მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ მიქაძემ უშუალო ბრძანების გამცემი ამხილა
ზურაბ მიქაძემ უშუალო ბრძანების გამცემი ამხილა

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი 8 წლის შემ­დეგ, 2004 წლის 23 ნო­ემ­ბრის ღა­მეს, გი­ორ­გო­ბას, თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ხე­ლახ­ლა მი­უბ­რუნ­დნენ. მარ­თა­ლია, 19 წლის დე­დი­სერ­თა ბი­ჭის, ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­ტა­ნი­ლია, ბრალ­დე­ბულ­მა სას­ჯე­ლიც მო­ი­ხა­და და ახლა უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლია, წლე­ბია ამ საქ­მე­ზე ხმა­უ­რი არ შე­წყვე­ტი­ლა. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა დამ­ნა­შა­ვის მსუ­ბუ­ქი მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის წლის­თავ­ზე პატ­რუ­ლის იმი­ჯი რომ არ შე­ლა­ხუ­ლი­ყო, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს თა­ვი­სი სა­ხე­ლი არ და­ერ­ქვა. პი­რი­ქით, ძა­ლოვ­ნე­ბის ფან­ტა­ზია ისე შორს წა­ვი­და, რომ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბად შე­რა­ცხეს. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვად გა­ერ­კვია სი­მარ­თლე. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე ჩი­ნოვ­ნი­კის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნა, ამას ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც და­ერ­თო და 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მის გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის დას­ჯას უშე­დე­გოდ ითხოვ­დნენ. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის­თა­ნა­ვე, ბუ­ტას მა­მამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და მისი შვი­ლის საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო: "2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს ბუ­ტამ მთე­ლი დღე სახ­ლში გა­ა­ტა­რა, მე­გობ­რე­ბი ურე­კავ­დნენ, მაგ­რამ ბი­ნი­დან არ გა­სუ­ლა, რად­გან კბი­ლი სტკი­ო­და. სა­წოლ­ზე წა­მო­წო­ლი­ლი იყო, როცა სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, ირაკ­ლი მი­ქა­ბე­რი­ძემ და­უ­რე­კა და მას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­და. ძა­ლი­ან შევ­შფოთ­დი. - დედა, მე­გო­ბარს შევ­ხვდე­ბი და მალე მო­ვა­ლო, - მი­თხრა. მერე გა­ვი­გე, ირაკ­ლი მისი ჯგუ­ფე­ლი ყო­ფი­ლა. ახა­ლი და­მე­გობ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და უთ­ქვამს, ჩემს მე­გობ­რებს გა­გაც­ნო­ბო. დი­დუ­ბე­ში მათ­თან წა­ვი­და", - ასე იხ­სე­ნებს იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ია მეტ­რე­ვე­ლი. გვი­ა­ნო­ბამ­დე ბი­ჭე­ბი ერ­თად იყ­ვნენ. ექ­სპერ­ტი­ზით დად­გე­ნი­ლია, რომ არც ერთი მთვრა­ლი არ ყო­ფი­ლა. ერთ-ერ­თის მან­ქა­ნა­ში ბო­ლოს 6 ახალ­გაზ­რდა ჩაჯ­და და სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ის წინ გა­ა­ჩე­რა. ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვიდ­ნენ. ცნო­ბი­ლია, რომ პატ­რულს ბუ­ტამ გი­ორ­გო­ბა მი­უ­ლო­ცა და ეკ­ლე­სი­ის წინ პირ­ჯვა­რიც გა­და­ი­წე­რა. ახალ­გაზ­რდე­ბი პო­ლი­ცი­ელს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. მისი მე­წყვი­ლე მან­ქა­ნა­ში იჯდა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პატ­რუ­ლის მე­ო­რე ეკი­პა­ჟიც გა­ჩერ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი მე­წყვი­ლემ გა­მო­ი­ძა­ხა. მე­ო­რე მან­ქა­ნი­დან მთვრა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ. ისი­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იგი­ნე­ბოდ­ნენ და ყვე­ლას ას­ფალტზე და­წო­ლა უბ­რძა­ნეს. ერ­თმა ბუ­ტა­საც შე­ა­გი­ნა. ხე­ლე­ბა­წე­ულ­მა ახალ­გაზ­რდამ ჰკი­თხა, - დე­დას რა­ტომ მა­გი­ნე­ბო. ამას გას­რო­ლა მოჰ­ყვა. ბუტა წა­იქ­ცა.

მის­მა მე­გობ­რებ­მა ყვი­რი­ლი ატე­ხეს და "სას­წრა­ფოს" გა­მო­ძა­ხე­ბა ითხო­ვეს. ია­რაღ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კი ას­ფალტზე პირ­დაღ­მა გა­წო­ლილ მის მე­გობ­რებს გან­ძრე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ასე მათ სამი სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს. ეს დრო ძა­ლოვ­ნებს იმ საქ­მის შე­სა­თხზა­ვად დას­ჭირ­დათ, რაც შემ­დეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მალე მი­ვიდ­ნენ. ას­ფალტზე გა­წო­ლილ ბი­ჭებს ეს­მო­დათ, რო­გორ თხზავ­დნენ ვერ­სი­ებს. ბო­ლოს, მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა: "რას უყუ­რებთ, გა­ძეძ­გეთ ია­რა­ღე­ბით, ამას მე ხომ არ გა­ვა­კე­თებ!" მარ­თლაც, ბრძა­ნე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­რულ­და. უამ­რა­ვი ია­რა­ღი მო­ი­ტა­ნეს და მან­ქა­ნა­ში მთე­ლი არ­სე­ნა­ლი გაჩ­ნდა. შს სა­მი­ნის­ტროს კა­მე­რამ უკვე ია­რა­ღი­ა­ნი ბი­ჭე­ბი გა­და­ი­ღო და ვერ­სი­აც შე­ი­თხზა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ზუ­რაბ მი­ქა­ძემ მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "და­კა­ვე­ბუ­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღუ­რი ჯგუ­ფი, რომ­ლებ­მაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს პო­ლი­ცი­ე­ლებს და ერთი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია".

მა­შინ ბუ­ტას მე­გობ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით საქ­მეც აღიძ­რა და 3 მათ­გა­ნი 5 თვე ცი­ხე­შიც იჯდა. მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, სო­ზარ სუ­ბა­რის მწვა­ვე მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ, ბი­ჭებს პა­ტიმ­რო­ბა მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლით შე­უც­ვა­ლეს, თუმ­ცა წლე­ბის მან­ძილ­ზე პრო­ბა­ცი­ო­ნე­რე­ბი იყ­ვნენ. დღეს კი ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდას და მის მე­გობ­რებს წა­უ­ყე­ნეს, ყალ­ბია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უკვე მის­ცა თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ზუ­რაბ მი­ქა­ძე. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ზუ­რაბ მი­ქა­ძემ 2004 წლის 24 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 01:30 სა­ათ­ზე, დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ყოფ­ნის დროს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი აი­ძუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუჩ­ვე­ნე­ბა მი­ე­ცა. ამ ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ბუტა რო­ბა­ქი­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყ­ვნენ და ყა­ჩა­ღუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბად გა­მო­ცხად­ნენ. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და პო­ლი­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მათ პო­ლი­ცი­ის იმი­ჯის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­ლახ­ვის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი. კერ­ძოდ, ზუ­რაბ მი­ქა­ძემ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ დროს, და­უდ­გე­ნე­ლი პი­რის­გან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ორი მან­ქა­ნით მი­ი­ტა­ნა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. ამის შემ­დეგ, მი­სი­ვე და­ვა­ლე­ბით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით და­ა­ლა­გეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

ამი­რან რო­ბა­ქი­ძის გვამ­თან და­დეს "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტი ერთი მჭი­დი­თა და 27 ვაზ­ნით, ხოლო სხვა პი­რებს გა­უ­ნა­წი­ლეს ად­გილ­ზე მი­ტა­ნი­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ამ­გვა­რად შე­ი­ტა­ნეს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქ­მებ­ში. ზუ­რაბ მი­ქა­ძემ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ყოფ­ნის დროს აი­ძუ­ლა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გ. ჭ. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა შე­ას­რუ­ლა", ­- ამ­ბობს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი. ამ ბრალ­დე­ბით წარ­დგა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ზუ­რაბ მი­ქა­ძე, მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძემ კი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და მი­ქა­ძე 16 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მი­ქა­ძე ამ­ჟა­მად სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა. მან გა­მო­ძი­ე­ბას უკვე მის­ცა ჩვე­ნე­ბა და რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ის პი­რიც და­ა­სა­ხე­ლა, ვინც უშუ­ა­ლოდ ამ ბი­ჭე­ბის­თვის ია­რა­ღის ჩა­დე­ბის ბრძა­ნე­ბაც გას­ცა. სოსო რო­ბა­ქი­ძე ზუ­რაბ მი­ქა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს და იმ მო­სა­მარ­თლის დას­ჯა­საც მო­ი­თხოვს, რო­მელ­მაც მას გი­რაო შე­უ­ფარ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან უკვე გა­ა­სა­ჩივ­რა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. თვლის, რომ მი­ქა­ძე სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვეა და მან შე­საძ­ლოა მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლა ისევ მო­ახ­დი­ნოს.

