პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე კასრაძე - "არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა"
სალომე კასრაძე - "არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა"

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, "ტე­ლე­ი­მე­დი" ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს და­უბ­რუნ­და, არ­ხის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ი­წყო და თით­ქმის ყვე­ლა გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა. ნელ-ნელა "იმედ­მა" დუ­მი­ლი და­არ­ღვია და 3 დე­კემ­ბერს "ქრო­ნი­კა" ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბით დაბ­რუნ­და ეთერ­ში. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნებს შო­რი­საა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, "დღის შო­უ­სა" და გა­და­ცე­მა "25-ე კად­რის" ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე კას­რა­ძე, რომ­ლიც მა­ყუ­რე­ბელს კულ­ტუ­რის ამ­ბებს აც­ნობს.

- სა­ლო­მე, გა­ვი­გეთ, "იმედ­ში" დაბ­რუნ­დი...

- დიახ, და­მი­რე­კეს "ქრო­ნი­კი­დან" და კულ­ტუ­რის ბლო­კის წამ­ყვა­ნო­ბას­თან ერ­თად პრო­დი­უ­სე­რო­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა და დავ­თან­ხმდი.

- მა­ნა­მა­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყა­ვი?

- გახ­სოვთ ალ­ბათ, სე­რი­ა­ლე­ბი და გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი რომ და­ი­ხუ­რა "იმედ­ზე", სწო­რედ მათ რი­ცხვში მოხ­ვდა ჩემი გა­და­ცე­მა "25-ე კად­რი". მას შემ­დეგ ვის­ვე­ნებ­დი.

- შენ გარ­და ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან კი­დევ ვინ და­აბ­რუ­ნეს?

- ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი თით­ქმის აღარ არი­ან, ტე­ლე­ვი­ზია ახა­ლი კად­რე­ბით და­ა­კომ­პლექ­ტეს. ძვე­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 4-5 ადა­მი­ა­ნი ვართ შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ისი­ნი, ვინც ადრე რე­პორ­ტა­ჟებს აკე­თებ­და. 8-სა­ა­თი­ა­ნი "ქრო­ნი­კის" წამ­ყვა­ნი ნუცა კო­პა­ლი­ა­ნიც ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, ხუთი წლის წინ მე და ნუცა ერ­თად მი­ვე­დით "ქრო­ნი­კა­ში" სტა­ჟი­ო­რე­ბად.

- დღეს რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა "იმედ­ში"?

- საკ­მა­ოდ ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­გორც ვიცი, ახა­ლი წლის შემ­დეგ გა­და­ცე­მე­ბიც უნდა და­ი­წყოს, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი, არ ვიცი.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა დღე­ვან­დელ­სა და ძველ "იმედს" შო­რის?

- შე­იც­ვა­ლა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თუმ­ცა ბევრ მათ­განს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი და ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ზო­გი­ერ­თი კი ჩემი ძვე­ლი მე­გო­ბა­რია. მე დიდი ხა­ნია "ქრო­ნი­კა­ში" არ მი­მუ­შა­ვია, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­წლი­ა­ნი პა­უ­ზა გა­მო­მი­ვი­და, თუმ­ცა კულ­ტუ­რას არ მოვ­შო­რე­ბი­ვარ, ახ­ლაც იმას ვა­კე­თებ, რა­საც მა­ნამ­დე ვა­კე­თებ­დი, უბ­რა­ლოდ, სხვა ფორ­მით, აღარ მაქვს ერ­თკვი­რი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, რო­გორც "25-ე კად­რის" შემ­თხვე­ვა­ში მქონ­და, მაგ­რამ ესეც კარ­გია და ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის სა­ჭი­როა.

- კულ­ტუ­რის ბლო­კი სა­ლო­მე არ­შბა­სა და ნა­თი­კა ბერ­ძულს მიჰ­ყავ­დათ, ისი­ნი აღარ არი­ან "იმედ­ში"?

- ახლა არ არი­ან, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დნენ, არ მაქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ. სხვა­თა შო­რის, ორი­ვემ მო­მი­ლო­ცა ეთერ­ში გას­ვლა, ჩვენ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. რჩე­ვებს თუ მომ­ცე­მენ, მი­ვი­ღებ.

- თა­ნამ­შრომ­ლებს თუ გქონ­დათ შეხ­ვედ­რა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან?

