პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მინდოდა დედასთან მიახლოება, მაგრამ არ მიმიშვეს, არ მიმაკარეს!.."
"ძალიან მინდოდა დედასთან მიახლოება, მაგრამ არ მიმიშვეს, არ მიმაკარეს!.."

ცნო­ბი­ლი დე­დის შვი­ლია, თუმ­ცა დე­დის და­კარ­გვამ ისე იმოქ­მე­და მას­ზე, რომ კი­დევ უფრო მე­ტად ჩა­ი­კე­ტა სა­კუ­თარ თავ­ში და მხო­ლოდ მა­შინ მღე­რო­და, როცა მარ­ტო რჩე­ბო­და, წლე­ბის შემ­დეგ კი ისევ დე­და­ზე ფიქ­რმა და­ა­ყე­ნა სცე­ნა­ზე. ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი ია შუღ­ლი­აშ­ვი­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვილს თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მა­ინ­ცდა­მა­ინც ბევ­რი რო­ლით არ არის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ამ მხრივ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს, სა­მა­გი­ე­როდ, დღემ­დე დე­დის სიმ­ღე­რებს მღე­რის და მის ან­დერძს ას­რუ­ლებს - იმ­ღე­რეთ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, რომ მე ცო­ცხა­ლი ვი­ყოო.

- ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც ჩემ­თვის, უპირ­ვე­ლე­სად, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლის და­ბა­დე­ბაა, ვა­პი­რებ­დი მი­მე­ყო­ლე­ბი­ნა და კი­დევ ბევ­რი შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა, მაგ­რამ არ მო­ხერ­ხდა. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო 1994-95 წლე­ბი. მარ­თა­ლია, ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი, მაგ­რამ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ნაკ­ლე­ბად ვჩნდე­ბო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, სწო­რედ ამ წლებს უკავ­შირ­დე­ბა პრო­ექ­ტი "მღე­რი­ან და ხუმ­რო­ბენ თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ვარ­სკვლა­ვე­ბი", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც წარვდე­ქი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ეს იყო პე­რი­ო­დი, როცა ინო­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ახ­ლი­დან გა­მიც­ნო. შემ­დეგ მქონ­და ბევ­რი რთუ­ლი წე­ლი­წა­დი, მაგ­რამ ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლი და ახ­ლის და­სა­წყი­სი უკავ­შირ­დე­ბა ჩემს მე­ო­რე ოჯახ­სა და შვილს.

არა­ვის სჯე­რა, როცა ამ ამ­ბავს ვყვე­ბი...

- ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და კომ­პლექ­სე­ბი, ამი­ტო­მაც პა­ტა­რა­საც კი მი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ 4 წლის ასაკ­ში მით­ქვამს, რა ძნე­ლია ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი. მა­ბა­ნა­ვებ­დნენ და ეტყო­ბა, შევ­წუხ­დი, აბა­ზა­ნი­დან გა­მო­სულ­მა კი სწო­რედ ეს ფრა­ზა ვთქვი (იღი­მე­ბა). ბავ­შვო­ბი­დან რაც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, ეს არის კონ­ცერ­ტე­ბი და გა­და­ღე­ბე­ბი დე­და­სა და ჩემს ძმას­თან ერ­თად. არ და­მი­ჯე­რებთ, მაგ­რამ თვე­ე­ბის რომ ვი­ყა­ვი, იმ­დრო­ინ­დელ ამ­ბავს გიყ­ვე­ბით. ბუნ­დოვ­ნად, ძვე­ლი კად­რე­ბი­ვით მახ­სოვს, რომ მე ვი­წე­ქი სა­ბავ­შვო ხის სა­წოლ­ში, დედა რამ­დე­ნი­მე ოთა­ხის იქით ლა­პა­რა­კობ­და ტე­ლე­ფონ­ზე, ბან­ცალ-ბან­ცა­ლით წა­მოვ­დე­ქი და დე­დას და­ვუ­წყე თა­მა­ში, ჭი-ტა, ასე ვე­ძახ­დი, მა­ნაც შე­მამ­ჩნია, სა­უბ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მო­ვი­და და ხელ­ში ამიყ­ვა­ნა. სა­ერ­თოდ არა­ვის სჯე­რა, როცა ამ ამ­ბავს ვყვე­ბი, მაგ­რამ 2 წლის ასაკ­ში მუ­სი­კა­ლურ ფილმში, მოვ­დი­ვარ და მო­ვიმ­ღე­რი" ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სიც...

დე­დის და­კარ­გვით მი­ღე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ათი წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა და­ი­ღუ­პა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს სახ­ლში გახ­ლდით, მაგ­რამ მერე ნა­თე­სავ­თან გა­მიშ­ვეს, მში­შა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვი და სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მა­რი­დეს, რომ რა­ი­მე ცუ­დად არ ჩამ­რჩე­ნო­და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ბოლო დღეს იქ რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, ჰოდა, მხო­ლოდ დაკ­რძალ­ვის დღეს მი­მიყ­ვა­ნეს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­შაკ­თა სახ­ლში, სა­დაც დედა, ტრი­ოს­თან ერ­თად, ასე­ვე მარ­ტოც ხში­რად მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს, სწო­რედ ამი­ტომ იქი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს. ძა­ლი­ან მინ­დო­და დე­დას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, მაგ­რამ არ მი­მიშ­ვეს, არ მი­მა­კა­რეს, არა­და, იქ სხვე­ბი გა­მო­სა­თხო­ვარ სი­ტყვებს ამ­ბობ­დნენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის. ამ დიდი და­ნაკ­ლი­სის შემ­დეგ თით­ქოს უფრო მე­ტად ჩა­ვი­კე­ტე, ვმღე­რო­დი მა­შინ, როცა მარ­ტო ვრჩე­ბო­დი. ინო­ლა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, იცო­დე, რომ მე სა­დღაც ვარ და იქი­დან გი­ყუ­რებ და გის­მე­ნო. ალ­ბათ მა­ინც დე­და­ზე ფიქ­რმა გა­მა­ბედ­ვი­ნა სცე­ნა­ზე დად­გო­მა. დედა დღემ­დე სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია ჩემ­თვის, როცა ასე­თი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი ხარ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მეტი გაქვს.

დე­დო­ბი­ლი

- დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ მა­მამ შე­ირ­თო მე­ო­რე ცოლი, მა­ნა­ნა იო­სე­ლი­ა­ნი. პირ­ველ ეტაპ­ზე ეს ყვე­ლა­ფერი ჩემ­თვის ცოტა უცხო და მი­უ­ღე­ბე­ლიც იყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ამას­თან, დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ნა­ნას ჩვენს ოჯახ­ში შე­მოს­ვლამ­დე, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოჯახს ყვე­ლა­ნა­ი­რად მე ვუ­ძღვე­ბო­დი, სა­დილს იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ­დი, თო­რემ და­ლა­გე­ბა, და­რე­ცხვა, და­სუფ­თა­ვე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი ჩემს კი­სერ­ზე იყო, და­მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, 10 წლის ბავ­შვის­თვის ეს რთუ­ლია, ამის გამო იმ პე­რი­ოდ­ში სწავ­ლა­შიც მო­ვი­კოჭ­ლებ­დი ამ თვალ­საზ­რი­სით მა­ნა­ნას ოჯახ­ში შე­მოს­ვლა ჩემ­თვის იმე­დის მომ­ცე­მი იყო, მით უმე­ტეს, რომ ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და.

პრო­ფე­სი­უ­ლი გზა

- ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე მი­დი­ო­და, რომ კლა­სი­კურ მუ­სი­კას უნდა გავ­ყო­ლო­დი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ბევ­რი მუ­სი­კო­სი იყო ოჯახ­ში, მა­ნა­ნა, ჩემი დე­დო­ბი­ლიც მუ­სი­კო­სი გახ­ლდათ, და იმ­დე­ნად "ბევ­რი" მუ­სი­კა ის­მო­და, თით­ქოს აღარ მინ­დო­და, რომ ამ მხრივ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა, თან გა­ვი­გე, რომ დე­დას, ჩემი სი­მორ­ცხვის გამო, სურ­და, მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი. ასეც მო­ვი­ქე­ცი და არ ვნა­ნობ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვერ ვი­ტყვი, ბევ­რი რო­ლით ვარ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი-მეთ­ქი. თუმ­ცა, ინ­სტი­ტუ­ტის პე­რი­ო­დი­დან­ვე მქონ­და ისე­თი რო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი არ იყო, მაგ­რამ თვი­თონ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ნამ­დვი­ლად სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. გარ­და ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძი­სა და ქე­თი­ნო ხარ­ში­ლა­ძი­სა, რომ­ლე­ბიც ჩემი პე­და­გო­გე­ბი გახ­ლდნენ, ასე­ვე მი­მუ­შა­ვია სხვა ჯგუ­ფის პე­და­გო­გებ­თან - ლილი იო­სე­ლი­ან­სა და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­თან, ამი­ტო­მაც ამ მხრივ ინ­სტი­ტუ­ტის პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ როლს, პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­ში თვი­თონ უფ­ლის­წუ­ლის როლი შე­ვას­რუ­ლე, ბიჭი გან­ვა­სა­ხი­ე­რე. ახლა, რაც ასაკ­ში შე­ვე­დი, უფრო ქა­ლუ­რი გავ­ხდი, თო­რემ მა­შინ საკ­მა­ოდ ბი­ჭუ­რი გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და, ამას­თან, ჩვენს ჯგუფ­ში ბი­ჭე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო, რო­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შემ­დეგ კი ბი­ჭის როლი მე მერ­გო.

მსა­ხი­ო­ბო­ბა თუ მომ­ღერ­ლო­ბა

- ყო­ველ­თვის ამ ორ პრო­ფე­სი­ას შო­რის ვი­დე­ქი, მაგ­რამ სიმ­ღე­რა იმ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლია, რომ საქ­მედ არ მი­ვიჩ­ნევ, მი­ჭირს - ვმღე­რი, მილ­ხინს - ვმღე­რი, შიგ­ნი­დან მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი, სუ­ლის საზ­რდო­სა­ვი­თაა. მსა­ხი­ო­ბო­ბა და სცე­ნა­ზე რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა კი საქ­მედ მი­მაჩ­ნია. უბ­რა­ლოდ, ისე მოხ­და, რომ სიმ­ღე­რით უფრო მეტი გა­ვა­კე­თე, ვიდ­რე მსა­ხი­ო­ბო­ბით. წლე­ბი ისე გა­ვი­და, რომ რა­ღა­ცე­ბი უკან მომ­რჩა და იმ­დე­ნი ვერ გა­ვა­კე­თე, თუმ­ცა სიმ­ღე­რა­ში ამ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას ვერ ვგრძნობ. თე­ატ­რში ამ სე­ზო­ნი­სათ­ვის საკ­მა­ოდ ბევ­რი ახა­ლი სპექ­ტაკ­ლია, ერთ-ერთ მათ­გან­ში მეც ვარ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- პირ­ველ კურ­სზე ჩე­მი­ვე კურ­სე­ლი, ბა­თუ­მის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი და არა მე­რაბ თა­ვა­ძის შვი­ლი, გოგა თა­ვა­ძე შე­მიყ­ვარ­და. იმ პე­რი­ოდ­ში მო­და­ში იყო გა­პარ­ვა და გა­ვი­პა­რეთ, რა­საც მამა რთუ­ლად შეხ­ვდა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გვზრდი­და, რჩე­ვებს გვაძ­ლევ­და, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ჩვენ ვი­ღებ­დით და შეც­დო­მე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ბრა­ლი იყო. თა­ვად გა­დავ­წყვი­ტე გა­თხო­ვე­ბა, ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვინ იყო, მაგ­რამ გა­პარ­ვა სა­ჭი­რო არ იყოო, მი­თხრეს. მარ­თა­ლია, 4 წლის შემ­დეგ ეს ქორ­წი­ნე­ბა და­ინ­გრა, მაგ­რამ ამის გამო პა­სუხს ვე­რა­ვის მოვ­კი­თხავ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ სა­ერ­თო შვი­ლი გვყავს, მარ­თა­ლია, ერთ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში ვმუ­შა­ობთ, ამი­ტომ დი­დად ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბა არ გვი­წევს, გვაქვს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თო შვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ფილ ცოლ-ქმარს ჰქონ­დეს. ამის შემ­დეგ გა­თხო­ვე­ბა აღარ მინ­დო­და, ყვე­ლა პრობ­ლე­მას ჩე­მით ვე­რე­ო­დი, ვერ ვგრძნობ­დი ახა­ლი ოჯა­ხის შექ­მნის სა­ჭი­რო­ე­ბას, მაგ­რამ დიდი ხნის ლო­დი­ნის შემ­დეგ ჩემს მე­ო­რე მე­უღ­ლე თე­მურ მა­ი­საშ­ვილს ცო­ლო­ბა­ზე დავ­თან­ხმდი, შე­დე­გად გვყავს 7 წლის ან­დრია.

შვი­ლე­ბი... და ის, ვის­თვი­საც მე­ო­რე დე­დაა

- სა­ნამ ჩემს შვი­ლებს გავზრდი­დი, ბევ­რი ბავ­შვის გაზ­რდამ მო­მი­წია, მათ შო­რის ჩემი ნა­ხე­ვარძმის, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მი­სა და ჩემი დე­დო­ბი­ლის სა­ერ­თო შვი­ლია, დი­მიტ­რი ამ­ბობ­და კი­დეც, ია ჩემი მე­ო­რე დე­და­აო. ამი­ტომ პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა არა­ნა­ი­რად არ მი­ჭირ­და, მით უმე­ტეს, რომ დათო კარ­გი ბუ­ნე­ბის ბავ­შვი იყო, ალ­ბათ გრძნობ­და სი­მარ­ტო­ვეს და ყო­ველ­თვის ხელს მი­წყობ­და. ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა რე­პე­ტი­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს 8-9 წლის ბიჭი ჭურ­ჭელს და­რე­ცხილს მახ­ვედ­რებ­და, შე­იძ­ლე­ბა, ის მე­ო­რედ იყო გა­სა­რე­ცხი, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი­რად ცდი­ლობ­და, რომ ვე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნე, მეც ანა­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ მის­თვის მე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის მკაცრ დე­დად ვით­ვლე­ბო­დი. ეტყო­ბა, თვი­თონ ბავ­შვი იყო ად­ვი­ლად აღ­საზ­რდე­ლი, შე­იძ­ლე­ბა სამ­ჯერ დამ­ჭირ­ვე­ბო­და რა­ღა­ცის თქმა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ შე­დეგს მა­ინც ვაღ­წევ­დი, ახლა კი პა­ტა­რას­თან ვერ ვაღ­წევ მი­ზანს, ან ასა­კი აღარ მი­წყობს ხელს, რომ მო­ვე­რიო, ან კი­დევ თვი­თონ ბავ­შვია სხვა­ნა­ი­რი. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი უჩი­ვის ამას და ამ­ბობს, ამ თა­ო­ბის ბავ­შვე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი და რთუ­ლად აღ­საზ­რდე­ლე­ბი არი­ა­ნო.

ია, რო­გორც დე­დამ­თი­ლი

- ერთი წლის წინ და­ო­ჯახ­და ჩემი შვი­ლი. რძალ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, თუმ­ცა რო­გო­რი დე­დამ­თი­ლი ვარ, ეს უკვე მას უნდა ჰკი­თხოთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ორი ბიჭი მყავს, შე­იძ­ლე­ბა გაც­ვე­თი­ლი ფრა­ზაა, მაგ­რამ ერთი წლის წინ ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მო­ე­მა­ტა ჩემს ოჯახს და ამით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, ჯერ­ჯე­რო­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი შვილ­ზე არ ფიქ­რო­ბენ, სწავ­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი

- კრი­ზი­სულ პე­რი­ოდს პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან ნაკ­ლე­ბად ვა­კავ­ში­რებ, ალ­ბათ ეს ის სამი წე­ლია, როცა ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით სამი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე, ჯერ მამა გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­დეგ დე­დის მხრი­დან ჩემი ნა­ხე­ვარძმა მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძე და ბო­ლოს ჩემი დე­დო­ბი­ლი, ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლას ჩემს თავ­ში მა­ინც ვპო­უ­ლობ­დი, რომ ცხოვ­რე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ბო­ლოს და ბო­ლოს შვი­ლი მყავ­და გა­საზ­რდე­ლი.

დე­დის ან­დერ­ძი

- ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა და მი­ხა­რია, რომ ინო­ლას შვი­ლი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­სათ­ვის მა­ინც ინო­ლას შვი­ლად ვრჩე­ბი და რა­ღაც­ნა­ი­რად თით­ქოს ჩემი პერ­სო­ნა იკარ­გე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სიმ­ღე­რის დროს ხდე­ბო­და ეს, მა­ი­გი­ვებ­დნენ ინო­ლას­თან, გა­რეგ­ნო­ბი­თაც მამ­სგავ­სე­ბენ, ცო­ტა­თი - ხმი­თაც და უნ­დათ, რომ ინო­ლა­სა­ვით ვიმ­ღე­რო, ეს კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამის გამო მე ჩემი სათ­ქმე­ლი ვერ ვთქვი, ყო­ველ­თვის ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი დე­დის ან­დერძს - იმ­ღე­რეთ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, რომ მე ცო­ცხა­ლი ვი­ყოო, ამას დღემ­დე პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ და ნუ შე­მა­ფა­სებს ნუ­რა­ვინ იმ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ინო­ლა­სა­ვით უნდა ვიმ­ღე­რო, მე ვმღე­რი იმი­ტომ, რომ შემ­დეგ­მა თა­ო­ბებ­მა იცოდ­ნენ ეს სიმ­ღე­რე­ბი.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

"ძალიან მინდოდა დედასთან მიახლოება, მაგრამ არ მიმიშვეს, არ მიმაკარეს!.."

"ძალიან მინდოდა დედასთან მიახლოება, მაგრამ არ მიმიშვეს, არ მიმაკარეს!.."

ცნობილი დედის შვილია, თუმცა დედის დაკარგვამ ისე იმოქმედა მასზე, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა საკუთარ თავში და მხოლოდ მაშინ მღეროდა, როცა მარტო რჩებოდა, წლების შემდეგ კი ისევ დედაზე ფიქრმა დააყენა სცენაზე. ინოლა გურგულიას ქალიშვილი, მსახიობი ია შუღლიაშვილი მარჯანიშვილს თეატრის მსახიობია. როგორც თავად ამბობს, მაინცდამაინც ბევრი როლით არ არის განებივრებული, ამიტომ ამ მხრივ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, სამაგიეროდ, დღემდე დედის სიმღერებს მღერის და მის ანდერძს ასრულებს - იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მე ცოცხალი ვიყოო.

- ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მოვლენები უფრო სასიხარულო ამბებს უკავშირდება, ამიტომაც ჩემთვის, უპირველესად, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შვილის დაბადებაა, ვაპირებდი მიმეყოლებინა და კიდევ ბევრი შვილი გამეჩინა, მაგრამ არ მოხერხდა. შემოქმედებითი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო 1994-95 წლები. მართალია, ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ ნაკლებად ვჩნდებოდი საზოგადოების წინაშე, სწორედ ამ წლებს უკავშირდება პროექტი "მღერიან და ხუმრობენ თეატრისა და კინოს ვარსკვლავები", რომლის მეშვეობითაც წარვდექი ფართო საზოგადოების წინაშე. ეს იყო პერიოდი, როცა ინოლას გარდაცვალების შემდეგ, როგორც მომღერალი, საზოგადოებამ ახლიდან გამიცნო. შემდეგ მქონდა ბევრი რთული წელიწადი, მაგრამ ძველი ცხოვრების დასასრული და ახლის დასაწყისი უკავშირდება ჩემს მეორე ოჯახსა და შვილს.

არავის სჯერა, როცა ამ ამბავს ვყვები...