ია მეტ­რე­ვე­ლი, ბუ­ტას დედა:

- ჩემს შვილს სი­ცო­ცხლე წა­არ­თვეს, უმო­წყა­ლოდ მო­მიკ­ლეს, სა­ში­ნელ დღე­ში ჩა­აგ­დეს მისი მე­გობ­რე­ბი, ამ­ხე­ლა ტყუ­ილს აბ­რა­ლებ­დნენ... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვე­ლო­დი იმ დღეს, როცა ქვე­ყა­ნა­ში აღ­დგე­ბო­და სა­მარ­თა­ლი. მი­ქა­ძის და­კა­ვე­ბა რომ მოხ­და, მთე­ლი თბი­ლი­სი მი­ლო­ცავ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად დიდი იყო ამ საქ­მე­ზე, რომ ბუ­ტას ტრა­გე­დია ერთი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას გას­ცდა. სამ­წუ­ხა­როდ, ბუ­ტა­თი და­ი­წყო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და მი­ვიდ­ნენ იქამ­დე, რომ 140 ახალ­გაზ­რდა დახ­ვრი­ტეს უმო­წყა­ლოდ. მი­ქა­ძის გა­მოშ­ვე­ბა გი­რა­ო­თი უკა­ნო­ნო­ბაა. თა­ნაც, მი­ქა­ძეს მი­ზე­რუ­ლი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ისევ კუბ­ლაშ­ვი­ლის ხელ­შია სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ მა­ინც არ ვფიქ­რობ­დი, ამას თუ გა­ბე­დავ­დნენ. ყვე­ლა დე­ტა­ლი ჩემი შვი­ლის საქ­მე­ზე არ არის ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი. ვიცი, რომ მი­ქა­ძე, რო­მელ­მაც ია­რა­ღი მო­ი­ტა­ნა, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ამა­ში. დამ­ნა­შა­ვეა გვა­ზა­ვაც. და­ნარ­ჩე­ნე­ბიც ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. პა­სუ­ხი უნდა აგონ პატ­რუ­ლის იმ თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც, რომ­ლე­ბიც ცრუჩ­ვე­ნე­ბას იძ­ლე­ოდ­ნენ. პა­სუ­ხი უნდა აგოს გუ­რამ დო­ნა­ძემ. ის და მი­ქა­ძე სა­ერ­თოდ, სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვა­ზეც კი არ მო­სუ­ლან. დო­ნა­ძე სა­ერ­თოდ უარ­ყოფს იქ ყოფ­ნას. არა­და, ეს ცნო­ბი­ლია. როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და და ტე­ლე­ვი­ზი­ით სიც­რუე გა­და­ი­ცა, ბუ­ტას მა­მი­დამ მე­ო­რე დღეს დო­ნა­ძეს და­უ­რე­კა და უთხრა, - ჯერ გა­არ­კვი­ეთ, ვინ არის ეს ბავ­შვი და მერე და­აბ­რა­ლეთ, ასე­თი რა­მეს რომ აბ­რა­ლებთ, არ გრცხვე­ნი­ა­თო? მა­შინ მას დო­ნა­ძე და­ე­მუქ­რა, - თქვენ ნა­ხავთ, ახლა რა­საც ვი­ზა­მო.

მარ­თლაც, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში "სო­დე­ლე­ბი" თუ ვი­ღაც პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ მა­მი­დის სახ­ლში და კარ­ზე ბრა­ხუ­ნი ატე­ხეს. მა­მი­დამ კარი არ გა­უ­ღო და მო­ი­თხო­ვა მე­ზობ­ლე­ბის მოყ­ვა­ნა. მა­შინ და­ე­მუქრნენ. რომ ჰკი­თხო, დო­ნა­ძე იქ არ იყო. მან ყალ­ბი ცნო­ბაც კი გა­ა­კე­თა კარ­გა ხნის შემ­დეგ, რომ ვი­თომ მივ­ლი­ნე­ბა­ში იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში დო­ნა­ძეც მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი გახ­ლდათ. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს მისი მუ­ქა­რის წე­რი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ბუ­ტას ბა­ბუ­ას გა­მო­უგ­ზავ­ნა და შე­მოთ­ვლე­ბი, - ჭკვი­ა­ნად იყა­ვით, თო­რემ ნა­ხავთ, რას ვი­ზა­მო. როცა აქ­ტი­უ­რად ვი­თხოვ­დით საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, ეს მუ­ქა­რე­ბი ბუ­ტას ბა­ბუ­ის ოჯახ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ხე­ლე­ბა­წე­ულ ბუ­ტას ეს­რო­ლა ბა­შა­ლე­იშ­ვილ­მა. ვი­თომ გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი და 4 წელი მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა, თა­ვის პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში წერ­და, და­მიზ­ნე­ბით ვეს­რო­ლე, რად­გან ხელ­ში ავ­ტო­მა­ტი ეჭი­რა და მე მეს­რო­დაო. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, 8 თვე მუ­შა­ობ­და ისევ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში. ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს თით­ქოს გუ­შინ იყო. ახ­ლი­დან გა­მეხ­სნა ეს ჭრი­ლო­ბა. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, - ამ ბი­ჭე­ბის ჩა­ხოც­ვა რომ მოხ­და, იმი­ტომ ვართ კარ­გად, რომ კრი­მი­ნა­ლი არ არი­სო. არა­და, უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭე­ბი ამო­ხო­ცეს. რო­გორ იქ­ნე­ბო­და კრი­მი­ნა­ლი, როცა თვი­თონ იყ­ვნენ კრი­მი­ნა­ლე­ბი და მათი ში­შით რა­ი­მის ჩა­დე­ნას ვინ გა­ბე­დავ­და? უნდა დად­გეს მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც, რად­გან ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მა­შინ ყვე­ლა­ფერს.

კობა კო­ბა­ხი­ძე, ზუ­რაბ მი­ქა­ძის ად­ვო­კა­ტი:

- ზუ­რაბ მი­ქა­ძე იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვა­კე­ში, მერე წა­მო­ვი­და იქი­დან სხვა სამ­სა­ხურ­ში და თურ­მე იქ და­ტო­ვა ია­რა­ღის არ­სე­ნა­ლი. მერე გად­მო­ზი­და და­უდ­გე­ნე­ლი პი­რის­გან შე­ძე­ნი­ლი ია­რა­ღი და­უდ­გე­ნელ ად­გი­ლას და ინა­ხავ­და და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან ერ­თად. ეს ია­რა­ღი შემ­დეგ გა­და­ი­ტა­ნა და გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ ეს ჩა­ე­დოთ რო­ბა­ქი­ძი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის­თვის. ასე­თია მის­თვის შე­რა­ცხუ­ლი ბრალ­დე­ბა. ახლა დას­კვნა თქვენ გა­ა­კე­თეთ. მას მერე კაცი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში მუ­შა­ობ­და, მერე შსს-ში და მა­ლავ­და ია­რაღს. მა­შინ ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, სახ­ლშიც ჰქო­ნო­და ია­რა­ღი? რა­ტომ არ ჩა­ა­ტა­რეს მის ბი­ნა­ში ჩხრე­კა? რო­ბა­ქი­ძის საქ­მის მა­სა­ლებ­საც გა­ვეც­ნო­ბი. ფაქ­ტია, ამ მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის ზურა მი­ქა­ძე და ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად ვრცელ­დე­ბა. მას ამ ფაქ­ტის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აბ­რა­ლე­ბენ. არ უნდა ასო­ცირ­დე­ბო­დეს მისი სა­ხე­ლი მკვლე­ლო­ბას­თან. მა­საც ჰყავს ოჯა­ხი. და­ნა­შა­უ­ლი უკვე მომ­ხდა­რი იყო, როცა ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და. დად­გე­ნი­ლია და ფაქ­ტია, რომ თა­ვი­დან ია­რა­ღი არ იყო - მერე გაჩ­ნდა. ის პე­რი­მეტრს აკონ­ტრო­ლებ­და. კერ­ძოდ - მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას. ამ დროს უკვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მთე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია. იქ იყო გორ­გო­ძე, გვა­ზა­ვა, ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე და მთე­ლი ქა­ლა­ქის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, უფორ­მოდ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­შინ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც არ მი­უშ­ვეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. მი­ქა­ძემ და­ი­ნა­ხა ია­რა­ღი და გა­ი­გო­ნა, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა თქვა, - "გა­ძეძ­გეთ ყვე­ლა­ფე­რი ია­რა­ღით, მე უნდა მე­მუ­შა­ვა თქვენ მა­გივ­რად?" მი­ქა­ძე ამ ჩი­ნოს­ნის გვარს ასა­ხე­ლებს თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში, ის ადრე არა­ვის და­უ­სა­ხე­ლე­ბია, თუმ­ცა ბევ­რმა იცო­და.

მი­ქა­ძემ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და თქვა სი­მარ­თლე. ეს სწო­რედ ის პერ­სო­ნაა, რო­მელ­ზეც ამ­ჟა­მად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აზა­რი­აშ­ვი­ლი, ბუ­ტას მე­გო­ბა­რი ამ­ბობს: ის კაცი ამ­ბობ­და ბუ­ტა­ზე - ამას ენა აქვს მგო­ნი გად­მოგ­დე­ბუ­ლი, უნდა ამო­ვაჭ­რათ, ამის დე­დაც! - ეს ჩვე­ნე­ბე­ბიც საქ­მე­შია. ვინ იტყო­და ამას, ყვე­ლამ კარ­გად იცის. მი­ქა­ძე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში ცნობს თავს დამ­ნა­შა­ვედ. ის ამ­ბობს იმას, რა ფაქ­ტიც ნახა. ამ დროს უკვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ იყო. ის აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და იმას, რომ არ თქვა სი­მარ­თლე, მაგ­რამ ეს არის თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და არა - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა. მერ­წმუ­ნეთ, მთე­ლი 8 წელი ამის გამო ვერ ის­ვე­ნებ­და ეს კაცი, ამი­ტომ დი­ა­ბე­ტიც და­ე­მარ­თა, იმ­დე­ნად გა­ნიც­დი­და", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი. ამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ქა­ძე არც ერთხელ არ და­უ­კი­თხავთ. პირ­ვე­ლად ახლა დაჰ­კი­თხეს, თქვა კი­დეც სი­მარ­თლე და და­ა­სა­ხე­ლა ბრძა­ნე­ბის გამ­ცე­მი. ეს სოსო რო­ბა­ქი­ძე­საც უთხრა. გა­მო­ძი­ე­ბამ იცის მისი ვი­ნა­ო­ბა. არ ვიცი, რა­ტომ არ უნ­დათ, ის პირი სა­მარ­თალ­ში მის­ცენ, ვინც რე­ა­ლუ­რად ეს ბრძა­ნე­ბა გას­ცა და ვი­ნა­ო­ბაც იცი­ან. ია­რაღ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი მი­ქა­ძეს არ ჰქო­ნია, ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

რო­გორც ჩანს, მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც საქ­მის კურ­სში იყო. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ამ საქ­მის ირ­გვლივ ისიც და­ი­კი­თხე­ბა. უკვე დაჰ­კი­თხეს ძა­ლოვ­ნებ­მა შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი - ლე­ვან გვა­ზა­ვა და გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­ი­კი­თხა თუ არა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ბაქ­რა­ძე. არც დო­ნა­ძე გა­მო­ჩე­ნი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ფაქ­ტია, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყვე­ლა დე­ტალს ფარ­და აეხ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი პო­ზი­ცი­ის შეც­ვლას არ აპი­რებს და უკ­ლებ­რივ ყვე­ლა იმ პი­რის დას­ჯას მო­ი­თხოვს, რომ­ლე­ბიც ამ გა­ყალ­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ზურაბ მიქაძემ უშუალო ბრძანების გამცემი ამხილა

ზურაბ მიქაძემ უშუალო ბრძანების გამცემი ამხილა

სამართალდამცავები 8 წლის შემდეგ, 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს, გიორგობას, თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეს ხელახლა მიუბრუნდნენ. მართალია, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენიც გამოტანილია, ბრალდებულმა სასჯელიც მოიხადა და ახლა უკვე თავისუფალია, წლებია ამ საქმეზე ხმაური არ შეწყვეტილა. მოკლულის ოჯახი და საზოგადოება დამნაშავის მსუბუქი მუხლით გასამართლებას აპროტესტებდა. ისიც ცნობილია, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავზე პატრულის იმიჯი რომ არ შელახულიყო, პატრულის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს თავისი სახელი არ დაერქვა. პირიქით, ძალოვნების ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ სრულიად უდანაშაულო ბიჭები კრიმინალებად შერაცხეს. მოკლულის ოჯახი იძულებული გახდა, თავად გაერკვია სიმართლე. ყველა დამნაშავე ჩინოვნიკის ვინაობა დაადგინა, ამას ექსპერტიზის დასკვნაც დაერთო და 8 წლის განმავლობაში საქმის გამყალბებლების დასჯას უშედეგოდ ითხოვდნენ. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ბუტას მამამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და მისი შვილის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა.

ყველაფერი ასე დაიწყო: "2004 წლის 23 ნოემბერს ბუტამ მთელი დღე სახლში გაატარა, მეგობრები ურეკავდნენ, მაგრამ ბინიდან არ გასულა, რადგან კბილი სტკიოდა. საწოლზე წამოწოლილი იყო, როცა საღამოს 9 საათზე, ირაკლი მიქაბერიძემ დაურეკა და მასთან შესახვედრად წავიდა. ძალიან შევშფოთდი. - დედა, მეგობარს შევხვდები და მალე მოვალო, - მითხრა. მერე გავიგე, ირაკლი მისი ჯგუფელი ყოფილა. ახალი დამეგობრებულები იყვნენ და უთქვამს, ჩემს მეგობრებს გაგაცნობო. დიდუბეში მათთან წავიდა", - ასე იხსენებს იმ საბედისწერო დღეს ია მეტრეველი. გვიანობამდე ბიჭები ერთად იყვნენ. ექსპერტიზით დადგენილია, რომ არც ერთი მთვრალი არ ყოფილა. ერთ-ერთის მანქანაში ბოლოს 6 ახალგაზრდა ჩაჯდა და სახლში ბრუნდებოდნენ, როცა პატრულის თანამშრომელმა დიდუბის ეკლესიის წინ გააჩერა. ბიჭები მანქანიდან გადმოვიდნენ. ცნობილია, რომ პატრულს ბუტამ გიორგობა მიულოცა და ეკლესიის წინ პირჯვარიც გადაიწერა. ახალგაზრდები პოლიციელს ესაუბრებოდნენ. მისი მეწყვილე მანქანაში იჯდა. მოულოდნელად, პატრულის მეორე ეკიპაჟიც გაჩერდა. როგორც ირკვევა, ისინი მეწყვილემ გამოიძახა. მეორე მანქანიდან მთვრალი პოლიციელები გადმოვიდნენ. ისინი შეიარაღებულები იყვნენ. მოკლულის მეგობრების თქმით, პოლიციელები იგინებოდნენ და ყველას ასფალტზე დაწოლა უბრძანეს. ერთმა ბუტასაც შეაგინა. ხელებაწეულმა ახალგაზრდამ ჰკითხა, - დედას რატომ მაგინებო. ამას გასროლა მოჰყვა. ბუტა წაიქცა.

მისმა მეგობრებმა ყვირილი ატეხეს და "სასწრაფოს" გამოძახება ითხოვეს. იარაღმომარჯვებული პატრულის თანამშრომლები კი ასფალტზე პირდაღმა გაწოლილ მის მეგობრებს განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. ასე მათ სამი საათი გაატარეს. ეს დრო ძალოვნებს იმ საქმის შესათხზავად დასჭირდათ, რაც შემდეგ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები მალე მივიდნენ. ასფალტზე გაწოლილ ბიჭებს ესმოდათ, როგორ თხზავდნენ ვერსიებს. ბოლოს, მაღალჩინოსანმა ბრძანება გასცა: "რას უყურებთ, გაძეძგეთ იარაღებით, ამას მე ხომ არ გავაკეთებ!" მართლაც, ბრძანება ოპერატიულად შესრულდა. უამრავი იარაღი მოიტანეს და მანქანაში მთელი არსენალი გაჩნდა. შს სამინისტროს კამერამ უკვე იარაღიანი ბიჭები გადაიღო და ვერსიაც შეითხზა. საპატრულო პოლიციის უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მაშინ ტელევიზიებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "დაკავებულია შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და ერთი ლიკვიდირებულია".

მაშინ ბუტას მეგობრების წინააღმდეგ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით საქმეც აღიძრა და 3 მათგანი 5 თვე ციხეშიც იჯდა. მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მწვავე მოხსენების შემდეგ, ბიჭებს პატიმრობა მსუბუქი სასჯელით შეუცვალეს, თუმცა წლების მანძილზე პრობაციონერები იყვნენ. დღეს კი ახალი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც გარდაცვლილ ახალგაზრდას და მის მეგობრებს წაუყენეს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს. პროკურატურამ პასუხისგებაში უკვე მისცა თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე. გამოძიების ვერსიით, ზურაბ მიქაძემ 2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აიძულა გამოძიებისთვის ცრუჩვენება მიეცა. ამ ჩვენების მიხედვით, ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები შეიარაღებული იყვნენ და ყაჩაღური დაჯგუფების წევრებად გამოცხადნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის, ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი და პოლიციის სხვა თანამშრომლები. მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე.

ამირან რობაქიძის გვამთან დადეს "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით, ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ჭ. გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა", ­- ამბობს არჩილ კბილაშვილი. ამ ბრალდებით წარდგა სასამართლოს წინაშე ზურაბ მიქაძე, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კი არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მიქაძე 16 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მიქაძე ამჟამად სახლში იმყოფება. მან გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება და როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ის პირიც დაასახელა, ვინც უშუალოდ ამ ბიჭებისთვის იარაღის ჩადების ბრძანებაც გასცა. სოსო რობაქიძე ზურაბ მიქაძის გათავისუფლებას აპროტესტებს და იმ მოსამართლის დასჯასაც მოითხოვს, რომელმაც მას გირაო შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მან უკვე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თვლის, რომ მიქაძე საშიში დამნაშავეა და მან შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა ისევ მოახდინოს.

ია მეტრეველი, ბუტას დედა:

- ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს, უმოწყალოდ მომიკლეს, საშინელ დღეში ჩააგდეს მისი მეგობრები, ამხელა ტყუილს აბრალებდნენ... სიმართლე გითხრათ, ველოდი იმ დღეს, როცა ქვეყანაში აღდგებოდა სამართალი. მიქაძის დაკავება რომ მოხდა, მთელი თბილისი მილოცავდა. საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი იყო ამ საქმეზე, რომ ბუტას ტრაგედია ერთი ოჯახის ტრაგედიას გასცდა. სამწუხაროდ, ბუტათი დაიწყო ამ ხელისუფლებამ და მივიდნენ იქამდე, რომ 140 ახალგაზრდა დახვრიტეს უმოწყალოდ. მიქაძის გამოშვება გირაოთი უკანონობაა. თანაც, მიქაძეს მიზერული თანხა გადაახდევინეს. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ისევ კუბლაშვილის ხელშია სასამართლო, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი, ამას თუ გაბედავდნენ. ყველა დეტალი ჩემი შვილის საქმეზე არ არის ჩემთვის ცნობილი. ვიცი, რომ მიქაძე, რომელმაც იარაღი მოიტანა, აქტიურად იყო ჩართული ამაში. დამნაშავეა გვაზავაც. დანარჩენებიც ალბათ გამოჩნდებიან. პასუხი უნდა აგონ პატრულის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც ცრუჩვენებას იძლეოდნენ. პასუხი უნდა აგოს გურამ დონაძემ. ის და მიქაძე საერთოდ, სასამართლოში დაკითხვაზეც კი არ მოსულან. დონაძე საერთოდ უარყოფს იქ ყოფნას. არადა, ეს ცნობილია. როცა ეს ტრაგედია მოხდა და ტელევიზიით სიცრუე გადაიცა, ბუტას მამიდამ მეორე დღეს დონაძეს დაურეკა და უთხრა, - ჯერ გაარკვიეთ, ვინ არის ეს ბავშვი და მერე დააბრალეთ, ასეთი რამეს რომ აბრალებთ, არ გრცხვენიათო? მაშინ მას დონაძე დაემუქრა, - თქვენ ნახავთ, ახლა რასაც ვიზამო.

მართლაც, რამდენიმე წუთში "სოდელები" თუ ვიღაც პირები მივიდნენ მამიდის სახლში და კარზე ბრახუნი ატეხეს. მამიდამ კარი არ გაუღო და მოითხოვა მეზობლების მოყვანა. მაშინ დაემუქრნენ. რომ ჰკითხო, დონაძე იქ არ იყო. მან ყალბი ცნობაც კი გააკეთა კარგა ხნის შემდეგ, რომ ვითომ მივლინებაში იყო. სინამდვილეში დონაძეც მთავარი მოქმედი პირი გახლდათ. გარდა ამისა, არსებობს მისი მუქარის წერილები, რომელიც ბუტას ბაბუას გამოუგზავნა და შემოთვლები, - ჭკვიანად იყავით, თორემ ნახავთ, რას ვიზამო. როცა აქტიურად ვითხოვდით საქმის გამოძიებას, ეს მუქარები ბუტას ბაბუის ოჯახზე ხორციელდებოდა. ხელებაწეულ ბუტას ესროლა ბაშალეიშვილმა. ვითომ გაუვარდა იარაღი და 4 წელი მიუსაჯეს. თუმცა, თავის პირველ ჩვენებაში წერდა, დამიზნებით ვესროლე, რადგან ხელში ავტომატი ეჭირა და მე მესროდაო. ამ ტრაგედიის შემდეგ, 8 თვე მუშაობდა ისევ საპატრულო პოლიციაში. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის ეს თითქოს გუშინ იყო. ახლიდან გამეხსნა ეს ჭრილობა. აღმაშფოთებელი იყო არჩევნებამდე მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, - ამ ბიჭების ჩახოცვა რომ მოხდა, იმიტომ ვართ კარგად, რომ კრიმინალი არ არისო. არადა, უდანაშაულო ბიჭები ამოხოცეს. როგორ იქნებოდა კრიმინალი, როცა თვითონ იყვნენ კრიმინალები და მათი შიშით რაიმის ჩადენას ვინ გაბედავდა? უნდა დადგეს მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ის ხელმძღვანელობდა მაშინ ყველაფერს.

კობა კობახიძე, ზურაბ მიქაძის ადვოკატი:

- ზურაბ მიქაძე იყო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვაკეში, მერე წამოვიდა იქიდან სხვა სამსახურში და თურმე იქ დატოვა იარაღის არსენალი. მერე გადმოზიდა დაუდგენელი პირისგან შეძენილი იარაღი დაუდგენელ ადგილას და ინახავდა დაუდგენელ პირებთან ერთად. ეს იარაღი შემდეგ გადაიტანა და გასცა განკარგულება, რომ ეს ჩაედოთ რობაქიძისა და მისი მეგობრებისთვის. ასეთია მისთვის შერაცხული ბრალდება. ახლა დასკვნა თქვენ გააკეთეთ. მას მერე კაცი უშიშროების საბჭოში მუშაობდა, მერე შსს-ში და მალავდა იარაღს. მაშინ ხომ შეიძლებოდა, სახლშიც ჰქონოდა იარაღი? რატომ არ ჩაატარეს მის ბინაში ჩხრეკა? რობაქიძის საქმის მასალებსაც გავეცნობი. ფაქტია, ამ მკვლელობასთან კავშირში არ არის ზურა მიქაძე და ინფორმაცია არასწორად ვრცელდება. მას ამ ფაქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აბრალებენ. არ უნდა ასოცირდებოდეს მისი სახელი მკვლელობასთან. მასაც ჰყავს ოჯახი. დანაშაული უკვე მომხდარი იყო, როცა ის შემთხვევის ადგილზე მივიდა. დადგენილია და ფაქტია, რომ თავიდან იარაღი არ იყო - მერე გაჩნდა. ის პერიმეტრს აკონტროლებდა. კერძოდ - მანქანების მოძრაობას. ამ დროს უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მთელი კრიმინალური პოლიცია. იქ იყო გორგოძე, გვაზავა, ზურაბ ბაქრაძე და მთელი ქალაქის კრიმინალური პოლიციის შემადგენლობა, უფორმოდ. წარმოიდგინეთ, მაშინ გამომძიებელიც არ მიუშვეს შემთხვევის ადგილზე, პოლიცია აკონტროლებდა სიტუაციას. მიქაძემ დაინახა იარაღი და გაიგონა, რომ კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, - "გაძეძგეთ ყველაფერი იარაღით, მე უნდა მემუშავა თქვენ მაგივრად?" მიქაძე ამ ჩინოსნის გვარს ასახელებს თავის ჩვენებაში, ის ადრე არავის დაუსახელებია, თუმცა ბევრმა იცოდა.

მიქაძემ გადადგა ეს ნაბიჯი და თქვა სიმართლე. ეს სწორედ ის პერსონაა, რომელზეც ამჟამად დაზარალებული აზარიაშვილი, ბუტას მეგობარი ამბობს: ის კაცი ამბობდა ბუტაზე - ამას ენა აქვს მგონი გადმოგდებული, უნდა ამოვაჭრათ, ამის დედაც! - ეს ჩვენებებიც საქმეშია. ვინ იტყოდა ამას, ყველამ კარგად იცის. მიქაძე დანაშაულის დაფარვაში ცნობს თავს დამნაშავედ. ის ამბობს იმას, რა ფაქტიც ნახა. ამ დროს უკვე ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ იყო. ის აღიარებს დანაშაულს და იმას, რომ არ თქვა სიმართლე, მაგრამ ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება და არა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მერწმუნეთ, მთელი 8 წელი ამის გამო ვერ ისვენებდა ეს კაცი, ამიტომ დიაბეტიც დაემართა, იმდენად განიცდიდა", - ამბობს ადვოკატი. ამ 8 წლის განმავლობაში მიქაძე არც ერთხელ არ დაუკითხავთ. პირველად ახლა დაჰკითხეს, თქვა კიდეც სიმართლე და დაასახელა ბრძანების გამცემი. ეს სოსო რობაქიძესაც უთხრა. გამოძიებამ იცის მისი ვინაობა. არ ვიცი, რატომ არ უნდათ, ის პირი სამართალში მისცენ, ვინც რეალურად ეს ბრძანება გასცა და ვინაობაც იციან. იარაღთან არავითარი კავშირი მიქაძეს არ ჰქონია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ჩანს, მაშინდელი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც საქმის კურსში იყო. ისიც ცნობილია, რომ ამ საქმის ირგვლივ ისიც დაიკითხება. უკვე დაჰკითხეს ძალოვნებმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილეები - ლევან გვაზავა და გია ლორთქიფანიძე. ჯერჯერობით უცნობია, დაიკითხა თუ არა მაღალჩინოსანი ბაქრაძე. არც დონაძე გამოჩენილა პროკურატურაში. ფაქტია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალს ფარდა აეხდება. მოკლულის ოჯახი პოზიციის შეცვლას არ აპირებს და უკლებრივ ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებიც ამ გაყალბებაში მონაწილეობდნენ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