- კი, რო­გორ არა. ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, რად­გან ყვე­ლა ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ეთე­რის დროს ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი "იმედ­ში" იყო და ერ­თად ადევ­ნებ­და თვალს ახალ "ქრო­ნი­კას". გა­მოშ­ვე­ბის ბო­ლოს მოგ­ვი­ლო­ცეს ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. რა შე­ხე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და დი­რექ­ცი­ას­თან, იმის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნორ­მა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გვყავს, ყვე­ლა­ფერს ის­მე­ნენ, გვეხ­მა­რე­ბი­ან, მხარ­ში გვიდ­გა­ნან.

- ადრე თუ და­უბ­ლო­კავთ შენ­თვის რეს­პონ­დენ­ტი? ან თუ მი­უ­თი­თე­ბი­ათ, რომ ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა სა­სურ­ვე­ლი არ იყო?

- მე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია, ეს ალ­ბათ უფრო ახალ ამ­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს უნდა ჰკი­თხოთ.

- გე­ნატ­რე­ბა შენი გა­და­ცე­მა "25-ე" კად­რი?

- კი, არა­და არ მე­გო­ნა, თუ ასე მო­მე­ნატ­რე­ბო­და, მე­გო­ნა, და­ნაკ­ლისს დატ­ვი­თუ­ლი გრა­ფი­კით ავა­ნა­ზღა­უ­რებ­დი, მაგ­რამ მე­ნატ­რე­ბა ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც ამ გა­და­ცე­მის კე­თე­ბის დროს მქონ­და, იქ არ იყო არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი, არა­ნა­ი­რი ჩარ­ჩო­ე­ბი. ალ­ბათ მოვა დრო და ისევ და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ საქ­მეს.

- გვი­თხა­რი, დღის რო­გო­რი რე­ჟი­მი გაქვს? რო­დის იწყებ დი­ლას?

- რა­დი­ო­ში სამ­შა­ბათ­სა და ხუთ­შა­ბათს დი­ლის გა­და­ცე­მა მე, კო­ტი­კო თო­ლო­რა­ი­ა­სა და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს მიგ­ვყავს, იმავდრო­უ­ლად, სამ­შა­ბათს სა­ღა­მოს 10 სა­ა­თი­დან 12-ის ნა­ხევ­რამ­დე მე და ნიკა წუ­ლუ­კი­ძე ვუ­ძღვე­ბით გა­და­ცე­მას თე­ატ­რის შე­სა­ხებ სა­დაც გვაქვს ვიქ­ტო­რი­ნა და თე­ატ­რის ბი­ლე­თებს ვა­თა­მა­შებთ. ამი­ტომ ჩემი დილა იმის მი­ხედ­ვით იწყე­ბა, სად­მე თუ მი­მეჩ­ქა­რე­ბა. რო­დე­საც დი­ლის ეთე­რი არ მაქვს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში 11 სა­ა­თის­თვის მივ­დი­ვარ, ვი­ძი­ებ თე­მებს, ვი­გებ ახალ ამ­ბებს, ვგეგ­მავ გა­და­ცე­მას. არის დღე­ე­ბი, როცა 18 სა­ა­თი მი­წევს სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა (იცი­ნის).

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას, ამა­ზე ვინ ზრუ­ნავს? თქვენ თუ ტე­ლე­ვი­ზია?

- სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნებს ავ­თან­დი­ლი გვაც­მევს და ეს სი­ახ­ლე მგო­ნი შე­სამ­ჩნე­ვია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით. პი­რა­დად მე უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი შე­მირ­ჩია დი­ზა­ი­ნერ­მა და ვარ­ცხნი­ლო­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მაქვს, ვიდ­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა მა­კი­აჟს, ჩვენ­თან ისევ ის ვი­ზა­ჟის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც ადრე შე­უ­და­რებ­ლე­ბი და თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან.

- ახა­ლი სტუ­დი­ი­დან გახ­ვე­დით ეთერ­ში...

- კი, და ძა­ლი­ან მომ­წონს ჩვე­ნი ახა­ლი სტუ­დია ცის­ფე­რი გა­ნა­თე­ბით, თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, კულ­ტუ­რის ბლო­კის კუ­თხე კი­დევ უნდა შე­იც­ვა­ლოს.

- რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ შენს სა­მუ­შაო კუ­თხეს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა...

- ამ­ჟა­მად დიდ ნი­უს­რუმ­ში ყვე­ლა­ნა­ირ თე­მა­ზე: პო­ლი­ტი­კა­ზე, სპორტზე, კულ­ტუ­რა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერ­თად ვსხედ­ვართ, მაგ­რამ ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხან­ში აქაც იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი და ცალ­კე კუ­თხე გვექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სა­მუ­შაო მა­გი­დას, უჯ­რა­ში დევს უამ­რა­ვი სა­წერ-კა­ლა­მი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ხალ­ხის­თვის ეს ნივ­თი ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა, არა­და, მუდ­მი­ვად მისი დე­ფი­ცი­ტია (იცი­ნის).

- რო­გორც მივ­ხვდი, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად გრჩე­ბა, გა­სარ­თო­ბად და მე­გობ­რე­ბის­თვის თუ იცლი?

- კი, ნამ­დვი­ლად ცოტა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, მაგ­რამ რას ვი­ზამთ?! თუ ადა­მი­ანს უნდა მე­გობ­რე­ბის ნახ­ვა, ამის­თვის დროს ყო­ველ­თვის გა­მო­ნა­ხავს. არ მიყ­ვარს, როცა ამ­ბო­ბენ, მე­გობ­რებს ვე­ღარ ვნა­ხუ­ლო­ბო, ეს ცოტა ბა­ნა­ლურ პა­სუ­ხად მეჩ­ვე­ნე­ბა, პი­რა­დად მე, როცა მინ­და, ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ მე­გობ­რე­ბის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას, ხან მე მივ­დი­ვარ მათ­თან სტუმ­რად, ხან ისი­ნი მო­დი­ან ჩემ­თან.

- სა­ლო­მე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რით გა­და­ად­გილ­დე­ბი? მარ­თავ მან­ქა­ნას?

- მან­ქა­ნა არ მყავს, ძი­რი­თა­დად ტაქ­სით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით, ავ­ტო­ბუ­სით ვმოძ­რა­ობ, ამ ბოლო დროს კი მეტ­როს მი­ვეჩ­ვიე. გუ­შინ ვიმ­გზავ­რე ტაქ­სით და მძღოლს ისე­თი მა­გა­რი სიმ­ღე­რე­ბის დის­კი ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი, რომ გა­და­ვი­რიე, ჩემი და ტაქ­სის მძღო­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად და­ემ­თხვა და ერ­თად ვარ­კვევ­დით, სიმ­ღე­რის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვინ იყო - ელა ფი­ცჯე­რალ­დი, არე­ტა ფრანკლი­ნი თუ ელ ჯერო. რო­გორც წესი, ტაქ­სის მძღო­ლე­ბი სა­ზი­ზღარ რუ­სულ სიმ­ღე­რებს უს­მე­ნენ ხოლ­მე, გუ­შინ კი აშ­კა­რად ვი­სი­ა­მოვ­ნე იმ ჰან­გე­ბით, რაც ტაქ­სი­ში ჟღერ­და.

- სა­ლო­მე, რო­გორ მთავ­რდე­ბა შენი დღე?

- დაღ­ლი­ლი რომ ვბრუნ­დე­ბი სახ­ლში, თუ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი მაქვს ენერ­გია, ჩემს დებ­სა და დე­დას ვე­სა­უბ­რე­ბი და ვე­ჭო­რა­ვე­ბი, ტე­ლე­ვი­ზორ­თან ნაკ­ლებ დროს ვა­ტა­რებ, უფრო კომ­პი­უ­ტერ­თან ვჯდე­ბი და მერე ვი­ძი­ნებ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სალომე კასრაძე - "არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა"

სალომე კასრაძე - "არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა"

როგორც უკვე ცნობილია, "ტელეიმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, არხის რეორგანიზაცია დაიწყო და თითქმის ყველა გადაცემა დაიხურა. ნელ-ნელა "იმედმა" დუმილი დაარღვია და 3 დეკემბერს "ქრონიკა" ახალი წამყვანებით დაბრუნდა ეთერში. საინფორმაციო გამოშვების წამყვანებს შორისაა ამ ტელევიზიის ძველი თანამშრომელი, "დღის შოუსა" და გადაცემა "25-ე კადრის" ყოფილი წამყვანი სალომე კასრაძე, რომლიც მაყურებელს კულტურის ამბებს აცნობს.

- სალომე, გავიგეთ, "იმედში" დაბრუნდი...

- დიახ, დამირეკეს "ქრონიკიდან" და კულტურის ბლოკის წამყვანობასთან ერთად პროდიუსერობაც შემომთავაზეს, რამაც ძალიან გამახარა და დავთანხმდი.

- მანამადე ოფიციალურად გათავისუფლებული იყავი?

- გახსოვთ ალბათ, სერიალები და გასართობი გადაცემები რომ დაიხურა "იმედზე", სწორედ მათ რიცხვში მოხვდა ჩემი გადაცემა "25-ე კადრი". მას შემდეგ ვისვენებდი.

- შენ გარდა ძველი თანამშრომლებიდან კიდევ ვინ დააბრუნეს?

- ძველი სახეები თითქმის აღარ არიან, ტელევიზია ახალი კადრებით დააკომპლექტეს. ძველებიდან მხოლოდ 4-5 ადამიანი ვართ შემორჩენილი, ისინი, ვინც ადრე რეპორტაჟებს აკეთებდა. 8-საათიანი "ქრონიკის" წამყვანი ნუცა კოპალიანიც ძველი თანამშრომელია, ხუთი წლის წინ მე და ნუცა ერთად მივედით "ქრონიკაში" სტაჟიორებად.

- დღეს როგორი სიტუაციაა "იმედში"?

- საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა, როგორც ვიცი, ახალი წლის შემდეგ გადაცემებიც უნდა დაიწყოს, მაგრამ კონკრეტულად რომელი, არ ვიცი.

- რა განსხვავებაა დღევანდელსა და ძველ "იმედს" შორის?

- შეიცვალა თანამშრომლები, თუმცა ბევრ მათგანს მანამდეც ვიცნობდი და ურთიერთობა მქონდა, ზოგიერთი კი ჩემი ძველი მეგობარია. მე დიდი ხანია "ქრონიკაში" არ მიმუშავია, ფაქტობრივად, სამწლიანი პაუზა გამომივიდა, თუმცა კულტურას არ მოვშორებივარ, ახლაც იმას ვაკეთებ, რასაც მანამდე ვაკეთებდი, უბრალოდ, სხვა ფორმით, აღარ მაქვს ერთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, როგორც "25-ე კადრის" შემთხვევაში მქონდა, მაგრამ ესეც კარგია და ყველა ჟურნალისტისთვის საჭიროა.

- კულტურის ბლოკი სალომე არშბასა და ნათიკა ბერძულს მიჰყავდათ, ისინი აღარ არიან "იმედში"?

- ახლა არ არიან, თუმცა შეიძლება დაბრუნდნენ, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ. სხვათა შორის, ორივემ მომილოცა ეთერში გასვლა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. რჩევებს თუ მომცემენ, მივიღებ.

- თანამშრომლებს თუ გქონდათ შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან?

- კი, როგორ არა. ყოველდღიურად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, რადგან ყველა ჩვენ-ჩვენი საქმით ვართ დაკავებული, მაგრამ პირველი ეთერის დროს ოჯახის ყველა წევრი "იმედში" იყო და ერთად ადევნებდა თვალს ახალ "ქრონიკას". გამოშვების ბოლოს მოგვილოცეს ეთერში დაბრუნება. რა შეხებაც შეიძლებოდა მქონოდა დირექციასთან, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური ხელმძღვანელობა გვყავს, ყველაფერს ისმენენ, გვეხმარებიან, მხარში გვიდგანან.

- ადრე თუ დაუბლოკავთ შენთვის რესპონდენტი? ან თუ მიუთითებიათ, რომ ამა თუ იმ პიროვნების ეკრანზე გამოჩენა სასურველი არ იყო?

- მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ეს ალბათ უფრო ახალ ამბებზე მომუშავე ჟურნალისტებს უნდა ჰკითხოთ.

- გენატრება შენი გადაცემა "25-ე" კადრი?

- კი, არადა არ მეგონა, თუ ასე მომენატრებოდა, მეგონა, დანაკლისს დატვითული გრაფიკით ავანაზღაურებდი, მაგრამ მენატრება ის თავისუფლება, რაც ამ გადაცემის კეთების დროს მქონდა, იქ არ იყო არანაირი სტანდარტი, არანაირი ჩარჩოები. ალბათ მოვა დრო და ისევ დავუბრუნდები ამ საქმეს.

- გვითხარი, დღის როგორი რეჟიმი გაქვს? როდის იწყებ დილას?

