Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანოტექნოლოგიური "კანი" ჯარისკაცებს ბიოლოგიური იარაღისგან დაიცავს
ნანოტექნოლოგიური "კანი" ჯარისკაცებს ბიოლოგიური იარაღისგან დაიცავს

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე ჯა­რის­კა­ცე­ბი ტყვი­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებ­სა და ჩა­ფხუ­ტებს იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მიერ ქი­მი­უ­რი ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გარ­ნი ხდე­ბი­ან. მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბის ტან­საც­მლის გავ­ლით სხე­ულ­სა და კან­ზე ხვდე­ბა.

ნა­ნო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, სპე­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რი დამ­ცა­ვი მა­სა­ლე­ბის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათი შე­კა­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ასე­თი მა­სა­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით რა­დი­ა­ცი­უ­ლი ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის ზო­ნა­ში მოქ­მე­დი მაშ­ვე­ლებს გა­დარ­ჩე­ნის შანს მის­ცემს.

"ჭკვი­ან" დამ­ცავ ნა­ნო­მა­სა­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც "მე­ო­რე კანი" შე­არ­ქვეს, აშშ-ის მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ნახ­შირ­ბა­დო­ვა­ნი ნა­ნო­მი­ლა­კე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პის ნა­ნო­ნა­წი­ლა­კე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ სა­კუ­თარ გა­მო­გო­ნე­ბას ისი­ნი "ჰიბ­რი­დულ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ მა­სა­ლას" უწო­დე­ბენ. უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის წყა­ლო­ბით, ეს მა­სა­ლა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან ერ­თად, ჟანგბადს თა­ვი­სუფ­ლად ატა­რებს.

ნახ­შირ­ბა­დო­ვა­ნი ნა­ნო­მი­ლა­კე­ბი, მო­ლე­კუ­ლა­რულ დო­ნე­ზე უმ­ცი­რე­სი ზო­მის ფო­რებს ქმნი­ან, რომ­ლებ­შიც ჰა­ერ­ში არ­სე­ბუ­ლი ჟანგბა­დის მო­ლე­კუ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გა­დი­ან. ვირუ­სე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი კი ამ ფო­რებ­ში ვერ ეტე­ვი­ან. და­მა­ტე­ბი­თი დაც­ვის­თვის, ნა­ნო­ნახ­შირ­ბა­დო­ვა­ნი მემ­ბრა­ნე­ბი გა­რე­გა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ფა­რით არი­ან და­ფა­რულ­ნი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­ცა­ვი ნა­ნოქ­სო­ვი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა და საც­დე­ლი ნი­მუ­შე­ბის შექ­მნა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

dailytechinfo.org-ის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნანოტექნოლოგიური "კანი" ჯარისკაცებს ბიოლოგიური იარაღისგან დაიცავს

ნანოტექნოლოგიური "კანი" ჯარისკაცებს ბიოლოგიური იარაღისგან დაიცავს

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ჯარისკაცები ტყვიებისგან დასაცავად ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს იყენებენ. თუმცა მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ეს საშუალებები სრულიად გამოუსადეგარნი ხდებიან. მომწამვლელი ნივთიერებების კომპონენტები ჯარისკაცების ტანსაცმლის გავლით სხეულსა და კანზე ხვდება.

ნანოტექნოლოგიების განვითარებამ სპეციალისტებს, სპეციალური აქტიური დამცავი მასალების შექმნის საშუალება მისცა, რომლებსაც გარკვეული ტიპის ქიმიური ნივთიერებების აღმოჩენა და მათი შეკავება შეუძლიათ. ასეთი მასალებისგან დამზადებული დაცვის საშუალებები, ჯარისკაცების და განსაკუთრებით რადიაციული ან ბაქტერიული დაბინძურების ზონაში მოქმედი მაშველებს გადარჩენის შანს მისცემს.

"ჭკვიან" დამცავ ნანომასალებზე, რომლებსაც "მეორე კანი" შეარქვეს, აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ნაციონალური ლაბორატორიების სპეციალისტები მუშაობენ. ნახშირბადოვანი ნანომილაკებისა და განსაკუთრებული ტიპის ნანონაწილაკებისგან დამზადებულ საკუთარ გამოგონებას ისინი "ჰიბრიდულ მრავალფუნქციურ მასალას" უწოდებენ. უნიკალური თვისებების წყალობით, ეს მასალა მავნე ნივთიერებებისა და ბაქტერიების შეჩერებასთან ერთად, ჟანგბადს თავისუფლად ატარებს.

ნახშირბადოვანი ნანომილაკები, მოლეკულარულ დონეზე უმცირესი ზომის ფორებს ქმნიან, რომლებშიც ჰაერში არსებული ჟანგბადის მოლეკულები თავისუფლად გადიან. ვირუსები და ბაქტერიები კი ამ ფორებში ვერ ეტევიან. დამატებითი დაცვისთვის, ნანონახშირბადოვანი მემბრანები გარეგანი სპეციალური საფარით არიან დაფარულნი.

სპეციალისტების აზრით, სათანადო დაფინანსების შემთხვევაში, დამცავი ნანოქსოვილების წარმოების დაწყება და საცდელი ნიმუშების შექმნა უკვე რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი.

dailytechinfo.org-ის მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა