პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ"
ბიძინა ივანიშვილი - "ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ"

ჩი­ნოვ­ნი­კებს ყვე­ლა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გია ჩა­მო­ერ­თმე­ვათ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მის ბიზ­ნეს­ცენ­ტრთან შეკ­რე­ბილ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პი­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და და გა­ნუ­მარ­ტა, რომ ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი სწო­რედ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის­კენ წავა.

"და­ჩე­ბი", ყვე­ლა­ნა­ი­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, რაც ჰქონ­დათ ჩი­ნოვ­ნი­კებს, ყვე­ლა­ფერს ჩა­მო­ვარ­თმევთ და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ. არა­ნა­ი­რი წყნე­თი, არა­ნა­ი­რი "და­ჩე­ბი", ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­ჩე­რეთ, ეს თან­ხე­ბი თქვენ­სკენ წა­მო­ვა", - მი­მარ­თა ივა­ნიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მთავ­რო­ბა ცდი­ლობს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოს და პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ყვე­ლა­ზე გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას და­ეხ­მა­როს, რის კონ­ტექ­სტშიც, პრე­მი­ერ­მა მის ბიზ­ნეს­ცენ­ტრთან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თხოვ­ნით მი­მარ­თა, "პრი­ო­რი­ტე­ტებს ასე­თი წე­სით ნუ და­არ­ღვე­ვენ".

"წელს გა­ვა­ორ­მა­გეთ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, გა­ი­სად ოთხმაგს გავ­ხდით. ამ თან­ხის იქით არ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­თია ბი­უ­ჯე­ტი, ამის­გან სას­წა­ულს ვერ მო­ვახ­დენთ. მა­შინ სხვას უნდა მო­ვაკ­ლოთ. და­მა­ტე­ბით, რა­საც შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­დავ­ხე­დო, ისაა, რომ სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა გრა­და­ცია გა­ვა­კე­თოთ. გა­გე­ბით მო­ე­კი­დეთ, ძა­ლი­ან გთხოვთ", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, პრე­მი­ე­რის თქმით, დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუხს აგებს, თუმ­ცა, აქვე დას­ძი­ნა, რომ "წი­ნას­წარ ვერც უგუ­ლა­ვას და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს".

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ბი­ნის ქი­რის გა­დახ­და­ზე უარს აცხა­დე­ბენ და მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ითხო­ვენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით მათ დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბიზ­ნეს­ცენ­ტრთან აქ­ცი­აც გა­მარ­თეს. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით გა­მო­ყო­ფი­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გა­ხარ­ჯა, რის გა­მოც ისი­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად მძი­მე პი­რო­ბებ­ში არი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - "ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ"

ბიძინა ივანიშვილი - "ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ"

ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილმა მის ბიზნესცენტრთან შეკრებილ სოციალურად დაუცველ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა და განუმარტა, რომ ამოღებული თანხები სწორედ გაჭირვებული ხალხისკენ წავა.

"დაჩები", ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და გამოვაქვეყნებთ. არანაირი წყნეთი, არანაირი "დაჩები", ყველაფერი გავაჩერეთ, ეს თანხები თქვენსკენ წამოვა", - მიმართა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს.

მისივე განმარტებით, მთავრობა ცდილობს პრიორიტეტები სწორად გადაანაწილოს და პირველ რიგში სწორედ ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს, რის კონტექსტშიც, პრემიერმა მის ბიზნესცენტრთან გამართული აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა, "პრიორიტეტებს ასეთი წესით ნუ დაარღვევენ".

"წელს გავაორმაგეთ თქვენი დახმარება, გაისად ოთხმაგს გავხდით. ამ თანხის იქით არ გვაქვს საშუალება, ასეთია ბიუჯეტი, ამისგან სასწაულს ვერ მოვახდენთ. მაშინ სხვას უნდა მოვაკლოთ. დამატებით, რასაც შეიძლება კიდევ გადავხედო, ისაა, რომ სულადობის მიხედვით შეიძლება გრადაცია გავაკეთოთ. გაგებით მოეკიდეთ, ძალიან გთხოვთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, დაშვებულ შეცდომებზე ძველი ხელისუფლება პასუხს აგებს, თუმცა, აქვე დასძინა, რომ "წინასწარ ვერც უგულავას დაადანაშაულებს".

სოციალურად დაუცველები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ბინის ქირის გადახდაზე უარს აცხადებენ და მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრთან აქციაც გამართეს. სოციალურად დაუცველების შეფასებით, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი დედაქალაქის მერიამ გახარჯა, რის გამოც ისინი სოციალურად მძიმე პირობებში არიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა