სტუდია Columbia Pictures "ჯუმანჯის" რიმეიქს გადაიღებს. ლეგენდარული სათავგადასავლო ფილმის ახალ სცენარზე ზაკ ჰელმი იმუშავებს.
ჯო ჯორნსტონის ფილმი პირველად ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა. მასში მთავარი როლები რობინ უილიამსმა, ჰელენ ჰანტმა, კრისტენ დანსტმა და ბრედლი პირსმა შეასრულეს.
სიუჟეტი იგივე სახელის მქონე საბავშვო წიგნის საფუძველზე ვითარდება. წიგნის ავტორი კრის ვან ოლსბურგია.
ფილმი მაგიურ სამაგიდო თამაშზე მოგვითხრობს, რომელიც მონაწილეებს ფანტასტიკურ და სახიფათო გამოცდებს უწყობს.
"ჯუმანჯის" რიმეიქის პროდიუსერები მეთიუ ტოლმაკი, ტედ ფილდი და მაიკ ბებერი იქნებიან.
ვინ შეასრულებს ახალ ფილმში მთავარ როლებს, ჯერჯერობით უცნობია.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.