პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალი მოლაპარაკებები იწყება
იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალი მოლაპარაკებები იწყება

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თურ­ქულ მხა­რეს­თან იშხნის, ოშ­კი­სა და ხანძთის ტაძ­რე­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ ახალ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მა­რი­ნა მი­ზან­დარ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ თურ­ქულ მხა­რეს­თან ტაძ­რე­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს მხო­ლოდ საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბე­ბი.

"არც ერთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გვაქვს ხელ­მო­წე­რი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი იყო მხო­ლოდ სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო წი­ნა­და­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე. ეს პრობ­ლე­მას ქმნის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ არა­ნა­ი­რი იუ­რი­დი­უ­ლი ჩარ­ჩო არ არ­სე­ბობს. სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მა­ტი არ აქვს არც ერთ სი­ტყვი­ერ შე­თან­ხმე­ბას. ამი­ტომ ახლა ჩვენ თა­ვი­დან ვი­წყებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს", - დას­ძი­ნა მი­ზან­დარ­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბის მიზ­ნით შეხ­ვედ­რა გუ­შინ იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს მი­ზე­ზით გა­და­ი­დო. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ეს პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ დას­ძი­ნა, რომ ამ­ჯე­რად თურ­ქულ მხა­რეს­თან სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა სამი ტაძ­რის: ოშ­კის, იშხნი­სა და ხანძთის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ.

მი­ზან­და­რის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბი­დან არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე იცის, რომ თურ­ქე­თის მხა­რეს კე­თი­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის სურ­ვი­ლი აქვს - კერ­ძოდ, ოშ­კის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ქარ­თვე­ლი კონ­სულ­ტან­ტი ჩარ­თოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალი მოლაპარაკებები იწყება

იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალი მოლაპარაკებები იწყება

კულტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში თურქულ მხარესთან იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის მინისტრის მოადგილემ, მარინა მიზანდარმა განუცხადა.

მისივე თქმით, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების მიერ თურქულ მხარესთან ტაძრების აღდგენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საპროექტო წინადადებები.

"არც ერთი ხელშეკრულება არ გვაქვს ხელმოწერილი. ყველაფერი იყო მხოლოდ სახელშეკრულებო წინადადებების დონეზე. ეს პრობლემას ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი იურიდიული ჩარჩო არ არსებობს. სამართლებრივი ფორმატი არ აქვს არც ერთ სიტყვიერ შეთანხმებას. ამიტომ ახლა ჩვენ თავიდან ვიწყებთ მოლაპარაკებებს", - დასძინა მიზანდარმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოლაპარაკებების თავიდან დაწყების მიზნით შეხვედრა გუშინ იყო ჩანიშნული, მაგრამ თურქეთის საელჩოს მიზეზით გადაიდო. უახლოეს დღეებში ეს პროცესი განახლდება.

მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ ამჯერად თურქულ მხარესთან საუბარი იქნება სამი ტაძრის: ოშკის, იშხნისა და ხანძთის აღდგენის შესახებ.

მიზანდარის განცხადებით, ქართული სამეცნიერო წრეებიდან არაოფიციალურ დონეზე იცის, რომ თურქეთის მხარეს კეთილი ნების გამოხატვის სურვილი აქვს - კერძოდ, ოშკის სამუშაოებში ქართველი კონსულტანტი ჩართოს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"