საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძე - ოთანაძემ მითხრა, მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო
გივი თარგამაძე - ოთანაძემ მითხრა, მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის­თვის მსჯავ­რდე­ბულ კობა ოთა­ნა­ძეს რუ­სე­თის აგენ­ტო­ბა­ში ამ­ხელს და აცხა­დებს, რომ ამის შე­სა­ხებ ოთა­ნა­ძემ მას თა­ვად გა­ნუ­ცხა­და.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მერე ოთა­ნა­ძემ პირ­და­პირ მი­თხრა, და­მიბ­რუ­ნეთ სპეც­ნა­ზი "ალფა", რო­მე­ლიც იყო იგორ გი­ორ­გა­ძის და მე, რო­გორც რუ­სე­ბის კაცი, ვეც­დე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­გი­ლა­გო­თო. ეს პირ­და­პირ ვა­ლე­რი ხა­ბურ­ზა­ნი­ას გზის გაგ­რძე­ლე­ბა იყო, რო­მელ­მაც იგი­ვე თქვა - მე რუ­სე­ბის კაცი ვარ და დამ­ტო­ვე­თო. მერე პუ­ტინ­მაც უთხრა პრე­ზი­დენტს, მარ­თლა ჩვე­ნი კა­ცია და და­ტო­ვე­თო. ახ­ლაც გრძელ­დე­ბა ეს ის­ტო­რია - ხა­ბურ­ზა­ნი­ას მო­ად­გი­ლე იყო ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლეა და ახლა გა­მო­უშ­ვებს ოთა­ნა­ძეს!", - აცხა­დებს გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თარ­გა­მა­ძე.

პარ­ლა­მენ­ტა­რი მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს სი­სუ­ლელს უწო­დებს.

"მუხ­რო­ვა­ნის" ამ­ბო­ხი ჩემ­თვის ამაზ­რზე­ნი მოვ­ლე­ნაა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ ამ თე­მის აჟი­ტი­რე­ბა, რა, მა­ინ­ცდა­მა­ინც უნ­დათ, "გა­ი­ჩა­ლი­ჩონ"? შე­ვარ­დნა­ძის დროს ხომ მო­ა­წყო ბუნ­ტი კობა ოთა­ნა­ძემ, ჩვენს დრო­საც მო­ა­წყო, ახლა ამათ დრო­საც უნდა მო­ა­წყოს? მა­შინ მოდი, შე­მო­ვი­ღოთ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­ხე­ლო­ბის ორ­დე­ნი და გა­დავ­ცდეთ ამ კაცს. ხომ ამ­ბობს, გმი­რი უნდა ვი­ყოო! ეგ კაცი რე­ცი­დი­ვის­ტია ამ­ბო­ხე­ბე­ბის ამ­ბავ­ში - ეგ და გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. მთე­ლი ის დე­გე­ნე­რა­ტო­ბე­ბი, რა­საც ლა­პა­რა­კობ­დნენ, დიდი სი­სუ­ლე­ლეა - გვამს ფე­ხებს ურტყამ­და, ოთა­ნა­ძეს ფე­ხე­ბი და­უხვრი­ტაო. სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს სა­ერ­თოდ?!", - აცხა­დებს გივი თარ­გა­მა­ძე.

მუხ­რო­ვა­ნის სა­ტან­კო ნა­წილ­ში ამ­ბო­ხე­ბა 2009 წლის 5 მა­ისს მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კობა ოთა­ნა­ძე­ზე, გია კრი­ა­ლაშ­ვილ­სა და ლე­ვან ამი­რი­ძე­ზე ძებ­ნა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. კობა ოთა­ნა­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე შს სა­მი­ნის­ტრომ 200 ათა­სი ლა­რის ჯილ­დო და­ა­წე­სა, კრი­ა­ლაშ­ვილ­სა და ამი­რი­ძე­ზე კი - 50 ათა­სი ლარი. 20 მა­ისს თი­ა­ნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

გივი თარგამაძე - ოთანაძემ მითხრა, მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო

გივი თარგამაძე - ოთანაძემ მითხრა, მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე მუხროვანის ამბოხისთვის მსჯავრდებულ კობა ოთანაძეს რუსეთის აგენტობაში ამხელს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ოთანაძემ მას თავად განუცხადა.

"ვარდების რევოლუციის" მერე ოთანაძემ პირდაპირ მითხრა, დამიბრუნეთ სპეცნაზი "ალფა", რომელიც იყო იგორ გიორგაძის და მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო. ეს პირდაპირ ვალერი ხაბურზანიას გზის გაგრძელება იყო, რომელმაც იგივე თქვა - მე რუსების კაცი ვარ და დამტოვეთო. მერე პუტინმაც უთხრა პრეზიდენტს, მართლა ჩვენი კაცია და დატოვეთო. ახლაც გრძელდება ეს ისტორია - ხაბურზანიას მოადგილე იყო ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ახლა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა და ახლა გამოუშვებს ოთანაძეს!", - აცხადებს გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში თარგამაძე.

პარლამენტარი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სისულელს უწოდებს.

"მუხროვანის" ამბოხი ჩემთვის ამაზრზენი მოვლენაა. როგორ შეიძლება, საერთოდ ამ თემის აჟიტირება, რა, მაინცდამაინც უნდათ, "გაიჩალიჩონ"? შევარდნაძის დროს ხომ მოაწყო ბუნტი კობა ოთანაძემ, ჩვენს დროსაც მოაწყო, ახლა ამათ დროსაც უნდა მოაწყოს? მაშინ მოდი, შემოვიღოთ ვლადიმერ პუტინის სახელობის ორდენი და გადავცდეთ ამ კაცს. ხომ ამბობს, გმირი უნდა ვიყოო! ეგ კაცი რეციდივისტია ამბოხებების ამბავში - ეგ და გია კრიალაშვილი, რომელიც გარდაიცვალა. მთელი ის დეგენერატობები, რასაც ლაპარაკობდნენ, დიდი სისულელეა - გვამს ფეხებს ურტყამდა, ოთანაძეს ფეხები დაუხვრიტაო. საიდან მოიტანეს საერთოდ?!", - აცხადებს გივი თარგამაძე.

მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ 200 ათასი ლარის ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 ათასი ლარი. 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გია კრიალაშვილი დაიღუპა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა