პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუბა ელიაშვილს თანამდებობა კახა ბექაურმა შესთავაზა
ლუბა ელიაშვილს თანამდებობა კახა ბექაურმა შესთავაზა

ცოტა ხნის წინ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ირ­გვლივ გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­შინ პრე­მი­ერ­მა თქვა: უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში თუ მო­ხერ­ხდა და "პირ­ვე­ლი არხი" ჭეშ­მა­რი­ტად "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" გახ­და, რომ­ლის ბორ­დის საქ­მი­ა­ნო­ბაც იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე და ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვფიქ­რობ, ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც "მე­ცხრე არხს" აქვს, "პირ­ველ არხს" ვა­ჩუ­ქო. კარ­გი იქ­ნე­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მთე­ლი გუნ­დი გა­და­ვი­დეს იქით. თუ ეს არ მო­ხერ­ხდა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, ჭეშ­მა­რი­ტად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია "მე­ცხრე არ­ხის" ბა­ზა­ზე შე­იქ­მნას". ამ გან­ცხა­დე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა, რაც ნა­თია ლა­ზაშ­ვილ­მა გა­აჟ­ღე­რა. თქვა, რომ ამ ფაქ­ტმა გა­ურ­კვევ­ლო­ბა და დის­კომ­ფორ­ტი, პირ­ველ რიგ­ში, "მე­ცხრე არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­უქ­მნა. "გაჩ­ნდა ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა, რა­ტომ იყო სა­უ­ბა­რი "მე­ცხრე არ­ხის" გრან­დი­ო­ზულ გეგ­მებ­ზე მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის წინ და რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" ის ხალ­ხი, რო­მელ­საც ამის გა­კე­თე­ბა ად­რეც შე­ეძ­ლო, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის გამო არ გა­ა­კე­თა?" - ასე­თი კი­თხვა დას­ვა ლა­ზაშ­ვილ­მა, რა­საც ისევ პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბა მოჰ­ყვა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ არ უნდა მისი ოჯა­ხის სა­ხელ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეს ტე­ლე­ვი­ზია და მზად არის, მმარ­თვე­ლო­ბა­ში გა­დას­ცეს სა­ინ­ტე­რე­სო ბორდს. ამ ამ­ბი­დან მოკ­ლე ხან­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, კახა ბე­ქა­ურ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. არ­ხი­დან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში ჯერ ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ გა­ა­კე­თა, შემ­დეგ ნა­თია ლა­ზაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ მას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სახე არხს ტო­ვებ­და. სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს უფ­რო­სი თა­მარ რუ­ხა­ძე, პრო­დი­უ­სე­რე­ბი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი. მი­ზე­ზი ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნა გახ­და. გა­ნა­ცხა­დეს, რომ ლუბა ელი­აშ­ვილ­თან ვერ იმუ­შა­ვებ­დნენ. რა­ტომ მი­ი­ღეს მათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა მოხ­და "მე-9 არხზე", ამის გარ­კვე­ვა ქალ­ბა­ტონ ლუბა ელი­აშ­ვილ­თან და თა­მარ რუ­ხა­ძეს­თან ვცა­დეთ.

თა­მარ რუ­ხა­ძე:

- კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ნე­ბის­მი­ერ მფლო­ბელს აქვს ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა, რომ შეც­ვა­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტი. ამა­ში გა­საკ­ვი­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რია. პრო­ტეს­ტი არ მოჰ­ყო­ლია მხო­ლოდ იმას, რომ ერთი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მე­ო­რით შე­იც­ვა­ლა. ეს სა­კი­თხი სა­ერ­თოდ არ არის გან­სა­ხილ­ვე­ლი თემა, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხს, ეს არის სა­ინ­ფორ­მა­ციო არხი და ამა­ვე დროს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გა­დამ­წყვე­ტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, ძვე­ლი დი­რექ­ტო­რი ვი­სით იც­ვლე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­ბას არხზე მოს­ვლა დი­რექ­ტო­რად ჩემ­თვის იყო არა მხო­ლოდ მე­ნე­ჯმენ­ტის ცვლი­ლე­ბის, არა­მედ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იმ საქ­მი­სად­მი, რო­მელ­საც მე ვა­კე­თებ­დი. სწო­რედ ამი­ტომ შე­ი­ძი­ნა ამან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მი­ვიჩ­ნი­ეთ, ეს არ იყო შემ­თხვე­ვი­თი ცვლი­ლე­ბა, გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რომ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა, რაც ამ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და "მე-9 არხს", ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით, საფრ­თხის ქვეშ დად­გა. ქალ­ბა­ტო­ნი ლუბა აქამ­დე იყო მო­ად­გი­ლე, თუმ­ცა ის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და რო­გორც წესი, არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში. გა­სა­კუთ­რე­ბით - ახა­ლი ამ­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო სა­ინ­ფორ­მა­ციო დარ­გში. სულ რამ­დენ­ჯერ­მე გვყავს ნა­ნა­ხი. მისი მა­გი­და და კომ­პი­უ­ტე­რი იმ ოთახ­ში იდგა, სა­დაც მე და ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი ვმუ­შა­ობ­დით და ის ად­გი­ლი ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცა­რი­ე­ლი იყო. რა­ტომ ვერ შეძ­ლო მან თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ან არ შეძ­ლო, ამას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სხვა მი­ზე­ზი ჰქო­ნო­და. თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ახა­ლი ამ­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბას­თან, მიდ­გო­მას­თან და სა­ერ­თოდ, არ­ჩევ­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­ნიშ­ვნე­ბი ჰქონ­და?

- რა არ მოს­წონ­და, ეს მას ჰკი­თხეთ. უბ­რა­ლოდ, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ არ მოს­წონს ის სნო­ბუ­რი სტან­დარ­ტი, რომ­ლი­თაც ჩვენ ვა­კე­თებთ ახალ ამ­ბებს. მე ასე გა­ვი­გე, რომ ჩვენ ვა­კე­თებ­დით ზედ­მე­ტად "და­ვარ­ცხნილ" ახალ ამ­ბებს. მას მოს­წონს "ინფო-9"-ის სტან­დარ­ტი, მიდ­გო­მა. ჩემ­თვის კი ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბაა "ინფო-9"-ის პრო­დუქტსა და "მე­ცხრე არ­ხის" ახალ ამ­ბებს შო­რის. ჩვენ ცალ­სა­ხად ვამ­ბობთ: ამ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვქო­ნია ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის­გან რა­ი­მე მი­თი­თე­ბა. ამას და­ე­თან­ხმე­ბი­ან ისი­ნიც, ვინც წა­მო­ვი­და არ­ხი­დან და ისი­ნიც, ვინც დარ­ჩა. ახა­ლი ამ­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ბირ­თვი საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იყო და მეც რომ მო­მენ­დო­მე­ბი­ნა და არას­წო­რად მე­მუ­შა­ვა, არც ერთი მათ­გა­ნი ამის უფ­ლე­ბას არ მომ­ცემ­და. ყო­ველ დი­ლით გვქონ­და გან­ხილ­ვა იმ თე­მე­ბის, რა­საც იმ დღეს ვა­კე­თებ­დით. არ ყო­ფი­ლა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. იყო ერ­თმა­ნე­თის მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არა­თუ გა­რე­დან, შიდა ჩა­რე­ვაც არ ყო­ფი­ლა. ამი­ტო­მაც გახ­და ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი ეს ცვლი­ლე­ბა. ჩვენ სხვა ტი­პის მუ­შა­ო­ბას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი რე­აქ­ცია არ მექ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემი ეჭვი, ჩემი პრო­ტეს­ტი აღ­მოჩ­ნდეს არას­წო­რი. მინ­და, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­როვ­ნუ­ლი შეც­დო­მა იყოს და ჩემი ეჭ­ვე­ბი არ გა­მარ­თლდეს.

- თა­მარ, ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ტო­ვა ტე­ლე­ვი­ზია?

- ჩემ­თან ერ­თად და­ტო­ვა რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა, მთა­ვა­რი გა­მოშ­ვე­ბის პრო­დი­უ­სერ­მა, რე­გი­ო­ნის პრო­დი­უ­სერ­მა. პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ადა­მი­ნებ­მა თვი­თონ მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. ესეც ხომ არ იყო თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი?

- ზო­გა­დად ის დის­კომ­ფორ­ტი, რა­საც პრე­მი­ე­რი გა­ნიც­დი­და მისი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გამო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი, მი­სა­ღე­ბი და ძა­ლი­ან კარ­გია. გა­სა­გე­ბია მისი სურ­ვი­ლი, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია არ ყო­ფი­ლი­ყო მისი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბა. ბე­ქა­უ­რის­გან ვი­ცო­დით, რომ ამ ფორ­მის ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მი­დი­ო­და ფიქ­რი იმა­ზე, რა ფორ­მით იქ­ნე­ბო­და უკე­თე­სი ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუმ­ცა ვი­ცო­დით ასე­ვე, რომ არ­ხის და­ხურ­ვა­ზე არ იყო სა­უ­ბა­რი. პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, მათ შო­რის - ჩემ­თვის. ეს იყო ტექ­ნი­კას მი­ყო­ლე­ბუ­ლი, გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, თუმ­ცა მერე პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი მისი ნათ­ქვა­მი. დავ­სვამ მარ­ტივ კი­თხვას: რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, ამ ფორ­მე­ბის ძი­ე­ბა მომ­ხდა­რი­ყო იმა­ვე მე­ნე­ჯმენ­ტის ხელ­ში, რა მე­ნე­ჯმენ­ტიც მარ­თავ­და "მე­ცხრე არხს". გა­სა­გე­ბია, რომ შე­იძ­ლე­ბა მე­ნე­ჯე­რი არ მოს­წონ­და მე­სა­კუთ­რეს, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ სა­ინ­ფორ­მა­ციო არხზე გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მოს­ვლა არ უნდა იწ­ვევ­დეს ბევრ კი­თხვის ნი­შანს, რო­მე­ლიც გაჩ­ნდა ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­ბას მოს­ვლის შემ­დეგ.

- რა­ი­მე პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა ხომ არ გქონ­დათ მას­თან?

- არა­ნა­ი­რი პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა არ მქო­ნია და არ მაქვს, მაგ­რამ საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ერთ დი­ლით მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნი ლუბა და და­ი­წყო ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან. მსგავ­სი ტი­პის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი არ გვი­ნა­ხავს და გაგ­ვიკ­ვირ­და. წა­მოს­ვლი­სას დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და შევ­თა­ვა­ზე, რომ მზად ვი­ყა­ვი, იმ­დენ ხანს გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი არხზე, რამ­დენ ხან­საც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევ­და, რომ მა­უ­წყებ­ლო­ბას არ შექ­მნო­და პრობ­ლე­მა. სხვებ­მაც იგი­ვე შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს მისი მხრი­დან სა­ბო­ტა­ჟად შე­ფას­და, რაც არას­წო­რია.

ლუბა ელი­აშ­ვი­ლი:

- მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ვარ­თვით თავი ამ ყვე­ლა­ფერს და ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლუბა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ ისურ­ვეს მუ­შა­ო­ბა თქვენ­თან იმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც არხი და­ტო­ვეს?

- რო­გორც თვი­თონ მი­თხრეს, არ უყ­ვართ რძე, ძრო­ხა და ფერ­მა, არ უნ­დათ ფერ­მა­ში და ამი­ტომ წა­ვიდ­ნენ.

- რა ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავთ არხზე?

- ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და. 10-10-წუ­თი­ა­ნი ნი­უ­სე­ბი გა­დის 12 სა­ა­თამ­დე, შემ­დეგ ცოტა უფრო დიდი ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ კი მოზ­რდი­ლი ნი­უ­სე­ბი.

- სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ამ­ბობს, რომ თქვენ არ მოგ­წონ­დათ იმ ფორ­მის მა­უ­წყებ­ლო­ბა, რაც გა­დი­ო­და. რა შე­ნიშ­ვნე­ბი გქონ­დათ და რო­გორ შე­ავ­სეთ ოპე­რა­ტი­უ­ლად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ად­გი­ლე­ბი?

- მე ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონ­და ძველ მმარ­თვე­ლო­ბა­ში. ვფიქ­რობ, სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლად უნდა გარ­და­იქ­მნას "მე­ცხრე არხი" და მარ­ტო ახა­ლი ამ­ბე­ბი არ უნდა იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წას­ვლას, ბევ­რი ნამ­დვი­ლად არ წა­სუ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტი იმე­და დარ­სა­ლია ისევ დაბ­რუნ­და არხზე, კა­ცი­ტა­ძე უკვე დიდი ხა­ნია, წას­ვლას აპი­რებ­და, თე­ო­ნა გე­გე­ლი­ას 15 დე­კემ­ბერს უმ­თავ­რდე­ბო­და კონ­ტრაქ­ტის ვადა და იცო­და, რომ ამით ას­რუ­ლებ­და ამ არხზე მუ­შა­ო­ბას, რად­გან სხვა სა­ხის დი­ლის გა­და­ცე­მა მზად­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძეს, რამ­დენ­ჯე­რაც აქ მო­ვე­დი, სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ წას­ვლას აპი­რებ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვიდ­ნენ თა­მარ რუ­ხა­ძე, ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი და კი­დევ ორი ჟურ­ნა­ლის­ტი. ბუ­ნებ­რი­ვია, როცა სა­ხე­ე­ბი მი­დი­ან ეთე­რი­დან, ეს და­ნაკ­ლი­სია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, და­ნაკ­ლი­სი უნდა ამო­ივ­სოს და მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დეს. მინ­და გი­თხრათ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მოხ­და ჩა­ნაც­ვლე­ბა. ჯერ ერთი, აქა­უ­რი რე­სურ­სიც საკ­მა­რი­სი იყო რა­ღაც დრო­ის გა­საყ­ვა­ნად, ამას­თა­ნა­ვე, "ინფო-9"-ში არ­სე­ბობ­და "ინფო-ტვ", სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მათი გად­მოყ­ვა­ნით შე­ივ­სე­ბო­და.

- თა­მარ რუ­ხა­ძე ამ­ბობს, რომ შე­მოგ­თა­ვა­ზათ დრო­ე­ბით არხზე დარ­ჩე­ნა, სა­ნამ ამას სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­დით, მაგ­რამ თქვენ უარი უთხა­რით ყვე­ლა წამ­სვლელს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. რა­ტომ?

- მე­ნე­ჯმენ­ტუ­რად არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და მათი დარ­ჩე­ნა. ადა­მი­ა­ნე­ბი წა­ვიდ­ნენ, იმი­ტომ, რომ შენ არ მოს­წონ­ხარ და შენს და­სახ­მა­რებ­ლად რა­ტომ დარ­ჩე­ბი­ან? არ იყო იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, არ გვჭირ­დე­ბო­და მათი დახ­მა­რე­ბა, ეთე­რი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა.

- ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძეს რა­ტომ არ მი­ე­ცა შიდა თათ­ბირ­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა? ის ნა­წყე­ნია, საქ­მის კურ­სში რომ არ ჩა­ა­ყე­ნეს და ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

- ეს პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა იყოს ძვე­ლი დი­რექ­ტო­რის მი­სა­მარ­თით, რად­გან ბა­ტო­ნი კახა ბე­ქა­უ­რი იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მას უნდა ეთ­ქვა ვა­სი­კოს­თვის. ვერც იმ სა­უბ­რი­სას მე ვე­რა­ვის და­ვუ­ძა­ხებ­დი. მარ­თლა ვლა­პა­რა­კობ­დით მე და ბა­ტო­ნი კახა, ამ დროს შე­მო­ი­ხე­და ვა­სი­კომ, ბე­ქა­ურ­მა უთხრა, მერე შე­მო­დიო. თუ ამას გუ­ლის­ხმობს, ეს ფაქ­ტი მარ­თლაც იყო. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მის­თვის ბე­ქა­ურს უნდა ეც­ნო­ბე­ბი­ნა.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ არ და­დი­ო­დით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და ფორ­მა­ლუ­რად გე­ჭი­რათ თა­ნამ­დე­ბო­ბა.

- ნამ­დვი­ლად არ დავ­დი­ო­დი სამ­სა­ხურ­ში, არ ვე­რე­ო­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში. მე ვმუ­შა­ობ­დი არ­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე.

- კონ­კრე­ტუ­ლად ვინ შე­მოგ­თა­ვა­ზათ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძემ?

- კახა ბე­ქა­ურ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა. მი­თხრა, რომ აპი­რებ­და გა­დად­გო­მას. არ ვიცი, იყო თუ არა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ­ხის მე­პატ­რო­ნეს­თან, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს­თან. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, კახა ბე­ქა­უ­რი სხვა სამ­სა­ხურ­ში მი­დის. სხვა არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია ამა­ზე არ მაქვს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ლუბა ელიაშვილს თანამდებობა კახა ბექაურმა შესთავაზა

ლუბა ელიაშვილს თანამდებობა კახა ბექაურმა შესთავაზა

ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის მიერ ტელეკომპანია "მე-9 არხის" ირგვლივ გაკეთებულმა განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია. მაშინ პრემიერმა თქვა: უახლოეს პერიოდში თუ მოხერხდა და "პირველი არხი" ჭეშმარიტად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდა, რომლის ბორდის საქმიანობაც იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, ქონება, რომელიც "მეცხრე არხს" აქვს, "პირველ არხს" ვაჩუქო. კარგი იქნება, ტელეკომპანიის მთელი გუნდი გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია "მეცხრე არხის" ბაზაზე შეიქმნას". ამ განცხადებას ჟურნალისტების საგანგებო განცხადება მოჰყვა, რაც ნათია ლაზაშვილმა გააჟღერა. თქვა, რომ ამ ფაქტმა გაურკვევლობა და დისკომფორტი, პირველ რიგში, "მეცხრე არხის" ჟურნალისტებს შეუქმნა. "გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა, რატომ იყო საუბარი "მეცხრე არხის" გრანდიოზულ გეგმებზე მხოლოდ არჩევნების წინ და რატომ უნდა წავიდეს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ის ხალხი, რომელსაც ამის გაკეთება ადრეც შეეძლო, მაგრამ საკუთარი პრინციპების გამო არ გააკეთა?" - ასეთი კითხვა დასვა ლაზაშვილმა, რასაც ისევ პრემიერის განმარტება მოჰყვა. მან განაცხადა, რომ არ უნდა მისი ოჯახის სახელთან იყოს დაკავშირებული ეს ტელევიზია და მზად არის, მმართველობაში გადასცეს საინტერესო ბორდს. ამ ამბიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა თანამდებობა დატოვა. არხიდან წასვლაზე განცხადება პირდაპირ ეთერში ჯერ ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა, შემდეგ ნათია ლაზაშვილმა განმარტა, რომ მასთან ერთად რამდენიმე ცნობილი სახე არხს ტოვებდა. სამსახურიდან წავიდა საინფორმაციოს უფროსი თამარ რუხაძე, პროდიუსერები და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი. მიზეზი ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნა გახდა. განაცხადეს, რომ ლუბა ელიაშვილთან ვერ იმუშავებდნენ. რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება, რა მოხდა "მე-9 არხზე", ამის გარკვევა ქალბატონ ლუბა ელიაშვილთან და თამარ რუხაძესთან ვცადეთ.

თამარ რუხაძე:

- კერძო კომპანიის ნებისმიერ მფლობელს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ შეცვალოს მენეჯმენტი. ამაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია. პროტესტი არ მოჰყოლია მხოლოდ იმას, რომ ერთი გენერალური დირექტორი მეორით შეიცვალა. ეს საკითხი საერთოდ არ არის განსახილველი თემა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სატელევიზიო არხს, ეს არის საინფორმაციო არხი და ამავე დროს პრემიერ-მინისტრის ოჯახთან დაკავშირებული, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ხდება, ძველი დირექტორი ვისით იცვლება. ქალბატონი ლუბას არხზე მოსვლა დირექტორად ჩემთვის იყო არა მხოლოდ მენეჯმენტის ცვლილების, არამედ დამოკიდებულების ცვლილების მიმანიშნებელი იმ საქმისადმი, რომელსაც მე ვაკეთებდი. სწორედ ამიტომ შეიძინა ამან განსაკუთრებული მნიშვნელობა. მივიჩნიეთ, ეს არ იყო შემთხვევითი ცვლილება, გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ სარედაქციო პოლიტიკა, რაც ამ 8 თვის განმავლობაში ჰქონდა "მე-9 არხს", ძალიან დიდი ალბათობით, საფრთხის ქვეშ დადგა. ქალბატონი ლუბა აქამდე იყო მოადგილე, თუმცა ის ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ტელევიზიაში და როგორც წესი, არ მონაწილეობდა სამუშაო რეჟიმში. გასაკუთრებით - ახალი ამბების მუშაობაში, მიუხედავად იმისა, რომ ის დირექტორის მოადგილე იყო საინფორმაციო დარგში. სულ რამდენჯერმე გვყავს ნანახი. მისი მაგიდა და კომპიუტერი იმ ოთახში იდგა, სადაც მე და ნათია ლაზაშვილი ვმუშაობდით და ის ადგილი ყოველთვის თავისუფალი და ცარიელი იყო. რატომ ვერ შეძლო მან თავისი ფუნქციის შესრულება არჩევნებამდე, ან არ შეძლო, ამას შეიძლება ბევრი სხვა მიზეზი ჰქონოდა. თავიდანვე ჰქონდა მას განსხვავებული შეხედულებები ახალი ამბების მომზადებასთან, მიდგომასთან და საერთოდ, არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით.

- კონკრეტულად რა შენიშვნები ჰქონდა?

- რა არ მოსწონდა, ეს მას ჰკითხეთ. უბრალოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ მოსწონს ის სნობური სტანდარტი, რომლითაც ჩვენ ვაკეთებთ ახალ ამბებს. მე ასე გავიგე, რომ ჩვენ ვაკეთებდით ზედმეტად "დავარცხნილ" ახალ ამბებს. მას მოსწონს "ინფო-9"-ის სტანდარტი, მიდგომა. ჩემთვის კი ძალიან დიდი სხვაობაა "ინფო-9"-ის პროდუქტსა და "მეცხრე არხის" ახალ ამბებს შორის. ჩვენ ცალსახად ვამბობთ: ამ 8 თვის განმავლობაში არ გვქონია ივანიშვილის ოჯახისგან რაიმე მითითება. ამას დაეთანხმებიან ისინიც, ვინც წამოვიდა არხიდან და ისინიც, ვინც დარჩა. ახალი ამბების ძირითადი ბირთვი საკმაოდ გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული იყო და მეც რომ მომენდომებინა და არასწორად მემუშავა, არც ერთი მათგანი ამის უფლებას არ მომცემდა. ყოველ დილით გვქონდა განხილვა იმ თემების, რასაც იმ დღეს ვაკეთებდით. არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. იყო ერთმანეთის მოსაზრების გაზიარების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. არათუ გარედან, შიდა ჩარევაც არ ყოფილა. ამიტომაც გახდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული ეს ცვლილება. ჩვენ სხვა ტიპის მუშაობას მიჩვეულები რომ ვყოფილიყავით, ბუნებრივია, ასეთი რეაქცია არ მექნებოდა. ძალიან მინდა, ჩემი ეჭვი, ჩემი პროტესტი აღმოჩნდეს არასწორი. მინდა, ჩემი გადაწყვეტილება პიროვნული შეცდომა იყოს და ჩემი ეჭვები არ გამართლდეს.

- თამარ, ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა ტელევიზია?

- ჩემთან ერთად დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, მთავარი გამოშვების პროდიუსერმა, რეგიონის პროდიუსერმა. პროფესიონალმა ადამინებმა თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- მოვლენების ასე განვითარება ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ესეც ხომ არ იყო თქვენთვის მიუღებელი?

- ზოგადად ის დისკომფორტი, რასაც პრემიერი განიცდიდა მისი ოჯახის კუთვნილებაში არსებული ტელევიზიის გამო, აბსოლუტურად გასაგები, მისაღები და ძალიან კარგია. გასაგებია მისი სურვილი, რომ ეს ტელევიზია არ ყოფილიყო მისი ოჯახის კუთვნილება. ბექაურისგან ვიცოდით, რომ ამ ფორმის ძიება მიმდინარეობდა და მიდიოდა ფიქრი იმაზე, რა ფორმით იქნებოდა უკეთესი ამის განხორციელება, თუმცა ვიცოდით ასევე, რომ არხის დახურვაზე არ იყო საუბარი. პირველი განცხადება, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის - ჩემთვის. ეს იყო ტექნიკას მიყოლებული, გაჩუქებული ჟურნალისტები, თუმცა მერე პრემიერმა თქვა, რომ არასწორად იქნა გაგებული მისი ნათქვამი. დავსვამ მარტივ კითხვას: რატომ არ შეიძლებოდა, ამ ფორმების ძიება მომხდარიყო იმავე მენეჯმენტის ხელში, რა მენეჯმენტიც მართავდა "მეცხრე არხს". გასაგებია, რომ შეიძლება მენეჯერი არ მოსწონდა მესაკუთრეს, კი ბატონო, მაგრამ საინფორმაციო არხზე გენერალური დირექტორის მოსვლა არ უნდა იწვევდეს ბევრ კითხვის ნიშანს, რომელიც გაჩნდა ქალბატონი ლუბას მოსვლის შემდეგ.

- რაიმე პირადი უთანხმოება ხომ არ გქონდათ მასთან?

- არანაირი პირადი უთანხმოება არ მქონია და არ მაქვს, მაგრამ საქმისადმი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად განსხვავებული. ერთ დილით მოვიდა ქალბატონი ლუბა და დაიწყო ტელევიზიის სამომავლო გეგმებზე საუბარი თანამშრომლებთან. მსგავსი ტიპის უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი არ გვინახავს და გაგვიკვირდა. წამოსვლისას დავწერე განცხადება და შევთავაზე, რომ მზად ვიყავი, იმდენ ხანს გავჩერებულიყავი არხზე, რამდენ ხანსაც საჭიროდ მიიჩნევდა, რომ მაუწყებლობას არ შექმნოდა პრობლემა. სხვებმაც იგივე შესთავაზეს, მაგრამ გვითხრა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. მოგვიანებით, ეს მისი მხრიდან საბოტაჟად შეფასდა, რაც არასწორია.

ლუბა ელიაშვილი:

- მშვიდობიანად გავართვით თავი ამ ყველაფერს და ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.

- ქალბატონო ლუბა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ისურვეს მუშაობა თქვენთან იმ ჟურნალისტებმა, რომლებმაც არხი დატოვეს?

- როგორც თვითონ მითხრეს, არ უყვართ რძე, ძროხა და ფერმა, არ უნდათ ფერმაში და ამიტომ წავიდნენ.

- რა ცვლილებებს გეგმავთ არხზე?

- ცვლილებები უკვე განხორციელდა. 10-10-წუთიანი ნიუსები გადის 12 საათამდე, შემდეგ ცოტა უფრო დიდი ინფორმაცია, შემდეგ კი მოზრდილი ნიუსები.

- საინფორმაციოს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ თქვენ არ მოგწონდათ იმ ფორმის მაუწყებლობა, რაც გადიოდა. რა შენიშვნები გქონდათ და როგორ შეავსეთ ოპერატიულად ჟურნალისტების ადგილები?

- მე ყველაფერი მომწონდა ძველ მმართველობაში. ვფიქრობ, საერთო მაუწყებლად უნდა გარდაიქმნას "მეცხრე არხი" და მარტო ახალი ამბები არ უნდა იყოს. რაც შეეხება თანამშრომლების წასვლას, ბევრი ნამდვილად არ წასულა. ჟურნალისტი იმედა დარსალია ისევ დაბრუნდა არხზე, კაციტაძე უკვე დიდი ხანია, წასვლას აპირებდა, თეონა გეგელიას 15 დეკემბერს უმთავრდებოდა კონტრაქტის ვადა და იცოდა, რომ ამით ასრულებდა ამ არხზე მუშაობას, რადგან სხვა სახის დილის გადაცემა მზადდებოდა. რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძეს, რამდენჯერაც აქ მოვედი, სულ მეუბნებოდა, რომ წასვლას აპირებდა. საბოლოო ჯამში, მოულოდნელად წავიდნენ თამარ რუხაძე, ნათია ლაზაშვილი და კიდევ ორი ჟურნალისტი. ბუნებრივია, როცა სახეები მიდიან ეთერიდან, ეს დანაკლისია, მაგრამ რას ვიზამთ, დანაკლისი უნდა ამოივსოს და მუშაობა გაგრძელდეს. მინდა გითხრათ, ძალიან მარტივად მოხდა ჩანაცვლება. ჯერ ერთი, აქაური რესურსიც საკმარისი იყო რაღაც დროის გასაყვანად, ამასთანავე, "ინფო-9"-ში არსებობდა "ინფო-ტვ", სადაც პროფესიონალები მუშაობენ და მათი გადმოყვანით შეივსებოდა.

- თამარ რუხაძე ამბობს, რომ შემოგთავაზათ დროებით არხზე დარჩენა, სანამ ამას საჭიროდ ჩათვლიდით, მაგრამ თქვენ უარი უთხარით ყველა წამსვლელს თანამშრომლობაზე. რატომ?

- მენეჯმენტურად არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მათი დარჩენა. ადამიანები წავიდნენ, იმიტომ, რომ შენ არ მოსწონხარ და შენს დასახმარებლად რატომ დარჩებიან? არ იყო იმის აუცილებლობა, რომ დარჩენილიყვნენ, არ გვჭირდებოდა მათი დახმარება, ეთერი არ გაჩერებულა.

- ვასილ მაღლაფერიძეს რატომ არ მიეცა შიდა თათბირზე დასწრების უფლება? ის ნაწყენია, საქმის კურსში რომ არ ჩააყენეს და ტელევიზიით გაიგო ცვლილებების შესახებ.

- ეს პრეტენზია შეიძლება იყოს ძველი დირექტორის მისამართით, რადგან ბატონი კახა ბექაური იღებდა გადაწყვეტილებას და მას უნდა ეთქვა ვასიკოსთვის. ვერც იმ საუბრისას მე ვერავის დავუძახებდი. მართლა ვლაპარაკობდით მე და ბატონი კახა, ამ დროს შემოიხედა ვასიკომ, ბექაურმა უთხრა, მერე შემოდიო. თუ ამას გულისხმობს, ეს ფაქტი მართლაც იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებების შესახებ მისთვის ბექაურს უნდა ეცნობებინა.

- ამბობენ, რომ თქვენ არ დადიოდით ტელევიზიაში და ფორმალურად გეჭირათ თანამდებობა.

- ნამდვილად არ დავდიოდი სამსახურში, არ ვერეოდი საინფორმაციო დამოუკიდებლობაში. მე ვმუშაობდი არხის განვითარების კონცეფციაზე.

- კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ ეს თანამდებობა, ეკატერინე ხვედელიძემ?

- კახა ბექაურმა შემომთავაზა. მითხრა, რომ აპირებდა გადადგომას. არ ვიცი, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არხის მეპატრონესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან. რამდენადაც ვიცი, კახა ბექაური სხვა სამსახურში მიდის. სხვა არანაირი ინფორმაცია ამაზე არ მაქვს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები