საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ ჩატარებულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ვარშავიდან გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, "სამწუხაროდ, ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია".
"მაგრამ მე ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია. არაფერი არ არის დაკარგული. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ რაღაცეებს გადავხედავთ ჩვენს შიგნით, პოლიტიკაში და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში, შევძლებთ, ისევ გავაგრძელოთ წინსვლა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახლა თუ რა მოხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან ურთიერთობაში.