- ბავშვობიდან მქონდა კომპლექსები, ამიტომაც პატარასაც კი მიჭირდა ცხოვრება. სასაცილოა, მაგრამ 4 წლის ასაკში მითქვამს, რა ძნელია ცხოვრება-მეთქი. მაბანავებდნენ და ეტყობა, შევწუხდი, აბაზანიდან გამოსულმა კი სწორედ ეს ფრაზა ვთქვი (იღიმება). ბავშვობიდან რაც ძალიან კარგად მახსენდება, ეს არის კონცერტები და გადაღებები დედასა და ჩემს ძმასთან ერთად. არ დამიჯერებთ, მაგრამ თვეების რომ ვიყავი, იმდროინდელ ამბავს გიყვებით. ბუნდოვნად, ძველი კადრებივით მახსოვს, რომ მე ვიწექი საბავშვო ხის საწოლში, დედა რამდენიმე ოთახის იქით ლაპარაკობდა ტელეფონზე, ბანცალ-ბანცალით წამოვდექი და დედას დავუწყე თამაში, ჭი-ტა, ასე ვეძახდი, მანაც შემამჩნია, საუბრის დასრულების შემდეგ კი მოვიდა და ხელში ამიყვანა. საერთოდ არავის სჯერა, როცა ამ ამბავს ვყვები, მაგრამ 2 წლის ასაკში მუსიკალურ ფილმში, მოვდივარ და მოვიმღერი" ვარ გადაღებული და ძალიან კარგად მახსოვს გადაღების პროცესიც...

დედის დაკარგვით მიღებული ტკივილი

- მოგეხსენებათ, ათი წლის ვიყავი, როცა დედა დაიღუპა. მისი გარდაცვალების დღეს სახლში გახლდით, მაგრამ მერე ნათესავთან გამიშვეს, მშიშარა ბავშვი ვიყავი და სიტუაციას გამარიდეს, რომ რაიმე ცუდად არ ჩამრჩენოდა მეხსიერებაში. ბოლო დღეს იქ რომ არ ვყოფილიყავი, გამორიცხული იყო, ჰოდა, მხოლოდ დაკრძალვის დღეს მიმიყვანეს ხელოვნების მუშაკთა სახლში, სადაც დედა, ტრიოსთან ერთად, ასევე მარტოც ხშირად მართავდა კონცერტებს, სწორედ ამიტომ იქიდან გამოასვენეს. ძალიან მინდოდა დედასთან მიახლოება, მაგრამ არ მიმიშვეს, არ მიმაკარეს, არადა, იქ სხვები გამოსათხოვარ სიტყვებს ამბობდნენ, ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. ამ დიდი დანაკლისის შემდეგ თითქოს უფრო მეტად ჩავიკეტე, ვმღეროდი მაშინ, როცა მარტო ვრჩებოდი. ინოლა ყოველთვის მეუბნებოდა, იცოდე, რომ მე სადღაც ვარ და იქიდან გიყურებ და გისმენო. ალბათ მაინც დედაზე ფიქრმა გამაბედვინა სცენაზე დადგომა. დედა დღემდე სტიმულის მომცემია ჩემთვის, როცა ასეთი ადამიანის შვილი ხარ, პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს.

დედობილი

- დედის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მამამ შეირთო მეორე ცოლი, მანანა იო­სელიანი. პირველ ეტაპზე ეს ყველა­ფერი ჩემთვის ცოტა უცხო და მიუღებელიც იყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო. ამასთან, დედის გარდაცვალებიდან მანანას ჩვენს ოჯახში შემოსვლამდე, ორი წლის განმავლობაში, ოჯახს ყველანაირად მე ვუძღვებოდი, სადილს იშვიათად ვაკეთებდი, თორემ დალაგება, დარეცხვა, დასუფთავება - ყველაფერი ჩემს კისერზე იყო, დამეთანხმებით ალბათ, 10 წლის ბავშვისთვის ეს რთულია, ამის გამო იმ პერიოდში სწავლაშიც მოვიკოჭლებდი ამ თვალსაზრისით მანანას ოჯახში შემოსვლა ჩემთვის იმედის მომცემი იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა.

პროფესიული გზა

- ჩემი ცხოვრება ისე მიდიოდა, რომ კლასიკურ მუსიკას უნდა გავყოლოდი, კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ იმდენად ბევრი მუსიკოსი იყო ოჯახში, მანანა, ჩემი დედობილიც მუსიკოსი გახლდათ, და იმდენად "ბევრი" მუსიკა ისმოდა, თითქოს აღარ მინდოდა, რომ ამ მხრივ გამეგრძელებინა სწავლა, თან გავიგე, რომ დედას, ჩემი სიმორცხვის გამო, სურდა, მსახიობი გავმხდარიყავი. ასეც მოვიქეცი და არ ვნანობ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, ბევრი როლით ვარ განებივრებული-მეთქი. თუმცა, ინსტიტუტის პერიოდიდანვე მქონდა ისეთი როლები, რომლებიც კარგად მახსენდება. შეიძლება, კარგი ნამუშევარი არ იყო, მაგრამ თვითონ მუშაობის პროცესი ნამდვილად სიამოვნებას მანიჭებდა. გარდა ანზორ ქუთათელაძისა და ქეთინო ხარშილაძისა, რომლებიც ჩემი პედაგოგები გახლდნენ, ასევე მიმუშავია სხვა ჯგუფის პედაგოგებთან - ლილი იოსელიანსა და მიხეილ თუმანიშვილთან, ამიტომაც ამ მხრივ ინსტიტუტის პერიოდი საკმაოდ საინტერესო იყო. რაც შეეხება პირველ როლს, პატარა უფლისწულში თვითონ უფლისწულის როლი შევასრულე, ბიჭი განვასახიერე. ახლა, რაც ასაკში შევედი, უფრო ქალური გავხდი, თორემ მაშინ საკმაოდ ბიჭური გარეგნობა მქონდა, ამასთან, ჩვენს ჯგუფში ბიჭების ნაკლებობა იყო, როლების გადანაწილების შემდეგ კი ბიჭის როლი მე მერგო.

მსახიობობა თუ მომღერლობა

- ყოველთვის ამ ორ პროფესიას შორის ვიდექი, მაგრამ სიმღერა იმდენად ორგანულია, რომ საქმედ არ მივიჩნევ, მიჭირს - ვმღერი, მილხინს - ვმღერი, შიგნიდან მოდის ეს ყველაფერი, სულის საზრდოსავითაა. მსახიობობა და სცენაზე როლის შესრულება კი საქმედ მიმაჩნია. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ სიმღერით უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე მსახიობობით. წლები ისე გავიდა, რომ რაღაცები უკან მომრჩა და იმდენი ვერ გავაკეთე, თუმცა სიმღერაში ამ დაუკმაყოფილებლობას ვერ ვგრძნობ. თეატრში ამ სეზონისათვის საკმაოდ ბევრი ახალი სპექტაკლია, ერთ-ერთ მათგანში მეც ვარ განაწილებული.

პირადი ცხოვრება

- პირველ კურსზე ჩემივე კურსელი, ბათუმის თეატრის რეჟისორი და არა მერაბ თავაძის შვილი, გოგა თავაძე შემიყვარდა. იმ პერიოდში მოდაში იყო გაპარვა და გავიპარეთ, რასაც მამა რთულად შეხვდა, დამოუკიდებლად გვზრდიდა, რჩევებს გვაძლევდა, მაგრამ გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიღებდით და შეცდომებიც, შესაბამისად, ჩვენი ბრალი იყო. თავად გადავწყვიტე გათხოვება, ამის წინააღმდეგი არავინ იყო, მაგრამ გაპარვა საჭირო არ იყოო, მითხრეს. მართალია, 4 წლის შემდეგ ეს ქორწინება დაინგრა, მაგრამ ამის გამო პასუხს ვერავის მოვკითხავდი. მოგეხსენებათ, ჩვენ საერთო შვილი გვყავს, მართალია, ერთ საქმეს ვემსახურებით, მაგრამ სხვადასხვა თეატრში ვმუშაობთ, ამიტომ დიდად ერთმანეთთან შეხება არ გვიწევს, გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც შეიძლება, საერთო შვილიდან გამომდინარე, ყოფილ ცოლ-ქმარს ჰქონდეს. ამის შემდეგ გათხოვება აღარ მინდოდა, ყველა პრობლემას ჩემით ვერეოდი, ვერ ვგრძნობდი ახალი ოჯახის შექმნის საჭიროებას, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩემს მეორე მეუღლე თემურ მაისაშვილს ცოლობაზე დავთანხმდი, შედეგად გვყავს 7 წლის ანდრია.

შვილები... და ის, ვისთვისაც მეორე დედაა

- სანამ ჩემს შვილებს გავზრდიდი, ბევრი ბავშვის გაზრდამ მომიწია, მათ შორის ჩემი ნახევარძმის, რომელიც მამაჩემისა და ჩემი დედობილის საერთო შვილია, დიმიტრი ამბობდა კიდეც, ია ჩემი მეორე დედააო. ამიტომ პირველი შვილის გაზრდა არანაირად არ მიჭირდა, მით უმეტეს, რომ დათო კარგი ბუნების ბავშვი იყო, ალბათ გრძნობდა სიმარტოვეს და ყოველთვის ხელს მიწყობდა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა რეპეტიციიდან დაბრუნებულს 8-9 წლის ბიჭი ჭურჭელს დარეცხილს მახვედრებდა, შეიძლება, ის მეორედ იყო გასარეცხი, მაგრამ ყველანირად ცდილობდა, რომ ვესიამოვნებინე, მეც ანალოგიურად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მისთვის მესიამოვნებინა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მკაცრ დედად ვითვლებოდი. ეტყობა, თვითონ ბავშვი იყო ადვილად აღსაზრდელი, შეიძლება სამჯერ დამჭირვებოდა რაღაცის თქმა, მაგრამ საბოლოოდ შედეგს მაინც ვაღწევდი, ახლა კი პატარასთან ვერ ვაღწევ მიზანს, ან ასაკი აღარ მიწყობს ხელს, რომ მოვერიო, ან კიდევ თვითონ ბავშვია სხვანაირი. სხვათა შორის, ბევრი უჩივის ამას და ამბობს, ამ თაობის ბავშვები თავისებურები და რთულად აღსაზრდელები არიანო.

ია, როგორც დედამთილი

- ერთი წლის წინ დაოჯახდა ჩემი შვილი. რძალთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, თუმცა როგორი დედამთილი ვარ, ეს უკვე მას უნდა ჰკითხოთ. მოგეხსენებათ, ორი ბიჭი მყავს, შეიძლება გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ერთი წლის წინ ქალიშვილი შემოემატა ჩემს ოჯახს და ამით ძალიან გახარებული ვარ, ჯერჯერობით ახალგაზრდები შვილზე არ ფიქრობენ, სწავლით არიან დაკავებული.

კრიზისული პერიოდი

- კრიზისულ პერიოდს პირად ცხოვრებასთან ნაკლებად ვაკავშირებ, ალბათ ეს ის სამი წელია, როცა ერთმანეთის მიყოლებით სამი უახლოესი ადამიანი დავკარგე, ჯერ მამა გარდაიცვალა, შემდეგ დედის მხრიდან ჩემი ნახევარძმა მამუკა სალუქვაძე და ბოლოს ჩემი დედობილი, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ძალას ჩემს თავში მაინც ვპოულობდი, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა, ბოლოს და ბოლოს შვილი მყავდა გასაზრდელი.

დედის ანდერძი

- ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ინოლას შვილი ვარ, მაგრამ ყველასათვის მაინც ინოლას შვილად ვრჩები და რაღაცნაირად თითქოს ჩემი პერსონა იკარგება. განსაკუთრებით სიმღერის დროს ხდებოდა ეს, მაიგივებდნენ ინოლასთან, გარეგნობითაც მამსგავსებენ, ცოტათი - ხმითაც და უნდათ, რომ ინოლასავით ვიმღერო, ეს კი შეუძლებელია. ამის გამო მე ჩემი სათქმელი ვერ ვთქვი, ყოველთვის ვემსახურებოდი დედის ანდერძს - იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მე ცოცხალი ვიყოო, ამას დღემდე პირნათლად ვასრულებ და ნუ შემაფასებს ნურავინ იმ გადმოსახედიდან, რომ აუცილებლად ინოლასავით უნდა ვიმღერო, მე ვმღერი იმიტომ, რომ შემდეგმა თაობებმა იცოდნენ ეს სიმღერები.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება