მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა
აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა

აფ­თი­ა­ქებ­ში წამ­ლე­ბის ცა­ლო­ბით გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გამო, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი რე­კავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, და­ვით მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე უამ­რა­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი შე­დის.

"უამ­რა­ვი ზარი შე­მო­დის ცხელ ხაზ­ზე და მო­სახ­ლე­ო­ბას აინ­ტე­რე­სებს, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა წამ­ლე­ბის ცა­ლო­ბით გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე უკვე არა­ერ­თხელ გან­ვმარ­ტე და ახ­ლაც ვი­ტყვი, რომ წამ­ლე­ბის ცა­ლო­ბით გა­ყიდ­ვა იმ შემ­თხვე­ვა­შია და­საშ­ვე­ბი, როცა მისი შე­ფუთ­ვა და ჰერ­მე­ტუ­ლო­ბა არ ირ­ღვე­ვა. იკ­რძა­ლე­ბა ფლა­კო­ნი­დან წამ­ლე­ბის პო­ლი­ე­თი­ლენ­ში ან სხვა სა­გან­ში გა­დაყ­რა. ამით წამ­ლის ხა­რის­ხი ფუჭ­დე­ბა. წამ­ლის ხა­რისხსა და გა­ყიდ­ვის სა­კი­თხებს კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს და და­ა­რე­გუ­ლი­რებს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გუ­ში­ნაც გა­ავ­რცე­ლა, თუმ­ცა აფ­თი­ა­ქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ყვე­ლა წამ­ლის ცა­ლო­ბით გა­ყიდ­ვა­ზე ამ­ბობს უარს.

რო­გორც გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, არა­ნა­ი­რი სა­ხის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია არ და­წე­სე­ბუ­ლა და ძა­ლა­შია მხო­ლოდ მოქ­მე­დი ნორ­მა­ტი­ვე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვა­ზე არ ვრცელ­დე­ბა არა­ნა­ი­რი სა­ხის შე­ზღუდ­ვა მა­შინ, რო­დე­საც მე­დი­კა­მენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია ფირ­ფი­ტა­ში, ბლის­ტერ­ში ან სხვა სა­ხის კომ­პაქ­ტურ და­ფა­სო­ე­ბა­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა დიდი მო­ცუ­ლო­ბის შე­ფუთ­ვი­დან აბე­ბის ან კაფ­სუ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­კე­ტებ­ში, შე­ზღუდ­ვა ან რა­ი­მე სა­ხის აკ­რძალ­ვა არც აქ ყო­ფი­ლა და­წე­სე­ბუ­ლი. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ამ სა­ხის გა­და­ფა­სო­ე­ბა (გან­სხვა­ვე­ბით ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი გან­ცალ­კე­ვე­ბი­სა­გან) მო­ი­თხოვს გარ­კვე­უ­ლი მარ­ტი­ვი პი­რო­ბე­ბის დაც­ვას. ამ პი­რო­ბე­ბის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ცა­ლო გა­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ცა­ლო შე­ძე­ნა­ზე, შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზს: 15 05.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა

აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა

აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უამრავი ადამიანი რეკავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა განუცხადა, სამინისტროს ცხელ ხაზზე უამრავი სატელეფონო ზარი შედის.

"უამრავი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე და მოსახლეობას აინტერესებს, რეალურად რა ხდება წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებით. მე უკვე არაერთხელ განვმარტე და ახლაც ვიტყვი, რომ წამლების ცალობით გაყიდვა იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა მისი შეფუთვა და ჰერმეტულობა არ ირღვევა. იკრძალება ფლაკონიდან წამლების პოლიეთილენში ან სხვა საგანში გადაყრა. ამით წამლის ხარისხი ფუჭდება. წამლის ხარისხსა და გაყიდვის საკითხებს კანონი არეგულირებს და დაარეგულირებს", - განაცხადა დავით მაჭარაშვილმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების საცალო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გუშინაც გაავრცელა, თუმცა აფთიაქების უმრავლესობა ყველა წამლის ცალობით გაყიდვაზე ამბობს უარს.

როგორც გუშინდელ განცხადებაშია ნათქვამი, არანაირი სახის ახალი რეგულაცია არ დაწესებულა და ძალაშია მხოლოდ მოქმედი ნორმატივები, რომლის მიხედვითაც საცალო გაყიდვაზე არ ვრცელდება არანაირი სახის შეზღუდვა მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში.

"რაც შეეხება დიდი მოცულობის შეფუთვიდან აბების ან კაფსულების გადანაწილებას პოლიეთილენის პაკეტებში, შეზღუდვა ან რაიმე სახის აკრძალვა არც აქ ყოფილა დაწესებული. განსხვავება ის არის, რომ ამ სახის გადაფასოება (განსხვავებით ზემოთ აღწერილი განცალკევებისაგან) მოითხოვს გარკვეული მარტივი პირობების დაცვას. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, საცალო გაცემა შესაძლებელი გახდება შეუფერხებლად", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნებათ მედიკამენტების საცალო შეძენაზე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 15 05.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"