ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" კლიენტებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, რაც "სოსიეტე ჟენერალის" გლობალური სტრატეგიის ნაწილია. "სოსიეტე ჟენერალის" მიერ შემუშავებული გლობალური სტრატეგია ერთიანი მესიჯით: Building Team Spirit Together - "ერთად შევქმნათ გუნდური სულისკვეთება", მომხმარებელსა და ბანკს შორის განახლებულ ურთიერთობას ეფუძნება.
როგორც ბანკში განმარტეს, ქართულ ბაზარზე ეს მესიჯი ადაპტირდა, როგორც "ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია", რაც ბანკის თითოეული თანამშრომლისა და თითოეული მომხმარებლის ერთიანობას გულისხმობს საერთო მიზნით, სადაც თითოეული მხარის წარმატება მეორე მხარის წინსვლას განაპირობებს.
ახალი მიმართულების ფარგლებში 2013 წელს მცირე და საშუალო ბიზნესი ნომერ პირველ პრიორიტეტად ცხადდება.
ბანკ "რესპუბლიკის" ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" ინიციატივით და ორგანიზებით 10/11 დეკემბერს, ტარდება შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ბანკის მენეჯმენტი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრების მიზანია, ამ სეგმენტის მოთხოვნილებების გაცნობა-გათვალისწინება და მათთან მუშაობის სამოქმედო გეგმის გაზიარება. ამ გეგმის ფარგლებში ბანკში განახლდა მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე პასუხისმგებელი გუნდი, გამარტივდა პროცედურები, მომსახურების შეთავაზება კი მაქსიმალურად კლიენტზეა ორიენტირებული.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9