კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია ლაზაშვილი: "არ ვაპირებ ჩემი სახელი ელიაშვილის ამბიციებს შევწირო და შეურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო"
ნათია ლაზაშვილი: "არ ვაპირებ ჩემი სახელი ელიაშვილის ამბიციებს შევწირო და შეურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო"

ნა­თია ლა­ზაშ­ვილ­მა "მე-9 არხი" რამ­დე­ნი­მე დღის წინ პირ­და­პირ ეთერ­ში და­ტო­ვა. "შე­უძ­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია მუ­შა­ო­ბა ისეთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, ვინც ერ­თმა­ნეთ­თან აი­გი­ვებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და ფერ­მას", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კი აღ­ნიშ­ნა, რომ კო­მენ­ტა­რი არც ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა, "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა:

- ამ დღე­ებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა გე­ლა­პის სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, სა­ი­და­ნაც დას­ტურ­დე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ მა­ყუ­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი "მე-9 არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ას ენ­დო­ბო­და, რა­საც მათი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მოჰ­ყვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ თბი­ლის­ში "რუს­თა­ვი 2"-საც კი ვუს­წრებ­დით. ეს მა­შინ, რო­დე­საც გვიწ­ვავ­დნენ აპა­რა­ტუ­რას, დევ­ნიდ­ნენ და აშან­ტა­ჟებ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტებს. ამას იმ ახა­ლი დი­რექ­ტო­რის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ვამ­ბობ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ურე­ი­ტინ­გო­ე­ბი ვი­ყა­ვით და ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტურ სტან­დარტს "სნო­ბუ­რიც" კი უწო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ხის და­ტო­ვე­ბას, მი­ზე­ზი ბევ­რია და ყვე­ლა ერთ ადა­მი­ანს, არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს უკავ­შირ­დე­ბა.

პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი დარ­ჩა კი­თხვა: რა­ტომ გა­მო­ა­ცხა­და მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ლუბა ელი­აშ­ვილ­მა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლად, მა­შინ როცა არც კი და­წყე­ბუ­ლა და არ არის ცნო­ბი­ლი არ­ხის ბედი? მით უმე­ტეს, რომ არ არის გარ­კვე­უ­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა. სწო­რედ საბ­ჭომ უნდა შე­არ­ჩი­ოს დი­რექ­ტო­რა­ტი და არა პი­რი­ქით, დი­რექ­ტორ­მა მო­იყ­ვა­ნოს თა­ვის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი ბორ­დი. ამის მცდე­ლო­ბა ელი­აშ­ვილს, რო­გორც ჩანს, უკვე აქვს, რად­გან გან­გვი­ცხა­და, რომ ყვე­ლა ბორდთან არ ითა­ნამ­შრომ­ლებს. ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩა, რა­ტომ ლუბა ელი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბია იმ სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტებს შო­რის, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა კახა ბე­ქა­უ­რი შე­ეც­ვა­ლათ? ელი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გრძნობს უხერ­ხუ­ლო­ბას თა­ვი­სი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გამო, დი­რექ­ტორ­საც უნდა უქ­მნი­დეს უხერ­ხუ­ლო­ბას ის ფაქ­ტი, რომ მე­უღ­ლე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ივა­ნიშ­ვი­ლი სწო­რედ იმი­ტომ ამ­ბობს უარს "მე-9 არხზე", რათა არ დარ­ჩეს მცი­რე ეჭ­ვიც კი, რომ მან, რო­გორც პრე­მი­ერ­მა, შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა. ბე­ქა­უ­რის ელი­აშ­ვი­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა კი ამ ეჭ­ვის გა­ფან­ტვას ვერ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ელი­აშ­ვილ­მა ამ კონ­ტექ­სტში და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად ჩემი მე­უღ­ლე ახ­სე­ნა, ისიც სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დაო. დიახ, ასე იყო, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მე ვი­ყა­ვი რი­გი­თი ჟურ­ნა­ლის­ტი და არა რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი და რო­დე­საც ჩემი მე­უღ­ლე სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, სწო­რედ იმ ძა­ლას ვაკ­რი­ტი­კებ­დი, ვინც მა­შინ ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და, რა­საც ვერ ვი­ტყვი ლუბა ელი­აშ­ვილ­ზე - მის კა­რი­ე­რა­ში ასეთ ფაქ­ტებს ვერ ვიხ­სე­ნებ. ჩემი რჩე­ვაა, ლუბა ელი­აშ­ვილ­მა ნაკ­ლე­ბი დრო და­უთ­მოს წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვას და მეტი საქ­მეს, რად­გან თუ ეს საქ­მე არ გა­მო­უ­ვი­და, ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბა. ბოლო დროს, რბი­ლად რომ ვთქვა, ძა­ლი­ან უც­ნა­ურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. ამით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს აყე­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფას და ამ­ტკი­ცებს იმას, თუ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მას ება­როს ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის ბედი. ნაც­ვლად იმი­სა, არ­ხის რე­ი­ტინგზე იზ­რუ­ნოს, ლან­ძღვით აპი­რებს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბით აპი­რებს ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის გვერ­დებ­ზე მოხ­ვედ­რას. ვწუხ­ვარ, თუ აქამ­დე ამის და­ნაკ­ლი­სი ჰქონ­და. ელი­აშ­ვი­ლი ცრუ­ობს, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ ჩვენ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც ვა­ი­ძუ­ლებ­დით არ­ხის და­ტო­ვე­ბას. ასე­თი რამ არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია! ვერც ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი, ვერც "რუს­თა­ვი 2"-ზე და ვერც "მე-9 არხზე" ამას ვერ იტყვის. პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ჯგუ­ფუ­რად არ ხდე­ბა და ყვე­ლამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­და­წყვი­ტოს, სად და ვის­თან სურს მუ­შა­ო­ბა. არ ვა­პი­რებ ჩემი სა­ხე­ლი ან ნდო­ბის ხა­რის­ხი ელი­აშ­ვი­ლის კა­რი­ე­რულ ამ­ბი­ცი­ებს შევ­წი­რო და შუ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებ­ში შე­ვე­ჯიბ­რო.

- თქვით, რომ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ნათ­ქვა­მი "არ­ხის ნგრე­ვა" და­ი­წყო. რა იგუ­ლის­ხმეთ?

- არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ. ყვე­ლამ იცის, რომ ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გავ­რცელ­და. ავ­თენ­ტუ­რია თუ არა, ამა­ზე შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა იზ­რუ­ნონ. მე მხო­ლოდ ფაქ­ტის კონ­სტა­ტა­ცია მო­ვახ­დი­ნე და ვთქვი, რომ მოხ­და დამ­თხვე­ვა. ფაქ­ტია, რომ ლუბა ელი­აშ­ვი­ლის მოს­ვლას მოჰ­ყვა არა­ერ­თი თა­ნამ­შრომ­ლის წას­ვლა არ­ხი­დან და, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმის ნგრე­ვა, რა­საც ჩვენ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ვა­შე­ნებ­დით. ასე­თი ჩა­ნა­წე­რის შემ­დეგ მაქვს უფ­ლე­ბა, ეჭვი შე­ვი­ტა­ნო მისი მიზ­ნე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში. ნგრე­ვა ად­ვი­ლია, შე­ნე­ბა კი ბევ­რად რთუ­ლი.

- ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თუ შე­მოგ­თა­ვა­ზათ დარ­ჩე­ნა?

