კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათუნა მგელაძე - კლუბებში გართობა მიზიდავს, თუმცა ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ
დათუნა მგელაძე - კლუბებში გართობა მიზიდავს, თუმცა ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ

მომ­ღე­რალ და­თუ­ნა მგე­ლა­ძეს დე­დის მიერ შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სი ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვო­ბი­დან­ვე იმას იც­ვამს, რაც თა­ვად მოს­წონს. და­თუ­ნამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სუ­ნა­მო და სათ­ვა­ლე მან­ქა­ნა­ში ყო­ველ­თვის აქვს...

- გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა 4-5 წლი­სამ და­ვი­წყე: სა­ბავ­შვო ბაღ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და და არ მომ­წონ­და, დედა "მიკი მა­უ­სის"-ნა­ხა­ტი­ან ჯემპრს რომ მაც­მევ­და. ჰოდა, ერთხე­ლაც სა­კიდ­რი­დან სხვი­სი ქურ­თუ­კი ჩა­მოვხსე­ნი და ჩა­ვიც­ვი, რის გა­მოც ერთი ამ­ბა­ვი ატყდა... მას შემ­დეგ, დედა იმას მაც­მევ­და, რაც მინ­დო­და. სკო­ლა­შიც ჩემი შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სით მი­ვე­დი. ახლა დი­ლით, ში­ნი­დან გას­ვლამ­დე, მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით, საათ-ნა­ხე­ვა­რი მჭირ­დე­ბა. ძი­რი­თა­დი დრო იმა­ზე ფიქ­რში გა­დის, თუ რა ჩა­ვიც­ვა. შე­იძ­ლე­ბა, შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სი არ მო­მე­წო­ნოს, გა­მო­ვიც­ვა­ლო და ა.შ.

შო­პინ­გი და თეთ­რი კედი

- შო­პი­ნი­გი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მიყ­ვარს, მაგ­რამ სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას, მა­ღა­ზი­ებ­ში გა­უ­ჩე­რებ­ლად სი­ა­რუ­ლი შე­მიძ­ლია. დაღ­ლის შეგ­რძნე­ბა არა მაქვს. ბევ­რი ისე­თი სა­მო­სიც მი­ყი­დია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს ჩა­მიც­ვამს და რა­ტომ ვი­ყი­დე, ვერ ვხვდე­ბი. შავ-თეთ­რი სა­მო­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს. ასე­ვე, მწვა­ნე მომ­წონს. ფეხ­საც­მლის შერ­ჩე­ვი­სას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, რომ ის კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს. რა­ტომ­ღაც, ბავ­შვო­ბი­დან თეთ­რი კედი მომ­წონს. როცა გას­ტროლ­ზე მივ­დი­ვარ და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­სუ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბის ამო­ლა­გე­ბას ვი­წყებ, იქ ძი­რი­თა­დად, სულ თეთ­რი კე­დე­ბი დევს (იცი­ნის).

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- ყო­ველ­დღი­უ­რად ჯვარს ვა­ტა­რებ. მა­მა­ომ სა­ეკ­ლე­სიო ბე­ჭე­დი მა­ჩუ­ქა, რომ­ლის გა­რე­შე ში­ნი­დან არ გავ­დი­ვარ.

სათ­ვა­ლის დიდი კო­ლექ­ცია მქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ნელ-ნელა მცირ­დე­ბა - რამ­დე­ნი­მე სათ­ვა­ლე­ღა დამ­რჩა. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ 2 კვი­რა­ში თი­თოს მა­ინც ვკარ­გავ. როცა შე­სა­ფე­რი­სი ამინ­დია, სახ­ლი­დან სათ­ვა­ლის გა­რე­შე არ გავ­დი­ვარ. სა­ა­თიც მი­კე­თია ხოლ­მე, მაგ­რამ თუ შინ დამ­რჩა, მის გამო უკან არ მივ­ბრუნ­დე­ბი.

ვარ­ცხნი­ლო­ბა

- იყო პე­რი­ო­დი, როცა ძა­ლი­ან გრძე­ლი თმა მქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჩემი სურ­ვი­ლი არ იყო: ავა­რი­ა­ში რომ მოვ­ყე­ვი, წო­ლი­თი რე­ჟი­მი და­მი­ნიშ­ნეს და თმა მა­შინ გა­მე­ზარ­და. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, - გიხ­დე­ბაო. ახლა ვცდი­ლობ, თმა ისევ გა­ვი­ზარ­დო. თუმ­ცა, სა­ლონ­ში ხში­რად დავ­დი­ვარ. ჩემი სტი­ლის­ტი მყავს, რო­მელ­საც ვენ­დო­ბი. მან ზუს­ტად იცის, რა მინ­და. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერთი სტი­ლის­ტი მე­უბ­ნე­ბო­და, - ცოტა გა­ხუ­ნე­ბუ­ლი თმა მო­გიხ­დე­ბაო. თმა ჯერ არ შე­მი­ღე­ბავს და არც შე­ვი­ღე­ბავ! ჩემი თმის ბუ­ნებ­რი­ვი ფერი მომ­წონს.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- სამ­წუ­ხა­როდ, ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ხში­რად მი­წევ­და, რის მერე 3-4 თვე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა მეკ­რძა­ლე­ბო­და. ახლა სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რულს ისევ და­ვი­წყებ, აბო­ნე­მენ­ტი უკვე ავი­ღე.

ბოლო დროს წო­ნა­ში ძა­ლი­ან მო­ვი­მა­ტე - ჩემს ნორ­მა­ლურ წო­ნას 5 კი­ლოგ­რა­მით ავ­ცდი. ეს ერთი შე­ხედ­ვით, არ მე­ტყო­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავი ეკ­რან­ზე რომ ვნა­ხე, მა­შინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ისე ვერ იყო და სას­წორ­ზე შევ­დე­ქი (იღი­მის). თუმ­ცა, ისე არა­სო­დეს გავ­სუ­ქე­ბულ­ვარ, რომ დი­ე­ტა და­მეც­ვა და სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბის ჭამა და­მე­წყო.

საქ­მე

- ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მე სიმ­ღე­რაა, რო­მელ­საც ბევრ დროს ვუთ­მობ. ისე კი, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ - თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. არ ვნა­ნობ, მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რას მომ­ღერ­ლო­ბა რომ ვარ­ჩიე.

ახლა მუ­სი­კა­ლურ ალ­ბომ­ზე ვმუ­შა­ობ. 3-4 სიმ­ღე­რა­ღა დამ­რჩა ჩა­სა­წე­რი, შემ­დეგ კი ალ­ბათ, ღვთის წყა­ლო­ბით, ის დღეც დად­გე­ბა, როცა სა­კუ­თა­რი ალ­ბო­მი მექ­ნე­ბა. ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­ზე, რომ­ლის ავ­ტო­რი ვაჟა ტუ­ღუ­ში გახ­ლავთ, კლიპს ვი­ღებთ. ალ­ბათ, სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მერე გა­მო­ვა.

ოჯა­ხი

- მყავს დედ-მამა - მა­რი­ნა და ვახ­ტანგ მგე­ლა­ძე­ე­ბი. დედა რუ­სუ­ლი ენის პე­და­გო­გია და ერთ-ერთ სკო­ლა­ში ას­წავ­ლის, მამა კი ეკო­ნო­მის­ტი გახ­ლავთ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობს. ჩემი და­ი­კო - მაია ბუ­ღალ­ტე­რია. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ და ფულს ამით ვშო­უ­ლობ. ჩემი და­ი­კო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, სხვა სფე­რო­ში ვი­მუ­შა­ვებ­დი.

გარ­თო­ბა

- კლუ­ბებ­ში გარ­თო­ბა მი­ზი­დავს. ვერ გე­ტყვი, - ცეკ­ვა მიყ­ვარს-მეთ­ქი, მაგ­რამ ხალ­ხმრავ­ლო­ბა და კლუ­ბუ­რი სი­ტუ­ა­ცია მომ­წონს. თუმ­ცა, ამ ბოლო დროს ვღი­ზი­ან­დე­ბი, ყველ­გან რომ ერ­თსა და იმა­ვე ხალ­ხს ვხე­დავ. ჰოდა, ვცდი­ლობ, მე­გობ­რე­ბი შე­მო­ვიკ­რი­ბო და მათ­თან ერ­თად გა­ვერ­თო.

ჩემი ჰობი კა­ლათ­ბურ­თი და ნა­დი­რო­ბა გახ­ლავთ.

კა­ლათ­ბურ­თი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს - 6 წელი ვთა­მა­შობ­დი. კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც ვა­ხერ­ხებ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ლათ­ბურ­თი ვი­თა­მა­შო. ეს ძალ­ზე მამ­შვი­დებს. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ცუ­და­დაც არ ვთა­მა­შობ, მოყ­ვა­რულ კა­ლათ­ბურ­თე­ლებს ღირ­სე­ულ მე­ტო­ქე­ო­ბას გა­ვუ­წევ... ნა­დი­რო­ბაც მომ­წონს, მაგ­რამ ცუდი ის არის, რომ სა­ნა­დი­როდ წა­სუ­ლი შინ იმა­ვე დღეს ვერ ვბრუნ­დე­ბი - 2 დღე მა­ინც მჭირ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ნა­დი­რე­ვი ჯერ არ მქო­ნია, მაგ­რამ ახლა ტახ­ზე სა­ნა­დი­როდ წას­ვლას ვა­პი­რებ და იმე­დია, ხელ­ცა­რი­ე­ლი არ დავ­ბრუნ­დე­ბი (იღი­მის)...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

დათუნა მგელაძე - კლუბებში გართობა მიზიდავს, თუმცა ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ

დათუნა მგელაძე - კლუბებში გართობა მიზიდავს, თუმცა ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ

მომღერალ დათუნა მგელაძეს დედის მიერ შერჩეული სამოსი ადრეულ ასაკშივე გაუპროტესტებია და შესაბამისად, ბავშვობიდანვე იმას იცვამს, რაც თავად მოსწონს. დათუნამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რამდენიმე სუნამო და სათვალე მანქანაში ყოველთვის აქვს...

- გარეგნობაზე ზრუნვა 4-5 წლისამ დავიწყე: საბავშვო ბაღში შეყვარებული მყავდა და არ მომწონდა, დედა "მიკი მაუსის"-ნახატიან ჯემპრს რომ მაცმევდა. ჰოდა, ერთხელაც საკიდრიდან სხვისი ქურთუკი ჩამოვხსენი და ჩავიცვი, რის გამოც ერთი ამბავი ატყდა... მას შემდეგ, დედა იმას მაცმევდა, რაც მინდოდა. სკოლაშიც ჩემი შერჩეული სამოსით მივედი. ახლა დილით, შინიდან გასვლამდე, მოსაწესრიგებლად დაახლოებით, საათ-ნახევარი მჭირდება. ძირითადი დრო იმაზე ფიქრში გადის, თუ რა ჩავიცვა. შეიძლება, შერჩეული სამოსი არ მომეწონოს, გამოვიცვალო და ა.შ.

შოპინგი და თეთრი კედი

- შოპინიგი საქართველოშიც მიყვარს, მაგრამ საზღვარგარეთ ყოფნისას, მაღაზიებში გაუჩერებლად სიარული შემიძლია. დაღლის შეგრძნება არა მაქვს. ბევრი ისეთი სამოსიც მიყიდია, რომელიც არასოდეს ჩამიცვამს და რატომ ვიყიდე, ვერ ვხვდები. შავ-თეთრი სამოსი განსაკუთრებულად მიყვარს. ასევე, მწვანე მომწონს. ფეხსაცმლის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ის კომფორტული იყოს. რატომღაც, ბავშვობიდან თეთრი კედი მომწონს. როცა გასტროლზე მივდივარ და დანიშნულების ადგილზე მისული ფეხსაცმელების ამოლაგებას ვიწყებ, იქ ძირითადად, სულ თეთრი კედები დევს (იცინის).

აქსესუარები

- ყოველდღიურად ჯვარს ვატარებ. მამაომ საეკლესიო ბეჭედი მაჩუქა, რომლის გარეშე შინიდან არ გავდივარ.

სათვალის დიდი კოლექცია მქონდა. სამწუხაროდ, ნელ-ნელა მცირდება - რამდენიმე სათვალეღა დამრჩა. უცნაურია, მაგრამ 2 კვირაში თითოს მაინც ვკარგავ. როცა შესაფერისი ამინდია, სახლიდან სათვალის გარეშე არ გავდივარ. საათიც მიკეთია ხოლმე, მაგრამ თუ შინ დამრჩა, მის გამო უკან არ მივბრუნდები.

ვარცხნილობა

- იყო პერიოდი, როცა ძალიან გრძელი თმა მქონდა. სამწუხაროდ, ეს ჩემი სურვილი არ იყო: ავარიაში რომ მოვყევი, წოლითი რეჟიმი დამინიშნეს და თმა მაშინ გამეზარდა. სხვათა შორის, ძალიან მომწონდა. ყველა მეუბნებოდა, - გიხდებაო. ახლა ვცდილობ, თმა ისევ გავიზარდო. თუმცა, სალონში ხშირად დავდივარ. ჩემი სტილისტი მყავს, რომელსაც ვენდობი. მან ზუსტად იცის, რა მინდა. სხვათა შორის, ერთ-ერთი სტილისტი მეუბნებოდა, - ცოტა გახუნებული თმა მოგიხდებაო. თმა ჯერ არ შემიღებავს და არც შევიღებავ! ჩემი თმის ბუნებრივი ფერი მომწონს.

ვარჯიში და დიეტა

- სამწუხაროდ, ოპერაციის გაკეთება ხშირად მიწევდა, რის მერე 3-4 თვე ფიზიკური დატვირთვა მეკრძალებოდა. ახლა სპორტდარბაზში სიარულს ისევ დავიწყებ, აბონემენტი უკვე ავიღე.

ბოლო დროს წონაში ძალიან მოვიმატე - ჩემს ნორმალურ წონას 5 კილოგრამით ავცდი. ეს ერთი შეხედვით, არ მეტყობა, მაგრამ საკუთარი თავი ეკრანზე რომ ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და სასწორზე შევდექი (იღიმის). თუმცა, ისე არასოდეს გავსუქებულვარ, რომ დიეტა დამეცვა და სალათის ფურცლების ჭამა დამეწყო.

საქმე

- ჩემი ძირითადი საქმე სიმღერაა, რომელსაც ბევრ დროს ვუთმობ. ისე კი, პროფესიით მსახიობი ვარ - თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. არ ვნანობ, მსახიობის კარიერას მომღერლობა რომ ვარჩიე.

ახლა მუსიკალურ ალბომზე ვმუშაობ. 3-4 სიმღერაღა დამრჩა ჩასაწერი, შემდეგ კი ალბათ, ღვთის წყალობით, ის დღეც დადგება, როცა საკუთარი ალბომი მექნება. ერთ-ერთ სიმღერაზე, რომლის ავტორი ვაჟა ტუღუში გახლავთ, კლიპს ვიღებთ. ალბათ, საახალწლო დღესასწაულების მერე გამოვა.

ოჯახი

- მყავს დედ-მამა - მარინა და ვახტანგ მგელაძეები. დედა რუსული ენის პედაგოგია და ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის, მამა კი ეკონომისტი გახლავთ, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. ჩემი დაიკო - მაია ბუღალტერია. სხვათა შორის, ძალიან კარგად მღერის. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემს საქმეს ვაკეთებ და ფულს ამით ვშოულობ. ჩემი დაიკო რომ არ ყოფილიყო, ალბათ, სხვა სფეროში ვიმუშავებდი.

გართობა

- კლუბებში გართობა მიზიდავს. ვერ გეტყვი, - ცეკვა მიყვარს-მეთქი, მაგრამ ხალხმრავლობა და კლუბური სიტუაცია მომწონს. თუმცა, ამ ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ. ჰოდა, ვცდილობ, მეგობრები შემოვიკრიბო და მათთან ერთად გავერთო.

ჩემი ჰობი კალათბურთი და ნადირობა გახლავთ.

კალათბურთი ბავშვობიდან მიყვარს - 6 წელი ვთამაშობდი. კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებ, მეგობრებთან ერთად კალათბურთი ვითამაშო. ეს ძალზე მამშვიდებს. სხვათა შორის, ძალიან ცუდადაც არ ვთამაშობ, მოყვარულ კალათბურთელებს ღირსეულ მეტოქეობას გავუწევ... ნადირობაც მომწონს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ სანადიროდ წასული შინ იმავე დღეს ვერ ვბრუნდები - 2 დღე მაინც მჭირდება. მნიშვნელოვანი ნანადირევი ჯერ არ მქონია, მაგრამ ახლა ტახზე სანადიროდ წასვლას ვაპირებ და იმედია, ხელცარიელი არ დავბრუნდები (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება