უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ფედორ ნეგოიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანს უკრაინული საზოგადოების "სიმსივნური წარმონაქმნი" უწოდა. ნეგოიმ ეს ქსენოფობიური განცხადება 6 დეკემბერს პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"შეხედეთ. ჩვენს ბაზრობებზე ვაჭრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები. ისინი უკრაინული საზოგადოების სიმსივნური წარმონაქმნები არიან. ისინი რუსეთიდან გამოაგდეს და ახლა უკრაინაში "ითბობენ ხელს", - განაცხადა ნეგოიმ.
ამ შეურაცხყმყოფელმა განცხადებამ უკრაინაში მცხოვრები ქართულ დიასპორის გაღიზიანება გამოიწვია.
უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩი, დეპუტატისგან მისი გამონათქვამის საჯარო ახსნას ითხოვს.
"ჩვენ ნეგოის საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოვუწოდებთ. აგვიხსნას, რატომ გაჩნდა პრესაში მისი ქსენოფობიური განცხადება", - განაცხადა ტაგიევმა.
მომზადებულია svit24.net-ს მიხედვით.