პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ფოჩხუას ფოტოაპარატში პრეზიდენტის ვოიაჟი იყო დაფიქსირებული"
"გიორგი ფოჩხუას ფოტოაპარატში პრეზიდენტის ვოიაჟი იყო დაფიქსირებული"

ბოლო დროს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­კა­ვე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი შე­კი­თხვა გაჩ­ნდა. ეჭვს არ აჩენს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ავ­ტო­რო­ბით თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლი მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მათი და­კა­ვე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც ცი­ხე­ებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რია, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დებს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, იმ შემ­კვე­თებ­თან ერ­თად იმ პი­რე­ბის, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც უნდა დად­გეს, ვინც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შეკ­ვე­თებს ბრმად ას­რუ­ლებ­და. თუ რო­გორ იწე­რე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი", ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვი­ამ­ბობს...

- ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი "შე­კე­რი­ლი" საქ­მის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, რომ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან არა­ფე­რი გა­მიკ­ვირ­დე­ბა. ეს იყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბან­და, ბოლო წლებ­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და, რად­გან მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ში­შის დამ­კვიდ­რე­ბა გახ­და. გარ­და ამი­სა, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, რო­დე­საც პა­ტი­მარს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შე­მოს­ვლა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შე­ეძ­ლო, ბად­რაგს შე­მოჰ­ყავ­და ან "შე­მოჰ­ქონ­და" და რო­დე­საც მო­სა­მარ­თლე ეკი­თხე­ბო­და, რა და­გე­მარ­თა­თო, პა­ტი­მა­რი პა­სუ­ხობ­და, და­ვე­ცი ან კე­დელს მი­ვე­ჯა­ხეო და ისიც "იჯე­რებ­და".

- თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, ერთი შე­ხედ­ვით, უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აკა­ვე­ბენ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში შეჩ­ვე­უ­ლია ტე­ლე­და­პა­ტიმ­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ქუ­ლე­ბის და­წე­რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ადა­მი­ა­ნებს ჯერ აპა­ტიმ­რებ­დნენ და შემ­დეგ დებ­დნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბას არ აპი­რებს და ძა­ლი­ან სწო­რა­დაც იქ­ცე­ვა. მეს­მის, რო­დე­საც თენ­გიზ გუ­ნა­ვას უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა, ის ბენ­ზი­ნის ტა­ლო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ ისიც და­ნა­შა­უ­ლია და დღე­ვან­დე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი, წი­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აკა­ვე­ბენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ბრა­ლი თან­და­თან და­უმ­ძიმ­დეთ. ისი­ნი საქ­მე­ე­ბის ვი­თომ გახ­სნის ეფექტს ქმნიდ­ნენ და საქ­მე­ებს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად "კე­რავ­დნენ".

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ საქ­მეს გუ­ლის­ხმობთ?

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის 9-წლ­იანი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი საქ­მე "შე­ი­კე­რა" ახა­ლი არა­ვის­თვის არ არის, რომ ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში შს სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ და ომეხ აფ­რა­სი­ძე ამ საქ­მეს­თან არა­ფერ შუ­ა­ში იყო.

- თუმ­ცა ით­ქვა, რომ სვა­ნეთ­ში მის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ყვე­ლამ იცო­და...

- დიახ, მაგ­რამ ის სვა­ნეთ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მისი და­კა­ვე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლოთ. ამ ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რა­საც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ე­წირ­ნენ, 1200 სპეც­რაზ­მე­ლი­სა და 12 ვერ­ტმფრე­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა სუ­ლაც არ იყო სა­ჭი­რო. მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ერთი მხრივ, ლე­ვან კა­ლა­ძის ვი­თომ მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა უნ­დო­და და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, ამით ომეხ აფ­რა­სი­ძე მო­ე­შო­რე­ბი­ნა, ამი­ტომ და­უ­კავ­ში­რეს ეს საქ­მე მას. სხვა­თა შო­რის, აფ­რა­სი­ძემ იცო­და, რომ მას ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა ჰბ­რალ­დე­ბო­და, რის გა­მოც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მის აყ­ვა­ნას აპი­რებ­დნენ და თა­ვად აპი­რებ­და პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლას, რად­გან ამ საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ბა­რა­მი­ძემ მოვ­ლე­ნებს და­ას­წრო და შე­ე­ცა­და, ამით რამ­დე­ნი­მე საქ­მე ერ­თდრო­უ­ლად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ასე­თი ფაქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ში­შის და­თეს­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ჩემს შე­ში­ნე­ბას და დე­მო­რა­ლი­ზე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩემი შვი­ლის და­კა­ვე­ბა, რო­მელ­საც ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვა-მოხ­მა­რე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, მა­შინ, რო­დე­საც ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას ნარ­კო­ტიკ­თან შე­ხე­ბაც კი არ ჰქო­ნია.

- ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კვა­ლი ახ­სე­ნეთ, ვის გუ­ლის­ხმობ­დით?

- ამას შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­ძი­ე­ბი­დან შე­ი­ტყობს, თუმ­ცა სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, რომ ეს ასეა. ასე­ვე მალე ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რომ მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი ფო­ჩხუა ფო­ტო­ა­პა­რა­ტის გამო არ მო­უკ­ლავთ. უფრო სწო­რად, მის სიკ­ვდილს სხვა სარ­ჩუ­ლი აქვს.

- რას გუ­ლის­ხმობთ, რა გახ­და მისი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი?

- მგო­ნი, ყვე­ლამ იცის, რომ მის­თვის ბო­როტ­მოქ­მედს ფო­ტო­ა­პა­რა­ტის წარ­თმე­ვა უნ­დო­და, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მომ­ღე­რალ­მა პრე­ზი­დენ­ტის ანაკ­ლი­ა­ში ვო­ი­ა­ჟის ფო­ტო­ე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა. სწო­რედ იმ ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად იყო მი­მარ­თუ­ლი გი­ორ­გი ფო­ჩხუ­ა­ზე იე­რი­ში, რა­საც მომ­ღერ­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. თუმ­ცა, მო­დით, ნუ გა­ვუს­წრებთ მოვ­ლე­ნებს, იმე­დია, ახლა მა­ინც ჩა­ტარ­დე­ბა ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და ამ და სხვა, კვა­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რად ასაბ­ნე­ვად გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს ფარ­და აეხ­დე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლი­დან გარკ­ვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მი­მარ­თა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას. თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე ისე­თი აბურ­დუ­ლი და უკა­ნო­ნოდ წარ­მარ­თუ­ლია, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და კონ­კრე­ტუ­ლად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი და რთუ­ლი სა­მუ­შაო აქვს წინ.

- ანუ შე­საძ­ლოა, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს?

- ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დეს. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ დღემ­დე რჩე­ბა კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას გა­ნაგ­რძობს. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის მომ­ხრე ვიყო და ვთქვა, ყვე­ლა­ნი ცი­ხე­ში უნდა გა­ვუშ­ვათ-მეთ­ქი, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, - ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რა­ღაც პე­რი­ო­დი მა­ინც იმ ჯო­ჯო­ხე­თურ გა­რე­მო­ში უნდა გა­ა­ტა­რონ, რათა მიხ­ვდნენ, სად უშ­ვებ­დნენ წარ­ბშე­უხ­რე­ლად ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს. ეს სხვე­ბის­თვი­საც მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა, რათა რა­ღა­ცის სა­ფა­სუ­რად იგი­ვე არ გა­ი­მე­ო­რონ.

ერთი პა­ტიმ­რის, მუ­რა­ვი­ო­ვის საქ­მე მინ­და გა­გაც­ნოთ, რო­მე­ლიც აფ­რა­სი­ძე­ებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს. იცით, რო­გორ აწა­მეს ის ადა­მი­ა­ნი? - რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ზურ­გზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი პარ­კის წვე­თებს აწ­ვე­თებ­დნენ და აი­ძუ­ლებ­დნენ, აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში და­ე­წე­რა, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სახ­ლში ლე­ვან კა­ლა­ძე ვნა­ხეო... პა­ტი­მარს დღემ­დე ეტყო­ბა გამ­დნა­რი პარ­კის ნამ­წვის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ღრმუ­ლე­ბი. რო­დე­საც "გა­არ­კვი­ეს", რომ კა­ლა­ძე იქ არ ყო­ფი­ლა, ცრუ ჩვე­ნე­ბის გამო პა­ტიმ­რო­ბა გა­უ­ხან­გრძლი­ვეს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ნა­ცემ-ნა­ბეგ­ვი, ბორ­ძი­კით შე­მო­სუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი მათ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე მო­სა­მარ­თლე­ებს პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უყ­ვე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი ამას არაფ­რად მი­იჩ­ნევ­დნენ და საქ­მის გარ­შე­მო ილა­პა­რა­კეო ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ეს არის და­ნა­შა­უ­ლი მათი მხრი­დან, ვი­ნა­ი­დან მათ გულ­გრი­ლო­ბას არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

- ცი­ხის პერ­სო­ნა­ლის ზე­წო­ლის ქვეშ თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თუ აღ­მო­ჩე­ნი­ლა?

- რამ­დე­ნიც გინ­დათ, იმ­დე­ნი ფაქ­ტის მო­ყო­ლა შე­მიძ­ლია; ჩხო­რო­წყუს რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ ვი­ტა­ლი ბე­ბი­ას თა­ვი­სი ბი­ძაშ­ვი­ლის სი­ძის მკვლე­ლო­ბა დაბ­რალ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ეს­რო­ლეს. არა­და, არ­სე­ბობ­და მთა­ვა­რი მოწ­მე, ეროვ­ნე­ბით რუსი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ვი­ტა­ლი ბე­ბია მას­თან ერ­თად, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან 100 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის პოს­ტის მიერ შე­მო­სა­ზღვრუ­ლი ტე­რი­ტო­რია ერ­თად გა­დაკ­ვე­თეს და ამას ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­დნენ. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თა­ვად გა­მო­ცხად­და და­კი­თხვა­ზე, მზად იყო, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ჩე­ნილ ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე ეპა­სუ­ხა. იმ დღეს გა­უშ­ვეს, მაგ­რამ ოთხი დღის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მისი და­პა­ტიმ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ გაქ­რა რუსი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც საქ­მე­ში მთა­ვა­რი მოწ­მე იყო. ეჭვი გაჩ­ნდა, რომ ის ადა­მი­ა­ნი მო­ი­შო­რეს. სა­სა­მარ­თლოს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­ლუ­რი ვერ­სი­აც კი არ ჰქონ­და და რაც მთა­ვა­რია, არც სჭირ­დე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, საქ­მე "შე­კე­რეს" და ბე­ბი­ას გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლი ვი­ტა­ლი ბე­ბია შე­წყა­ლე­ბა­საც არ და­თან­ხმდა, რად­გან საქ­მის ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს, ძნე­ლია, ადა­მი­ან­მა მკვლე­ლის სა­ხე­ლით იცხოვ­როს მა­შინ, რო­დე­საც უდა­ნა­შა­უ­ლოა.

სხვა­თა შო­რის, ცნო­ბი­ლი ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე ცი­ხი­დან გა­მო­ვი­ტა­ნეთ პა­ტიმ­რე­ბის წე­რი­ლე­ბი, სა­დაც ისი­ნი არა­ა­და­მი­ა­ნურ წა­მე­ბებ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ. ამ საქ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი იყ­ვნენ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჯონი ივა­ნაშ­ვი­ლი და ვინ­მე კა­პა­ნა­ძე, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არი­ან... ამ საქ­მი­სა და ზო­გა­დად ცი­ხე­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბით გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თეთ. საქ­მე, რა თქმა უნდა, არც კი აღ­ძრუ­ლა, ჩვენ კი ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, გვი­საყ­ვე­დუ­რეს, - რა დღე­ში ხართ ეს ად­ვო­კა­ტე­ბი, რა სი­სუ­ლე­ლე­ებს აწე­რი­ნებთ პა­ტიმ­რებ­სო...

- ვიცი, რომ იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის გამო, პა­ტიმ­რებს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და­ე­მარ­თათ...

- ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე კი არა, ძა­ლი­ან ბევ­რია. ე.წ. "წალ­კის" ამ­ბავ­ზე, იქ მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბას ვგუ­ლის­ხმობ, სხვებ­თან ერ­თად ორი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მათ შო­რის ერთ-ერთი, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნეთ. მე­ო­რე კი, დათო თამ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე უდა­ნა­შა­უ­ლო იყო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი წა­მე­ბის­გან ჭკუ­ი­დან შე­ირ­ყა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ად­ვო­კა­ტე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა ვერ შევ­ძე­ლით. მხო­ლოდ ახ­ლა­ხან მო­ვა­ხერ­ხეთ მისი ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არა­და­მი­ა­ნუ­რი წა­მე­ბის­გან ფსი­ქი­კუ­რად შერ­ყე­უ­ლი პა­ტიმ­რე­ბი სხვებ­თან ერ­თად იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან, სას­ტი­კად აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპს, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი ახლა რა­ტომ­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღარ არის...

- დიახ, ეს არის ერთ-ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რა­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა, თო­რემ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აპა­ტი­ებს.

მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში თით­ქმის ყვე­ლა სა­პა­ტიმ­რო­ში ვი­ყა­ვი. ყველ­გან უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა იყო. ამ დღე­ებ­ში ვა­პი­რებ შე­ვი­დე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ე.წ. მო­საც­დელ­ში, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე შეჰ­ყავთ. ხში­რად 40-50 ადა­მი­ანს ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში დი­ლის 6 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 6-მდე არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში უწევთ ყოფ­ნა. ამი­ტომ ვთქვი, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო: უკავ­შირ­დე­ბა თუ არა გი­ორ­გი ფო­ჩხუ­ას და­ღუპ­ვა ანაკ­ლი­ა­ში პრე­ზი­დენ­ტის ყოფ­ნი­სას გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"გიორგი ფოჩხუას ფოტოაპარატში პრეზიდენტის ვოიაჟი იყო დაფიქსირებული"

"გიორგი ფოჩხუას ფოტოაპარატში პრეზიდენტის ვოიაჟი იყო დაფიქსირებული"

ბოლო დროს ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გაჩნდა. ეჭვს არ აჩენს, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ავტორობით თუ მონაწილეობით არაერთი დანაშაული მომხდარა, მაგრამ ხალხის უკმაყოფილება მათი დაკავების მოტივაციას უკავშირდება. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, რომელიც ციხეებში მონიტორინგის ჯგუფის წევრია, გენერალური პროკურატურა ნაბიჯ-ნაბიჯ, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოქმედებს.

ადვოკატის თქმით, იმ შემკვეთებთან ერთად იმ პირების, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც მაღალჩინოსნების შეკვეთებს ბრმად ასრულებდა. თუ როგორ იწერებოდა წლების განმავლობაში "აღიარებითი ჩვენებები", ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს...

- ამ 9 წლის განმავლობაში იმდენი "შეკერილი" საქმის შესახებ გავიგე, რომ იმ ხელისუფლებისგან არაფერი გამიკვირდება. ეს იყო დანაშაულებრივი ბანდა, ბოლო წლებში უდანაშაულო ადამიანების დაკავება ჩვეულებრივი გახდა, რადგან მათი მთავარი მიზანი საზოგადოებაში შიშის დამკვიდრება გახდა. გარდა ამისა, არაერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც პატიმარს სასამართლო პროცესზე შემოსვლა დამოუკიდებლად არ შეეძლო, ბადრაგს შემოჰყავდა ან "შემოჰქონდა" და როდესაც მოსამართლე ეკითხებოდა, რა დაგემართათო, პატიმარი პასუხობდა, დავეცი ან კედელს მივეჯახეო და ისიც "იჯერებდა".

- თუმცა, ამის მიუხედავად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსნებს, ერთი შეხედვით, უსუსური ბრალდებებით აკავებენ.

- საზოგადოება წინა ხელისუფლების პირობებში შეჩვეულია ტელედაპატიმრებებს, რომლებიც დასავლური საზოგადოების თვალში ქულების დაწერას ემსახურებოდა. ადამიანებს ჯერ აპატიმრებდნენ და შემდეგ დებდნენ მტკიცებულებებს. ახალი ხელისუფლება ამ შეცდომის დაშვებას არ აპირებს და ძალიან სწორადაც იქცევა. მესმის, როდესაც თენგიზ გუნავას უამრავი დანაშაულებრივი საქმე უკავშირდება, ის ბენზინის ტალონების მითვისების ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ისიც დანაშაულია და დღევანდელი სამართალდამცავი ორგანოები, წინასგან განსხვავებით, ეჭვმიტანილებს მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აკავებენ. პარალელურად, გრძელდება მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლა და არ არის გამორიცხული, რომ ამ მაღალჩინოსნებს ბრალი თანდათან დაუმძიმდეთ. ისინი საქმეების ვითომ გახსნის ეფექტს ქმნიდნენ და საქმეებს არაპროფესიონალურად "კერავდნენ".

- კონკრეტულად რო­მელ საქმეს გულისხმობთ?

- ნაციონალების 9-წლ­იანი მმართველობის პერიოდში უამრავი საქმე "შეიკერა" ახალი არავისთვის არ არის, რომ ლევან კალაძის მკვლელობაში შს სამინისტროს მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და ომეხ აფრასიძე ამ საქმესთან არაფერ შუაში იყო.

- თუმცა ითქვა, რომ სვანეთში მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ყველამ იცოდა...

- დიახ, მაგრამ ის სვანეთში ავტომანქანით გადაადგილდებოდა და სამართალდამცველებს მისი დაკავება ნებისმიერ დროს შეეძლოთ. ამ ოპერაციის განხორციელებისთვის, რასაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, 1200 სპეცრაზმელისა და 12 ვერტმფრენის მობილიზება სულაც არ იყო საჭირო. მაშინ ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ლევან კალაძის ვითომ მკვლელობის საქმის გახსნა უნდოდა და შესაძლებლობა მიეცა, ამით ომეხ აფრასიძე მოეშორებინა, ამიტომ დაუკავშირეს ეს საქმე მას. სხვათა შორის, აფრასიძემ იცოდა, რომ მას ლევან კალაძის გატაცება ჰბრალდებოდა, რის გამოც სამართალდამცველები მის აყვანას აპირებდნენ და თავად აპირებდა პოლიციაში მისვლას, რადგან ამ საქმეში არანაირი მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. თუმცა, ბარამიძემ მოვლენებს დაასწრო და შეეცადა, ამით რამდენიმე საქმე ერთდროულად გაეკეთებინათ. ასეთი ფაქტები საზოგადოებაში შიშის დათესვას ემსახურებოდა. ჩემს შეშინებას და დემორალიზებას ემსახურებოდა ჩემი შვილის დაკავება, რომელსაც ნარკოტიკის შენახვა-მოხმარებას აბრალებდნენ, მაშინ, როდესაც ბოლომდე დარწმუნებული ვარ, მას ნარკოტიკთან შეხებაც კი არ ჰქონია.

- ლევან კალაძის მკვლელობაში შსს-ს მაღალჩინოსნების კვალი ახსენეთ, ვის გულისხმობდით?

- ამას შესახებ საზოგადოება გამოძიებიდან შეიტყობს, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ასეა. ასევე მალე ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მომღერალი გიორგი ფოჩხუა ფოტოაპარატის გამო არ მოუკლავთ. უფრო სწორად, მის სიკვდილს სხვა სარჩული აქვს.

- რას გულისხმობთ, რა გახდა მისი მკვლელობის მოტივი?

- მგონი, ყველამ იცის, რომ მისთვის ბოროტმოქმედს ფოტოაპარატის წართმევა უნდოდა, რომლის საშუალებითაც მომღერალმა პრეზიდენტის ანაკლიაში ვოიაჟის ფოტოები დააფიქსირა. სწორედ იმ ფოტოების გასანადგურებლად იყო მიმართული გიორგი ფოჩხუაზე იერიში, რასაც მომღერლის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, იმედია, ახლა მაინც ჩატარდება ობიექტური გამოძიება და ამ და სხვა, კვალის სპეციალურად ასაბნევად გაკეთებულ საქმეებს ფარდა აეხდება.

ხელისუფლების შეცვლიდან გარკ­ვეული დროის გასვლის შემდეგ ძალიან ბევრმა დაზარალებულმა მიმართა მთავარ პროკურატურას. თითქმის ყველა საქმე ისეთი აბურდული და უკანონოდ წარმართულია, რომ ახალ ხელისუფლებას და კონკრეტულად მართლმსაჯულებას ძალიან ბევრი და რთული სამუშაო აქვს წინ.

- ანუ შესაძლოა, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს?

- ეს აუცილებელია, რათა მარ­თლმსაჯულება ბოლომდე დამოუკიდებელი გახდეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დღემდე რჩება კოტე კუბლაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეების რაღაც ნაწილი დანაშაულებრივ საქმიანობასა და უკანონო განაჩენების გამოტანას განაგრძობს. ღმერთმა დამიფაროს, ნულოვანი ტოლერანტობის მომხრე ვიყო და ვთქვა, ყველანი ციხეში უნდა გავუშვათ-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა ვამბობ, - ამ ადამიანებმა რაღაც პერიოდი მაინც იმ ჯოჯოხეთურ გარემოში უნდა გაატარონ, რათა მიხვდნენ, სად უშვებდნენ წარბშეუხრელად ხშირ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულო ადამიანებს. ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება, რათა რაღაცის საფასურად იგივე არ გაიმეორონ.

ერთი პატიმრის, მურავიოვის საქმე მინდა გაგაცნოთ, რომელიც აფრასიძეებთან ერთად დააკავეს. იცით, როგორ აწამეს ის ადამიანი? - რამდენიმე საათის განმავლობაში ზურგზე პოლიეთილენის ცეცხლწაკიდებული პარკის წვეთებს აწვეთებდნენ და აიძულებდნენ, აღიარებით ჩვენებაში დაეწერა, აფრასიძეების სახლში ლევან კალაძე ვნახეო... პატიმარს დღემდე ეტყობა გამდნარი პარკის ნამწვისგან დარჩენილი ღრმულები. როდესაც "გაარკვიეს", რომ კალაძე იქ არ ყოფილა, ცრუ ჩვენების გამო პატიმრობა გაუხანგრძლივეს. იყო შემთხვევები, როდესაც ნაცემ-ნაბეგვი, ბორძიკით შემოსული პატიმრები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე მოსამართლეებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე უყვებოდნენ, მაგრამ ისინი ამას არაფრად მიიჩნევდნენ და საქმის გარშემო ილაპარაკეო ეუბნებოდნენ. ეს არის დანაშაული მათი მხრიდან, ვინაიდან მათ გულგრილობას არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა.

- ციხის პერსონალის ზეწოლის ქვეშ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი თუ აღმოჩენილა?

- რამდენიც გინდათ, იმდენი ფაქტის მოყოლა შემიძლია; ჩხოროწყუს რაიონში მცხოვრებ ვიტალი ბებიას თავისი ბიძაშვილის სიძის მკვლელობა დაბრალდა. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილს ესროლეს. არადა, არსებობდა მთავარი მოწმე, ეროვნებით რუსი ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვიტალი ბებია მასთან ერთად, მკვლელობის ადგილიდან 100 კილომეტრის მოშორებით, იმყოფებოდა. მათ გარემოს დაცვის სამსახურის პოსტის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია ერთად გადაკვეთეს და ამას ზემოხსენებული სამსახურის თანამშრომლებიც ადასტურებდნენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავად გამოცხადდა დაკითხვაზე, მზად იყო, მასთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა შეკითხვაზე ეპასუხა. იმ დღეს გაუშვეს, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ დააკავეს და განზრახ მკვლელობის მუხლით 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გაქრა რუსი მოქალაქე, რომელიც საქმეში მთავარი მოწმე იყო. ეჭვი გაჩნდა, რომ ის ადამიანი მოიშორეს. სასამართლოს მომხდართან დაკავშირებით რეალური ვერსიაც კი არ ჰქონდა და რაც მთავარია, არც სჭირდებოდა. უბრალოდ, საქმე "შეკერეს" და ბებიას განაჩენი გამოუტანეს. ბრალდებული ვიტალი ბებია შეწყალებასაც არ დათანხმდა, რადგან საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, ძნელია, ადამიანმა მკვლელის სახელით იცხოვროს მაშინ, როდესაც უდანაშაულოა.

სხვათა შორის, ცნობილი ციხის კადრების გავრცელებამდე რამდენიმე ხნით ადრე ციხიდან გამოვიტანეთ პატიმრების წერილები, სადაც ისინი არაადამიანურ წამებებზე ჰყვებოდნენ. ამ საქმის მთავარი გმირები იყვნენ ციხის თანამშრომლები ჯონი ივანაშვილი და ვინმე კაპანაძე, რომლებიც ამჟამად სამსახურიდან გათავისუფლებული არიან... ამ საქმისა და ზოგადად ციხეში არსებული ვითარების გამოძიებით გენერალურ პროკურატურას მივმართეთ. საქმე, რა თქმა უნდა, არც კი აღძრულა, ჩვენ კი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გვისაყვედურეს, - რა დღეში ხართ ეს ადვოკატები, რა სისულელეებს აწერინებთ პატიმრებსო...

- ვიცი, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არაადამიანური მოპყრობის გამო, პატიმრებს ფსიქიკური აშლილობა დაემართათ...

- ასეთი შემთხვევა რამდენიმე კი არა, ძალიან ბევრია. ე.წ. "წალკის" ამბავზე, იქ მომხდარ ყაჩაღობას ვგულისხმობ, სხვებთან ერთად ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, დიდი ძალისხმევის შემდეგ, სასამართლო პროცესიდან გავათავისუფლებინეთ. მეორე კი, დათო თამლიანი, რომელიც ასევე უდანაშაულო იყო, არაადამიანური წამებისგან ჭკუიდან შეირყა. წინა ხელისუფლების პირობებში, ადვოკატების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა ვერ შევძელით. მხოლოდ ახლახან მოვახერხეთ მისი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არადამიანური წამებისგან ფსიქიკურად შერყეული პატიმრები სხვებთან ერთად იხდიდნენ სასჯელს. ამ ადამიანების სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

- ქალბატონო ირმა, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, სასტიკად აპროტესტებდნენ შეკრებითობის პრინციპს, თუმცა ეს საკითხი ახლა რატომღაც მნიშვნელოვანი აღარ არის...

- დიახ, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აუცილებლად უნდა დაიწყოს მუშაობა, თორემ საზოგადოება ამას ახალ ხელისუფლებას არ აპატიებს.

მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში თითქმის ყველა საპატიმროში ვიყავი. ყველგან უმძიმესი ვითარება იყო. ამ დღეებში ვაპირებ შევიდე საქალაქო სასამართლოს ე.წ. მოსაცდელში, სადაც პატიმრები სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეჰყავთ. ხშირად 40-50 ადამიანს ერთ პატარა ოთახში დილის 6 საათიდან საღამოს 6-მდე არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. ამიტომ ვთქვი, რომ ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.

იხილეთ ვიდეო: უკავშირდება თუ არა გიორგი ფოჩხუას დაღუპვა ანაკლიაში პრეზიდენტის ყოფნისას გადაღებულ ფოტოებს

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"