- რადიოში სამშაბათსა და ხუთშაბათს დილის გადაცემა მე, კოტიკო თოლორაიასა და სალომე ბაკურაძეს მიგვყავს, იმავდროულად, სამშაბათს საღამოს 10 საათიდან 12-ის ნახევრამდე მე და ნიკა წულუკიძე ვუძღვებით გადაცემას თეატრის შესახებ სადაც გვაქვს ვიქტორინა და თეატრის ბილეთებს ვათამაშებთ. ამიტომ ჩემი დილა იმის მიხედვით იწყება, სადმე თუ მიმეჩქარება. როდესაც დილის ეთერი არ მაქვს, ტელევიზიაში 11 საათისთვის მივდივარ, ვიძიებ თემებს, ვიგებ ახალ ამბებს, ვგეგმავ გადაცემას. არის დღეები, როცა 18 საათი მიწევს სამსახურში ყოფნა (იცინის).

- რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვების წამყვანების ჩაცმულობას, ამაზე ვინ ზრუნავს? თქვენ თუ ტელევიზია?

- საინფორმაციო გამოშვების წამყვანებს ავთანდილი გვაცმევს და ეს სიახლე მგონი შესამჩნევია, განსხვავებულად გამოვიყურებით. პირადად მე უფრო თავისუფალი კოსტიუმები შემირჩია დიზაინერმა და ვარცხნილობაც განსხვავებული მაქვს, ვიდრე საინფორმაციო გადაცემის წამყვანებს. რაც შეეხება მაკიაჟს, ჩვენთან ისევ ის ვიზაჟისტები მუშაობენ, რომლებიც ადრე შეუდარებლები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

- ახალი სტუდიიდან გახვედით ეთერში...

- კი, და ძალიან მომწონს ჩვენი ახალი სტუდია ცისფერი განათებით, თუმცა, რამდენადაც ვიცი, კულტურის ბლოკის კუთხე კიდევ უნდა შეიცვალოს.

- რაც შეეხება უშუალოდ შენს სამუშაო კუთხეს, როგორ გამოიყურება...

- ამჟამად დიდ ნიუსრუმში ყველანაირ თემაზე: პოლიტიკაზე, სპორტზე, კულტურაზე მომუშავე ჟურნალისტები ერთად ვსხედვართ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხანში აქაც იქნება ცვლილებები და ცალკე კუთხე გვექნება. რაც შეეხება ჩვენს სამუშაო მაგიდას, უჯრაში დევს უამრავი საწერ-კალამი, მოგეხსენებათ, საინფორმაციო გამოშვებაში მომუშავე ხალხისთვის ეს ნივთი ყოველთვის საჭიროა, არადა, მუდმივად მისი დეფიციტია (იცინის).

- როგორც მივხვდი, თავისუფალი დრო ნაკლებად გრჩება, გასართობად და მეგობრებისთვის თუ იცლი?

- კი, ნამდვილად ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ რას ვიზამთ?! თუ ადამიანს უნდა მეგობრების ნახვა, ამისთვის დროს ყოველთვის გამონახავს. არ მიყვარს, როცა ამბობენ, მეგობრებს ვეღარ ვნახულობო, ეს ცოტა ბანალურ პასუხად მეჩვენება, პირადად მე, როცა მინდა, ყოველთვის ვახერხებ მეგობრებისთვის დროის გამონახვას, ხან მე მივდივარ მათთან სტუმრად, ხან ისინი მოდიან ჩემთან.

- სალომე, დღის განმავლობაში რით გადაადგილდები? მართავ მანქანას?

- მანქანა არ მყავს, ძირითადად ტაქსით, სამარშრუტო ტაქსით, ავტობუსით ვმოძრაობ, ამ ბოლო დროს კი მეტროს მივეჩვიე. გუშინ ვიმგზავრე ტაქსით და მძღოლს ისეთი მაგარი სიმღერების დისკი ჰქონდა ჩართული, რომ გადავირიე, ჩემი და ტაქსის მძღოლის მუსიკალური გემოვნება პირველად დაემთხვა და ერთად ვარკვევდით, სიმღერის შემსრულებელი ვინ იყო - ელა ფიცჯერალდი, არეტა ფრანკლინი თუ ელ ჯერო. როგორც წესი, ტაქსის მძღოლები საზიზღარ რუსულ სიმღერებს უსმენენ ხოლმე, გუშინ კი აშკარად ვისიამოვნე იმ ჰანგებით, რაც ტაქსიში ჟღერდა.

- სალომე, როგორ მთავრდება შენი დღე?

- დაღლილი რომ ვბრუნდები სახლში, თუ კიდევ შემორჩენილი მაქვს ენერგია, ჩემს დებსა და დედას ვესაუბრები და ვეჭორავები, ტელევიზორთან ნაკლებ დროს ვატარებ, უფრო კომპიუტერთან ვჯდები და მერე ვიძინებ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები