პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს
ვანო მერაბიშვილი - იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლო აღ­დგე­ნას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა უარს იტყვის აღ­ნიშ­ნულ უგუ­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2004 წელს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­და­ვა­დე­ბუ­ლი იქნა 2013 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ამ ვა­დას არ გა­ა­ხან­გრძლი­ვებს, ქარ­თველ მძღო­ლებს მო­უ­წევთ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. 2004 წელს, რო­დე­საც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის ოპო­ნენ­ტთა მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი იყო, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გა­უქ­მე­ბა გაზ­რდი­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა და შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას. მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის გა­სამ­მაგ­და და 2011 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით 750 ათა­სი შე­ად­გი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი ზრდი­სა, უკა­ნაკ­ნე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2011 წელს 2008 წელ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ ვხე­დავთ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის (26%-ით), შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის (27%-ით) და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის (29%-ით) შემ­ცი­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ადას­ტუ­რებს, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მომ­ხრე­თა არ­გუ­მენ­ტე­ბი სა­ფუძ­ველს არის მოკ­ლე­ბუ­ლი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მო­ღე­ბა მძი­მედ ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა პირ­ველ რიგ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თათ­ვი­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბო­ბის ერ­თა­დერთ წყა­როს წარ­მო­ად­გენს. გარ­და ამი­სა, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც 2004 წელს მოხ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გა­უქ­მე­ბა - ეს პრო­ცე­დუ­რა და მას­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბი თუ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ კო­რუფ­ცი­ის ბუ­დეს, რისი დაბ­რუ­ნე­ბაც დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. მე იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა უარს იტყვის აღ­ნიშ­ნულ უგუ­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და არ და­აბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ კო­რუფ­ცი­ის ბუ­დეს და არ გა­ურ­თუ­ლებს ცხოვ­რე­ბას ქარ­თველ მძღო­ლებს", - აღ­ნიშ­ნავს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

ამას­თან, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში მო­მა­ვა­ლი წლი­დან არ შევა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დამ ერთი წლით გა­და­ი­წია.

ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 2004 წელს გა­უქ­მდა. ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ "საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში გა­კეთ­და ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 2013 წლის 1-ელი იან­ვრი­დან უნდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვანო მერაბიშვილი - იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს

ვანო მერაბიშვილი - იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შესაძლო აღდგენას ეხმაურება. როგორც მერაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა უარს იტყვის აღნიშნულ უგუნურ გადაწყვეტილებაზე.

"შეგახსენებთ, რომ 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტექდათვალიერება გადავადებული იქნა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ამ ვადას არ გაახანგრძლივებს, ქართველ მძღოლებს მოუწევთ საკუთარი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ჩატარება. 2004 წელს, როდესაც ტექდათვალიერების გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული ცვლილების ოპონენტთა მთავარი არგუმენტი იყო, რომ ტექდათვალიერების გაუქმება გაზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევათა და შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობას. მას შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 2011 წლის მონაცემებით 750 ათასი შეადგინა. მიუხედავად ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდისა, უკანაკნელი 4 წლის განმავლობაში, 2011 წელს 2008 წელთან შედარებით, ჩვენ ვხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების (26%-ით), შემთხვევების შედეგად დაშავებულების (27%-ით) და გარდაცვლილების (29%-ით) შემცირებას. აღნიშნული ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ ტექდათვალიერების მომხრეთა არგუმენტები საფუძველს არის მოკლებული. რაც ყველაზე მთავარია, სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება მძიმედ ტვირთად დააწვება პირველ რიგში სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთათვისაც ავტომობილი ხშირ შემთხვევაში არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2004 წელს მოხდა სავალდებულო ტექდათვალიერების გაუქმება - ეს პროცედურა და მასში მონაწილე კომპანიები თუ სახელმწიფო ორგანოები წარმოადგენდნენ კორუფციის ბუდეს, რისი დაბრუნებაც დღევანდელ საქართველოში დაუშვებელია. მე იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა უარს იტყვის აღნიშნულ უგუნურ გადაწყვეტილებაზე და არ დააბრუნებს საქართველოში შევარდნაძის დროინდელ კორუფციის ბუდეს და არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს", - აღნიშნავს ვანო მერაბიშვილი.

ამასთან, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანონი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ ძალაში მომავალი წლიდან არ შევა. მისი თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების ვადამ ერთი წლით გადაიწია.

ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მაშინ "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა განახლებულიყო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"