Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა წკრიალაშვილი - არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება
ნინა წკრიალაშვილი - არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება

შსს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კი­თხვის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ­თა აქ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი მარ­თა­ვენ, მომ­ღე­რა­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი მი­ვი­და.

რო­გორც წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, დღეს ისე­თი დღეა, სახ­ლში ვერ დარ­ჩე­ბო­და.

"მარ­თლა ვე­ღარ გავ­ჩერ­დი სახ­ლში. არ შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღე აქ ტა­რე­ბა. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მოკ­ლე დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყო ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და შექ­მნა სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ამის არ­და­ნახ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა. ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ყალ­ბი პას­პორ­ტი ჰქო­ნო­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს", - გა­ნა­ცხა­და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მე­რა­ბიშ­ვილს ახ­ლოს არ იც­ნობს, თუმ­ცა მის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მა­ინც მო­ვი­და.

"აქ მო­ვე­დი, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს. დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს, თუმ­ცა მე­რა­ბიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნაა", - გა­ნა­ცხა­და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ორი თვის წინ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, თვით­მკვლე­ლო­ბით იმუქ­რე­ბო­და.

"სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში რომც არ ვიყო, მა­ინც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და­ვუ­ჭერ­დი მხარს, ბრმა უნდა იყო, ვერ და­ი­ნა­ხო, რა გა­კეთ­და და კეთ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა აშენ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ზოგი სახ­ლის აშე­ნე­ბას ვერ ამ­თავ­რებს ამ დრო­ში. რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, მომ­ღე­რა­ლი და ამომ­რჩე­ვე­ლი ღიად გა­მოვ­ხა­ტავ ჩემს სიმ­პა­თი­ას. თუკი ეს ძალა არ გა­ი­მარ­ჯვებს, ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა აღარ მინ­და. არც ის მინ­და, რომ აქ ჩემ­მა შვილ­მა იცხოვ­როს. არ მინ­და, სიბ­ნე­ლე­ში ვიყო, თუმ­ცა აქ უშუ­ქო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ. ამას ვერ გა­და­ვი­ტან და თავს მო­ვიკ­ლავ!",- ამ­ბობ­და წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი.

ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო: "აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ... არ შე­იძ­ლე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყო­ველ­დღე აქ ტა­რე­ბა - ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნინა წკრიალაშვილი - არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება

ნინა წკრიალაშვილი - არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება

შსს საგამოძიებო სამსახურთან ვანო მერაბიშვილის დაკითხვის პარალელურად მიმდინარე მერაბიშვილის მხარდამჭერთა აქციაზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მართავენ, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მივიდა.

როგორც წკრიალაშვილმა განაცხადა, დღეს ისეთი დღეა, სახლში ვერ დარჩებოდა.

"მართლა ვეღარ გავჩერდი სახლში. არ შეიძლება ამ ადამიანის ყოველდღე აქ ტარება. ეს არის ადამიანი, რომელმაც მოკლე დროში უზრუნველყო ქვეყნის უსაფრთხოება და შექმნა სტაბილურობა. ამის არდანახვა არ შეიძლება, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ეჭვი მეპარება, რომ ყალბი პასპორტი ჰქონოდა ვანო მერაბიშვილს", - განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.

მისივე თქმით, მერაბიშვილს ახლოს არ იცნობს, თუმცა მის საგულშემატკივროდ მაინც მოვიდა.

"აქ მოვედი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც საქართველოს მომავალზე ზრუნავს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მერაბიშვილის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ნიშნით დევნაა", - განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.

ნინა წკრიალაშვილი ორი თვის წინ, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

”სახელმწიფო სამსახურში რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება, ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!”,- ამბობდა წკრიალაშვილი.

ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: "აღშფოთებული ვარ... არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება - ნინა წკრიალაშვილი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"