- "ვი­საც არ გინ­დათ, წა­დით, არ მჭირ­დე­ბა თქვე­ნი დრო­ე­ბით დარ­ჩე­ნა, დღეს­ვე მო­ვიყ­ვან შემ­ცვლელს", - მე უფრო ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნე. არხზე ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ელი­აშ­ვი­ლის მოს­ვლი­სა და მისი თათ­ბი­რის შემ­დეგ და­ი­წყო. ვცდი­ლობ­დით მფლო­ბელს სცოდ­ნო­და, რა­ტომ არ გვსურ­და ელი­აშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. პრო­დი­უ­სე­რებს მისი ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი უკვე ჰქონ­დათ. გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა, რომ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ­დე დავ­რჩე­ბო­დით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, მაგ­რამ იმა­ვე სა­ღა­მოს ელი­აშ­ვილ­მა თქვა, რომ ვერ გა­ი­გო, რას ნიშ­ნავს ეს გან­ცხა­დე­ბა და გა­ა­კე­თა სხვა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რათა ის შე­დე­გი დამ­დგა­რი­ყო, რაც დად­გა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ნათია ლაზაშვილი: "არ ვაპირებ ჩემი სახელი ელიაშვილის ამბიციებს შევწირო და შეურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო"

ნათია ლაზაშვილი: "არ ვაპირებ ჩემი სახელი ელიაშვილის ამბიციებს შევწირო და შეურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო"

ნათია ლაზაშვილმა "მე-9 არხი" რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში დატოვა. "შეუძლებლად მიგვაჩნია მუშაობა ისეთ ხელმძღვანელობასთან, ვინც ერთმანეთთან აიგივებს ტელევიზიასა და ფერმას", - განაცხადა ჟურნალისტმა. ჩვენთან ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ კომენტარი არც ერთ მედიასაშუალებასთან არ გაუკეთებია, თუმცა, "კვირის პალიტრისთვის" გამონაკლისი დაუშვა:

- ამ დღეებში გამოქვეყნდა გელაპის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, საიდანაც დასტურდება, რომ არჩევნების წინ მაყურებელთა დიდი ნაწილი "მე-9 არხის" ინფორმაციას ენდობოდა, რასაც მათი ინფორმირებული არჩევანი მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ თბილისში "რუსთავი 2"-საც კი ვუსწრებდით. ეს მაშინ, როდესაც გვიწვავდნენ აპარატურას, დევნიდნენ და აშანტაჟებდნენ ჟურნალისტებს. ამას იმ ახალი დირექტორის საყურადღებოდ ვამბობ, რომელმაც განაცხადა, რომ ურეიტინგოები ვიყავით და ჩვენს ჟურნალისტურ სტანდარტს "სნობურიც" კი უწოდა.

რაც შეეხება არხის დატოვებას, მიზეზი ბევრია და ყველა ერთ ადამიანს, არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უკავშირდება.

პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რატომ გამოაცხადა მოსვლიდან მეორე დღესვე ლუბა ელიაშვილმა რეორგანიზაცია დასრულებულად, მაშინ როცა არც კი დაწყებულა და არ არის ცნობილი არხის ბედი? მით უმეტეს, რომ არ არის გარკვეული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა. სწორედ საბჭომ უნდა შეარჩიოს დირექტორატი და არა პირიქით, დირექტორმა მოიყვანოს თავისთვის კომფორტული ბორდი. ამის მცდელობა ელიაშვილს, როგორც ჩანს, უკვე აქვს, რადგან განგვიცხადა, რომ ყველა ბორდთან არ ითანამშრომლებს. ასევე გაუგებარი დარჩა, რატომ ლუბა ელიაშვილი, რომლის ავტორიტეტიც ყველაზე ნაკლებია იმ სავარაუდო კანდიდატებს შორის, რომლებსაც შესაძლოა კახა ბექაური შეეცვალათ? ელიაშვილის მეუღლეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, როდესაც პრემიერი გრძნობს უხერხულობას თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის გამო, დირექტორსაც უნდა უქმნიდეს უხერხულობას ის ფაქტი, რომ მეუღლე იუსტიციის საბჭოს წევრი და კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. ივანიშვილი სწორედ იმიტომ ამბობს უარს "მე-9 არხზე", რათა არ დარჩეს მცირე ეჭვიც კი, რომ მან, როგორც პრემიერმა, შესაძლოა საკუთარი პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს კონკრეტული მედიასაშუალება. ბექაურის ელიაშვილით ჩანაცვლება კი ამ ეჭვის გაფანტვას ვერ მოემსახურება.

ელიაშვილმა ამ კონტექსტში და საკუთარი თავის გასამართლებლად ჩემი მეუღლე ახსენა, ისიც სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდაო. დიახ, ასე იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე ვიყავი რიგითი ჟურნალისტი და არა რომელიმე ტელევიზიის დირექტორი და როდესაც ჩემი მეუღლე სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა, სწორედ იმ ძალას ვაკრიტიკებდი, ვინც მაშინ ქვეყანას მართავდა, რასაც ვერ ვიტყვი ლუბა ელიაშვილზე - მის კარიერაში ასეთ ფაქტებს ვერ ვიხსენებ. ჩემი რჩევაა, ლუბა ელიაშვილმა ნაკლები დრო დაუთმოს წასული ადამიანების ლანძღვას და მეტი საქმეს, რადგან თუ ეს საქმე არ გამოუვიდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს. ამით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას და ამტკიცებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება მას ებაროს ასეულობით ადამიანის ბედი. ნაცვლად იმისა, არხის რეიტინგზე იზრუნოს, ლანძღვით აპირებს თავის დამკვიდრებას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნათია ლაზაშვილის სახელის ხსენებით აპირებს ბეჭდური მედიის გვერდებზე მოხვედრას. ვწუხვარ, თუ აქამდე ამის დანაკლისი ჰქონდა. ელიაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ სხვა ჟურნალისტებსაც ვაიძულებდით არხის დატოვებას. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია! ვერც ერთი ჟურნალისტი, ვერც "რუსთავი 2"-ზე და ვერც "მე-9 არხზე" ამას ვერ იტყვის. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ჯგუფურად არ ხდება და ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, სად და ვისთან სურს მუშაობა. არ ვაპირებ ჩემი სახელი ან ნდობის ხარისხი ელიაშვილის კარიერულ ამბიციებს შევწირო და შურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო.

- თქვით, რომ ფარულ ჩანაწერებში ნათქვამი "არხის ნგრევა" დაიწყო. რა იგულისხმეთ?

- არაფერს ვამტკიცებ. ყველამ იცის, რომ ასეთი ჩანაწერები არჩევნებამდე გავრცელდა. ავთენტურია თუ არა, ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ. მე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე და ვთქვი, რომ მოხდა დამთხვევა. ფაქტია, რომ ლუბა ელიაშვილის მოსვლას მოჰყვა არაერთი თანამშრომლის წასვლა არხიდან და, ფაქტობრივად, იმის ნგრევა, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან რთულ ვითარებაში ვაშენებდით. ასეთი ჩანაწერის შემდეგ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო მისი მიზნების კეთილსინდისიერებაში. ნგრევა ადვილია, შენება კი ბევრად რთული.

- ხელმძღვანელობამ თუ შემოგთავაზათ დარჩენა?

- "ვისაც არ გინდათ, წადით, არ მჭირდება თქვენი დროებით დარჩენა, დღესვე მოვიყვან შემცვლელს", - მე უფრო ასეთი განცხადებები მოვისმინე. არხზე ვნებათაღელვა ელიაშვილის მოსვლისა და მისი თათბირის შემდეგ დაიწყო. ვცდილობდით მფლობელს სცოდნოდა, რატომ არ გვსურდა ელიაშვილთან თანამშრომლობა. პროდიუსერებს მისი ჩარევის მცდელობის რამდენიმე ფაქტი უკვე ჰქონდათ. გავაკეთე განცხადება, რომ რეორგანიზაციამდე დავრჩებოდით ტელევიზიაში, მაგრამ იმავე საღამოს ელიაშვილმა თქვა, რომ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ეს განცხადება და გააკეთა სხვა მაპროვოცირებელი განცხადებები, რათა ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები