რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ნაძვის ხე გაანათეს. წყალზე მოტივტივე საახალწლო ნაძვის ხის სიმაღლე 85 მეტრია და ის 542 ტონას იწონის.
ნაძვის ხის განათება რიო დე ჟანეიროში საახალწლო სეზონის ოფიციალურად გახსნის სიმბოლოა.
ღონისძიებაზე დასასწრებად როდრიგო დე ფრეიტასის ლაგუნაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ნაძვის ხის განათებას 6-წუთიანი ფეიერვერკი მოყვა. ახალი წლის მთავარი სიმბოლო 3.1 მლნ ფერადი ნათურითაა გაფორმებული.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.