Faceამბები
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძე - მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში "გრეჩიხას" წყალობით მოხვდა"
გივი თარგამაძე - მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში "გრეჩიხას" წყალობით მოხვდა"

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რის, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ თარ­გა­მა­ძე გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

"ეს სია ბო­ლომ­დე არც მი­ნა­ხავს, მაგ­რამ "გრე­ჩი­ხას" პარ­ტი­ის სი­ა­ში ერთი კა­ცია, ვის­ზე ლა­პა­რა­კი­თაც ტვი­ნი შე­ჭა­მეს. ეს კაცი "ჩა­წო­ლი­ლი" ნარ­კო­მა­ნია, "პე­ტუ­ხას" ეძა­ხი­ან - მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე ჰქვია. არ მინ­დო­და ამის თქმა, მაგ­რამ ეს "გრე­ჩი­ხა­თია" მაგ სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი", - აცხა­დებს თარ­გა­მა­ძე.

მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე და კოტე ლო­მი­ძე თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით 2009 წელს და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 29 ივ­ლისს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ 1966 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძემ და 1964 წელს და­ბა­დე­ბულ­მა კონ­სტან­ტი­ნე ლო­მი­ძემ მო­ქა­ლა­ქე­ებს მა­მუ­კა შუ­ბი­თი­ძეს, თედო ჯო­ხა­ძეს და მა­მუ­კა ჭყო­ნი­ას თაღ­ლი­თუ­რი გზით გა­მოს­ძა­ლეს 107 000 დო­ლა­რი, რის სა­ნაც­ვლო­დაც დაჰ­პირ­დნენ ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 250 კვ. მ. მი­წის ნაკ­ვე­თის მათ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას. ასე­ვე და­უმ­ზა­დეს ყალ­ბი, ვი­თომ­და მე­რი­ის გა­ცე­მუ­ლი მი­წის სა­კუთ­რე­ბის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი მოწ­მო­ბე­ბი".

"და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ­დე მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე და კოტე ლო­მი­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. მათ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მას შემ­დეგ და­ტო­ვეს, რაც ოპო­ზი­ცი­ამ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გა­დად­გო­მი­სა და ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშნ­ვის მო­თხოვ­ნით, 2009 წლის 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ მრა­ვალ­თვი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა და­ი­წყო. ისი­ნი მოძ­რა­ო­ბა "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" რი­გებს შე­უ­ერ­თდნენ. მათი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა ოპო­ზი­ცი­ურ აქ­ტი­უ­რო­ბას და­უ­კავ­ში­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

გივი თარგამაძე - მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში "გრეჩიხას" წყალობით მოხვდა"

გივი თარგამაძე - მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში "გრეჩიხას" წყალობით მოხვდა"

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში მოძრაობის ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის წყალობით მოხვდა. ამის შესახებ თარგამაძე გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ეს სია ბოლომდე არც მინახავს, მაგრამ "გრეჩიხას" პარტიის სიაში ერთი კაცია, ვისზე ლაპარაკითაც ტვინი შეჭამეს. ეს კაცი "ჩაწოლილი" ნარკომანია, "პეტუხას" ეძახიან - მერაბ მაისურაძე ჰქვია. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ეს "გრეჩიხათია" მაგ სიაში მოხვედრილი", - აცხადებს თარგამაძე.

მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე თაღლითობის ბრალდებით 2009 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1966 წელს დაბადებულმა მერაბ მაისურაძემ და 1964 წელს დაბადებულმა კონსტანტინე ლომიძემ მოქალაქეებს მამუკა შუბითიძეს, თედო ჯოხაძეს და მამუკა ჭყონიას თაღლითური გზით გამოსძალეს 107 000 დოლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდნენ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე 250 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მათ საკუთრებაში გადაცემას. ასევე დაუმზადეს ყალბი, ვითომდა მერიის გაცემული მიწის საკუთრების დამამტკიცებელი მოწმობები".

"დაიცავი საქართველოში" გაწევრიანებამდე მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათ "ნაციონალური მოძრაობა" მას შემდეგ დატოვეს, რაც ოპოზიციამ ქვეყნის პირველი პირის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით, 2009 წლის 9 აპრილის შემდეგ მრავალთვიანი აქციების გამართვა დაიწყო. ისინი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს“ რიგებს შეუერთდნენ. მათი დაკავების ფაქტი ოპოზიციის ლიდერებმა ოპოზიციურ აქტიურობას დაუკავშირეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა