საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ გია ლორთქიფანიძის ფოტოსურათით ყალბი პასპორტი აღმოაჩინა
შსს-მ გია ლორთქიფანიძის ფოტოსურათით ყალბი პასპორტი აღმოაჩინა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში კი­დევ ერთი სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის პას­პორ­ტი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა მო­ი­პო­ვა, - ამის შე­სა­ხებ შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბუ­თე­ბი გა­ცე­მუ­ლია გოჩა წე­რეთ­ლის სა­ხელ­ზე, თუმ­ცა, მათ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, თბი­ლი­სის მე­რი­ის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ფო­ტო­სუ­რა­თი.

"გა­მო­ძი­ე­ბამ მოწ­მის სა­ხით და­კი­თხა გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პას­პორ­ტი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, მარ­თლაც იყო მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. მან­ვე გა­მო­ძი­ე­ბას გა­ნუ­მარ­ტა, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პას­პორ­ტე­ბი, სხვი­სი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­საძ­ლოა, ჰქონ­დეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­საც. საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რი ვანო ტუ­ღუ­ში, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ 2012 წლის 30 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს ორი პას­პორ­ტი გა­დას­ცა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შსს-მ გია ლორთქიფანიძის ფოტოსურათით ყალბი პასპორტი აღმოაჩინა

შსს-მ გია ლორთქიფანიძის ფოტოსურათით ყალბი პასპორტი აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ინფორმაციით, საბუთები გაცემულია გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა, მათში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.

"გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა, მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს ორი პასპორტი გადასცა. გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