სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ღუზარაული - პირადად ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და დავით ჭაკუამ დამაკავეს
სოსო ღუზარაული - პირადად ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და დავით ჭაკუამ დამაკავეს

სა­პატ­რი­არ­ქოს რე­კო­მენ­და­ცი­ით, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო სოსო ღუ­ზა­რა­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა. პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აც­დებს, რომ პი­რა­დად ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, გიგი კა­ლან­და­ძემ და და­ვით ჭა­კუ­ამ 2010 წელს ქუ­თა­ის­ში და­ა­კა­ვეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კი გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში აიყ­ვა­ნეს.

სოსო ღუ­ზა­რა­ულს ბრა­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის წა­უ­ყე­ნეს, თუმ­ცა ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ამ­ბობს, რომ მისი და­კა­ვე­ბა სხვა მიზ­ნით მოხ­და.

"ვმუ­შა­ობ­დი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ცენ­ტრ კრწა­ნის­ში, ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის ჯგუ­ფის უფ­რო­სად. ამიყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში, სა­დაც ჩემს და­კა­ვე­ბას უშუ­ა­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ია, გიგი კა­ლან­და­ძე და და­ვით ჭა­კუა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ბოლო ეტა­პი იყო, მა­ნამ­დე სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ჩემს მი­მართ. ვერც ერთი ბრალ­დე­ბა ვერ და­მი­დას­ტუ­რეს და ია­რა­ღის შე­ნახ­ვის­თვის წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი. არ უარ­ვყოფ, ია­რა­ღი მქონ­და, რო­მე­ლიც დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო ვერ გა­და­ვი­ფორ­მე, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ მა­ნამ­დეც ყვე­ლამ იცო­და. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ შსს-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პან­კის­ში ამიყ­ვა­ნეს და ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან ვი­ყა­ვი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი რა­ღაც ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რაც ვერ და­ა­დას­ტუ­რეს და ბო­ლოს ია­რა­ღის შე­ნახ­ვის თე­მით გა­და­წყდა ჩემი გა­სა­მარ­თლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ღუ­ზა­რა­ულ­მა.

მისი თქმით, ბაჩო ახა­ლა­ია ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ერე­ო­და და და­ნიშ­ვნე­ბის სა­კი­თხებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ნაც­ვლად, თვი­თონ წყვეტ­და.

"თა­ნამ­დე­ბობ­რივ ჩარ­ჩო­ებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი სცდე­ბო­და. ის, რა ხმე­ბიც სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა, სი­მარ­თლეა, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბა ძნე­ლია, რად­გან სამ­ხედ­რო­ებს ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა და ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ", - აცხა­დებს ღუ­ზა­რა­უ­ლი.

სოსო ღუ­ზა­რა­ულ­მა ბაჩო ახა­ლა­ი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას უმ­წიკ­ვლო­ბის ორ­დე­ნი მი­ი­ღო. მისი თქმით, საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე მი­მარ­თა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოსო ღუზარაული - პირადად ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და დავით ჭაკუამ დამაკავეს

სოსო ღუზარაული - პირადად ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და დავით ჭაკუამ დამაკავეს

საპატრიარქოს რეკომენდაციით, ყოფილი სამხედრო სოსო ღუზარაული პრეზიდენტმა შეიწყალა. პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცდებს, რომ პირადად ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და დავით ჭაკუამ 2010 წელს ქუთაისში დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში აიყვანეს.

სოსო ღუზარაულს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს, თუმცა ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ მისი დაკავება სხვა მიზნით მოხდა.

"ვმუშაობდი ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში, ინსტრუქტორების ჯგუფის უფროსად. ამიყვანეს ქუთაისში, სადაც ჩემს დაკავებას უშუალოდ ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და დავით ჭაკუა ხელმძღვანელობდნენ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას რაც შეეხება, ეს ბოლო ეტაპი იყო, მანამდე სხვადასხვა ბრალდებები განიხილებოდა ჩემს მიმართ. ვერც ერთი ბრალდება ვერ დამიდასტურეს და იარაღის შენახვისთვის წამიყენეს ბრალი. არ უარვყოფ, იარაღი მქონდა, რომელიც დროის უქონლობის გამო ვერ გადავიფორმე, თუმცა ამის შესახებ მანამდეც ყველამ იცოდა. დაკავების შემდეგ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პანკისში ამიყვანეს და იარაღით ვაჭრობასთან ვიყავი დაკავშირებული. ეს მაფიქრებინებს, რომ სერიოზული რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, რაც ვერ დაადასტურეს და ბოლოს იარაღის შენახვის თემით გადაწყდა ჩემი გასამართლება", - განაცხადა ღუზარაულმა.

მისი თქმით, ბაჩო ახალაია ქვედანაყოფების საქმიანობაში უშუალოდ ერეოდა და დანიშვნების საკითხებს გაერთიანებული შტაბის ნაცვლად, თვითონ წყვეტდა.

"თანამდებობრივ ჩარჩოებს აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელი პირი სცდებოდა. ის, რა ხმებიც სამხედროების მოპყრობასთან დაკავშირებით ვრცელდება, სიმართლეა, თუმცა დოკუმენტურად დადასტურება ძნელია, რადგან სამხედროებს ვიდეოგადაღება და ტელეფონის გამოყენება აკრძალული ჰქონდათ", - აცხადებს ღუზარაული.

სოსო ღუზარაულმა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობისას უმწიკვლობის ორდენი მიიღო. მისი თქმით, საქმის ხელახალი გამოძიებისთვის, პროკურატურას უკვე მიმართა და სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"