სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტები, რომელთა ბოროტმა ხუმრობამ ქეით მიდლტონის მედდა შეიწირა
ჟურნალისტები, რომელთა ბოროტმა ხუმრობამ ქეით მიდლტონის მედდა შეიწირა

სიდ­ნე­ის რა­დი­ო­სად­გურ 2DayFM-ში ამარ­თლე­ბენ წამ­ყვა­ნებს, რო­მელ­თა ხუმ­რო­ბა­მაც კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია ქეით მიდლტო­ნის მედ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. კომ­პა­ნი­ა­ში ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს და დას­ძი­ნეს, რომ წამ­ყვან­თა ქმე­დე­ბებ­ში უკა­ნო­ნო არა­ფე­რი იყო.

რა­დი­ოს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ლონ­დო­ნის, მეფე ედუ­არდ VII სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­და ჟა­სინ­ტა სალ­და­ნია და­არ­წმუ­ნეს, რომ მას ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი და მისი მე­უღ­ლე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. ჟა­სინ­ტა სალ­და­ნი­ამ ზარი ქეით მიდლტო­ნის პა­ლა­ტა­ში მო­რი­გე მედ­დას­თან გა­დარ­თო. მედ­დამ კი ჟურ­ნა­ლის­ტებს ქე­ი­თის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­დი­ო­სად­გუ­რის მფლო­ბელ­მა რის ჰო­ლე­რან­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. "სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბა სულ მცი­რე ხუთ­ჯერ ვცა­დეთ. გვინ­დო­და ჩა­წე­რილ სა­უ­ბარ­ზე გვემ­სჯე­ლა",- აცხა­დებს ჰო­ლე­რა­ნი. ამას­თან, იგი არ აზუს­ტებს, მი­ი­ღეს თუ არა სა­ა­ვად­მყო­ფოს­გან რა­ი­მე პა­სუ­ხი.

მედ­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე ედუ­არდ VII სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფომ რა­დი­ო­სად­გურს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის მი­მარ­თა. მა­შინ, Southern Cross Austereo-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ხუმ­რო­ბის შე­დე­გებს "გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი" და "სა­ვა­ლა­ლო" უწო­დეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ რა­დი­ო­სად­გუ­რი ლონ­დო­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს. ამას­თან, 2DayFM-ს გან­ზრა­ხუ­ლი აქვს სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას გა­და­ხე­დოს, რომ მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან აი­ცი­ლოს.

წამ­ყვა­ნე­ბი ჯორ­ჯი მელ გრე­ი­გი და მა­იკლ კრის­ჩე­ნი სა­მუ­შა­ოს დრო­ე­ბით ჩა­მო­ა­ცი­ლეს.

46 წლის ორი შვი­ლის დედა ჟა­სინ­ტა სალ­და­ნია, სა­ხუ­მა­რო ზა­რი­დან სამი დღის შემ­დეგ სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მან თავი მო­იკ­ლა. იგი სა­კუ­თარ თავს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას სა­ი­დუმ­ლო არ გა­უ­ცია, სალ­და­ნი­ამ ზარი მხო­ლოდ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის პა­ლა­ტა­ში მო­რი­გე მედ­დას­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა, რო­მელ­მაც რა­დი­ო­წამ­ყვა­ნებ­თან ორ­სუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

ქეით მიდლტონ­მა და პრინცმა უი­ლი­ამ­მა ტრა­დე­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Sky News-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ჟურნალისტები, რომელთა ბოროტმა ხუმრობამ ქეით მიდლტონის მედდა შეიწირა

ჟურნალისტები, რომელთა ბოროტმა ხუმრობამ ქეით მიდლტონის მედდა შეიწირა

სიდნეის რადიოსადგურ 2DayFM-ში ამართლებენ წამყვანებს, რომელთა ხუმრობამაც კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის მედდა, ფაქტობრივად, თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კომპანიაში ბოდიში მოიხადეს და დასძინეს, რომ წამყვანთა ქმედებებში უკანონო არაფერი იყო.

რადიოს ჟურნალისტებმა ლონდონის, მეფე ედუარდ VII სახელობის საავადმყოფოს მედდა ჟასინტა სალდანია დაარწმუნეს, რომ მას ბრიტანეთის დედოფალი და მისი მეუღლე ესაუბრებოდნენ. ჟასინტა სალდანიამ ზარი ქეით მიდლტონის პალატაში მორიგე მედდასთან გადართო. მედდამ კი ჟურნალისტებს ქეითის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ტრაგედიასთან დაკავშირებით რადიოსადგურის მფლობელმა რის ჰოლერანმა განცხადება გაავრცელა. "საავადმყოფოსთან დაკავშირება სულ მცირე ხუთჯერ ვცადეთ. გვინდოდა ჩაწერილ საუბარზე გვემსჯელა",- აცხადებს ჰოლერანი. ამასთან, იგი არ აზუსტებს, მიიღეს თუ არა საავადმყოფოსგან რაიმე პასუხი.

მედდას გარდაცვალებისთანავე ედუარდ VII სახელობის საავადმყოფომ რადიოსადგურს ახსნა-განმარტებისთვის მიმართა. მაშინ, Southern Cross Austereo-ს წარმომადგენელმა ხუმრობის შედეგებს "გაუთვალისწინებელი" და "სავალალო" უწოდეს და განაცხადეს, რომ რადიოსადგური ლონდონის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლებს. ამასთან, 2DayFM-ს  განზრახული აქვს სარედაქციო პოლიტიკას გადახედოს, რომ მსგავსი სიტუაციები მომავალში თავიდან აიცილოს.

წამყვანები ჯორჯი მელ გრეიგი და მაიკლ კრისჩენი სამუშაოს დროებით ჩამოაცილეს.

46 წლის ორი შვილის დედა ჟასინტა სალდანია, სახუმარო ზარიდან სამი დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, მან თავი მოიკლა. იგი საკუთარ თავს საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ მას საიდუმლო არ გაუცია, სალდანიამ ზარი მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრის პალატაში მორიგე მედდასთან გადაამისამართა, რომელმაც რადიოწამყვანებთან ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ტრადეგიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს