საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპილოტო, რომელსაც ჰაერში ყოფნა მუდმივად შეუძლია
უპილოტო, რომელსაც ჰაერში ყოფნა მუდმივად შეუძლია

კომ­პა­ნია CyPhy Works-მა ახა­ლი ტი­პის უპი­ლო­ტო შექ­მნა. საკ­მა­ოდ კომ­პაქ­ტუ­რი ზო­მე­ბის საფ­რენ აპა­რატ­ზე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­ხით მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მქო­ნე ვი­დე­ო­კა­მე­რაა და­ყე­ნე­ბუ­ლი. აფ­რე­ნის შემ­დეგ ელექ­ტოძ­რა­ვი­ა­ნი უპი­ლო­ტო ძი­რი­თა­დად ერთ ად­გილ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი და "და­ნა­ხულ" სუ­რათს მი­წა­ზე ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში გა­დას­ცემს.

სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ აპა­რატს სა­კუ­თა­რი კვე­ბის წყა­რო არ გა­აჩ­ნია. მისი ავ­ტო­რე­ბის თქმით, ეს უპი­ლო­ტოს წო­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად გა­კეთ­და. ძრა­ვას ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბა უპი­ლო­ტო­ზე გა­მობ­მუ­ლი წვრი­ლი სა­დე­ნით ხდე­ბა. მე­ო­რე ბო­ლო­თი სა­დე­ნი მი­წა­ზე მყოფ ოპე­რა­ტო­რის ხელთ არ­სე­ბულ აკუ­მუ­ლა­ტორ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მისი მუხ­ტის მო­ცუ­ლო­ბა უპი­ლო­ტოს 50 წუ­თი­ა­ნი უწყვე­ტი ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. გან­მუხ­ტვის­თა­ნა­ვე ოპე­რა­ტორს ახა­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ფრე­ნის კი­დევ 50 წუ­თით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა, უპი­ლო­ტოს მი­წა­ზე დას­მის გა­რე­შე შე­უძ­ლია. ამის წყა­ლო­ბით უპი­ლო­ტოს ჰა­ერ­ში ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უ­ზღუ­და­ვია.

მწარ­მო­ებ­ლე­ბის თქმით, სა­დენ­ზე "გა­მობ­მულ" უპი­ლო­ტოს კი­დევ ერთი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წა­ზე გა­და­ცე­მა ამა­ვე სა­დე­ნით ხდე­ბა, რომ­ლი­თაც უპი­ლო­ტოს მი­წი­დან ელექტრო­ე­ნერ­გია მი­ე­წო­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად უცხო პირ­თათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის მო­მენ­ტში, მისი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

არ­სე­ბობს ამ უპი­ლო­ტოს კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­დი­ფი­კა­ცია. სა­ბა­ზო ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით ის გაზ­რდი­ლი გა­ბა­რი­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ერთი აკუ­მუ­ლა­ტო­რით მას ჰა­ერ­ში შე­უ­ჩე­რებ­ლივ ყოფ­ნა 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია.

Topwar.ru-ს მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

უპილოტო, რომელსაც ჰაერში ყოფნა მუდმივად შეუძლია

უპილოტო, რომელსაც ჰაერში ყოფნა მუდმივად შეუძლია

კომპანია CyPhy Works-მა ახალი ტიპის უპილოტო შექმნა. საკმაოდ კომპაქტური ზომების საფრენ აპარატზე აღჭურვილობის სახით მხოლოდ რამდენიმე მაღალხარისხიანი გამოსახულების მქონე ვიდეოკამერაა დაყენებული. აფრენის შემდეგ ელექტოძრავიანი უპილოტო ძირითადად ერთ ადგილზეა ჩამოკიდებული და "დანახულ" სურათს მიწაზე ონლაინ-რეჟიმში გადასცემს.

საინტერესო ის არის, რომ აპარატს საკუთარი კვების წყარო არ გააჩნია. მისი ავტორების თქმით, ეს უპილოტოს წონის შესამცირებლად გაკეთდა. ძრავას ელექტროენერგიით მომარაგება უპილოტოზე გამობმული წვრილი სადენით ხდება. მეორე ბოლოთი სადენი მიწაზე მყოფ ოპერატორის ხელთ არსებულ აკუმულატორთანაა დაკავშირებული. მისი მუხტის მოცულობა უპილოტოს 50 წუთიანი უწყვეტი ფრენის საშუალებას აძლევს. განმუხტვისთანავე ოპერატორს ახალი აკუმულატორის გამოყენება და შესაბამისად, ფრენის კიდევ 50 წუთით გახანგრძლივება, უპილოტოს მიწაზე დასმის გარეშე შეუძლია. ამის წყალობით უპილოტოს ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა პრაქტიკულად შეუზღუდავია.

მწარმოებლების თქმით, სადენზე "გამობმულ" უპილოტოს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს. ინფორმაციის მიწაზე გადაცემა ამავე სადენით ხდება, რომლითაც უპილოტოს მიწიდან ელექტროენერგია მიეწოდება. შესაბამისად უცხო პირთათვის ინფორმაციის გადაცემის მომენტში, მისი ხელში ჩაგდება შეუძლებელია.

არსებობს ამ უპილოტოს კიდევ ერთი საინტერესო მოდიფიკაცია. საბაზო ვარიანტთან შედარებით ის გაზრდილი გაბარიტებით გამოირჩევა. ერთი აკუმულატორით მას ჰაერში შეუჩერებლივ ყოფნა 12 საათის განმავლობაში შეუძლია.

Topwar.ru-ს მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე