მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგიენკო: "პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება"
დავით სერგიენკო: "პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება"

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­ცე­მუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და­პი­რე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია... ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გი­ენ­კო გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო და­ვით, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა ახა­ლი მმარ­თვე­ლი ძა­ლის ერთ-ერთი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო. რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა მის შე­სას­რუ­ლებ­ლად?

- ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი, არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტით არ სარ­გებ­ლობს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ თე­ბერ­ვლის ბო­ლოს­თვის ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს და­ზღვე­ვა არა აქვთ, მი­ნი­მა­ლუ­რი სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტით უზ­რუნ­ველ­ვყოთ, ხოლო 2013 წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტი შევ­ცვა­ლოთ სა­ბა­ზი­სო პა­კე­ტით, რომ­ლი­თაც გა­ცი­ლე­ბით მეტი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- რა მომ­სა­ხუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს მი­ნი­მა­ლუ­რი და სა­ბა­ზი­სო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტე­ბი?

- მი­ნი­მა­ლუ­რი პა­კე­ტი, ძი­რი­თა­დად, ორი ბლო­კის­გან შედ­გე­ბა: ეს არის ოჯა­ხის ექიმ­თან ვი­ზი­ტის შე­უ­ზღუ­და­ვი ლი­მი­ტი და გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში­ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, ისე სტა­ცი­ო­ნა­რულ პი­რო­ბებ­ში. აგ­რეთ­ვე, ძი­რი­თა­დი სა­ბა­ზო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რო­გორც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, ისე დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზი­სო პა­კეტს, ის მო­ი­ცავს მი­ნი­მა­ლუ­რი პა­კე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და და­მა­ტე­ბით, გეგ­მუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვას, რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, ისე სტა­ცი­ო­ნა­რულ გა­რე­მო­ში, მე­ტად არის გაზ­რდი­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ასე­ვე, ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

- ამ პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბი­სას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, შე­საძ­ლოა, ერ­თბა­შად პა­ცი­ენ­ტთა დიდი ნა­კა­დი მი­ა­წყდეს, მზად არის სის­ტე­მა ამ ცვლი­ლე­ბის­თვის, ხომ არ გახ­დე­ბა პრო­ცე­სი უმარ­თა­ვი? თქვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზეც.

- ამ­გვა­რი მას­შტა­ბის ცვლი­ლე­ბას რის­კი, რა თქმა უნდა, ახ­ლავს. ამი­ტომ, პრო­ექ­ტის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ამ რის­კე­ბის გათ­ვლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა. ამ საქ­მე­ში კო­რუფ­ცი­ის გა­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბა ზუს­ტად ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში, ამას სჭირ­დე­ბა გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო­ო­ბა და სწო­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა. სტრუქ­ტუ­რა ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო ფონ­დი­სა, რო­მე­ლიც ახალ­და­ზღვე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლეა, მას­ში შე­დი­ან რო­გორც ჯან­დაც­ვი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს, აგ­რეთ­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კო­რუფ­ცი­ის რის­კი მცი­რე იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტთა ახა­ლი ნა­კა­დის გა­ჩე­ნას, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებთ­ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში 2 მი­ლი­ო­ნით მეტი ადა­მი­ა­ნი და­ე­ზღვე­ვა თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, არ ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე დღეს­ვე 2 მი­ლი­ო­ნით მეტი ადა­მი­ა­ნი მი­ა­კი­თხავს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რად­გან ეს ეხე­ბა ოჯა­ხის ექიმ­თან ვი­ზი­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და გა­და­უ­დე­ბელ დახ­მარ­ე­ბას, თუ­მცა, ნა­კადი, რა თქმა უნდა, გა­იზ­რდე­ბა, რა­საც სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბით ვუ­პა­სუ­ხებთ.

- ხში­რად კა­მა­თო­ბენ, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მე­ბი­დან რო­მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უფრო მი­სა­ღე­ბი: ევ­რო­პუ­ლი თუ ამე­რი­კუ­ლი?

- მსოფ­ლი­ო­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ოთხი კლა­სი­კუ­რი მო­დე­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა, არ არც ერთი ქვე­ყა­ნა უპი­რა­ტე­სო­ბას ერთ მო­დელს არ ანი­ჭებს, თა­ვი­სი პრობ­ლე­მა­ტი­კი­დან, სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ნა­ერ­თს, ნა­ზავს იყე­ნე­ბენ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა, გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის წი­ნა­შე იდგა. ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, უფრო ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია გა­დას­ვლა ე.წ. უნი­ვერ­სა­ლურ ჯან­დაც­ვის მო­დელ­ზე ანუ, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბულ ფარ­გლებ­ში. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე, მო­ხუ­ცი და ბავ­შვი ამ მომ­სა­ხუ­რე­ბით სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ, სა­შუ­ა­ლო ასა­კის და­საქ­მე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბი რის­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი - ამ რის­კე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

- რო­დის მო­ე­მა­ტე­ბათ დევ­ნი­ლებს დახ­მა­რე­ბა?

- სო­ცი­ა­ლუ­რი თემა, ისე­ვე რო­გორც ჯან­დაც­ვა, მე­ტად სა­თუ­თია, რა თან­ხაა საკ­მა­რი­სი ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად? ვინ იტყვის, რომ ესა თუ ის თან­ხა უკვე საკ­მა­რი­სია და ამა­ზე მეტი, მით უმე­ტეს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს აღარ სჭირ­დე­ბა? "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, შეს­რულ­დე­ბა და მო­მა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, დევ­ნი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბე­ბი­სა და შემ­წე­ო­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ზრდა. ეს გრა­ფი­კი, დრო­ში გა­წე­რი­ლი, უკვე შექ­მნი­ლია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში წა­რედ­გი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, ამის შემ­დეგ ეს ციფ­რე­ბი სა­ჯა­რო გახ­დე­ბა. მთე­ლი 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დევ­ნილ­თა დახ­მა­რე­ბა თან­და­თან გა­იზ­რდე­ბა.

- ბოლო ხანს ძალ­ზე გახ­შირ­და დევ­ნი­ლე­ბის შეჭ­რა სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ისი­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ითხო­ვენ; რო­გო­რია სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია?

- რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დევ­ნილ­თა მა­სობ­რი­ვი შეჭ­რის ფაქ­ტებს, შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, რა იყო ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ არ მინ­და ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი, ვიდ­რე პრობ­ლე­მას ღრმად არ შე­ვის­წავ­ლი. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დავ­ხმა­რე­ბო­დით ამ ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი ზამ­თარ­ში, რთულ პი­რო­ბებ­ში ქუ­ჩა­ში რომ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. მათ ვუ­თხა­რით, რომ 200 ლა­რის ფარ­გლებ­ში ბი­ნის ქი­რას გა­და­ვუხ­დი­დით, ისი­ნი კი მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რებ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ითხო­ვენ, რი­თაც, ხში­რად არა­თუ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, უფრო შეძ­ლე­ბუ­ლი ფე­ნის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი არ არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა არა­თუ სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ბევრ მო­ქა­ლა­ქეს არა აქვს და ქი­რით ცხოვ­რო­ბენ. ჩვე­ნი აზ­რით, ამ ეტაპ­ზე დევ­ნი­ლებს სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ - ერთ ოჯახ­ზე ბი­ნის ქირა 200 ლარს შე­ად­გენს, ეს თან­ხა სტა­ტის­ტი­კუ­რი კვლე­ვის შე­დე­გად და­ვად­გი­ნეთ, ასე­თია ბი­ნის ქი­რის ოდე­ნო­ბა თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში, ცხა­დია, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექტსა თუ სა­ბურ­თა­ლო­ზე მათ­თვის ბი­ნის ქი­რა­ო­ბას სა­მი­ნის­ტრო ვერ გას­წვდე­ბა.

- ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია პენ­სი­ე­ბის თემა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა პენ­სი­ე­ბის 220 ლა­რამ­დე გაზ­რდაც იყო.

- პენ­სი­ე­ბის მო­მა­ტე­ბა აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა, ესეც ეტა­პობ­რი­ვი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. რი­ცხვი - 220 ლარი ჩემ­თვის უც­ნო­ბია, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში ამა­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, შე­საძ­ლოა, ეს თან­ხა და­სა­ხელ­და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დროს წი­ნას­წარ ით­ქვა, რომ პენ­სია სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს გა­ტოლ­დე­ბა და და­ნა­პი­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რულ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, 2013 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყე­ბა მო­მა­ტე­ბა და სექ­ტემ­ბერ­ში პენ­სია სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს გა­უ­ტოლ­დე­ბა. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ნაკ­ლე­ბი სა­მუ­შაო სტა­ჟის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ყვე­ლა პენ­სი­ო­ნე­რის პენ­სია, სულ მცი­რე, სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს გა­უ­ტოლ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პენ­სი­ის შემ­დგომ ზრდას, ეს უკვე იმა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი, მთლი­ა­ნი შიგა პრო­დუქ­ტი. უნდა შე­იქ­მნას ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, აღორ­ძინ­დეს ეკო­ნო­მი­კა, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­პი­რო­ბაა. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო და გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია.

- პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში პენ­სია რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პენ­სი­ის მაქ­სი­მა­ლურ ოდე­ნო­ბას. შე­და­რე­ბის­თვის, ეს­ტო­ნეთ­ში პენ­სია და­ახ­ლო­ე­ბით 660 ლა­რია, ლატ­ვი­ა­ში - 550 ლარი, რა არის ასე­თი სხვა­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი?

- ამ ქვეყ­ნებ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­ზე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რეს რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი წე­ლი­წად­ში 8,2 მი­ლი­არ­დი ლა­რია, აქე­დან 2,3 მი­ლი­არ­დი ჯან­დაც­ვა­სა და სო­ცი­ა­ლურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე იხარ­ჯე­ბა, ეს მთე­ლი ბი­უ­ჯე­ტის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დია. ამ თან­ხი­დან 1,5-1,7 მი­ლი­არ­დი მხო­ლოდ სა­პენ­სიო ანა­ზღა­უ­რე­ბას სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ პენ­სი­ე­ბის მო­მა­ტე­ბის­თვის ჯერ ბი­უ­ჯე­ტი უნდა გა­ი­ზარ­დოს. ან­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ სწო­რედ ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებ­შია მა­ღა­ლი პენ­სი­ე­ბი.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დავით სერგიენკო: "პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება"

დავით სერგიენკო: "პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება"

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გაცემული სოციალური დაპირებები საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესის საგანია... ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგიენკო გვესაუბრება.

- ბატონო დავით, საყოველთაო დაზღვევა ახალი მმართველი ძალის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. რა ნაბიჯები გადაიდგა მის შესასრულებლად?

- ამჟამად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით ნახევარი, არანაირი სამედიცინო სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობს. ჩვენი ამოცანაა, რომ თებერვლის ბოლოსთვის ის ადამიანები, რომლებსაც დღეს დაზღვევა არა აქვთ, მინიმალური სადაზღვევო პაკეტით უზრუნველვყოთ, ხოლო 2013 წლის პირველი ივლისიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტი შევცვალოთ საბაზისო პაკეტით, რომლითაც გაცილებით მეტი მომსახურების მიღება შეიძლება.

- რა მომსახურებას გულისხმობს მინიმალური და საბაზისო სადაზღვევო პაკეტები?

- მინიმალური პაკეტი, ძირითადად, ორი ბლოკისგან შედგება: ეს არის ოჯახის ექიმთან ვიზიტის შეუზღუდავი ლიმიტი და გადაუდებელ შემთხვევებში­ მკურნალობის საშუალება, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში. აგრეთვე, ძირითადი საბაზო ამბულატორიული გამოკვლევები, როგორც ლაბორატორიული, ისე დიაგნოსტიკური. რაც შეეხება საბაზისო პაკეტს, ის მოიცავს მინიმალური პაკეტით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებასა და დამატებით, გეგმური სამედიცინო შემთხვევების მართვას, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ გარემოში, მეტად არის გაზრდილი დიაგნოსტიკური კვლევების შესაძლებლობა, ასევე, ორსულობისა და მშობიარობის უზრუნველყოფა.

- ამ პროგრამის ამოქმედებისას სამედიცინო დაწესებულებას, შესაძლოა, ერთბაშად პაციენტთა დიდი ნაკადი მიაწყდეს, მზად არის სისტემა ამ ცვლილებისთვის, ხომ არ გახდება პროცესი უმართავი? თქვენი ოპონენტები საუბრობენ კორუფციული გარიგების შესაძლებლობაზეც.

- ამგვარი მასშტაბის ცვლილებას რისკი, რა თქმა უნდა, ახლავს. ამიტომ, პროექტის განუყოფელი ნაწილი ამ რისკების გათვლა და მაქსიმალურად თავიდან აცილებაა. ამ საქმეში კორუფციის გაჩენის ალბათობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერ სხვა სფეროში, ამას სჭირდება გამჭვირვალეობა, ინფორმაციის საჯაროობა და სწორი ადმინისტრირება. სტრუქტურა ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდისა, რომელიც ახალდაზღვეულ მოქალაქეებს მოემსახურება, მაქსიმალურად გამჭვირვალეა, მასში შედიან როგორც ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს, აგრეთვე, საზოგადოების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კორუფციის რისკი მცირე იქნება. რაც შეეხება პაციენტთა ახალი ნაკადის გაჩენას, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ყველაფერს ვიღონებთ­ მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად. ის, რომ ქვეყანაში 2 მილიონით მეტი ადამიანი დაეზღვევა თებერვლის ბოლოს, არ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე 2 მილიონით მეტი ადამიანი მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან ეს ეხება ოჯახის ექიმთან ვიზიტის შესაძლებლობასა და გადაუდებელ დახმარ­ე­ბას, თუ­მცა, ნა­კადი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, რასაც საპასუხო ნაბიჯებით ვუპასუხებთ.

- ხშირად კამათობენ, მსოფლიოში არსებული სადაზღვევო სისტემებიდან რომელია საქართველოსთვის უფრო მისაღები: ევროპული თუ ამერიკული?

- მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემის ოთხი კლასიკური მოდელი არსებობს, თუმცა, არ არც ერთი ქვეყანა უპირატესობას ერთ მოდელს არ ანიჭებს, თავისი პრობლემატიკიდან, სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ნაერთს, ნაზავს იყენებენ მიზნის მისაღწევად. გამონაკლისი არც საქართველოა, განვითარების ყველა ეტაპზე ქვეყანა განსხვავებული ამოცანების წინაშე იდგა. ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, უფრო ოპტიმალური გამოსავალია გადასვლა ე.წ. უნივერსალურ ჯანდაცვის მოდელზე ანუ, სამედიცინო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა, განსხვავებულ ფარგლებში. სოციალურად და­უცველი მოქალაქე, მოხუცი და ბავშვი ამ მომსახურებით საჭიროების გათვალისწინებით ისარგებლებენ, საშუალო ასაკის დასაქმებული და ნაკლები რისკის მქონე ადამიანები - ამ რისკების შესაბამისად.

- როდის მოემატებათ დევნილებს დახმარება?

- სოციალური თემა, ისევე როგორც ჯანდაცვა, მეტად სათუთია, რა თანხაა საკმარისი ადამიანის დასახმარებლად? ვინ იტყვის, რომ ესა თუ ის თანხა უკვე საკმარისია და ამაზე მეტი, მით უმეტეს, სოციალურად დაუცველს აღარ სჭირდება? "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებები, რა თქმა უნდა, შესრულდება და მომავალი წლის განმავლობაში მოხდება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, დევნილების დახმარებებისა და შემწეობების ეტაპობრივი ზრდა. ეს გრაფიკი, დროში გაწერილი, უკვე შექმნილია და რამდენიმე დღეში წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ამის შემდეგ ეს ციფრები საჯარო გახდება. მთელი 2013 წლის განმავლობაში დევნილთა დახმარება თანდათან გაიზრდება.

- ბოლო ხანს ძალზე გახშირდა დევნილების შეჭრა სხვადასხვა დაწესებულებაში, ისინი საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვენ; როგორია სამინისტროს პოზიცია?

- რაც შეეხება სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა მასობრივი შეჭრის ფაქტებს, შემიძლია ვივარაუდო, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ არ მინდა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, ვიდრე პრობლემას ღრმად არ შევისწავლი. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად დავხმარებოდით ამ ადამიანებს, ისინი ზამთარში, რთულ პირობებში ქუჩაში რომ არ აღმოჩენილიყვნენ. მათ ვუთხარით, რომ 200 ლარის ფარგლებში ბინის ქირას გადავუხდიდით, ისინი კი მუდმივი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რითაც, ხშირად არათუ სოციალურად დაუცველი, უფრო შეძლებული ფენის ადამიანებიც კი არ არიან უზრუნველყოფილი. საკუთარი საცხოვრებელი ბინა არათუ საქართველოს, ევროპის სახელმწიფოების ბევრ მოქალაქეს არა აქვს და ქირით ცხოვრობენ. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე დევნილებს საუკეთესო გადაწყვეტილება შევთავაზეთ - ერთ ოჯახზე ბინის ქირა 200 ლარს შეადგენს, ეს თანხა სტატისტიკური კვლევის შედეგად დავადგინეთ, ასეთია ბინის ქირის ოდენობა თბილისის გარეუბნებში, ცხადია, რუსთაველის პროსპექტსა თუ საბურთალოზე მათთვის ბინის ქირაობას სამინისტრო ვერ გასწვდება.

- ძალზე აქტუალურია პენსიების თემა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების 220 ლარამდე გაზრდაც იყო.

- პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება, ესეც ეტაპობრივი პროცესი იქნება. რიცხვი - 220 ლარი ჩემთვის უცნობია, წინასაარჩევნო პროგრამაში ამაზე არაფერია ნათქვამი, შესაძლოა, ეს თანხა დასახელდა კონკრეტული ადამიანების ინტერვიუების დროს წინასწარ ითქვა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გატოლდება და დანაპირები აუცილებლად შესრულდება. ეს პროცესი, როგორც აღვნიშნე, 2013 წლის აპრილში დაიწყება მომატება და სექტემბერში პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ნაკლები სამუშაო სტაჟის მქონე ადამიანები აღარ იქნებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ყველა პენსიონერის პენსია, სულ მცირე, საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. რაც შეეხება პენსიის შემდგომ ზრდას, ეს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, რო­გორი იქნება ქვეყნის ბიუჯეტი, მთლიანი შიგა პროდუქტი. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, აღორძინდეს ეკონომიკა, რაც წარმატებული სოციალური პოლიტიკის წინაპირობაა. ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური სფერო და განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებებია.

- პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების უმრავლესობაში პენსია რამდენჯერმე აღემატება საქართველოში არსებული პენსიის მაქსიმალურ ოდენობას. შედარებისთვის, ესტონეთში პენსია დაახლოებით 660 ლარია, ლატვიაში - 550 ლარი, რა არის ასეთი სხვაობის ძირითადი მიზეზი?

- ამ ქვეყნებმა წლების განმავლობაში ჩვენზე წარმატებით ჩაატარეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური რეფორმები. საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი წელიწადში 8,2 მილიარდი ლარია, აქედან 2,3 მილიარდი ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯება, ეს მთელი ბიუჯეტის დაახლოებით მესამედია. ამ თანხიდან 1,5-1,7 მილიარდი მხოლოდ საპენსიო ანაზღაურებას სჭირდება. ამიტომ პენსიების მომატებისთვის ჯერ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სწორედ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებშია მაღალი პენსიები.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"