საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეების აქცია დაშალა

საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეების აქცია დაშალა

ნავთლუღის ბაზართან საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეების აქცია დაშალა. გარემოვაჭრეებს საავტომობილო გზა ჰქონდათ გადაკეტილი და 15 იანვრამდე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ტროტუარებზე გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა კვლავ სცადა გზის გადაკეტვა. პოლიციამ ისინი კვლავ ტროტუარზე დააბრუნა.

გარემოვაჭრეების პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი ალეკო შალამბერიძე შეუერთდა, რომლის განცხადებითაც, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია მძიმე სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, გარემოვაჭრეებსა და სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით ჯერ სასიკეთო არაფერი მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"