პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძე - ნანა კაკაბაძის მიერ პოლიტპატიმრების სიის შედგენა პაპუასობაა!
გივი თარგამაძე - ნანა კაკაბაძის მიერ პოლიტპატიმრების სიის შედგენა პაპუასობაა!

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცველ ნანა კა­კა­ბა­ძეს პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა და პო­ლიტ­დევ­ნილ­თა სიის შედ­გე­ნი­სას შერ­ჩე­ვით მიდ­გო­მებ­სა და ქრთა­მის აღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"მე თუ მკი­თხავთ, ეგ სი­ე­ბი უნდა და­ხიო და გა­და­ყა­რო! ვინ და­ა­წე­სა, რომ ეკა ბე­სე­ლია და ნანა კა­კა­ბა­ძე, რო­მელ­საც რა­ღაც "ენ­ჯეო" აქვს, რა­ღაც სტა­ტუ­სებს ად­გე­ნენ?! ამათ ვინ ეკი­თხე­ბა, ან რო­მე­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი? უბ­რა­ლოდ, მო­ვი­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ასე გა­და­წყვი­ტა - ეს რა, რე­ვო­ლუ­ცი­აა, თუ რა ხდე­ბა?!... ჩემი თვალ­თა­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კა აქ სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია. თავ­შია ფული, რო­მელ­საც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იღებ­და ნანა კა­კა­ბა­ძე და ვერ ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ ალ­ბათ, იღებ­და ეკა ბე­სე­ლი­აც. მა­გათ ახლა ხომ ისე აქვთ საქ­მე აწყო­ბი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რომ ერთი კაცი იტყვის ერთ სი­ტყვას და მორ­ჩა", - ამ­ბობს თარ­გა­მა­ძე გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი აცხა­დებს, სი­ა­ში ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, ზვი­ად ბე­რა­ძე კა­კა­ბა­ძის ძმას­თან მე­გობ­რო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა.

"რა შუ­ა­შია ერთი ცალი "ენ­ჯე­ოს" აზრი, არ მეს­მის! ჩა­ხე­დეთ სი­ა­ში მეშ­ვი­დე ნო­მერს - ზვი­ად ბე­რა­ძე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კა­ცის­კვლა­ზე წა­ვი­და, უბ­რა­ლოდ ის კაცი, შემ­თხვე­ვით, ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა. რო­გორც ნანა კა­კა­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი ამ სი­ა­ში შეყ­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი ისაა, რომ ჩემი ძმის მე­გო­ბა­რია და ეს საკ­მა­რი­სი­აო! ზუს­ტად ასეა და ჰკი­თხეთ კა­კა­ბა­ძეს, რა­ტო­მაა ეს ადა­მი­ა­ნი სი­ა­შიო. სხვას უბ­რა­ლოდ ვე­რა­ფერს გი­პა­სუ­ხებთ. ამ სი­ა­ში ისე­თი გვა­რე­ბი წე­რია, რომ­ლე­ბიც მე, უბ­რა­ლოდ, არ ვიცი, ვინ არი­ან! ახლა ავ­დგე­ბი, ასე­თი­ვე სიას გა­ვა­კე­თებ, ყვე­ლას მი­ვა­წერ, რომ მათ ნანა კა­კა­ბა­ძე ფულს სძა­ლავ­და და შე­ვი­ტან ამ სიას პარ­ლა­მენ­ტში. მერე ამით რა, შე­იც­ვლე­ბა რამე?", - ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტა­რი.

მისი თქმით, ეს პრო­ცე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნით არ და­წყე­ბუ­ლა.

"ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა არ არის - არ არ­სე­ბობს! მა­შინ რა­ტომ არ იყ­ვნენ ამ პრო­ცეს­ში "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი" და "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" - რა, მათ ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი აქვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­სად­მი? ნანა კა­კა­ბა­ძეს არც არა­ვინ იც­ნობს და ფეხ­ზე ჰკი­დია მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას! მარ­ტო იმის გამო, რომ ამათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად ემ­სა­ხუ­რა, ახლა გახ­და რა­ღა­ცის გა­დამ­წყვე­ტი? მარ­თლა პა­პუ­ა­სე­ბი ვართ? ნანა კა­კა­ბა­ძის მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლა პა­პუ­ა­სო­ბაა!"

5 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბულ და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნილ პირ­თა თა­ო­ბა­ზე" დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცა. დად­გე­ნი­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმ პირ­თა სია დგინ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბულ და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნილ პი­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან. "პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბულ და დევ­ნილ პირ­თა თა­ო­ბა­ზე" დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი დე­პუ­ტა­ტებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­აც­ნო.

პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი - 190-ს, პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი კი 25 პირს მი­ე­ნი­ჭა.

გივი თარგამაძე - ნანა კაკაბაძის მიერ პოლიტპატიმრების სიის შედგენა პაპუასობაა!

გივი თარგამაძე - ნანა კაკაბაძის მიერ პოლიტპატიმრების სიის შედგენა პაპუასობაა!

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა კაკაბაძეს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის შედგენისას შერჩევით მიდგომებსა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

"მე თუ მკითხავთ, ეგ სიები უნდა დახიო და გადაყარო! ვინ დააწესა, რომ ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე, რომელსაც რაღაც "ენჯეო" აქვს, რაღაც სტატუსებს ადგენენ?! ამათ ვინ ეკითხება, ან რომელი კანონის მიხედვით მოხდა ეს ყველაფერი? უბრალოდ, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ასე გადაწყვიტა - ეს რა, რევოლუციაა, თუ რა ხდება?!... ჩემი თვალთახედვით, პოლიტიკა აქ საერთოდ არაფერ შუაშია. თავშია ფული, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, იღებდა ნანა კაკაბაძე და ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ალბათ, იღებდა ეკა ბესელიაც. მაგათ ახლა ხომ ისე აქვთ საქმე აწყობილი პროკურატურაში, რომ ერთი კაცი იტყვის ერთ სიტყვას და მორჩა", - ამბობს თარგამაძე გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში.

როგორც უმცირესობის წევრი აცხადებს, სიაში ერთ-ერთი ადამიანი, ზვიად ბერაძე კაკაბაძის ძმასთან მეგობრობის წყალობით მოხვდა.

"რა შუაშია ერთი ცალი "ენჯეოს" აზრი, არ მესმის! ჩახედეთ სიაში მეშვიდე ნომერს - ზვიად ბერაძე არის ადამიანი, რომელიც კაცისკვლაზე წავიდა, უბრალოდ ის კაცი, შემთხვევით, ცოცხალი გადარჩა. როგორც ნანა კაკაბაძემ განაცხადა, მისი ამ სიაში შეყვანის ერთადერთი საფუძველი ისაა, რომ ჩემი ძმის მეგობარია და ეს საკმარისიაო! ზუსტად ასეა და ჰკითხეთ კაკაბაძეს, რატომაა ეს ადამიანი სიაშიო. სხვას უბრალოდ ვერაფერს გიპასუხებთ. ამ სიაში ისეთი გვარები წერია, რომლებიც მე, უბრალოდ, არ ვიცი, ვინ არიან! ახლა ავდგები, ასეთივე სიას გავაკეთებ, ყველას მივაწერ, რომ მათ ნანა კაკაბაძე ფულს სძალავდა და შევიტან ამ სიას პარლამენტში. მერე ამით რა, შეიცვლება რამე?", - ამბობს პარლამენტარი.

მისი თქმით, ეს პროცესი საზოგადოების მოთხოვნით არ დაწყებულა.

"ეს საზოგადოების მოთხოვნა არ არის - არ არსებობს! მაშინ რატომ არ იყვნენ ამ პროცესში "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - რა, მათ ნაკლები ინტერესი აქვთ საზოგადოების მოთხოვნისადმი? ნანა კაკაბაძეს არც არავინ იცნობს და ფეხზე ჰკიდია მთელ საზოგადოებას! მარტო იმის გამო, რომ ამათ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემსახურა, ახლა გახდა რაღაცის გადამწყვეტი? მართლა პაპუასები ვართ? ნანა კაკაბაძის მიერ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მართლა პაპუასობაა!"

5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" დადგენილების პროექტი დაამტკიცა. დადგენილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიების შესაბამისად იმ პირთა სია დგინდება, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიიჩნევიან. "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე" დადგენილების პროექტი დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო.

პოლიტპატიმრის სტატუსი - 190-ს, პოლიტდევნილის სტატუსი კი 25 პირს მიენიჭა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა