სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად ქორიძე: "სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში"
ზვიად ქორიძე: "სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ ძვ­რები ქარ­თულ მე­დი­ა­შიც გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტი, მე­დი­ა­ექ­სპე­რტი ზვი­ად ქო­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელექტრო­ნუ­ლი მე­დია, პრაქ­ტი­კუ­ლად, და­მო­უ­კი­დებ­ლად არ ფუნ­ქცი­ობ­და. ის მიბ­მუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ, ანუ შავ ფულს, რის გა­მოც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­და. მაგ­რამ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო შე­იც­ვა­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია, მე­დი­ას გა­დაჯ­გუ­ფე­ბა მო­უხ­და. იგი ან უნდა მოს­წყდეს პო­ლი­ტი­კურ ფულს, რომ გა­დარ­ჩეს, უნდა შეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბის სწავ­ლა, უნდა იპო­ვოს პო­ლი­ტი­კუ­რი ფუ­ლის მქო­ნე ახა­ლი პატ­რო­ნი და გა­ნაგ­რძოს ძვე­ლი გზით სი­ა­რუ­ლი. აი, ამ ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას დღეს ქარ­თუ­ლი მე­დია, რაც მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია. ამი­ტო­მაც გა­დარ­ბი­ან ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მე­ო­რე­ში. ან იხუ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზია, ან მე­პატ­რო­ნე­ე­ბი უარს ამ­ბო­ბენ მას­ზე და ლე­გა­ლურ მმარ­თვე­ლებს უბ­რუ­ნე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­და­უ­ვა­ლი იყო და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნი­ცა­და ოქ­ტომ­ბერ­ში. იმე­დი მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალთ იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბამ­დე, რო­მე­ლიც 2011 წლის აპ­რილ­ში დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად მი­ვა­ღე­ბი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბა უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე. ასე­ვე უნდა მი­ვაღ­წი­ოთ ფი­ნან­სურ გამჭვირ­ვა­ლო­ბას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, ვინ დებს ფულს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში, რო­გორ მო­ი­ზი­და­ვენ რეკ­ლა­მას... მალე და­ი­წყე­ბა ბიზ­ნეს­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის მოხ­სნის ახა­ლი პრო­ცე­სი, რაც ბიზ­ნესს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან, რომ­ლი­თაც იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, გან­სა­ზღვრულ არხზე მი­ე­ტა­ნათ რეკ­ლა­მა. აი, ეს მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ახლა და შე­უჩ­ვე­ვე­ლი ლხი­ნის პე­რი­ო­დი უნდა დად­გეს: მე­დია უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნის­გან იდე­უ­რი, ფი­ნან­სუ­რი და მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა ამ პრო­ცესს გა­მარ­თლე­ბა. მაგ­რამ თუ ვი­თა­რე­ბა იგი­ვე დარ­ჩე­ბა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მხო­ლოდ პერ­სო­ნე­ბი შე­იც­ვლე­ბი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამაო, ფუ­ჭად ჩავ­ლი­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა.

დღეს დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აკი­სრი­ათ ჟურ­ნა­ლის­ტებს, მათ არ უნდა მო­ამ­ზა­დონ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, არ გა­მო­ი­გო­ნონ ის­ტო­რი­ე­ბი და არ გა­ა­სა­ღონ სი­ნამ­დვი­ლედ. მაგ­რამ თუ "რუს­თა­ვი 2" შეჩ­ვე­ულ ჭირს აირ­ჩევს და "გაკ­ვა­ლუ­ლი" გზით ივ­ლის, ეს ტე­ლე­ვი­ზია გან­წი­რუ­ლია.

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არხში" დიდი არე­უ­ლო­ბაა...

- ამ არხზე ის ხდე­ბა, რა­ზეც აქამ­დე ვსა­უბ­რობ­დი. მისი მე­პატ­რო­ნე არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას იმი­ტომ შექ­მნა ეს ტე­ლე­ვი­ზია, რომ სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­არ­ღვია ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უ­მი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "რუს­თა­ვი 2"-მა, "იმედ­მა" და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა შექ­მნეს. "მე-9 არ­ხის" ამო­ცა­ნა არ იყო მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მხო­ლოდ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და. თუმ­ცა, ახლა, როცა ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში აღარ დგას, გაჩ­ნდა ახა­ლი ამო­ცა­ნა: პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უნდა გა­ვიდ­ნენ მე­დი­ა­პო­ლი­ტი­კი­დან და უნდა გა­ი­ზარ­დოს სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ პრო­ცეს­ში პი­ო­ნე­რია. არა­და, მე­გო­ნა, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას "რუს­თა­ვი 2" გა­მო­ი­ჩენ­და, რად­გან ამ არხს საკ­მა­ოდ რთუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აქვს და უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ამ პრო­ცე­სით და­ე­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ამ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში "რუს­თა­ვი 2"-მა კო­რუფ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ი­ყე­ნა და წინა მთავ­რო­ბას 6 მი­ლი­ო­ნამ­დე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჩა­მო­ა­წე­რი­ნა, შემ­დეგ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ჯერ შე­იც­ვა­ლა მე­პატ­რო­ნე, ამას და­ერ­თო კი­დევ ერთი ამო­ცა­ნა ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას სა­ხით, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გახ­ლდათ. ანუ, "რუს­თა­ვი 2"-მა უარი არ თქვა თა­ვის პო­ლი­ტი­კურ როლ­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კურ ფულ­ზეც. ამი­ტო­მაც ფი­ნან­სუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად უნდა ამოქ­მედ­დეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი ყვე­ლას და­ას­წრო და თქვა, "მე-9 არხი" მიქ­მნის უხერ­ხუ­ლო­ბას რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიო და გა­და­წყვი­ტა, ამ პრო­ცესს გა­ე­მიჯ­ნოს. იგი სწო­რად მიხ­ვდა, რომ პრო­ცესს უნდა გა­მი­ჯვნო­და, მაგ­რამ ამის ფორ­მა სწო­რად ვერ მო­ი­ფიქ­რა. ჯერ გა­ნა­ცხა­და, "მე-9 არხი" სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს უნდა შე­უ­ერ­თდე­სო, შემ­დეგ მო­ი­ფიქ­რა, სპე­ცი­ა­ლურ საბ­ჭოს შევ­ქმნი, 20 წლით გა­დავ­ცემ და და­ვა­ფი­ნან­სე­ბო. რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას 20 წლით აფი­ნან­სებ, ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ის მარ­თლაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. შემ­დეგ ამ არხზე და­ი­წყო შიდა დუ­ღი­ლი, რა­საც უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი მოჰ­ყვა - ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და პრო­დი­უ­სე­რებ­მა და­ტო­ვეს არხი მი­ნიშ­ნე­ბით - ჩვენ ვა­კე­თებ­დით მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ გა­და­ცე­მებს­ და ახლა დად­გა დრო, რომ გა­კეთ­დეს ისე­თი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა ასე­თი­ვე მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლიო. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ არხს ჰყავს მა­ყუ­რე­ბე­ლი და მათ აინ­ტე­რე­სებთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ, რო­გორც ლუბა ელი­აშ­ვი­ლი იტყო­და - ეს არხი მარ­თლა ფერ­მა რომ იყოს და მხო­ლოდ მერ­ძე­ვე­ე­ბის გაშ­ვე­ბას­თან გვქონ­დეს საქ­მე, არ იქ­ნე­ბო­და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. და თუ ეს დუ­ღი­ლი დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ხუ­როს ეს ტე­ლე­ვი­ზია, ანუ მო­იქ­ცეს ისე­ვე, რო­გორც 2004 წლის 1-ელ აპ­რილს. იმ­ხა­ნად ამ პრო­ცეს­მა უმ­ტკივ­ნე­უ­ლიდ ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ დღეს ასეთ­მა მოქ­მე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა რყე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტო­მაც ივა­ნიშ­ვილ­მა ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, რომ პა­ტი­ვი სცეს თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს და არ და­ა­ზა­რა­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ხში­რად მსმე­ნია, თუ ივა­ნიშ­ვი­ლი "მე-9 არხს" და­ხუ­რავს, სა­ა­კაშ­ვილს "რუს­თა­ვი 2" აქვს და სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს მო­უ­გებ­სო. არა­და, ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კოსს ყვე­ლა­ნა­ირ ომში, მათ შო­რის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­შიც, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მარ­თა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამარ­ჯვე­ბი­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­პა­გან­დის ბა­ცილა მხო­ლოდ წინა მთავ­რო­ბა­ში არ იყო, ახ­ლაც გვხვდე­ბა ასე­თი რე­ცი­დი­ვე­ბი. დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ამ დი­ლე­მის დაძ­ლე­ვაც მო­უ­წევს. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შეძ­ლოს, მძი­მე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს რომ არ ჩაჰ­ყვეს.

- ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი შეძ­ლებს "მე-9 არ­ხის" და­მო­უ­კი­დებ­ლად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად მარ­თვას?

- ვნა­ხოთ. თუმ­ცა, თუ "მე-9 არ­ხმა" ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე ისე­თი სი­უ­ჟე­ტი გა­ა­კე­თა, რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ლუბა ელი­აშ­ვილ­მა თქვა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია დიდი ხა­ნია "მე-9 არ­ხის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გეგ­მავს რა­ღა­ცებ­სო, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ბალ ხა­რისხს მი­ვი­ღებთ. მინ­და, ქალ­ბა­ტონ ლუ­ბას გან­ვუ­მარ­ტო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის საბ­ჭოს "მე-9 არხზე" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი სა­ერ­თოდ არ გა­ნუ­ხი­ლავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს ეს არხი, ქარ­ტი­ის ხელ­მომ­წე­რე­ბი არი­ან და ჟურ­ნა­ლის­ტის ნება, რომ იმუ­შა­ოს და მისი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და­ცუ­ლი იყოს, და­ირ­ღვა.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რე­ალ-ტი­ვი­სა" და "იმე­დის" ყო­ფილ ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკ­რძა­ლე­ბათ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა...

- რა­ტომ უნდა იმუ­შა­ოს ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში?! სა­სა­ცი­ლოა, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლისტს სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, გა­იქ­ცეს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. თუმ­ცა ვაკ­ვირ­დე­ბი და ვხვდე­ბი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მი­აჩ­ნი­ათ ტრამ­პლი­ნად, რომ გახ­დნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი და ამის წყა­ლო­ბით სა­ჯა­რო ან კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში იშო­ვონ სამ­სა­ხუ­რი. ეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დე­ფი­ცი­ტის შე­დე­გია!

ესა­უბ­რა ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზვიად ქორიძე: "სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში"

ზვიად ქორიძე: "სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში"

ხელისუფლების შეცვლამ ძვ­რები ქართულ მედიაშიც გამოიწვია. აღნიშნულ პროცესებზე ჟურნალისტი, მედიაექსპე­რტი ზვიად ქორიძე გვესაუბრება:

- ბოლო წლების განმავლობაში ელექტრონული მედია, პრაქტიკულად, დამოუკიდებლად არ ფუნქციობდა. ის მიბმული იყო პოლიტიკურ, ანუ შავ ფულს, რის გამოც პოლიტიკური პროცესების მონაწილე გახდა. მაგრამ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეიცვალა, ბუნებრივია, მედიას გადაჯგუფება მოუხდა. იგი ან უნდა მოსწყდეს პოლიტიკურ ფულს, რომ გადარჩეს, უნდა შეძლოს დამოუკიდებლად არსებობის სწავლა, უნდა იპოვოს პოლიტიკური ფულის მქონე ახალი პატრონი და განაგრძოს ძველი გზით სიარული. აი, ამ ამოცანის წინაშე დგას დღეს ქართული მედია, რაც მტკივნეული პროცესია. ამიტომაც გადარბიან ერთი ტელევიზიიდან მეორეში. ან იხურება ტელევიზია, ან მეპატრონეები უარს ამბობენ მასზე და ლეგალურ მმართველებს უბრუნებენ. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო და დამახასიათებელი იმ პოლიტიკური ცვლილებისთვის, რომელიც საქართველომ განიცადა ოქტომბერში. იმედი მაქვს, აუცილებლად მივალთ იმ საკანონმდებლო ნორმის სრულად ამოქმედებამდე, რომელიც 2011 წლის აპრილში დიდი ძალისხმევის შედეგად მივაღებინეთ საქართველოს პარლამენტს, რომლის თანახმადაც ელექტრონული მედიასაშუალებების მეპატრონეების ვინაობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ასევე უნდა მივაღწიოთ ფინანსურ გამჭვირვალობას, რაც საშუალებას მოგვცემს, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დებს ფულს მედიასაშუალებაში, როგორ მოიზიდავენ რეკლამას... მალე დაიწყება ბიზნესზე პოლიტიკური წნეხის მოხსნის ახალი პროცესი, რაც ბიზნესს გაათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომლითაც იძულებული იყვნენ, განსაზღვრულ არხზე მიეტანათ რეკლამა. აი, ეს მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს ახლა და შეუჩვეველი ლხინის პერიოდი უნდა დადგეს: მედია უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან იდეური, ფინანსური და მართვის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ექნება ამ პროცესს გამართლება. მაგრამ თუ ვითარება იგივე დარჩება და ტელევიზიებში მხოლოდ პერსონები შეიცვლებიან, ეს ყველაფერი ამაო, ფუჭად ჩავლილი პროცესი იქნება.

დღეს დიდი ვალდებულება აკი­სრიათ ჟურნალისტებს, მათ არ უნდა მოამზადონ პროპაგანდისტული სიუჟეტები, არ გამოიგონონ ისტორიები და არ გაასაღონ სინამდვილედ. მაგრამ თუ "რუსთავი 2" შეჩვეულ ჭირს აირჩევს და "გაკვალული" გზით ივლის, ეს ტელევიზია განწირულია.

- ტელეკომპანია "მე-9 არხში" დიდი არეულობაა...

- ამ არხზე ის ხდება, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. მისი მეპატრონე არის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნისას იმიტომ შექმნა ეს ტელევიზია, რომ სხვანაირად ვერ გაარღვია ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-მა, "იმედმა" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნეს. "მე-9 არხის" ამოცანა არ იყო მაღალი პროფესიული სტანდარტებით გადაცემების მომზადება და მხოლოდ ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებდა. თუმცა, ახლა, როცა ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, გაჩნდა ახალი ამოცანა: პოლიტიკოსები უნდა გავიდნენ მედიაპოლიტიკიდან და უნდა გაიზარდოს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი. ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში პიონერია. არადა, მეგონა, რომ ამ ინიციატივას "რუსთავი 2" გამოიჩენდა, რადგან ამ არხს საკმაოდ რთული წინაპირობები აქვს და უკეთესი იქნებოდა, ამ პროცესით დაეწყო საქმიანობა, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში "რუსთავი 2"-მა კორუფციული მექანიზმი გამოიყენა და წინა მთავრობას 6 მილიონამდე დავალიანება ჩამოაწერინა, შემდეგ 10 დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა მეპატრონე, ამას დაერთო კიდევ ერთი ამოცანა ახალდანიშნული გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სახით, რომელიც სააკაშვილის მთავრობის ყოფილი გენერალური პროკურორი და განათლების მინისტრი გახლდათ. ანუ, "რუსთავი 2"-მა უარი არ თქვა თავის პოლიტიკურ როლზე და, შესაბამისად, პოლიტიკურ ფულზეც. ამიტომაც ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი რაც შეიძლება დროულად უნდა ამოქმედდეს. ბიძინა ივანიშვილმა კი ყველას დაასწრო და თქვა, "მე-9 არხი" მიქმნის უხერხულობას როგორც ქვეყანაში, ასევე საგარეო ურთიერთობებშიო და გადაწყვიტა, ამ პროცესს გაემიჯნოს. იგი სწორად მიხვდა, რომ პროცესს უნდა გამიჯვნოდა, მაგრამ ამის ფორმა სწორად ვერ მოიფიქრა. ჯერ განაცხადა, "მე-9 არხი" საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა შეუერთდესო, შემდეგ მოიფიქრა, სპეციალურ საბჭოს შევქმნი, 20 წლით გადავცემ და დავაფინანსებო. როდესაც ტელეკომპანიას 20 წლით აფინანსებ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის მართლაც დამოუკიდებელი იქნება. შემდეგ ამ არხზე დაიწყო შიდა დუღილი, რასაც უსიამოვნო პროცესი მოჰყვა - ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა დატოვეს არხი მინიშნებით - ჩვენ ვაკეთებდით მიუკერძოებელ გადაცემებს­ და ახლა დადგა დრო, რომ გაკეთდეს ისეთი ტელევიზია, რომელიც არ იქნება ასეთივე მიუკერძოებელიო. ბუნებრივია, ამ არხს ჰყავს მაყურებელი და მათ აინტერესებთ ეს ყველაფერი, თორემ, როგორც ლუბა ელიაშვილი იტყოდა - ეს არხი მართლა ფერმა რომ იყოს და მხოლოდ მერძევეების გაშვებასთან გვქონდეს საქმე, არ იქნებოდა საჯარო განხილვის საგანი. და თუ ეს დუღილი დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა დახუროს ეს ტელევიზია, ანუ მოიქცეს ისევე, როგორც 2004 წლის 1-ელ აპრილს. იმხანად ამ პროცესმა უმტკივნეულიდ ჩაიარა, მაგრამ დღეს ასეთმა მოქმედებამ შეიძლება რყევები გამოიწვიოს. ამიტომაც ივანიშვილმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ პატივი სცეს თავის მომხმარებელს და არ დააზარალოს საზოგადოება. ხშირად მსმენია, თუ ივანიშვილი "მე-9 არხს" დახურავს, სააკაშვილს "რუსთავი 2" აქვს და საინფორმაციო ომს მოუგებსო. არადა, ნებისმიერ პოლიტიკოსს ყველანაირ ომში, მათ შორის საინფორმაციოშიც, მხოლოდ და მხოლოდ მართალი ინფორმაცია ამარჯვებინებს. სამწუხაროდ, საქართველოში პროპაგანდის ბა­ცილა მხოლოდ წინა მთავრობაში არ იყო, ახლაც გვხვდება ასეთი რეციდივები. დღეს ბიძინა ივანიშვილს ამ დილემის დაძლევაც მოუწევს. ეს აუცილებლად უნდა შეძლოს, მძიმე პოლიტიკურ პროცესს რომ არ ჩაჰყვეს.

- ახალი გენერალური დირექტორი შეძლებს "მე-9 არხის" დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მართვას?

- ვნახოთ. თუმცა, თუ "მე-9 არხმა" ნებისმიერ თემაზე ისეთი სიუჟეტი გააკეთა, როგორც ქალბატონმა ლუბა ელიაშვილმა თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დიდი ხანია "მე-9 არხის" საწინააღმდეგოდ გეგმავს რაღაცებსო, ინფორმაციის დაბალ ხარისხს მივიღებთ. მინდა, ქალბატონ ლუბას განვუმარტო, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს "მე-9 არხზე" მიმდინარე პროცესები საერთოდ არ განუხილავს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებმაც დატოვეს ეს არხი, ქარტიის ხელმომწერები არიან და ჟურნალისტის ნება, რომ იმუშაოს და მისი პროფესიული სტანდარტები დაცული იყოს, დაირღვა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რე­ალ-ტივისა" და "იმედის" ყოფილ ჟურნალისტებს ეკრძალებათ საჯარო დაწესებულებებში მუშაობა...

- რატომ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა საჯარო დაწესებულებაში?! სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში. თუმცა ვაკვირდები და ვხვდები, რომ ჟურნალისტებს ჟურნალისტიკა მიაჩნიათ ტრამპლინად, რომ გახდნენ პოპულარულები და ამის წყალობით საჯარო ან კერძო კომპანიებში იშოვონ სამსახური. ეს ჟურნალისტიკის სიყვარულისა და პროფესიონალიზმის დეფიციტის შედეგია!

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები