საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭორიკანა მადონას თავის დროზე იპოლიტე ხვიჩია პროფესიას უწუნებდა
ჭორიკანა მადონას თავის დროზე იპოლიტე ხვიჩია პროფესიას უწუნებდა

"ბავ­შვე­ბი­ვით ვართ მსა­ხი­ო­ბე­ბი, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი გვი­ხა­რია, ჩვენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი რომ ახ­სოვთ და უყ­ვართ, ის გვა­ხა­რებს. ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს", - მი­თხრა ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა მა­რი­კა სა­მა­ნიშ­ვილ­მა.

მსა­ხი­ო­ბი ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი. ჭო­რი­კა­ნა მა­დო­ნა ნე­ლი­კოს მე­ზო­ბე­ლია და ყვე­ლა მე­ზობ­ლის, მათ შო­რის გურ­გე­ნას ცო­ლის ამ­ბე­ბიც ზედ­მი­წევ­ნით იცის. ახ­ლა­ხან ქმარ­მა უღა­ლა­ტა და მას­ზე დიდ შუ­რის­ძი­ე­ბას ამ­ზა­დებს... ნამ­დვილ ქმარ­თან, მსა­ხი­ობ თენ­გო ჯა­ვა­ხა­ძეს­თან ერ­თად უკვე 33 წე­ლია ცხოვ­რობს. ორი შვი­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ახალ­გაზ­რდა და მომ­ხიბ­ვლელ ბე­ბი­ას საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის გზა აქვს გავ­ლი­ლი. დღეს ქალ­ბა­ტონ მა­რი­კას ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე. მამა აგ­რო­ნო­მი იყო, დედა - ფსი­ქო­ლოგ-ფი­ლო­ლო­გი. როცა დე­დამ ეს ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, სთხოვ­დნენ, კა­თედ­რა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. დე­დამ უარი გა­ნა­ცხა­და, ჩემს ქა­ლაქს ვერ მი­ვა­ტო­ვე­ბო. მეც დე­და­სა­ვით მიყ­ვარს ჩემი ქა­ლა­ქი, ჩემი ქუ­თა­ი­სი. ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი და ამავდრო­უ­ლად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყო დედა. წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რედ მან ჩა­მი­ნერ­გა. ჩვენს ოჯახ­ში ხე­ლო­ვა­ნე­ბი, მწერ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ეს ჩემ­თვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და იმავდრო­უ­ლად დიდი გაკ­ვე­თი­ლი იყო.

- ვისი სტუმ­რო­ბა გა­ხა­რებ­დათ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ა­სი. ის ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო. მის ხელ­ში გა­ვი­ზარ­დე. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თე­ატრს უკავ­შირ­დე­ბა, დე­და­ჩე­მი­სა და იპო­ლი­ტეს დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. მამა, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, აგ­რო­ნო­მი გახ­ლდათ, პი­ო­ნერ­თა პარ­კის დი­რექ­ტო­რი. თა­ვად გა­ა­შე­ნა ეს პარ­კი ქუ­თა­ის­ში, ახ­ლან­დე­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტზე. მამა ყო­ველ­დღე ყვა­ვი­ლე­ბით მო­დი­ო­და სახ­ლში და ეს მა­შინ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი მე­გო­ნა. ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა ლარ­ნაკ­ში ყვა­ვი­ლი იდო.

- იპო­ლი­ტე მე­ექ­ვსე შვი­ლიშ­ვილს გე­ძახ­დათ, რო­გო­რი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და უშუ­ა­ლო. მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა მას­თან სახ­ლში გა­ვა­ტა­რე თბი­ლის­ში. მე და მისი უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ნა­ნა ვცხოვ­რობ­დით მას­თან. და­ნარ­ჩე­ნებს ყვე­ლას თავ-თა­ვი­სი ოჯა­ხი ჰქონ­და იმ დრო­ის­თვის. მა­ნა­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და "პირ­ველ არხზე" და ძი­რი­თა­დად მე და იპო­ლი­ტე ვა­ტა­რებ­დით სა­ღა­მო­ებს ერ­თად. ვუ­ყუ­რებ­დით ტე­ლე­ვი­ზორს, ვკი­თხუ­ლობ­დით, ვთა­მა­შობ­დით ნარდს, კარტს. ჭირ­ვე­უ­ლი ბავ­შვი­ვით იყო, სულ ჭინ­ჭყლობ­და, მო­გე­ბა უნ­დო­და. მო­ვა­გე­ბი­ნებ­დი და მერე დამ­ცი­ნო­და, თა­მა­ში არ იციო (იცი­ნის). ძა­ლი­ან უხა­რო­და ჩემი და მა­ნა­ნას მე­გობ­რე­ბის სტუმ­რო­ბა, ოღონდ ვინ­მე ჩა­ეგ­დო ხელ­ში. როცა რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და, ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ეს მთე­ლი რი­ტუ­ა­ლი იყო, რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და, ყვე­ლა­ზე ადრე მი­დი­ო­და, ზედ­მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი იყო.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბათ მშობ­ლე­ბის მხრი­დან?

- მამა და იპო­ლი­ტე დი­დად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არ იყ­ვნენ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ერ­თდრო­უ­ლად კარ­გი მსა­ხი­ო­ბი და მზრუნ­ვე­ლი ცოლი, დედა არ გა­მო­ვაო, ამ­ბობ­და იპო­ლი­ტე. როცა გავ­თხოვ­დი და კა­რი­ე­რა­შიც წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევ­დი, ყვე­ლა გვერ­დში მედ­გა. გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ი­და­ჩე­მი, ნუნუ, ის ჩემი ნამ­დვი­ლი დე­ი­და არ არის, მაგ­რამ მე­ო­რე დე­და­სა­ვით მიყ­ვარ­და. იპო­ლი­ტეს შვილ­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი... დედა ძა­ლი­ან გულ­ჩვი­ლი იყო და ყო­ველ­თვის მი­ტე­ვე­ბის­კენ მო­მი­წო­დებ­და. ასაკ­თან ერ­თად გა­მოც­დი­ლე­ბა მე­მა­ტე­ბო­და. ვხე­დავ­დი, რომ თე­ატ­რში, გარ­და მე­გობ­რო­ბი­სა, შური, შუღ­ლი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბაც არ­სე­ბობ­და. ეს მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი, სა­ნამ მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ­დი, 5-6 წლი­დან კუ­ლი­სებ­ში გა­ვი­ზარ­დე, ყო­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი ზე­ი­მი იყო ჩემ­თვის, ახალ კა­ბას მი­კე­რავ­დნენ, იპო­ლი­ტეს­თვის ყვა­ვი­ლე­ბი მიმ­ქონ­და.

- დე­დის და­რი­გე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებთ ცხოვ­რე­ბა­ში?

- ძა­ლი­ან ვცდი­ლობ. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა აპა­ტიო ადა­მი­ანს, უცოდ­ვე­ლი არა­ვინ არის. მეც, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ, ცოდ­ვი­ლი ვარ. ის, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ვი­ტა­ნეთ, შეგ­ნე­ბუ­ლა­დაც ჩა­გა­დე­ნი­ნებ­და ცოდ­ვას ადა­მი­ანს. იმის­თვის რომ თავი, ოჯა­ხი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა, რას არ ჩავ­დი­ო­დით ადა­მი­ა­ნე­ბი. მე ამ ცოდ­ვე­ბის არ მრცხვე­ნია, მე­ა­მა­ყე­ბა კი­დეც, რომ შევ­ძე­ლი და გა­დავ­რჩი, უფსკრულ­ში არ გა­და­ვი­ჩე­ხე. გა­ჭირ­ვე­ბა ჩემი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბა­შიც იყო. მა­გა­ლი­თად, მახ­სოვს, დედა რომ ჰყვე­ბო­და, რო­გორ ყიდ­და სახ­ლი­დან ნივ­თებს იმის­თვის, რომ თე­ატ­რის ბი­ლე­თე­ბი ეყი­და. მა­შინ მთე­ლი ქა­ლა­ქი თე­ატ­რით ცხოვ­რობ­და. ყო­ვე­ლი პრე­მი­ე­რა ზე­ი­მი იყო, კა­ბებს იკე­რავ­დნენ, ოჯა­ხებს თა­ვი­ან­თი რი­გე­ბი ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი დარ­ბაზ­ში... და­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი დე­ტა­ლი გა­მახ­სენ­და. მამა მე­უბ­ნე­ბო­და, შენ ისე­თი პრო­ფე­სია გაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად მსა­ხი­ობს უნდა გაჰ­ყვე ცო­ლად, რომ გა­გი­გოს და ოჯა­ხი არ და­გენგრე­სო. ვერ გე­ტყვით, ჩემი ჯგუ­ფე­ლი თენ­გო ჯა­ვა­ხა­ძე მა­მა­ჩე­მის ხათ­რით შე­ვიყ­ვა­რე-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე მოხ­და. ჩვენ უკვე 33 წე­ლია ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- ამარ­თლებს? მყა­რი ოჯა­ხის გა­რან­ტია ერთი პრო­ფე­სი­ის ცოლ-ქმა­რია?

