კემბრიჯის ფერცოგინია ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან გამოწერეს. მომავალმა დედამ ექიმების დაკვირვების ქვეშ სამი დღე გაატარა.
ქეით მიდლტონს ედვარდ VII სახელობის საავადმყოფოში მეუღლემ მიაკითხა. პრინცმა უილიამმა ორსულ ცოლს ყვითელი ყვავილების თაიგული მიართვა. თავად ჰერცოგინიამ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის.
"ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მადლობა თქვენ", -ღიმილით მიმართა მიდლტონმა საზოგადოებას.
პრინცი უილიამის მეუღლე საავადმყოფოში ტოქსიკოზის ჩივილით გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი ახლა 4 კვირის ორსულია.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედით.