი. ძალიან მიყვარს ცომეული, კალორიული კერძები. ჰოდა, კონკურსის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე, ვთქვი, - ღმერთო ჩემო, რამხელა ვარ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი, - და გადავწყვიტე, დიეტა დამეცვა. ყველა მეკითხება, ვისი დიეტის საშუალებით დაიკელი წონაშიო? მათ ვპასუხობ: ეს არის მარიტა როხვაძის დიეტა - არ ვჭამთ არაფერს და ვვარჯიშობთ. კვებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული. მივირთმევდი მოხარშულ, უმარილო, უცხიმო წიწიბურას, კარტოფილს, ზაფხულში კი მხოლოდ საზამთროსა და ყველს ვჭამდი; დავდიოდი, აუზზე, საუნაში და რაც მთავარია, ვვარჯიშობდი, შედეგად კი ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. ჰო, ბევრ სითხეს ვიღებ, რომ არ გამოვიფიტო...

რაც შეეხება ჩემს ვარცხნილობას - ძალიან მომბეზრდა გრძელი თმა და მინდოდა, რაც შეიძლება მოკლედ შემეჭრა. თან, დიეტის გამო თმის ცვენა დამეწყო. ჩემი ახალი ვარცხნილობა ძალიან მომწონს...

- გარშემო მყოფებსაც მოსწონთ შენი ახალი იმიჯი, არა?

- მამა ჩემს წონასთან დაკავშირებით გამუდმებით შენიშვნას მაძლევდა; მეუბნებოდა: სცენაზე დგახარ და სირცხვილია, ასეთი მსუქანი რომ ხარო. ახლა პირიქით, იმას მეუბნება, - ძალიან ნუ გახდებიო (იღიმის).

- დედისერთა ხარ. მშობლები შენს დატვირთულ დღის რეჟიმს როგორ ეგუებიან?

- სახლში თითქმის ყოველთვის გვიან ვბრუნდები და თან, ისეთი დაღლილი, რომ ეგრევე ვიძინებ. შესაბამისად, დროს ვეღარც მშობლებს ვუთმობ და ვერც - შეყვარებულს. თუმცა, მათ ჩემი წარმატება ძალიან უხარიათ და მხარში მიდგანან.

- შენ მიიღე საკმაოდ სოლიდური პრიზი - ბინა ბათუმში...

- (მაწყვეტინებს) ბინის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება. გარდა ამისა, როგორც იცით, "ჯეოსტარის" გამარჯვებულებს ალბომის ჩაწერის შანსი ეძლეოდათ. ჰოდა, სულმოუთქმელად ველოდები, როდის დასრულდება ოთო ნემსაძის ალბომზე მუშაობა, რათა ჩემი დროც დადგეს.

- შენს შეყვარებულზე მოგვიყევი რამე...

- ჩემი შეყვარებულიც ქუთაისელია. ერთი და იმავე ეკლესიის მრევლი ვიყავით, შემდეგ კი ერთად ვემზადებოდით ქართულ ენაში. ის სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გაემგზავრა. ერთმანეთს ძირითადად, "სკაიპით" ვეკონტაქტებით. ერთი მხრივ კარგია სიშორე, რადგან მონატრების გრძნობა სულ გაქვს და ასეთ დროს სიყვარული უფრო ძლიერი ხდება. თან, ეს მდგომარეობა ერთგვარი ადრენალინიც გახლავთ. სხვათა შორის, დეკემბრის ბოლოს ჩამოდის.

- ხალხმა გაგიცნო, შეგიყვარა. ხომ არ ეჭვიანობს?

- არა, ეჭვიანი სულაც არ არის. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. თუმცა, მას შემდეგ, რაც გავხდი, მგონი, ეჭვიანობა დაიწყო და მეკითხება: ხომ არავინ გეპრანჭებაო (იცინის)?..

- როგორც ვიცი, ეგვიპტეში შეყვარებულთან ერთად იყავი...

- ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში, მე, ჩემი შეყვარებული და დედამისი წავედით. ძალიან კარგად დავისვენეთ, მართლაც არაჩვეულებრივი კურორტია.

- შენს მშობლებს მოსწონთ სასიძო?

- კი, ძალიან მოსწონთ. ის მართლაც არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანია. სხვათა შორის, უკვე ოჯახებით ვახლობლობთ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება