მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა კახიანის ვაჟს და მსახიობ ქეთი ხიტირს რომანი აქვთ?
მარინა კახიანის ვაჟს და მსახიობ ქეთი ხიტირს რომანი აქვთ?

არ ვიცი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი ფიქ­რობ­და თუ არა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე მა­შინ, რო­დე­საც "ფე­ის­ბუქს" ქმნი­და, მაგ­რამ მისი გა­მო­გო­ნე­ბა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის აშ­კა­რად დიდი და სა­სარ­გებ­ლო მიღ­წე­ვა რო­მაა, ეს უდა­ვოა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი დღეს გახ­და ტრი­ბუ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც სურს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის, აზ­რე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა, ჩვენ კი, ჟურ­ნა­ლის­ტებს, მეტი რაღა დაგ­ვრჩე­ნია, თუ არა მას­ში კირ­კი­ტი და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა.

ამ­ხე­ლა შე­სა­ვა­ლი იმის­თვის დამ­ჭირ­და, რომ სწო­რედ "ფე­ის­ბუ­ქი­დან" მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გახ­და ამ მა­სა­ლის და­წე­რის მი­ზე­ზი.

მოკ­ლედ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ქეთი ხი­ტი­რის გვერ­დზე ასეთ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ამო­ა­ნა­თა - "ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ვათა მა­ტა­რა­ძეს­თან". ვათა მა­ტა­რა­ძე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მთა­ვა­რი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი და მსა­ხი­ობ მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნის ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სას­წრა­ფოდ გა­და­მოწ­მე­ბა გან­ვიზ­რა­ხე და ორი­ვე მხა­რეს და­ვუ­რე­კე. პირ­ვე­ლად ვა­თას­თან ვარ­ჩიე და­კონ­ტაქ­ტე­ბა, რო­მელ­მაც ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მი­პა­სუ­ხა, რომ არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, პრე­სა და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურ­და. რას ვი­ზამ­დი, ისღა დამ­რჩე­ნო­და, ქე­თის­თვის და­მე­რე­კა და ასეც მო­ვი­ქე­ცი.

- ქეთი, გა­მარ­ჯო­ბა. ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გი­დან" გა­წუ­ხებთ, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა გვინ­და თქვენ­თან..

- კი ბა­ტო­ნო, გის­მენთ...

- ცოტა ხნის წინ თქვენს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც წერთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხართ ვათა მა­ტა­რა­ძეს­თან, რას ნიშ­ნავს ეს, გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი და ერ­თად ხართ?

- დიახ, ასეა.

- რო­დის და­ი­წყო თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი?

- არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

- რო­გორც ვი­ცით, ოჯა­ხი გქონ­დათ, დიდი ხა­ნია ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­თავ­რდა?

- კი, ორი წე­ლია.

- თქვენ და ვათა ერ­თად ცხოვ­რობთ, თუ უბ­რა­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი გაქვთ?

- არა, ერ­თად არ ვცხოვ­რობთ.

- თქვენ­მა და ვა­თას ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მა­გა­ლი­თად ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ, თუ იცის თქვე­ნი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ?

- არ ვიცი, ალ­ბათ იცის.

- დიდი მად­ლო­ბა.

რო­გორც გა­ვი­გე, წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­იც­ნო, და­მე­გობ­რდნენ და შემ­დეგ ეს გრძნო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იმა­საც გე­ტყვით, რომ ვა­თას ჰყავ­და ცოლი, ეკა, რო­მე­ლიც რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ორ ქეთი ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია და თა­ვად ცნო­ბი­ლი სახე არ ყო­ფი­ლა. ჰყავს ოთხი წლის შვი­ლი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი - გია, მა­მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. ოჯა­ხი ქე­თი­საც ჰქონ­და, მაგ­რამ ახლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვა­თას­თან აპი­რებს ცხოვ­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბას. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. "რე­ი­ტინ­გი" წყვილს ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვებს.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მარინა კახიანის ვაჟს და მსახიობ ქეთი ხიტირს რომანი აქვთ?

მარინა კახიანის ვაჟს და მსახიობ ქეთი ხიტირს რომანი აქვთ?

არ ვიცი, მარკ ცუკერბერგი ფიქრობდა თუ არა ჟურნალისტებზე მაშინ, როდესაც "ფეისბუქს" ქმნიდა, მაგრამ მისი გამოგონება ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის აშკარად დიდი და სასარგებლო მიღწევა რომაა, ეს უდავოა. მოგეხსენებათ, ეს სოციალური ქსელი დღეს გახდა ტრიბუნა საზოგადოებისთვის, რომელსაც სურს საკუთარი გრძნობების, აზრებისა და ურთიერთობების საჯაროდ გამოხატვა, ჩვენ კი, ჟურნალისტებს, მეტი რაღა დაგვრჩენია, თუ არა მასში კირკიტი და ცნობილ ადამიანებზე მეტი ინფორმაციის მოძიება.

ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ სწორედ "ფეისბუქიდან" მიღებული ინფორმაცია გახდა ამ მასალის დაწერის მიზეზი.

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის მსახიობ ქეთი ხიტირის გვერდზე ასეთმა ინფორმაციამ ამოანათა - "ურთიერთობაშია ვათა მატარაძესთან". ვათა მატარაძე რუსთაველის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი და მსახიობ მარინა კახიანის ერთადერთი ვაჟია. რასაკვირველია, ამ ინფორმაციის სასწრაფოდ გადამოწმება განვიზრახე და ორივე მხარეს დავურეკე. პირველად ვათასთან ვარჩიე დაკონტაქტება, რომელმაც ზრდილობიანად მიპასუხა, რომ არ უყვარს ინტერვიუები, პრესა და ამ თემაზე საუბარი არ სურდა. რას ვიზამდი, ისღა დამრჩენოდა, ქეთისთვის დამერეკა და ასეც მოვიქეცი.

-  ქეთი, გამარჯობა. ჟურნალ "რეიტინგიდან" გაწუხებთ, ინფორმაციის გადამოწმება გვინდა თქვენთან..

-  კი ბატონო, გისმენთ...

-  ცოტა ხნის წინ თქვენს "ფეისბუქის" გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, სადაც წერთ, რომ ურთიერთობაში ხართ ვათა მატარაძესთან, რას ნიშნავს ეს, გიყვართ ერთმანეთი და ერთად ხართ?

-  დიახ, ასეა.

-  როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?

-  არ მინდა ამაზე საუბარი.

-  როგორც ვიცით, ოჯახი გქონდათ, დიდი ხანია ეს ურთიერთობა დამთავრდა?

-  კი, ორი წელია.

-  თქვენ და ვათა ერთად ცხოვრობთ, თუ უბრალოდ შეყვარებულობის პერიოდი გაქვთ?

-  არა, ერთად არ ვცხოვრობთ.

-  თქვენმა და ვათას ოჯახის წევრებმა, მაგალითად ქალბატონმა მარინამ, თუ იცის თქვენი გრძნობების შესახებ?

-  არ ვიცი, ალბათ იცის.

-  დიდი მადლობა.

როგორც გავიგე, წყვილმა ერთმანეთი რუსთაველის თეატრში გაიცნო, დამეგობრდნენ და შემდეგ ეს გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა. ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ ვათას ჰყავდა ცოლი, ეკა, რომელიც რუსუდან კერვალიშვილის ბიზნესპარტნიორ ქეთი ჟორდანიას ქალიშვილია და თავად ცნობილი სახე არ ყოფილა. ჰყავს ოთხი წლის შვილი, რომელსაც სახელი - გია, მამის პატივსაცემად დაარქვა. ოჯახი ქეთისაც ჰქონდა, მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, ვათასთან აპირებს ცხოვრების დაკავშირებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. "რეიტინგი" წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება