პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლებელია ელექტროენერგიის ტარიფის 9,5-11 თეთრამდე, ხოლო ბუნებრივი აირის 36 თეთრამდე შემცირება"
"შესაძლებელია ელექტროენერგიის ტარიფის 9,5-11 თეთრამდე, ხოლო ბუნებრივი აირის 36 თეთრამდე შემცირება"

დღეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტა­რი­ფი მოხ­მა­რე­ბულ კი­ლო­ვატ­სა­ათ­ზე 17,69 თეთ­რია, შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი 9,5-10 თეთ­რამ­დე და­წე­ვა. ერთ კუ­ბურ მეტრ ბუ­ნებ­რივ აირ­ში კი მომ­ხმა­რე­ბელს 50,6 თეთ­რის გა­დახ­და უწევს, როცა მისი შემ­ცი­რე­ბა 36 თეთ­რამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბას ელო­და, მაგ­რამ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს არ­ცთუ იოლი აღ­მოჩ­ნდა. რო­დის და რამ­დე­ნით შემ­ცირ­დე­ბა ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის ტა­რი­ფი, რო­დის და რამ­დე­ნით გა­იზ­რდე­ბა პენ­სია და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, ამ კი­თხვებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბა კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს ითხოვს.

დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ეკო­ნო­მი­კის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გა­ან­გა­რი­შე­ბე­ბი, თუ რო­გორ და რის ხარ­ჯზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბა. კი­დევ ერთ კვი­რას და­ვე­ლო­დე­ბით, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამ გა­ან­გა­რი­შე­ბებს სა­ჯა­როს გავ­ხდით. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფის თით­ქმის გა­ნა­ხევ­რე­ბა, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ერთი კუ­ბუ­რი მეტ­რის სა­ფა­სუ­რის 36 თეთ­რამ­დე დაყ­ვა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რიფს, გა­ნა­ხევ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა, რად­გან დღეს ელ­ქსე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ვი­თა­რე­ბა ენერ­გე­ტი­კა­ში არ იძ­ლე­ვა ასე­თი და­ბა­ლი ტა­რი­ფის და­წე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამი­ტომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე უნდა და­ი­ხარ­ჯოს. და­ვი­ან­გა­რი­შეთ დე­ნის ტა­რი­ფიც და 17,69 თეთ­რი­დან ზა­ფხულ­ში 9,5-10 თეთ­რამ­დე, ზამ­თარ­ში კი 11 თეთ­რამ­დე უნდა შემ­ცირ­დეს. ამის­თვის ყვე­ლა რე­სურ­სი არ­სე­ბობს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ცალ­კევ­დეს დენ­ზე მიბ­მუ­ლი ნაგ­ვის გა­და­სა­ხა­დიც. არ მეს­მის, ამ­დენ ხანს რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს ქა­ლა­ქის მე­რი­ამ და ამის­თვის სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­წო­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა წყლის ტა­რიფს, ეს ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცალ­კე­უ­ლი ქა­ლა­ქის, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე და სხვ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"შესაძლებელია ელექტროენერგიის ტარიფის 9,5-11 თეთრამდე, ხოლო ბუნებრივი აირის 36 თეთრამდე შემცირება"

"შესაძლებელია ელექტროენერგიის ტარიფის 9,5-11 თეთრამდე, ხოლო ბუნებრივი აირის 36 თეთრამდე შემცირება"

დღეს ელექტროენერგიის მაქსიმალური ტარიფი მოხმარებულ კილოვატსაათზე 17,69 თეთრია, შესაძლებელია მისი 9,5-10 თეთრამდე დაწევა. ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში კი მომხმარებელს 50,6 თეთრის გადახდა უწევს, როცა მისი შემცირება 36 თეთრამდეა შესაძლებელი. მოსახლეობა კომუნალური ხარჯების განახევრებას ელოდა, მაგრამ ახალი ხელისუფლებისთვის ეს არცთუ იოლი აღმოჩნდა. როდის და რამდენით შემცირდება ენერგომატარებლების ტარიფი, როდის და რამდენით გაიზრდება პენსია და სოციალური დახმარება, ამ კითხვებზე მოსახლეობა კონკრეტულ პასუხებს ითხოვს.

დემურ გიორხელიძე, "ქართული ოცნების" ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი: "ჩვენ გვაქვს კონკრეტული გაანგარიშებები, თუ როგორ და რის ხარჯზეა შესაძლებელი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების შემცირება. კიდევ ერთ კვირას დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და ამ გაანგარიშებებს საჯაროს გავხდით. აბსოლუტურად შესაძლებელია ბუნებრივი აირის ტარიფის თითქმის განახევრება, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი კუბური მეტრის საფასურის 36 თეთრამდე დაყვანა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, განახევრებაზე საუბარი არასდროს ყოფილა, რადგან დღეს ელქსელების მდგომარეობა და ვითარება ენერგეტიკაში არ იძლევა ასეთი დაბალი ტარიფის დაწესების საშუალებას. ამიტომ გარკვეული თანხა მათ რეაბილიტაციაზე უნდა დაიხარჯოს. დავიანგარიშეთ დენის ტარიფიც და 17,69 თეთრიდან ზაფხულში 9,5-10 თეთრამდე, ზამთარში კი 11 თეთრამდე უნდა შემცირდეს. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს. აუცილებლად უნდა განცალკევდეს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადიც. არ მესმის, ამდენ ხანს რატომ ჭიანურდება. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქალაქის მერიამ და ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი ზეწოლა. რაც შეეხება წყლის ტარიფს, ეს ცალკე საუბრის თემაა და დამოკიდებულია ცალკეული ქალაქის, დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურაზე და სხვ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"