პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო პავლიაშვილი: "ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წავა, საქართველოში არ ჩამოვალ"
სოსო პავლიაშვილი: "ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წავა, საქართველოში არ ჩამოვალ"

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე პო­პუ­ლა­რულ ქარ­თველ მომ­ღე­რალ სოსო პავ­ლი­აშ­ვილს მოს­კოვ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

- ახა­ლი წელი ახ­ლოვ­დე­ბა და საქ­მე მო­მე­მა­ტა. სა­ა­ხალ­წლოდ 6 კონ­ცერ­ტზე გა­მოვ­დი­ვარ და, რო­გორც ყო­ველ­თვის, ახალ წელს სცე­ნა­ზე შევ­ხვდე­ბი.

- ბოლო ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი რამ შე­იც­ვა­ლა...

- თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ არ წა­სუ­ლა, პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის კვლავ ჭი­დი­ლია. ვერ ვხვდე­ბი, რა უნ­დათ, საით მი­დი­ან? ერთი კია, უნდა დას­რულ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ეს სა­ში­ნე­ლე­ბა 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და იმე­დი მაქვს, აღარ გა­მე­ორ­დე­ბა.

- ბა­ტო­ნო სოსო, აღ­ნიშ­ნეთ, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა არ უნდა იყო­სო, მაგ­რამ ნუთუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა და­ი­სა­ჯონ, რო­მელ­თა მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ქუ­ჩა­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდებს ხო­ცავ­დნენ, ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს აწა­მებ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ?

- მე რი­გით, ჩვე­უ­ლებ­რივ ქარ­თვე­ლებ­ზე ვლა­პა­რა­კობ და არა გა­რეწ­რებ­ზე. მა­გათ­ზე სა­უ­ბა­რიც კი სირ­ცხვი­ლია - 9 წელი იბო­გი­ნეს და თა­ვი­ან­თი ხუშ­ტუ­რე­ბის გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რეს. რაც ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლია, ისი­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ, გა­ნათ­ლე­ბულ, თა­ვი­სი საქ­მის მცო­დე, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს ებ­რძოდ­ნენ და ანად­გუ­რებ­დნენ. მინ­და, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­მო­ი­ყე­ნოს და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოს, გუ­შინ ვინ რო­მელ სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და.

- "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ გით­ქვამთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მათ მიერ მარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი შავ პი­არს გი­გო­რებ­დნენ. მა­ინც რას გერ­ჩოდ­ნენ?

- მარ­თლაც მებ­რძოდ­ნენ. სხვას სცხებ­დნენ ჩირ­ქს და დამ­ნა­შა­ვედ, მო­ღა­ლა­ტედ აცხა­დებ­დნენ, თვი­თონ კარ­გე­ბი რომ გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. რა­ტომ ვარ მო­ღა­ლა­ტე, მოს­კოვ­ში რომ ვცხოვ­რობ?! მე რომ მოს­კო­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვმღე­რო­დი, ვმღე­რი და ვყვი­რი, ამათ არც და­ე­სიზ­მრე­ბათ. მაგ­რამ ამას ვინ­მეს და­სა­ნა­ხა­ვად კი არა, ჩემი სურ­ვი­ლით ვა­კე­თებ­დი. თა­ვის გა­მო­ჩე­ნა ვი­ღა­ცის და რა­ღა­ცის გამო რომ მნდო­მო­და, აქამ­დე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ვიქ­ნე­ბო­დი. ახ­ლაც შე­მეძ­ლო პი­ა­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, არ­ჩევ­ნე­ბის წინ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და თუ ვი­ღაც ერთ სტა­დი­ონს ავ­სებს, მე სამი სტა­დი­ო­ნი გა­მევ­სო. მაგ­რამ ეს რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ამით ქარ­თველ ხალ­ხს ერ­თმა­ნეთს და­ვუ­პი­რის­პი­რებ­დი. ამას კი არას­დროს გა­ვა­კე­თებ, რად­გან ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მიყ­ვარს. გუ­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვებს უგო­რებ­და შავ პი­არს და ბო­ლოს თა­ვი­ანთ თავს აუ­გო­რეს. ჯერ კი­დევ რო­დის მივ­მარ­თავ­დი მათ, ნუ გა­დაჰ­კი­დებთ ქარ­თვე­ლებს ერ­თმა­ნეთს, თო­რემ ისევ თქვენ მო­გიტ­რი­ა­ლე­ბათ-მეთ­ქი. ასეც მოხ­და.

- რო­დე­საც ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი გახ­მა­ურ­და, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მსგავ­სი რამ უამ­რა­ვი ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბაო. რუ­სეთ­ში თუ ხდე­ბა პა­ტიმ­რე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა?

- რუ­სულ მე­დი­ა­ში და­წე­რი­ლა და თქმუ­ლა, რომ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს სცე­მენ, მაგ­რამ ცო­ცხე­ბით და ბლაგ­ვი საგ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის შე­სა­ხებ ჭო­რა­დაც არ მსმე­ნია. და­ვუშ­ვათ, ხდე­ბა ასე­თი რამ რუ­სეთ­ში, მათ რას ვედ­რე­ბით? ისე­დაც თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, ღრმად რომ ჩა­ვე­ძი­ოთ, შე­იძ­ლე­ბა პა­ტი­მა­რი და მისი ჯა­ლა­თი ბად­რა­გი ახლო ნა­თე­სა­ვე­ბიც კი აღ­მოჩ­ნდნენ. რუ­სეთ­ში 150 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი - 4 მი­ლი­ო­ნამ­დე. ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ა­და­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში ჩა­ვაგ­დეთ სა­ქარ­თვე­ლო და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი აღ­მოვ­ჩნდით... ერთ ამ­ბავს გი­ამ­ბობთ: რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში, თურ­ქეთ­სა და სხვა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ქარ­თვე­ლებს ვხვდე­ბო­დი, და­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნებს თი­შავ­დნენ და შლიდ­ნენ და ისე იწყებ­დნენ ჩემ­თან სა­უ­ბარს. როცა გა­ოგ­ნე­ბულ­მა ვი­კი­თხე, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვით-მეთ­ქი, მი­თხრეს, ჩვენს სა­უბ­რებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ზღვრებს გა­რე­თაც ის­მე­ნენ, შენ არ იცი, ჩვენ ვის ხელ­ში და რა დღე­ში ვარ­თო.

- რუ­სეთ­ში რას ამ­ბო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე?

- რა უნდა თქვან? რუ­სეთ­მა თა­ვი­სი საქ­მე გა­ი­კე­თა - გუ­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­ბი­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 30 პრო­ცენ­ტი წა­არ­თვა.

- რო­დის ჩა­მოხ­ვალთ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ არ წავა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვალ. თა­ნაც ახლა ჩემ­თვის არა­ვის სცა­ლია. და­ვი­წყოთ ერ­თმა­ნე­თის მო­ფე­რე­ბა, უწ­მინ­დესს და­ვუ­ჯე­როთ და არა პო­ლი­ტი­კო­სებს. ვიდ­რე ქარ­თვე­ლი ქარ­თველს არ შე­იყ­ვა­რებს, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლი და ღვთის­ნი­ე­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი და გა­ტა­ნა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს!

ესა­უბ­რა ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:"ყვე­ლა მთავ­რო­ბა ფეხ­ზე მკი­დია ქარ­თვე­ლო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და" - სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რად "პა­ლიტ­რა ტვ"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

სოსო პავლიაშვილი: "ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წავა, საქართველოში არ ჩამოვალ"

სოსო პავლიაშვილი: "ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წავა, საქართველოში არ ჩამოვალ"

რუსეთში მოღვაწე პოპულარულ ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშვილს მოსკოვში დავუკავშირდით და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება ვთხოვეთ:

- ახალი წელი ახლოვდება და საქმე მომემატა. საახალწლოდ 6 კონცერტზე გამოვდივარ და, როგორც ყოველთვის, ახალ წელს სცენაზე შევხვდები.

- ბოლო ხანს საქართველოში უამრავი რამ შეიცვალა...

- თუმცა მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წასულა, პოლიტიკოსებს შორის კვლავ ჭიდილია. ვერ ვხვდები, რა უნდათ, საით მიდიან? ერთი კია, უნდა დასრულდეს ადამიანების დაპატიმრება და ანგარიშსწორება. ეს საშინელება 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და იმედი მაქვს, აღარ გამეორდება.

- ბატონო სოსო, აღნიშნეთ, ანგარიშსწორება არ უნდა იყოსო, მაგრამ ნუთუ ის ადამიანები არ უნდა დაისაჯონ, რომელთა მინისტრობის პერიოდში ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდებს ხოცავდნენ, ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ?

- მე რიგით, ჩვეულებრივ ქართველებზე ვლაპარაკობ და არა გარეწრებზე. მაგათზე საუბარიც კი სირცხვილია - 9 წელი იბოგინეს და თავიანთი ხუშტურების გამო უამრავი ადამიანი გააუბედურეს. რაც ყველაზე საშინელია, ისინი, პირველ რიგში, ინტელექტუალ, განათლებულ, თავისი საქმის მცოდე, პროფესიონალ ადამიანებს ებრძოდნენ და ანადგურებდნენ. მინდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველა პროფესიონალი გამოიყენოს და ყურადღება არ მიაქციოს, გუშინ ვინ რომელ სტრუქტურაში მუშაობდა.

- "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ გითქვამთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება და მათ მიერ მართული ტელეკომპანიები შავ პიარს გიგორებდნენ. მაინც რას გერჩოდნენ?

- მართლაც მებრძოდნენ. სხვას სცხებდნენ ჩირქს და დამნაშავედ, მოღალატედ აცხადებდნენ, თვითონ კარგები რომ გამოჩენილიყვნენ. რატომ ვარ მოღალატე, მოსკოვში რომ ვცხოვრობ?! მე რომ მოსკოვიდან საქართველოზე ვმღეროდი, ვმღერი და ვყვირი, ამათ არც დაესიზმრებათ. მაგრამ ამას ვინმეს დასანახავად კი არა, ჩემი სურვილით ვაკეთებდი. თავის გამოჩენა ვიღაცის და რაღაცის გამო რომ მნდომოდა, აქამდე სახალხო არტისტი ვიქნებოდი. ახლაც შემეძლო პიარი გამეკეთებინა საკუთარი თავისთვის, არჩევნების წინ ჩამოვსულიყავი და თუ ვიღაც ერთ სტადიონს ავსებს, მე სამი სტადიონი გამევსო. მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა, ამით ქართველ ხალხს ერთმანეთს დავუპირისპირებდი. ამას კი არასდროს გავაკეთებ, რადგან ყველა ქართველი მიყვარს. გუშინდელი ხელისუფლება სხვებს უგორებდა შავ პიარს და ბოლოს თავიანთ თავს აუგორეს. ჯერ კიდევ როდის მივმართავდი მათ, ნუ გადაჰკიდებთ ქართველებს ერთმანეთს, თორემ ისევ თქვენ მოგიტრიალებათ-მეთქი. ასეც მოხდა.

- როდესაც ციხის სკანდალური კადრები გახმაურდა, სააკაშვილმა განაცხადა, მსგავსი რამ უამრავი ქვეყნის ციხეებში ხდებაო. რუსეთში თუ ხდება პატიმრების გაუპატიურება?

- რუსულ მედიაში დაწერილა და თქმულა, რომ ციხეებში პატიმრებს სცემენ, მაგრამ ცოცხებით და ბლაგვი საგნებით ადამიანების შეურაცხყოფის შესახებ ჭორადაც არ მსმენია. დავუშვათ, ხდება ასეთი რამ რუსეთში, მათ რას ვედრებით? ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ვართ ქართველები, ღრმად რომ ჩავეძიოთ, შეიძლება პატიმარი და მისი ჯალათი ბადრაგი ახლო ნათესავებიც კი აღმოჩნდნენ. რუსეთში 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოში კი - 4 მილიონამდე. ჩვენი უბედურება ის არის, რომ 9 წლის განმავლობაში არაადამიანების ხელში ჩავაგდეთ საქართველო და ძალადობის მსხვერპლნი აღმოვჩნდით... ერთ ამბავს გიამბობთ: როდესაც უკრაინაში, თურქეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში ქართველებს ვხვდებოდი, დაშინებულები ტელეფონებს თიშავდნენ და შლიდნენ და ისე იწყებდნენ ჩემთან საუბარს. როცა გაოგნებულმა ვიკითხე, ასე რატომ იქცევით-მეთქი, მითხრეს, ჩვენს საუბრებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთაც ისმენენ, შენ არ იცი, ჩვენ ვის ხელში და რა დღეში ვართო.

- რუსეთში რას ამბობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე?

- რა უნდა თქვან? რუსეთმა თავისი საქმე გაიკეთა - გუშინდელი ხელისუფლების ამბიციების ხარჯზე საქართველოს ტერიტორიის 30 პროცენტი წაართვა.

- როდის ჩამოხვალთ საქართველოში?

- ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წავა, საქართველოში არ ჩამოვალ. თანაც ახლა ჩემთვის არავის სცალია. დავიწყოთ ერთმანეთის მოფერება, უწმინდესს დავუჯეროთ და არა პოლიტიკოსებს. ვიდრე ქართველი ქართველს არ შეიყვარებს, არაფერი გვეშველება. სიყვარული და ღვთისნიერება, ერთმანეთის სიყვარული და გატანა გადაარჩენს საქართველოს!

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: "ყველა მთავრობა ფეხზე მკიდია ქართველობის და საქართველოს გარდა" - სოსო პავლიაშვილი ექსკლუზიურად "პალიტრა ტვ"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება