როგორც ჩანს, ლინდსი ლოჰანს მადლობის გადახდა არ უყვარს. მსახიობმა ჩარლი შინმა ლინდსის 100 000 აშშ დოლარი უანგაროდ აჩუქა, რათა ამ უკანასკნელს საგადასახადო სამსახურის ვალი დაეფარა, თუმცა კოლეგისგან მადლობას დღემდე ვერ ეღირსა.
ლოჰანმა თანხა აიღო, ჩარლის ნაჩუქარი თანხით ვალის ნაწილი გაისტუმრა, მაგრამ მადლობა დაავიწყდა. "მისგან სიტყვას - ”გმადლობ” დღემდე ველი", - ამბობს ჩარლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ლინდსი ლოჰანმა სახელმწიფოს 240 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.
მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.