პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
Faceამბები
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცების კინო" - დაკარგული ფილმის საპოვნელად დარაზმული 4 იუმორისტის ამბავი
"კაცების კინო" - დაკარგული ფილმის საპოვნელად დარაზმული 4 იუმორისტის ამბავი

"ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის გუნ­დი პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა: "კა­ცე­ბის კინო" - ასე ჰქვია ფილ­მს, რომ­ლის სა­ნა­ხა­ვა­დაც 12 დე­კემ­ბრი­დან კი­ნო­თე­ატ­რებ­ში იმ გან­წყო­ბი­ლე­ბით უნდა წახ­ვი­დეთ, რომ კარ­გად გა­ერ­თო­ბით და ბევ­რს იცი­ნებთ. ფილ­მი "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის - "კა­ცე­ბის შოუს" წამ­ყვა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი:

- "კა­ცე­ბის შო­უ­ში" რო­გორც ვხუმ­რობ­დით, ვე­ცა­დეთ, ის ყვე­ლა­ფე­რი ფილ­მად გა­დაგ­ვე­ღო. რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი სი­უ­ჟე­ტიც მო­ვი­ფიქ­რეთ. მოქ­მე­დე­ბა ასე ვი­თარ­დე­ბა: შოუს გმი­რებ­მა ფილ­მი გა­და­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო, კომ­პი­უ­ტე­რი­დან წა­ი­შა­ლა. ამ დროს ერთ-ერთ უცხო­ელს ჩვე­ნი ფილ­მის ყიდ­ვა უნდა. კარ­გი შან­სი გვაქვს, მაგ­რამ ფლეშ­კა, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი გვაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, და­მე­კარ­გე­ბა - ღა­მით ბარ­ში ვთვრე­ბი. იქ ჩვე­ნი გუნ­დის თაყ­ვა­ნის­მცე­მელს - ვინ­მე ნო­დარს გა­ვიც­ნობ და ფლეშ­კას მას ვა­თხო­ვებ. ჩვე­ნი ფილ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლო­დან უნდა გაფ­რინ­დეს. სხვა გზა არ გვაქვს, - ნო­და­რის ძებ­ნას სხვა­დას­ხვა "ფრონტზე" ვი­წყებთ. და­ახ­ლო­ე­ბით მახ­სოვს, წინა ღა­მით სა­დაც ვი­ყა­ვი. ფილ­მის ოთხი­ვე გმი­რი სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვხვდე­ბით: ვი­ღაც რეს­ტო­რან­ში მი­დის, ვი­ღაც - ბარ­ში... იქ ტი­პუ­რი ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გვხვდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად გვი­ნა­ხავს, მა­გა­ლი­თად: ოფი­ცი­ან­ტი, რო­მე­ლიც ცუ­დად გვემ­სა­ხუ­რე­ბა, ასა­კო­ვა­ნი გა­უ­თხო­ვა­რი ქალი, კაცი, რო­მე­ლიც სა­სა­ცი­ლო ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა და გვე­უბ­ნე­ბა, - მერე გა­მო­ი­ყე­ნე­თო, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ და ა.შ. ფილმში თით­ქმის ყვე­ლა სტუ­მა­რი მო­ნა­წი­ლე­ობს, ვინც კი "კა­ცე­ბის შო­უ­ში" გვყო­ლია.

- მუ­შა­ო­ბი­სას, ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მსგავ­სი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა ხომ არ გქო­ნი­ათ?

- არა, ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ფილ­მი ღა­მის "შოუს სტუ­დი­ამ" და "სტენ­ლიმ" (რო­მელ­მაც "თბი­ლი­სუ­რი ლავ სთო­რი" და "გული პლუ­სი" შექ­მნა) გა­და­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

- ფილ­მის ტრე­ი­ლერ­ში "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის სე­რი­ა­ლე­ბის მსა­ხი­ო­ბებს მოვ­კა­რი თვა­ლი...

- დიახ, სე­რი­ა­ლის რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობს: ნიკა ქა­ცა­რი­ძე, ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი, ნატა ბე­რე­ჟი­ა­ნი, მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა (რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში" ახ­ლა­ხან ჩა­ერ­თო)...

- ფილ­მის ბი­უ­ჯეტ­ზე რას გვე­ტყვით?

- მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის ფული არ გა­დაგ­ვიხ­დია, რად­გან ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჩვენ - "კა­ცე­ბის შოუს" წამ­ყვა­ნე­ბი ვართ. იმე­დია, მას მერე, რაც ხალ­ხი ბი­ლე­თებს იყი­დის, ჩვენც რა­ღაც შეგ­ვხვდე­ბა. ფული ტექ­ნი­კა­შიც არ გა­დაგ­ვიხ­დია, რად­გან "ღა­მის შოუს" გუნ­დმა მხატ­ვრულ მხა­რე­ზე და სცე­ნარ­ზე ვიზ­რუ­ნეთ, ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კი მე­ო­რე სტუ­დი­ამ ითა­ვა. მცი­რე ხარ­ჯი გავ­წი­ეთ: ბენ­ზი­ნი, საკ­ვე­ბი, ად­გი­ლის არენ­და... ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი ისე­თი სა­სა­ცი­ლოა, რომ არ ვი­ტყვი, თუმ­ცა ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს ეს არ ეტყო­ბა და გვი­ხა­რია.

- თქვე­ნი პროგ­ნო­ზი რო­გო­რია - "კა­ცე­ბის კინო" ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის სხვა ფილ­მე­ბი?

- იმე­დი გვაქვს, რომ ასე იქ­ნე­ბა. სა­მონ­ტა­ჟო ვერ­სია ვნა­ხეთ. ხომ იცი, ერ­თსა და იმა­ვეს დიდ­ხანს რომ უყუ­რებ, მერე ვე­ღარ აღიქ­ვამ, კარ­გია თუ ცუდი. ამი­ტომ, ფილ­მე­ბის პრე­მი­ე­რე­ბამ­დე "შიდა ჩვე­ნე­ბებს" ყო­ველ­თვის ვა­წყობთ, - ჩვენს სტუ­დი­ა­ში ფილ­მს დიდი პრო­ექ­ტო­რით ვუშ­ვებთ ხოლ­მე. "კა­ცე­ბის კი­ნოს" შემ­თხვე­ვა­შიც ასე იქ­ნე­ბა. ჩვე­ნე­ბა­ზე მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს ფილ­მის შე­სა­ხებ აზრს შე­ვე­კი­თხე­ბით. მათი რე­აქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით მივ­ხვდე­ბით, რამე ზედ­მე­ტი ხომ არ მოგ­ვი­ვი­და? თუ საშ­ვე­ლია, ვი­ფიქ­რებთ, ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს რა ვუშ­ვე­ლოთ? თუ არა­და, ბედ­ნი­ე­რე­ბი და­ვიშ­ლე­ბით...

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ფილ­მის კო­რექ­ტი­რე­ბა სა­ჭი­რო გამ­ხდა­რა?

- კი. "შიდა ჩვე­ნე­ბა" ბევ­რი რა­ღა­ცის კო­რექ­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

ირაკ­ლი ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი:

- კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ხალ­ხი იმ გან­წყო­ბი­ლე­ბით უნდა მი­ვი­დეს, რომ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო, გა­სარ­თობ ფილ­მს ნა­ხავს და მა­გა­ლი­თად, იმის შე­ფა­სე­ბა არ უნდა და­ი­წყონ, ვახ­ტან­გიშ­ვილ­მა რო­გორ ითა­მა­შაო?! - უყუ­რეთ და იცი­ნეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ღე­ბი­სას პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი მეხ­მა­რე­ბო­და, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. რო­გორც ყვე­ლა, ფილმში მეც სა­კუ­თარ თავს ვთა­მა­შობ. ისე­თი­ვე ვარ, რო­გო­რიც - "კა­ცე­ბის შო­უ­ში". ირაკ­ლის გმი­რის გა­უ­გებ­რო­ბის გამო, მეც რა­ღაც უც­ნა­უ­რი რამე "და­მე­მარ­თე­ბა". თუ რა­ზეა ლა­პა­რა­კი, ამას უკვე მა­ყუ­რე­ბე­ლი 12.12.12-დან, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში შე­ი­ტყობს.

- 12.12.12 - პრე­მი­ე­რის­თვის ამ თა­რი­ღის შერ­ჩე­ვა ერ­თგვა­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლაა, თუ უბ­რა­ლოდ, ციფ­რე­ბი ასე და­ემ­თხვა?

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე:

- ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. თან, 12 დე­კემ­ბერს გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღეა (იცი­ნი­ან)...

- ფილ­მის გა­და­ღე­ბა სწო­რედ "კა­ცე­ბის შოუს" სა­ფუძ­ველ­ზე რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი, "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი:

- ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა "კა­ცე­ბის შოუს" აქვს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, - ეთერ­ში რო­დის დაბ­რუნ­დე­ბაო? ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდეა გა­ცი­ლე­ბით ადრე გაგ­ვიჩ­ნდა. ზა­ფხულ­ში უკვე სცე­ნარ­ზე ვმუ­შა­ობ­დით. რად­გან შო­უ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა არ­სე­ბობს, მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუკი "კა­ცე­ბის კი­ნოს" გა­და­ვი­ღებ­დით.

- ფილ­მი რა კა­ტე­გო­რი­ის მა­ყუ­რებ­ლის­თვის არის გათ­ვლი­ლი?

- იმე­დია, ბევ­რს მო­ე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია 2-დან 82 წლამ­დე მერ­ყე­ობს - ვი­საც "კა­ცე­ბის შოუ" მოს­წონს (იღი­მის). ვფიქ­რობთ, რომ ამ გა­და­ცე­მას იუ­მო­რის სხვა შო­უ­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­წო­დე­ბის ფორ­მა აქვს.

- "კა­ცე­ბის შო­უ­ში" ხან­და­ხან უხამს ფრა­ზებ­საც არ ერი­დე­ბოდ­ნენ...

- სხვა­თა შო­რის, უხამ­სო­ბა კი­ნო­ში უფრო "მო­სუ­ლა", მაგ­რამ რაც უხამ­სო­ბად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, კონ­ტექ­სტში "ჩამ­ჯდა­რია" და იუ­მორს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მთა­ვა­რი გმი­რე­ბი "კა­ცე­ბის შოუს" 4 ტი­პია. მეც "ამ­ტე­ხეს", რომ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში ე.წ. "სე­ლებ­რი­თე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც შო­უ­ში სტუმ­რად გვყავ­და: ჭოლა, ია ფა­რუ­ლა­ვა, ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, დუტა სხირტლა­ძე, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი, ზა­ლი­კო ბერ­გე­რი, ბო­ი­სა... მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ მათ­თვის რა­ღაც კონ­ტექ­სტი მოგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ სა­სა­ცი­ლო გა­მო­სუ­ლი­ყო. მთა­ვარ გმი­რებს რაც შე­ე­ხე­ბათ, მათ მსა­ხი­ო­ბუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არც მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ. ისი­ნი ფილმშიც "კა­ცე­ბის შოუს" წამ­ყვა­ნე­ბი არი­ან და დიდი თა­მა­ში არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ. შოუს ჩა­წე­რი­სას, წამ­ყვა­ნე­ბის იუ­მო­რი იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, იყო შემ­თხვე­ვა, როცა და­ვით ლა­ბა­ძე შუა შო­უ­ში ლაპ­ლა­პებ­და. გრი­მი­ო­რი შე­მო­ვი­და - ჩა­წე­რა გა­ვა­ჩე­რო­თო. ამ ფაქ­ტზე ბი­ჭებ­მა ისე­თი ამ­ბა­ვი აა­წყვეს, რომ 1 დიდი სა­სა­ცი­ლო ბლო­კი ამა­ზეც გა­მო­ვი­დო­და.

- იმპრო­ვი­ზა­ცი­ას ფილ­მის გა­და­ღე­ბის დრო­საც მი­მარ­თავ­დნენ?

- კი, რა თქმა უნდა. სცე­ნა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 60% იყო, და­ნარ­ჩე­ნი - გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ემა­ტე­ბო­და, რად­გან ფილ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წამ­ყვა­ნე­ბი არი­ან და არა - მსა­ხი­ო­ბე­ბი.

- თქვენც სა­კუ­თარ თავს - ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებთ. იმ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რაც ფილმში გაქვთ, რე­ა­ლუ­რად რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით?

- ზუს­ტად - ისე, რო­გორც ფილმში მო­ვი­ქე­ცი (იცი­ნის). სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, სა­ნამ "კა­ცე­ბის შოუს" წამ­ყვა­ნე­ბი "კა­კა­ბას" მიერ ბარ­ში და­კარ­გულ ფლეშ­კას იპო­ვი­ან, ფილ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ამე­რი­კელს ვარ­თობ. რე­ა­ლუ­რად ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დით. რა­ღა­ცე­ბი გვაქვს, რაც მოგ­ვას­წა­ვებს, რომ მსგავ­სი რამ არ დაგ­ვე­მარ­თე­ბო­და.

- "ღა­მის შოუს" სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებს რა ბედი ეწე­ვათ?

- "იმედ­ზე" 3 პრო­ექ­ტი 3 თვით აღ­ვად­გი­ნეთ. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სხვა ტე­ლე­არ­ხებ­თა­ნაც (მათ შო­რის - "იმედ­თა­ნაც") ვა­წარ­მო­ებთ. პრო­ექ­ტე­ბის ბე­დის გარ­კვე­ვა იან­ვრის­თვის გა­და­ი­დო.

- თქვენ­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მარ­თლა არ­სე­ბობ­და?

- არა­ვი­თა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად, როცა "ნა­ნუ­კას შოუ" იწყე­ბო­და, იმ პე­რი­ოდ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით, როცა "ღა­მის შოუს" ლო­გოს იყე­ნებ­და. მერე ვუ­თხა­რით, - ნა­ნუ­კა, გა­და­ცე­მა­ში ვის მო­იწ­ვევ, ეს ჩვე­ნი საქ­მე არ არის, მაგ­რამ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან ერ­თად ჩვე­ნი ლოგო იქ­ნებ მოვხსნათ-მეთ­ქი? მოვხსე­ნით და ე.წ. "და­პი­რის­პი­რე­ბა" ასე დამ­თავ­რდა.

- ვა­ნოს რაც შე­ე­ხე­ბა...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ეს ჩვენ­თვის რა­ღაც ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ადრე ერთ გუნდში ვი­ყა­ვით და გა­ვი­ყა­ვით, - ეს წარ­სუ­ლია. ეს გა­ყო­ფა ჩვენ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, მაგ­რამ "ბითლზე­ბიც" და­ი­შა­ლა და "სფა­ის გერლ­ზიც". მერე რა მოხ­და?

- "ვა­ნოს შოუს" რო­გორ შე­ა­ფა­სებთ? "ღა­მის შოუ ოთარ ტა­ტიშ­ვილ­თან ერ­თად" მის ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ტად მი­გაჩ­ნი­ათ?

- "ღა­მის შოუს" და "შა­ბა­თის შოუს" ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მე­ბი ერ­თად და­ვი­წყეთ. შე­სა­ბა­მი­სად, როცა "რუს­თა­ვი 2"-ზე ჩვენს თავს რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, შევ­თან­ხმდით, რომ ამ ფორ­მა­ტებს აღარ გა­ნაგ­რძობ­დნენ, მაგ­რამ სა­ხე­ლე­ბი შე­უც­ვა­ლეს, ფორ­მა­ტე­ბი კი იგი­ვე დარ­ჩა. ფორ­მა­ტე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს... ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, - რა "პონ­ტია", ფორ­მა­ტებ­ზე უფ­ლე­ბე­ბი თქვენ თუ გაქვთ, სხვე­ბი რა­ტომ აკე­თე­ბე­ნო? ჩვენ ვამ­ბობთ, - იყოს, კონ­კუ­რენ­ცი­აა-თქო. უკონ­კუ­რენ­ციო ბა­ზარ­ზე შენც "ფუჭ­დე­ბი". შე­ფა­სე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, "ვა­ნოს შოუ" ზოგ­ჯერ სა­სა­ცი­ლოა, ზოგ­ჯერ - არა. ჩვენს პრო­ექ­ტებ­შიც ასეა. სუ­ბი­ე­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი: "ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის" შოუს "ღა­მის შოუს" სტუ­დია ამ­ზა­დებს და რო­გორ შე­ვა­ფა­სო? ყვე­ლა­ზე კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლი და სა­ზო­მი რე­ი­ტინ­გია, მაგ­რამ ეს 2 გა­და­ცე­მა ეთერ­ში სხვა­დას­ხვა დროს გა­დის...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"კაცების კინო" - დაკარგული ფილმის საპოვნელად დარაზმული 4 იუმორისტის ამბავი

"კაცების კინო" - დაკარგული ფილმის საპოვნელად დარაზმული 4 იუმორისტის ამბავი

"ღამის შოუს" სტუდიის გუნდი პრემიერისთვის ემზადება: "კაცების კინო" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის სანახავადაც 12 დეკემბრიდან კინოთეატრებში იმ განწყობილებით უნდა წახვიდეთ, რომ კარგად გაერთობით და ბევრს იცინებთ. ფილმი "ღამის შოუს" სტუდიის პოპულარული გადაცემის - "კაცების შოუს" წამყვანების შესახებ მოგვითხრობს.

ირაკლი კაკაბაძე, ფილმის რეჟისორი და სცენარისტი:

- "კაცების შოუში" როგორც ვხუმრობდით, ვეცადეთ, ის ყველაფერი ფილმად გადაგვეღო. რა თქმა უნდა, გარკვეული სიუჟეტიც მოვიფიქრეთ. მოქმედება ასე ვითარდება: შოუს გმირებმა ფილმი გადავიღეთ, რომელიც ტექნიკური პრობლემის გამო, კომპიუტერიდან წაიშალა. ამ დროს ერთ-ერთ უცხოელს ჩვენი ფილმის ყიდვა უნდა. კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ფლეშკა, რომელზეც ჩვენი ნამუშევარი გვაქვს გადატანილი, დამეკარგება - ღამით ბარში ვთვრები. იქ ჩვენი გუნდის თაყვანისმცემელს - ვინმე ნოდარს გავიცნობ და ფლეშკას მას ვათხოვებ. ჩვენი ფილმით დაინტერესებული უცხოელი მეორე დღეს საქართველოდან უნდა გაფრინდეს. სხვა გზა არ გვაქვს, - ნოდარის ძებნას სხვადასხვა "ფრონტზე" ვიწყებთ. დაახლოებით მახსოვს, წინა ღამით სადაც ვიყავი. ფილმის ოთხივე გმირი სხვადასხვა სიტუაციაში ვხვდებით: ვიღაც რესტორანში მიდის, ვიღაც - ბარში... იქ ტიპური ქართველი პერსონაჟები გვხვდებიან, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ხშირად გვინახავს, მაგალითად: ოფიციანტი, რომელიც ცუდად გვემსახურება, ასაკოვანი გაუთხოვარი ქალი, კაცი, რომელიც სასაცილო ამბებს გვიყვება და გვეუბნება, - მერე გამოიყენეთო, მაგრამ ვერაფერში გამოვიყენებთ და ა.შ. ფილმში თითქმის ყველა სტუმარი მონაწილეობს, ვინც კი "კაცების შოუში" გვყოლია.

- მუშაობისას, ფილმის სიუჟეტის მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხომ არ გქონიათ?

- არა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ფილმი ღამის "შოუს სტუდიამ" და "სტენლიმ" (რომელმაც "თბილისური ლავ სთორი" და "გული პლუსი" შექმნა) გადავიღეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ. პროფესიონალების ჯგუფი მუშაობდა და გაუთვალისწინებელი არაფერი მომხდარა.

- ფილმის ტრეილერში "ღამის შოუს" სტუდიის სერიალების მსახიობებს მოვკარი თვალი...

- დიახ, სერიალის რამდენიმე მსახიობიც მონაწილეობს: ნიკა ქაცარიძე, ხატია ბრაჭული, ნატა ბერეჟიანი, მანანა კოზაკოვა (რომელიც სერიალში - "შუა ქალაქში" ახლახან ჩაერთო)...

- ფილმის ბიუჯეტზე რას გვეტყვით?

- მსახიობებისთვის ფული არ გადაგვიხდია, რადგან ფილმის მთავარი გმირები ჩვენ - "კაცების შოუს" წამყვანები ვართ. იმედია, მას მერე, რაც ხალხი ბილეთებს იყიდის, ჩვენც რაღაც შეგვხვდება. ფული ტექნიკაშიც არ გადაგვიხდია, რადგან "ღამის შოუს" გუნდმა მხატვრულ მხარეზე და სცენარზე ვიზრუნეთ, ტექნიკური უზრუნველყოფა კი მეორე სტუდიამ ითავა. მცირე ხარჯი გავწიეთ: ბენზინი, საკვები, ადგილის არენდა... ფილმის ბიუჯეტი ისეთი სასაცილოა, რომ არ ვიტყვი, თუმცა ჩვენს ნამუშევარს ეს არ ეტყობა და გვიხარია.

- თქვენი პროგნოზი როგორია - "კაცების კინო" ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც "ღამის შოუს" სტუდიის სხვა ფილმები?

- იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. სამონტაჟო ვერსია ვნახეთ. ხომ იცი, ერთსა და იმავეს დიდხანს რომ უყურებ, მერე ვეღარ აღიქვამ, კარგია თუ ცუდი. ამიტომ, ფილმების პრემიერებამდე "შიდა ჩვენებებს" ყოველთვის ვაწყობთ, - ჩვენს სტუდიაში ფილმს დიდი პროექტორით ვუშვებთ ხოლმე. "კაცების კინოს" შემთხვევაშიც ასე იქნება. ჩვენებაზე მოწვეულ სტუმრებს ფილმის შესახებ აზრს შევეკითხებით. მათი რეაქციების მიხედვით მივხვდებით, რამე ზედმეტი ხომ არ მოგვივიდა? თუ საშველია, ვიფიქრებთ, ჩვენს ნამუშევარს რა ვუშველოთ? თუ არადა, ბედნიერები დავიშლებით...

- ყოფილა შემთხვევა, როცა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილმის კორექტირება საჭირო გამხდარა?

- კი. "შიდა ჩვენება" ბევრი რაღაცის კორექტირების საშუალებას გვაძლევს.

ირაკლი ვახტანგიშვილი:

- კინოთეატრებში ხალხი იმ განწყობილებით უნდა მივიდეს, რომ ძალიან სასაცილო, გასართობ ფილმს ნახავს და მაგალითად, იმის შეფასება არ უნდა დაიწყონ, ვახტანგიშვილმა როგორ ითამაშაო?! - უყურეთ და იცინეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებისას პროფესიონალთა გუნდი მეხმარებოდა, ძალიან დაძაბული ვიყავი და ვნერვიულობდი. როგორც ყველა, ფილმში მეც საკუთარ თავს ვთამაშობ. ისეთივე ვარ, როგორიც - "კაცების შოუში". ირაკლის გმირის გაუგებრობის გამო, მეც რაღაც უცნაური რამე "დამემართება". თუ რაზეა ლაპარაკი, ამას უკვე მაყურებელი 12.12.12-დან, საქართველოს კინოთეატრებში შეიტყობს.

- 12.12.12 - პრემიერისთვის ამ თარიღის შერჩევა ერთგვარი მარკეტინგული გათვლაა, თუ უბრალოდ, ციფრები ასე დაემთხვა?

ირაკლი კაკაბაძე:

- ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. თან, 12 დეკემბერს გიორგი ჯანელიძის დაბადების დღეა (იცინიან)...

- ფილმის გადაღება სწორედ "კაცების შოუს" საფუძველზე რატომ გადაწყვიტეთ?

დავით გოგიჩაიშვილი, ფილმის პროდიუსერი, "ღამის შოუს" სტუდიის გენერალური მენეჯერი:

- ყველაზე დიდი გამოხმაურება "კაცების შოუს" აქვს. სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად გვეკითხებიან, - ეთერში როდის დაბრუნდებაო? ამ ფილმის გადაღების იდეა გაცილებით ადრე გაგვიჩნდა. ზაფხულში უკვე სცენარზე ვმუშაობდით. რადგან შოუზე მოთხოვნილება არსებობს, მივიჩნიეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუკი "კაცების კინოს" გადავიღებდით.

- ფილმი რა კატეგორიის მაყურებლისთვის არის გათვლილი?

- იმედია, ბევრს მოეწონება, მაგრამ ასაკობრივი კატეგორია 2-დან 82 წლამდე მერყეობს - ვისაც "კაცების შოუ" მოსწონს (იღიმის). ვფიქრობთ, რომ ამ გადაცემას იუმორის სხვა შოუებისგან განსხვავებული მიწოდების ფორმა აქვს.

- "კაცების შოუში" ხანდახან უხამს ფრაზებსაც არ ერიდებოდნენ...

- სხვათა შორის, უხამსობა კინოში უფრო "მოსულა", მაგრამ რაც უხამსობად მოგეჩვენებათ, კონტექსტში "ჩამჯდარია" და იუმორს ემსახურება. მთავარი გმირები "კაცების შოუს" 4 ტიპია. მეც "ამტეხეს", რომ ფილმში მონაწილეობა მიმეღო. ეპიზოდურ როლებში ე.წ. "სელებრითები" მონაწილეობენ, რომლებიც შოუში სტუმრად გვყავდა: ჭოლა, ია ფარულავა, ნუკი კოშკელიშვილი, დუტა სხირტლაძე, ნანიკო ხაზარაძე, ოთარ ტატიშვილი, ზალიკო ბერგერი, ბოისა... მოვახერხეთ, რომ მათთვის რაღაც კონტექსტი მოგვეფიქრებინა, რომ სასაცილო გამოსულიყო. მთავარ გმირებს რაც შეეხებათ, მათ მსახიობური მონაცემები არც მოეთხოვებოდათ. ისინი ფილმშიც "კაცების შოუს" წამყვანები არიან და დიდი თამაში არ დასჭირვებიათ. შოუს ჩაწერისას, წამყვანების იუმორი იმპროვიზირებულია. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა დავით ლაბაძე შუა შოუში ლაპლაპებდა. გრიმიორი შემოვიდა - ჩაწერა გავაჩეროთო. ამ ფაქტზე ბიჭებმა ისეთი ამბავი ააწყვეს, რომ 1 დიდი სასაცილო ბლოკი ამაზეც გამოვიდოდა.

- იმპროვიზაციას ფილმის გადაღების დროსაც მიმართავდნენ?

- კი, რა თქმა უნდა. სცენარი დაახლოებით 60% იყო, დანარჩენი - გადასაღებ მოედანზე ემატებოდა, რადგან ფილმის მონაწილეები წამყვანები არიან და არა - მსახიობები.

- თქვენც საკუთარ თავს - ფილმის პროდიუსერის როლს განასახიერებთ. იმ პრობლემის წინაშე, რაც ფილმში გაქვთ, რეალურად რომ აღმოჩენილიყავით, როგორ მოიქცეოდით?

- ზუსტად - ისე, როგორც ფილმში მოვიქეცი (იცინის). სიუჟეტის მიხედვით, სანამ "კაცების შოუს" წამყვანები "კაკაბას" მიერ ბარში დაკარგულ ფლეშკას იპოვიან, ფილმით დაინტერესებულ ამერიკელს ვართობ. რეალურად ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით. რაღაცები გვაქვს, რაც მოგვასწავებს, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართებოდა.

- "ღამის შოუს" სატელევიზიო პროექტებს რა ბედი ეწევათ?

- "იმედზე" 3 პროექტი 3 თვით აღვადგინეთ. შესაბამისად, მოლაპარაკებებს სხვა ტელეარხებთანაც (მათ შორის - "იმედთანაც") ვაწარმოებთ. პროექტების ბედის გარკვევა იანვრისთვის გადაიდო.

- თქვენსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის დაპირისპირება მართლა არსებობდა?

- არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. თავდაპირველად, როცა "ნანუკას შოუ" იწყებოდა, იმ პერიოდში ვეხმარებოდით, როცა "ღამის შოუს" ლოგოს იყენებდა. მერე ვუთხარით, - ნანუკა, გადაცემაში ვის მოიწვევ, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ვანო ჯავახიშვილთან ერთად ჩვენი ლოგო იქნებ მოვხსნათ-მეთქი? მოვხსენით და ე.წ. "დაპირისპირება" ასე დამთავრდა.

- ვანოს რაც შეეხება...

- (მაწყვეტინებს) ეს ჩვენთვის რაღაც ტრაგიკულ ისტორიებს უკავშირდება. ადრე ერთ გუნდში ვიყავით და გავიყავით, - ეს წარსულია. ეს გაყოფა ჩვენთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ "ბითლზებიც" დაიშალა და "სფაის გერლზიც". მერე რა მოხდა?

- "ვანოს შოუს" როგორ შეაფასებთ? "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად" მის ღირსეულ კონკურენტად მიგაჩნიათ?

- "ღამის შოუს" და "შაბათის შოუს" ფორმატის გადაცემები ერთად დავიწყეთ. შესაბამისად, როცა "რუსთავი 2"-ზე ჩვენს თავს რაღაცები მოხდა, შევთანხმდით, რომ ამ ფორმატებს აღარ განაგრძობდნენ, მაგრამ სახელები შეუცვალეს, ფორმატები კი იგივე დარჩა. ფორმატები ძალიან მომწონს... ჩვენი ამერიკელი კონსულტანტები ამბობენ, - რა "პონტია", ფორმატებზე უფლებები თქვენ თუ გაქვთ, სხვები რატომ აკეთებენო? ჩვენ ვამბობთ, - იყოს, კონკურენციაა-თქო. უკონკურენციო ბაზარზე შენც "ფუჭდები". შეფასებას რაც შეეხება, "ვანოს შოუ" ზოგჯერ სასაცილოა, ზოგჯერ - არა. ჩვენს პროექტებშიც ასეა. სუბიეტური ვიქნები: "ოთარ ტატიშვილის" შოუს "ღამის შოუს" სტუდია ამზადებს და როგორ შევაფასო? ყველაზე კარგი შემფასებელი და საზომი რეიტინგია, მაგრამ ეს 2 გადაცემა ეთერში სხვადასხვა დროს გადის...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები