მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე ჟღენტი: "უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა"
კოტე ჟღენტი: "უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის სუნი ტრი­ა­ლებს, სა­ხე­ლად "რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა". ნიგვზი­ანს წინ­წყა­როს ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა. ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ქრის­ტი­ა­ნე­ბიც და მუს­ლი­მა­ნე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ. ასეა თუ ისე, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­უ­ლად არ მო­ახ­დი­ნა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა, შე­საძ­ლოა, ისე­თი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ, რო­გო­რიც შე­საძ­ლოა თა­ვად ამ ეს­კა­ლა­ცი­ის ინ­სპი­რა­ტო­რებ­საც არ სურ­დეთ ან მათ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყოს. კი­დევ ერთი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხეს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­შო­ბილ კონ­ფლიქტზე სა­უ­ბა­რიც კი დიდ რე­ზო­ნანსს იწ­ვევს მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ან მუს­ლი­მა­ნურ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ესა­ზღვრე­ბა ჩვენს რე­გი­ონს. შე­საძ­ლოა, ვინ­მე შე­მოგ­ვე­და­ვოს და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ბუ­ქე­ბა­ში დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, - სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან გა­და­ვი­ტა­ნეთ, მცი­რე პრო­ვო­კა­ცი­ი­დან და­ი­წყო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ხან­ძარ­ში გა­და­ი­ზარ­და. ექ­სპერ­ტი კოტე ჟღენ­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არ გარ­თულ­დე­ბა. მისი აზ­რით, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრო­ცე­სის ავ­ტო­რე­ბი არ უწე­ვენ ან­გა­რიშს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­და­ი­ყო­ლოს.

- ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­ულ ძა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა და იმ ჩარ­ჩო­ში ჯდე­ბა, რა­საც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია ჰქვია. აბა, გა­იხ­სე­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს რო­დის იყო და­პი­რის­პი­რე­ბა ქრის­ტი­ა­ნებ­სა და მუს­ლი­მა­ნებს შო­რის?

- მარ­თლაც ძნე­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია.

- არც მე მახ­სოვს. შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო და მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ერთ-ერთ სო­ფელ­ში თუ რა­ი­ონ­ში ქრის­ტი­ა­ნებ­სა და მუს­ლი­მა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გამ­წვავ­და. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ლო­გი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­თხვებს მა­ინც აჩენს, რა­ტომ მოხ­და ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ, რო­დე­საც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და.

- თუ ეს მარ­თლაც ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლია, მისი ავ­ტო­რე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რა "ბომბს" ეთა­მა­შე­ბი­ან? თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ უკან დაგ­ვრჩეს.

- შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბი­ან კი­დეც, მაგ­რამ არ უწე­ვენ ან­გა­რიშს იმას, რომ ამ "ბომბმა" შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­და­ი­ყო­ლოს. ეს არ მიკ­ვირს, რად­გან მსგავს "ბომ­ბებს" ან­გა­რიშს არც ადრე უწევ­დნენ. ისი­ნი ახლა თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ზრუ­ნა­ვენ. იმ­დე­ნი კომ­პრო­მა­ტია მათ­ზე დაგ­რო­ვი­ლი, იმ­დე­ნი ფაქ­ტი, რომ თუ ღრმად ჩაჰ­ყვა გა­მო­ძი­ე­ბა, საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვათ. ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ, ახალ-ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნან ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. იმე­დია, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ და მდგო­მა­რე­ო­ბა არ გარ­თულ­დე­ბა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კომ­პრო­მა­ტე­ბი შე­თი­თხნი­ლია. მა­გა­ლი­თად, შსს-ს მიერ უკვე ორ­ჯერ და­კი­თხუ­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "პას­პორ­ტის საქ­მეს" აბ­სურ­დად და მას­ზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბად თვლის. სხვა­თა შო­რის, სხვის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი პას­პორ­ტის ქო­ნას მის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­საც ედა­ვე­ბი­ან. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი ბევ­რი კი­თხვა აქვს. მა­გა­ლი­თად, ის, თუ მარ­თლა ჰქონ­და მე­რა­ბიშ­ვილს ყალ­ბი პას­პორ­ტი, რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში წა­რუდ­გი­ნა მე­სა­ზღვრე­ებს.

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კა­ნონს არ­ღვევს, უკან­და­სა­ხევ გზას აუ­ცი­ლებ­ლად იმ­ზა­დებს. ეს ეხე­ბა ყვე­ლას - და­წყე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ეშე­ლო­ნე­ბით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო რგო­ლე­ბით. ფაქ­ტია, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­საც და მის მო­ად­გი­ლე­საც ჰქონ­დათ ორ-ორი პას­პორ­ტი და ეს და­ა­დას­ტუ­რეს მე­სა­ზღვრე­ებ­მა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მაც. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ წა­რად­გი­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა სხვის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი პას­პორ­ტი აე­რო­პორ­ტში, სომ­ხეთ­ში გაფ­რე­ნი­სას (ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ერე­ვან­ში ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის რე­გი­ო­ნულ ყრი­ლო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად მი­დი­ო­და), შე­საძ­ლოა, იყო პრო­ვო­კა­ცია, რათა შემ­დეგ აე­ტე­ხათ ამ­ბა­ვი, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­ლე­გა­ცი­ის ქვეყ­ნი­დან გას­ვლას აბ­რკო­ლებს. ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზეც მე­რა­ბიშ­ვი­ლის აე­რო­პორ­ტში და­კა­ვე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა იქ­ნე­ბო­და. ამ ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, ერ­თმა ცნო­ბილ­მა პირ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მი­თხრა, მა­გათ თავ­ში შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რამ მო­ი­ხარ­შოს, ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს რომ წარ­მო­იდ­გენ­სო. მარ­თლაც, შე­საძ­ლოა, ისე­თი რა­ღაც მო­ი­მოქ­მე­დონ, რომ არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბო­დეს და გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვიდ­ნენ.

- ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, რაც უფრო მო­ახ­ლოვ­დე­ბა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გახ­სნა, მით უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". სხვა­თა შო­რის, უკ­რა­ი­ნა­ში ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებს.

- გა­მო­ძი­ე­ბა რაც უფრო წინ წა­ი­წევს, უფრო მე­ტად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა. ამი­ტო­მაც ქვე­ყა­ნა­ში თუ ქვეყ­ნის გა­რეთ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, იქ­ნე­ბა პი­ა­რი თუ პრო­პა­გან­და, რომ პრე­ვენ­ცია მო­ახ­დი­ნონ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რონ. თუმ­ცა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ უცხო­ურ პრე­სას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ უცხო­ე­თი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სას" მა­ინ­ცდა­მა­ინც უკვე აღარ იჯე­რებს. სხვაგ­ვა­რი სტა­ტი­ე­ბი იწე­რე­ბა. კერ­ძოდ, უცხო­უ­რი პრე­სა წერს, რომ საქ­მე მთლად ასე არ არის და, რო­გორც ჩანს, ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მარ­თლაც რა­ღა­ცა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. ტონი აშ­კა­რად შე­იც­ვა­ლა.

- სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი კვლე­ვა IRI-მ ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ხვალ რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, გა­მო­კი­თხულ­თა 63% მხარს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს და­უ­ჭერ­და. 13% - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სას", 3% კი "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­დატს. თქვე­ნი აზ­რით, ორ თვე­ში სად წა­ვი­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ის 40%, რო­მე­ლიც პარ­ტი­ამ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღო?

- უპირ­ვე­ლე­სად იმ 3%-ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა მი­ი­ღეს. თით­ქოს კვლე­ვის შე­დე­გი რე­ა­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მაგ­რამ ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებს ამ 3%-ს მა­ინც "ტე­ნი­ან". რა "იმუ­შა­ვეს" ამის­თა­ნა, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" 40%-ს, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წა­ვი­და იქ, სა­დაც უნდა წა­სუ­ლი­ყო. 40% ზე­წო­ლით, და­ში­ნე­ბი­თა და შან­ტა­ჟით რომ იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით. მხო­ლოდ უცხო­ეთს არ სურ­და ამის და­ნახ­ვა და არც ახლა უნდა, თუმ­ცა, მო­უ­წევს. სი­ნამ­დვი­ლე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ი­ტინ­გი არც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, არც არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და არც მას შემ­დეგ 13%-ზე მეტი არ ყო­ფი­ლა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

კოტე ჟღენტი: "უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა"

კოტე ჟღენტი: "უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა"

საქართველოში ახალი პროვოკაციის სუნი ტრიალებს, სახელად "რელიგიური დაპირისპირება". ნიგვზიანს წინწყაროს ინციდენტი მოჰყვა. ჩვენი თანამემამულე ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც აცხადებენ, რომ ვითარების დაძაბვას პროვოკატორები ცდილობენ. ასეა თუ ისე, თუ ხელისუფლებამ დროულად არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება, შესაძლოა, ისეთი შედეგი მივიღოთ, როგორიც შესაძლოა თავად ამ ესკალაციის ინსპირატორებსაც არ სურდეთ ან მათთვისაც მოულოდნელი იყოს. კიდევ ერთი შიდა დაპირისპირების საფრთხეს რომ თავი დავანებოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტზე საუბარიც კი დიდ რეზონანსს იწვევს მრავალმილიარდიან მუსლიმანურ სამყაროში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩვენს რეგიონს. შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს და მდგომარეობის გაბუქებაში დაგვადანაშაულოს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, - საქართველოს ყველა უბედურება, რაც დამოუკიდებლობის პერიოდიდან გადავიტანეთ, მცირე პროვოკაციიდან დაიწყო, რომელიც შემდეგ ფართომასშტაბიან ხანძარში გადაიზარდა. ექსპერტი კოტე ჟღენტი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა არ გართულდება. მისი აზრით, ხელოვნურად შექმნილი პროცესის ავტორები არ უწევენ ანგარიშს, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაიყოლოს.

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გარკვეულ ძალებს უკავშირდება და იმ ჩარჩოში ჯდება, რასაც ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია ჰქვია. აბა, გაიხსენეთ, საქართველოში ბოლოს როდის იყო დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის?

- მართლაც ძნელი გასახსენებელია.

- არც მე მახსოვს. შემთხვევით არაფერი ხდება. არ შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში დაპირისპირება არ ყოფილიყო და მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ერთ-ერთ სოფელში თუ რაიონში ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, კითხვებს მაინც აჩენს, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა.

- თუ ეს მართლაც ინსპირირებულია, მისი ავტორები ვერ ხვდებიან, რა "ბომბს" ეთამაშებიან? თუ საქართველოში რელიგიური დაპირისპირება დაიწყო, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ უკან დაგვრჩეს.

- შეიძლება ხვდებიან კიდეც, მაგრამ არ უწევენ ანგარიშს იმას, რომ ამ "ბომბმა" შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაიყოლოს. ეს არ მიკვირს, რადგან მსგავს "ბომბებს" ანგარიშს არც ადრე უწევდნენ. ისინი ახლა თავის გადარჩენაზე ზრუნავენ. იმდენი კომპრომატია მათზე დაგროვილი, იმდენი ფაქტი, რომ თუ ღრმად ჩაჰყვა გამოძიება, საქმე ცუდად წაუვათ. ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი პრობლემები შეუქმნან ახალ ხელისუფლებას. იმედია, ამ ყველაფერზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ და მდგომარეობა არ გართულდება.

- "ნაციონალები" მიიჩნევენ, რომ კომპრომატები შეთითხნილია. მაგალითად, შსს-ს მიერ უკვე ორჯერ დაკითხული ვანო მერაბიშვილი "პასპორტის საქმეს" აბსურდად და მასზე ზეწოლის მცდელობად თვლის. სხვათა შორის, სხვის სახელზე გაცემული პასპორტის ქონას მის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძესაც ედავებიან. საზოგადოებას კი ბევრი კითხვა აქვს. მაგალითად, ის, თუ მართლა ჰქონდა მერაბიშვილს ყალბი პასპორტი, რაღა მაინცდამაინც თბილისის აეროპორტში წარუდგინა მესაზღვრეებს.

- როდესაც ადამიანი კანონს არღვევს, უკანდასახევ გზას აუცილებლად იმზადებს. ეს ეხება ყველას - დაწყებული ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებით და დამთავრებული საშუალო რგოლებით. ფაქტია, რომ მერაბიშვილსაც და მის მოადგილესაც ჰქონდათ ორ-ორი პასპორტი და ეს დაადასტურეს მესაზღვრეებმა და სამართალდამცველებმაც. რაც შეეხება იმას, თუ რატომ წარადგინა მერაბიშვილმა სხვის სახელზე გაცემული პასპორტი აეროპორტში, სომხეთში გაფრენისას (ყოფილი პრემიერი ერევანში ევროპის სახალხო პარტიის რეგიონულ ყრილობაზე პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად მიდიოდა), შესაძლოა, იყო პროვოკაცია, რათა შემდეგ აეტეხათ ამბავი, რომ ახალი ხელისუფლება დელეგაციის ქვეყნიდან გასვლას აბრკოლებს. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზეც მერაბიშვილის აეროპორტში დაკავება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. სხვათა შორის, ერთმა ცნობილმა პირმა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, მითხრა, მაგათ თავში შეიძლება ისეთი რამ მოიხარშოს, ვერავინ ვერასოდეს რომ წარმოიდგენსო. მართლაც, შესაძლოა, ისეთი რაღაც მოიმოქმედონ, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდეს და გადარჩენისათვის ყველაფერზე წავიდნენ.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რაც უფრო მოახლოვდება გახმაურებული საქმეების გახსნა, მით უფრო გააქტიურდება "ნაციონალური მოძრაობა". სხვათა შორის, უკრაინაში ოლეგ მელნიკოვი დააკავეს, რომელიც გირგვლიანის საქმეშიც ფიგურირებს.

- გამოძიება რაც უფრო წინ წაიწევს, უფრო მეტად გამოიკვეთება ყოფილი თანამდებობის პირების ბრალეულობა. ამიტომაც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებენ, იქნება პიარი თუ პროპაგანდა, რომ პრევენცია მოახდინონ. ისინი ცდილობენ, კონკრეტული სამართალდარღვევების გამოძიება პოლიტიკას დაუკავშირონ. თუმცა ბოლოდროინდელ უცხოურ პრესას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უცხოეთი "ნაციონალებისას" მაინცდამაინც უკვე აღარ იჯერებს. სხვაგვარი სტატიები იწერება. კერძოდ, უცხოური პრესა წერს, რომ საქმე მთლად ასე არ არის და, როგორც ჩანს, ყოფილი თანამდებობის პირები მართლაც რაღაცაში დამნაშავეები არიან. ტონი აშკარად შეიცვალა.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი კვლევა IRI-მ ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 63% მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერდა. 13% - "ნაციონალებისას", 3% კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატს. თქვენი აზრით, ორ თვეში სად წავიდა "ნაციონალების" ის 40%, რომელიც პარტიამ 1-ელ ოქტომბერს მიიღო?

- უპირველესად იმ 3%-ზე ვილაპარაკოთ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა მიიღეს. თითქოს კვლევის შედეგი რეალობას შეესაბამება, მაგრამ ქრისტიან-დემოკრატებს ამ 3%-ს მაინც "ტენიან". რა "იმუშავეს" ამისთანა, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება "ნაციონალების" 40%-ს, ეს მაჩვენებელი წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო. 40% ზეწოლით, დაშინებითა და შანტაჟით რომ იყო მოპოვებული, ყველამ კარგად ვიცით. მხოლოდ უცხოეთს არ სურდა ამის დანახვა და არც ახლა უნდა, თუმცა, მოუწევს. სინამდვილეში "ნაციონალების" რეიტინგი არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დღეს და არც მას შემდეგ 13%-ზე მეტი არ ყოფილა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"