- არა, ოჯა­ხი მა­ში­ნაა მყა­რი, როცა ცოლ­საც და ქმარ­საც კარ­გად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა და შვი­ლე­ბის წი­ნა­შე. პრო­ფე­სია არა­ფერ შუ­ა­შია. უბ­რა­ლოდ, მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის ხელს მი­წყობ­და კა­რი­ე­რა­ში, ვი­ნა­ი­დან ის კარ­გად იც­ნობ­და ამ სფე­როს. არას­დროს და­ვუ­ყე­ნე­ბი­ვარ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, კა­რი­ე­რა თუ ოჯა­ხი, ესა თუ ის როლი თუ ოჯა­ხი. ჩვენს ოჯახ­ში ფარ­და არ ეშ­ვე­ბა, სპექ­ტაკ­ლი დამ­თავ­რდე­ბა, მოვ­დი­ვართ სახ­ლში და კვლავ თე­ატრზე, როლ­ზე, კო­ლე­გებ­ზე ვსა­უბ­რობთ. ჩვენს შვილს, თეკ­ლა­საც გა­და­ე­დო ეს "სნე­უ­ლე­ბა". მსა­ხი­ო­ბია, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა. ბექა ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და.

- მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, რო­გო­რი იყო სო­ცი­ა­ლურ ფონი, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თქვენს ოჯახ­ში, რო­გორ გა­ზარ­დეთ შვი­ლე­ბი?

- ჩემი მშობ­ლე­ბის ოჯახ­შიც არ იყო ფუ­ფუ­ნე­ბა. ინ­ტე­ლი­გენტ მშობ­ლებს არ ჰქონ­დათ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩემ­თვის და ჩემი ძმის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი ეყი­დათ. ჩემი ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ მი­ცხოვ­რია, მე სხვა სიმ­დიდ­რე მქონ­და, ჩემი მშობ­ლე­ბის, ქმრის, შვი­ლე­ბის, გა­რე­მოც­ვი­სა და საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ის სა­ხით. ისე­თი გა­რე­მოც­ვა მყავ­და, რომ ვერ მი­ტოლ­დე­ბოდ­ნენ ის ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც ფუ­ლით მოჰ­ქონ­დათ თავი. ჩემი სიმ­დიდ­რე წიგ­ნე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბა იყო... რაც შე­ე­ხე­ბა შვი­ლებს, ბექა ათი წლით უფ­რო­სია თეკ­ლა­ზე. თეკ­ლა 1989 წლის 9 აპ­რი­ლის პირ­მ­შოა. მა­შინ მე­გობ­რებს ვუ­თხა­რი, ხომ არას­დროს მით­ქვამს, რომ მე­ო­რე შვი­ლი უნდა გა­მე­ჩი­ნა, დღეს გა­დავ­წყვი­ტე, შვი­ლი უნდა გა­ვა­ჩი­ნო-მეთ­ქი. ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში, აპ­რილ­ში მე­ყო­ლა თეკ­ლა. შვი­ლებ­ზე დიდი სიმ­დიდ­რე არ არ­სე­ბობს, ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­ზე, აპ­ლო­დის­მენ­ტებ­ზე და და­ფა­სე­ბა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა. ყო­ველ­თვის მი­ფას­დე­ბო­და შრო­მა. ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად პა­ტივს მცემ­დნენ. მაქვს პა­ტა­რა სახ­ლი, სა­დაც დიდი სით­ბოა ყვე­ლას­თვის, ვინც შე­მო­დის. ჩემი სახ­ლი ერთი პა­ტა­რა თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ლო­ნია.

- არა­ფე­რი გვით­ქვამს თქვენს პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე სცე­ნა­ზე...

- ეს სკო­ლი­დან და­ი­წყო, შემ­დეგ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში გაგ­რძელ­და. ჯერ იყო მხატ­ვრუ­ლი კი­თხვა, შემ­დეგ უკვე ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის სცე­ნა. მა­შინ ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გოგი ქავ­თა­რა­ძე გახ­ლდათ და სწო­რედ მის სპექ­ტაკ­ლებ­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. "ბერ­ნარ­და ალ­ბა­ში" მარ­ტი­რი­ას როლ­მა დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა. ეს სპექ­ტაკ­ლი გას­ტრო­ლებ­ზე მოს­კოვ­ში რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და. ჩემი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი ნანა მჭედ­ლი­ძის "თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლებ­ში" შედ­გა.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც გკი­თხავთ. სა­ნამ ის ერთი და მთა­ვა­რი მო­ვი­დო­და, პა­ტარ-პა­ტა­რა გა­ტა­ცე­ბე­ბი თუ იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- რა თქმა უნდა, იყო. სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან მქონ­და ინ­სტინ­ქტი, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქესს უნდა გავპ­რან­ჭვო­დი. დღე­ვან­დე­ლი ბავ­შვე­ბი ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ მშობ­ლებ­თა­ნაც და მე­გობ­რებ­თა­ნაც. მე ვე­რას­დროს ვბე­დავ­დი ამის აფი­ში­რე­ბას. ბავ­შვო­ბი­დან ვეტ­რფო­დი სი­ლა­მა­ზეს. დღემ­დე ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი მიყ­ვარს, ურ­თი­ერ­თო­ბაც.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­კა, რო­გორ გგო­ნი­ათ, რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხოს ქალ­მა, რომ კა­რი­ე­რა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს და კარ­გი მე­ო­ჯა­ხეც?

- ამის­თვის მხო­ლოდ ქა­ლის მონ­დო­მე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი. უმა­დუ­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ ჩემი ოჯა­ხის სი­ამ­ტკბი­ლო­ბა და ამ­დენ­წლი­ა­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემს მე­უღ­ლეს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ამა­ში. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია იმ მხრივ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ცოლი, შვი­ლე­ბი და ოჯა­ხი, ოჯა­ხის და­რა­ჯია. დღეს ასე­თი პა­ტი­ო­სა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი იშ­ვი­ა­თია. ჩვენ ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ვე­დე­ქით 90-იან წლებ­ში. არა­ფე­რი გვი­თა­კი­ლია იმის­თვის, რომ ოჯა­ხი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. ერ­თმა­ნე­თის სა­კე­თე­ბელს ვა­კე­თებ­დით. სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვე­დი მცი­რე ბიზ­ნე­სის­თვის და სულ არ მე­თა­კი­ლე­ბო­და ის, რომ იქ ჩემი პრო­ფე­სი­ით არ ვმუ­შა­ობ­დი, თან იმ წლებ­ში უკვე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა მცნობ­და. ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი ამას არ იკად­რებ­და. ამ წლებ­მა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, მაგ­რამ სხვა გზა არ იყო. ჩემს ოჯახ­ზე, ჩემს შვი­ლებ­ზე უნდა მე­ფიქ­რა. დი­ლის 8 სა­ათ­ზე სხვა ქვეყ­ნი­დან მოვფრი­ნავ­დი და სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ­დი. არა­ვინ იცო­და, რომ ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი.

- და სახ­ლში ორი შვი­ლი გე­ლო­დე­ბო­დათ?..

- სამი, თენ­გოს ვე­უბ­ნე­ბი, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ხარ-მეთ­ქი (იცი­ნის). არა, მთლად ასეც ვერ ვი­ტყვი, ძა­ლი­ან მედ­გა გვერ­დში. თე­ატ­რი და­ტო­ვა იმის­თვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი გვქო­ნო­და ოჯახ­ში. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობ­და უცხო­ე­ლებ­თან. ეს მის­თვის ტან­ჯვა იყო. ვერ აგიხ­სნით, რა ემარ­თე­ბო­და, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით ვერ იხარ­ჯე­ბო­და.

- მსა­ხი­ობ ცო­ლებ­ზე ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ ქმრე­ბი, თქვენ თუ გი­ეჭ­ვი­ა­ნი­ათ თქვე­ნი ქმრის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე?

- რო­გორ არა. ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცია, ევ­რო­პუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა აქვს და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ყო­ფი­ლა, ოღონდ კულ­ტუ­რულ ფორ­მა­ში. მეც მყო­ლია თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც ჩუ­მად შე­იძ­ლე­ბა გა­მე­ფიქ­რა, მაგ­რამ ეს ღა­ლატს არ ნიშ­ნავს. ერ­თმა­ნე­თის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე მე და ჩემი მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის ღიად ვლა­პა­რა­კობ­დით.

- თა­ვად რა გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეთ შვი­ლებს, რო­გორ ურ­თი­ერ­თობთ მათ­თან?

- ერთი ჩვე­ვა მაქვს, ჩემი შვი­ლე­ბი ეს-ემ-ესებს რომ მიგ­ზავ­ნი­ან, ვი­ნა­ხავ, ზო­გი­ერთს რვე­ულ­შიც ვი­წერ. დე­დას ვგა­ვარ ამა­ში, ყვე­ლა მი­ლოც­ვას, აფი­შას, ჟურ­ნალ­სა თუ გა­ზეთს ინა­ხავ­და. ჩემი მე­გობ­რე­ბი ამის გამო მე­მა­ტი­ა­ნეს მე­ძა­ხი­ან. ამას წი­ნათ თეკ­ლას ეს-ემ-ესი ვი­პო­ვე, მწერ­და, მად­ლო­ბა დედა, რომ მოთ­მი­ნე­ბა მას­წავ­ლეო. მარ­თლაც ვას­წავ­ლე. ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და უსახ­სრო­ბის ფონ­ზე რა­მეს რომ მთხოვ­და, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ცო­ტაც მო­ით­მი­ნე, დღეს არ გვაქვს, ხვალ გვექ­ნე­ბა-მეთ­ქი და გა­ა­მარ­თლა. მოთ­მი­ნე­ბა ის­წავ­ლა. ამის­თვის მად­ლო­ბაც გა­და­მი­ხა­და. ასე­ვე ვით­მენ­დი მეც და დღე­საც ვით­მენ. ჩემი მე­გობ­რე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი არი­ან ჩემი ენერ­გი­უ­ლო­ბით. რო­გორ შე­გიძ­ლია თბი­ლის­სა და ქუ­თა­ისს შო­რის ამ­დე­ნი ირ­ბი­ნოო. გუ­შინ­წინ "და­რის­პა­ნის გა­სა­ჭირ­ში" მთა­ვა­რი როლი, მარ­თა ვი­თა­მა­შე. ათის ნა­ხე­ვარ­ზე წა­მო­ვე­დი ღა­მით თბი­ლის­ში, დი­ლით "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის­თვის" გა­და­ღე­ბა მქონ­და კლი­ნი­კა­ში, ვა­სი­კო მღა­ლა­ტობს სე­რი­ალ­ში და ბო­ტოქსს ვი­კე­თებ (იცი­ნის).

- მოგ­წონთ თქვე­ნი გმი­რი, მა­დო­ნა?

- ზედ­მე­ტად ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა, ჭო­რი­კა­ნაც კი, მაგ­რამ ბო­რო­ტი არ არის. ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, იმი­ტომ, რომ უყ­ვარს ნე­ლი­კო. არ უნდა, ვინ­მემ აწყე­ნი­ნოს და იცავს.

- და­სას­რულ, შეც­დო­მებ­ზეც გკი­თხავთ... ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რა გახ­სენ­დე­ბათ ხში­რად, რას ნა­ნობთ?

- დედა მახ­სენ­დე­ბა, მე­ნა­ნე­ბა, რომ აღარ არის, ვე­რა­ვის ვე­კი­თხე­ბი რჩე­ვას, რა და რო­გორ გა­ვა­კე­თო. ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. თეკ­ლამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა... ბავ­შვე­ბი­ვით ვართ მსა­ხი­ო­ბე­ბი, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი გვი­ხა­რია, ჩვენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი რომ ახ­სოვთ და უყ­ვართ, ის გვა­ხა­რებს, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. იცით, ზოგს ჰგო­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბებს პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს, არ გვტკი­ვა, არ გვცი­ვა... რთუ­ლია მო­აგ­ვა­რო პრობ­ლე­მე­ბი ისე, რომ არა­ვის და­ა­ნახ­ვო, რა გტკი­ვა, რა გა­წუ­ხებს. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი უნდა იყო, რომ ეს შეძ­ლო და არ გა­ბო­როტ­დე. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი უნდა იყო, არ უნდა და­გა­კარ­გვი­ნოს თავი არც ბედ­ნი­ე­რე­ბამ და არც უბე­დუ­რე­ბამ.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ჭორიკანა მადონას თავის დროზე იპოლიტე ხვიჩია პროფესიას უწუნებდა

ჭორიკანა მადონას თავის დროზე იპოლიტე ხვიჩია პროფესიას უწუნებდა

"ბავშვებივით ვართ მსახიობები, აპლოდისმენტები, ყვავილები გვიხარია, ჩვენ მიერ განსახიერებული როლები რომ ახსოვთ და უყვართ, ის გვახარებს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს", - მითხრა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა.

მსახიობი ტელემაყურებლისთვის "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებული როლით გახდა ცნობილი. ჭორიკანა მადონა ნელიკოს მეზობელია და ყველა მეზობლის, მათ შორის გურგენას ცოლის ამბებიც ზედმიწევნით იცის. ახლახან ქმარმა უღალატა და მასზე დიდ შურისძიებას ამზადებს... ნამდვილ ქმართან, მსახიობ თენგო ჯავახაძესთან ერთად უკვე 33 წელია ცხოვრობს. ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. ახალგაზრდა და მომხიბვლელ ბებიას საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გავლილი. დღეს ქალბატონ მარიკას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

-  ქუთაისში დავიბადე. მამა აგრონომი იყო, დედა - ფსიქოლოგ-ფილოლოგი. როცა დედამ ეს ფაკულტეტი დაამთავრა, სთხოვდნენ, კათედრაზე დარჩენილიყო. დედამ უარი განაცხადა, ჩემს ქალაქს ვერ მივატოვებო. მეც დედასავით მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი ქუთაისი. ძალიან თავმდაბალი და ამავდროულად განათლებული იყო დედა. წიგნის სიყვარული სწორედ მან ჩამინერგა. ჩვენს ოჯახში ხელოვანები, მწერლები იკრიბებოდნენ. ეს ჩემთვის ყოველდღიურობა და იმავდროულად დიდი გაკვეთილი იყო.

-  ვისი სტუმრობა გახარებდათ ყველაზე მეტად?

-  იპოლიტე ხვიჩიასი. ის ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო. მის ხელში გავიზარდე. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში თეატრს უკავშირდება, დედაჩემისა და იპოლიტეს დამსახურება იყო. მამა, როგორც მოგახსენეთ, აგრონომი გახლდათ, პიონერთა პარკის დირექტორი. თავად გააშენა ეს პარკი ქუთაისში, ახლანდელი ჭავჭავაძის პროსპექტზე. მამა ყოველდღე ყვავილებით მოდიოდა სახლში და ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. ჩვენს ოჯახში ყველა ლარნაკში ყვავილი იდო.

-  იპოლიტე მეექვსე შვილიშვილს გეძახდათ, როგორი იყო ურ­თიერთობაში?

-  ძალიან უბრალო და უშუალო. მთელი სტუდენტობა მასთან სახლში გავატარე თბილისში. მე და მისი უფროსი შვილიშვილი მანანა ვცხოვრობდით მასთან. დანარჩენებს ყველას თავ-თავისი ოჯახი ჰქონდა იმ დროისთვის. მანანა ტელევიზიაში მუშაობდა "პირველ არხზე" და ძირითადად მე და იპოლიტე ვატარებდით საღამოებს ერთად. ვუყურებდით ტელევიზორს, ვკითხულობდით, ვთამაშობდით ნარდს, კარტს. ჭირვეული ბავშვივით იყო, სულ ჭინჭყლობდა, მოგება უნდოდა. მოვაგებინებდი და მერე დამცინოდა, თამაში არ იციო (იცინის). ძალიან უხაროდა ჩემი და მანანას მეგობრების სტუმრობა, ოღონდ ვინმე ჩაეგდო ხელში. როცა რეპეტიცია ჰქონდა, ვერ დაელაპარაკებოდი, ეს მთელი რიტუალი იყო, როგორ ემზადებოდა, ყველაზე ადრე მიდიოდა, ზედმეტად პასუხისმგებლიანი იყო.

-  განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

-  მამა და იპოლიტე დიდად აღფრთოვანებულნი არ იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ერთდროულად კარგი მსახიობი და მზრუნველი ცოლი, დედა არ გამოვაო, ამბობდა იპოლიტე. როცა გავთხოვდი და კარიერაშიც წარმატებას ვაღწევდი, ყველა გვერდში მედგა. განსაკუთრებით დეიდაჩემი, ნუნუ, ის ჩემი ნამდვილი დეიდა არ არის, მაგრამ მეორე დედასავით მიყვარდა. იპოლიტეს შვილზე მაქვს ლაპარაკი... დედა ძალიან გულჩვილი იყო და ყოველთვის მიტევებისკენ მომიწოდებდა. ასაკთან ერთად გამოცდილება მემატებოდა. ვხედავდი, რომ თეატრში, გარდა მეგობრობისა, შური, შუღლი და არაკეთილსინდისიერებაც არსებობდა. ეს მანამდეც ვიცოდი, სანამ მუშაობას დავიწყებდი, 5-6 წლიდან კულისებში გავიზარდე, ყოველი სპექტაკლი ზეიმი იყო ჩემთვის, ახალ კაბას მიკერავდნენ, იპოლიტესთვის ყვავილები მიმქონდა.

-  დედის დარიგებას ითვალისწინებთ ცხოვრებაში?

-  ძალიან ვცდილობ. ყველაფერი შეიძლება აპატიო ადამიანს, უცოდველი არავინ არის. მეც, ნებით თუ უნებლიეთ, ცოდვილი ვარ. ის, რაც ამ წლების განმავლობაში გადავიტანეთ, შეგნებულადაც ჩაგადენინებდა ცოდვას ადამიანს. იმისთვის რომ თავი, ოჯახი გადაგვერჩინა, რას არ ჩავდიოდით ადამიანები. მე ამ ცოდვების არ მრცხვენია, მეამაყება კიდეც, რომ შევძელი და გადავრჩი, უფსკრულში არ გადავიჩეხე. გაჭირვება ჩემი მშობლების თაობაშიც იყო. მაგალითად, მახსოვს, დედა რომ ჰყვებოდა, როგორ ყიდდა სახლიდან ნივთებს იმისთვის, რომ თეატრის ბილეთები ეყიდა. მაშინ მთელი ქალაქი თეატრით ცხოვრობდა. ყოველი პრემიერა ზეიმი იყო, კაბებს იკერავდნენ, ოჯახებს თავიანთი რიგები ჰქონდათ დაკავებული დარბაზში... დარიგებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეტალი გამახსენდა. მამა მეუბნებოდა, შენ ისეთი პროფესია გაქვს, აუცილებლად მსახიობს უნდა გაჰყვე ცოლად, რომ გაგიგოს და ოჯახი არ დაგენგრესო. ვერ გეტყვით, ჩემი ჯგუფელი თენგო ჯავახაძე მამაჩემის ხათრით შევიყვარე-მეთქი, მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ უკვე 33 წელია ერთად ვცხოვრობთ.

-  ამართლებს? მყარი ოჯახის გარანტია ერთი პროფესიის ცოლ-ქმარია?

-  არა, ოჯახი მაშინაა მყარი, როცა ცოლსაც და ქმარსაც კარგად აქვთ გააზრებული ვალდებულება ერთმანეთისა და შვილების წინაშე. პროფესია არაფერ შუაშია. უბრალოდ, მეუღლე ყოველთვის ხელს მიწყობდა კარიერაში, ვინაიდან ის კარგად იცნობდა ამ სფეროს. არასდროს დავუყენებივარ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი, ესა თუ ის როლი თუ ოჯახი. ჩვენს ოჯახში ფარდა არ ეშვება, სპექტაკლი დამთავრდება, მოვდივართ სახლში და კვლავ თეატრზე, როლზე, კოლეგებზე ვსაუბრობთ. ჩვენს შვილს, თეკლასაც გადაედო ეს "სნეულება". მსახიობია, თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. ბექა ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა.

-  მსახიობების ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა, როგორი იყო სოციალურ ფონი, ფინანსური მდგომარეობა თქვენს ოჯახში, როგორ გაზარდეთ შვილები?

-  ჩემი მშობლების ოჯახშიც არ იყო ფუფუნება. ინტელიგენტ მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ძვირად ღირებული სათამაშოები ეყიდათ. ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მე სხვა სიმდიდრე მქონდა, ჩემი მშობლების, ქმრის, შვილების, გარემოცვისა და საყვარელი პროფესიის სახით. ისეთი გარემოცვა მყავდა, რომ ვერ მიტოლდებოდნენ ის ოჯახები, რომელთაც ფულით მოჰქონდათ თავი. ჩემი სიმდიდრე წიგნები და ხელოვნება იყო... რაც შეეხება შვილებს, ბექა ათი წლით უფროსია თეკლაზე. თეკლა 1989 წლის 9 აპრილის პირმშოა. მაშინ მეგობრებს ვუთხარი, ხომ არასდროს მითქვამს, რომ მეორე შვილი უნდა გამეჩინა, დღეს გადავწყვიტე, შვილი უნდა გავაჩინო-მეთქი. ზუსტად ერთ წელიწადში, აპრილში მეყოლა თეკლა. შვილებზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს, ხალხის სიყვარულზე, აპლოდისმენტებზე და დაფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ყოველთვის მიფასდებოდა შრომა. ყველა ხელისუფლების დროს შეძლებისდაგვარად პატივს მცემდნენ. მაქვს პატარა სახლი, სადაც დიდი სითბოა ყველასთვის, ვინც შემოდის. ჩემი სახლი ერთი პატარა თეატრალური სალონია.

-  არაფერი გვითქვამს თქვენს პირველ ნაბიჯებზე სცენაზე...

-  ეს სკოლიდან დაიწყო, შემდეგ პიონერთა სასახლეში გაგრძელდა. ჯერ იყო მხატვრული კითხვა, შემდეგ უკვე ქუთაისის თეატრის სცენა. მაშინ ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ქავთარაძე გახლდათ და სწორედ მის სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას. "ბერნარდა ალბაში" მარტირიას როლმა დიდი წარმატება მომიტანა. ეს სპექტაკლი გასტროლებზე მოსკოვში რუსეთის კულტურის მინისტრის პრიზით დაჯილდოვდა. ჩემი პირველი კინოროლი ნანა მჭედლიძის "თბილისი და თბილისელებში" შედგა.

-  სასიყვარულო გამოცდილებაზეც გკითხავთ. სანამ ის ერთი და მთავარი მოვიდოდა, პატარ-პატარა გატაცებები თუ იყო თქვენს ცხოვრებაში?

-  რა თქმა უნდა, იყო. საბავშვო ბაღიდან მქონდა ინსტინქტი, რომ საწინააღმდეგო სქესს უნდა გავპრანჭვოდი. დღევანდელი ბავშვები ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ მშობლებთანაც და მეგობრებთანაც. მე ვერასდროს ვბედავდი ამის აფიშირებას. ბავშვობიდან ვეტრფოდი სილამაზეს. დღემდე ყველაფერი ლამაზი მიყვარს, ურთიერთობაც.

-  ქალბატონო მარიკა, როგორ გგონიათ, როგორ უნდა მოახერხოს ქალმა, რომ კარიერაშიც წარმატებული იყოს და კარგი მეოჯახეც?

-  ამისთვის მხოლოდ ქალის მონდომება არ არის საკმარისი. უმადური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახის სიამტკბილობა და ამდენწლიანი კეთილდღეობა მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. ჩემს მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. განსხვავებული მამაკაცია იმ მხრივ, რომ განსაკუთრებით უყვარს ცოლი, შვილები და ოჯახი, ოჯახის დარაჯია. დღეს ასეთი პატიოსანი მამაკაცები იშვიათია. ჩვენ ერთმანეთს მხარში ვედექით 90-იან წლებში. არაფერი გვითაკილია იმისთვის, რომ ოჯახი გადაგვერჩინა. ერთმანეთის საკეთებელს ვაკეთებდით. საზღვარგარეთაც წავედი მცირე ბიზნესისთვის და სულ არ მეთაკილებოდა ის, რომ იქ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობდი, თან იმ წლებში უკვე დამსახურებული არტისტი ვიყავი, ყველა მცნობდა. ბევრი მსახიობი ამას არ იკადრებდა. ამ წლებმა ძალიან იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჩემს ოჯახზე, ჩემს შვილებზე უნდა მეფიქრა. დილის 8 საათზე სხვა ქვეყნიდან მოვფრინავდი და საღამოს 7 საათზე სპექტაკლს ვთამაშობდი. არავინ იცოდა, რომ ქვეყნიდან ვიყავი გასული.

-  და სახლში ორი შვილი გელოდებოდათ?..

-  სამი, თენგოს ვეუბნები, ჩემი უფროსი შვილი ხარ-მეთქი (იცინის). არა, მთლად ასეც ვერ ვიტყვი, ძალიან მედგა გვერდში. თეატრი დატოვა იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი გვქონოდა ოჯახში. არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა უცხოელებთან. ეს მისთვის ტანჯვა იყო. ვერ აგიხსნით, რა ემართებოდა, რომ თავისი პროფესიით ვერ იხარჯებოდა.

-  მსახიობ ცოლებზე ხშირად ეჭვიანობენ ქმრები, თქვენ თუ გიეჭვიანიათ თქვენი ქმრის თაყვანისმცემლებზე?

-  როგორ არა. ჩემი მეუღლე ძალიან სიმპათიური მამაკაცია, ევროპული გარეგნობა აქვს და ასეთი შემთხვევები ხშირად ყოფილა, ოღონდ კულტურულ ფორმაში. მეც მყოლია თაყვანისმცემლები, რომლებზედაც ჩუმად შეიძლება გამეფიქრა, მაგრამ ეს ღალატს არ ნიშნავს. ერთმანეთის თაყვანისმცემლებზე მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობდით.

-  თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს, როგორ ურთიერთობთ მათთან?

-  ერთი ჩვევა მაქვს, ჩემი შვილები ეს-ემ-ესებს რომ მიგზავნიან, ვინახავ, ზოგიერთს რვეულშიც ვიწერ. დედას ვგავარ ამაში, ყველა მილოცვას, აფიშას, ჟურნალსა თუ გაზეთს ინახავდა. ჩემი მეგობრები ამის გამო მემატიანეს მეძახიან. ამას წინათ თეკლას ეს-ემ-ესი ვიპოვე, მწერდა, მადლობა დედა, რომ მოთმინება მასწავლეო. მართლაც ვასწავლე. ამდენი გაჭირვებისა და უსახსრობის ფონზე რამეს რომ მთხოვდა, სულ ვეუბნებოდი, ცოტაც მოითმინე, დღეს არ გვაქვს, ხვალ გვექნება-მეთქი და გაამართლა. მოთმინება ისწავლა. ამისთვის მადლობაც გადამიხადა. ასევე ვითმენდი მეც და დღესაც ვითმენ. ჩემი მეგობრები გაოცებული არიან ჩემი ენერგიულობით. როგორ შეგიძლია თბილისსა და ქუთაისს შორის ამდენი ირბინოო. გუშინწინ "დარისპანის გასაჭირში" მთავარი როლი, მართა ვითამაშე. ათის ნახევარზე წამოვედი ღამით თბილისში, დილით "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" გადაღება მქონდა კლინიკაში, ვასიკო მღალატობს სერიალში და ბოტოქსს ვიკეთებ (იცინის).

-  მოგწონთ თქვენი გმირი, მადონა?

-  ზედმეტად ცნობისმოყვარეა, ჭორიკანაც კი, მაგრამ ბოროტი არ არის. ყველაფერი აინტერესებს, იმიტომ, რომ უყვარს ნელიკო. არ უნდა, ვინმემ აწყენინოს და იცავს.

-  დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ... ამ გადასახედიდან, რა გახსენდებათ ხშირად, რას ნანობთ?

-  დედა მახსენდება, მენანება, რომ აღარ არის, ვერავის ვეკითხები რჩევას, რა და როგორ გავაკეთო. ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი გარდაცვალება. თეკლამ გადამატანინა... ბავშვებივით ვართ მსახიობები, აპლოდისმენტები, ყვავილები გვიხარია, ჩვენ მიერ განსახიერებული როლები რომ ახსოვთ და უყვართ, ის გვახარებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. იცით, ზოგს ჰგონია, რომ მსახიობებს პრობლემები არ გვაქვს, არ გვტკივა, არ გვცივა... რთულია მოაგვარო პრობლემები ისე, რომ არავის დაანახვო, რა გტკივა, რა გაწუხებს. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ეს შეძლო და არ გაბოროტდე. გაწონასწორებული უნდა იყო, არ უნდა დაგაკარგვინოს თავი არც ბედნიერებამ და არც უბედურებამ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება