მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ძმა ირაკლი ოქრუაშვილს გულშემატკივრობს
პრეზიდენტის ძმა ირაკლი ოქრუაშვილს გულშემატკივრობს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფილ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, მისი გა­რე­მოც­ვის რამ­დე­ნი­მე წევ­რსაც ასა­მარ­თლე­ბენ. სხდო­მა 3 დე­კემ­ბერ­საც გა­და­ი­დო. პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი ად­ვო­კატ ლალი აფ­ცი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა გახ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, პრო­ცეს­ზე არ მო­უყ­ვა­ნი­ათ ორი ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც იძებ­ნე­ბოდ­ნენ და ამ დღე­ებ­ში და­ა­კა­ვეს. მო­სა­მარ­თლეს მათ და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და და სხდო­მა გა­და­დო.

შე­გახ­სე­ნებთ, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­უს­წრებ­ლად 2008 წელს გა­ა­სა­მარ­თლეს და 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ეს გა­ნა­ჩე­ნი ად­ვო­კა­ტებ­მა მისი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ა­სა­ჩივ­რეს. ამ­ჯე­რად კი ყო­ფილ მი­ნისტრს უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის შექ­მნა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. საქ­მე 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. მას­თან ერ­თად გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზეა მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, იო­სებ გი­გუ­აშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ხვი­ჩა სა­ბაშ­ვი­ლი, შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გი­ორ­გი გაბ­როშ­ვი­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რი. 28 ნო­ემ­ბერს მათ შე­ე­მა­ტა დაც­ვის კი­დევ ერთი წევ­რი, ძებ­ნი­ლი გაბ­რი­ელ პავ­ლი­აშ­ვი­ლი. მათ­თან ერ­თად გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ თა­მაზ ბე­გი­აშ­ვილს - სპეც­რაზ­მის ყო­ფილ უფ­როსს. ამ საქ­მე­ზე ისევ იძებ­ნე­ბი­ან ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, მი­ხე­ილ ქა­რე­ლის დაც­ვის წევ­რი, ზაზა ბეთ­ლე­მა­ძე და შიდა ქარ­თლის სა­ტყე­ოს უფ­რო­სი მალ­ხაზ კა­კაშ­ვი­ლი. ყვე­ლა მათ­განს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, რაც 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. თა­ვად ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბრალ­დე­ბა კი - 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას. მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ ერთი საქ­მეა შე­სუ­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას ეხე­ბა. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მას ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის ირ­გვლი­ვაც მო­უ­წევს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა. აქ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თუ არა მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა, მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ ამ­ჯე­რა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტებს 2-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა და ეს საქ­მი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სით ახ­სნა. ისევ გა­ი­ღო ყვე­ლა­ზე დიდი, 150-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზი და სხდო­მა ისევ იქ ჩა­ტარ­და. დარ­ბაზ­ში ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ისევ გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით შე­მო­ვი­და, ახ­ლობ­ლებს შო­რი­დან მი­ე­სალ­მა და ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე მო­კა­ლათ­და. პრო­ცეს­ზე პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ირაკ­ლის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი. რო­გორც წინა სხდო­მას, ამ­ჯე­რა­დაც სა­სა­მარ­თლოს ეს­წრე­ბოდ­ნენ პრე­ზი­დენ­ტის ძმა, დათო სა­ა­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნი, თეო ტლა­შა­ძე და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. ისი­ნი ისევ ფეხ­ზე მდგომ­ნი, ტა­შით შე­ე­გებ­ნენ ყო­ფილ მი­ნისტრს.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ასან­თის კო­ლო­ფი­დან ამოყ­რილ ღე­რებს ათა­მა­შებ­და. შო­რი­დან ჩან­და, რომ რა­ღაც ფი­გუ­რის აწყო­ბას ცდი­ლობ­და და მშვი­დად უს­მენ­და მო­სა­მარ­თლეს. მო­მა­ვალ სხდო­მა­ზე საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ, საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის წა­კი­თხვით გა­ნახ­ლდე­ბა. ად­ვო­კატ ლალი აფ­ცი­ა­უ­რის თქმით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გა­ირ­კვე­ვა. "ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ძებ­ნი­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით ბრუნ­დე­ბი­ან სამ­შობ­ლო­ში და ცდი­ლო­ბენ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, თუმ­ცა ხდე­ბა მათი და­კა­ვე­ბა. გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი გორ­ში და­ა­კა­ვეს, ვერ მო­ას­წრო პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლა. სა­სა­მარ­თლო­ში მო­ვის­მენთ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებს. ისი­ნი არ აღი­ა­რე­ბენ და­ნა­შა­ულს, ან რო­გორ უნდა აღი­ა­რონ, როცა საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ დევს. მთე­ლი ბრა­ლი ეფუძ­ნე­ბა და­უდ­გე­ნელ დროს, და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­სა და და­უდ­გე­ნელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს. საქ­მის მა­სა­ლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 1908 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი არა­ერ­თი ჭურ­ვი. რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ამ ჭურ­ვე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, სა­ერ­თოდ, ეჭვქვეშ დგე­ბა, რამ­დე­ნად ვარ­გი­სი­ა­ნია იგი და რამ­დე­ნად სწო­რი დას­კვნა გას­ცა ექ­სპერ­ტი­ზამ", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი აფ­ცი­ა­უ­რი.

თეო ტლა­შა­ძე, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და თა­ნა­გუნ­დე­ლი:

- ირაკ­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლი იყო. რო­გორც კი პა­ტა­რა შან­სი გაჩ­ნდა, დაბ­რუნ­და და მზა­დაა, უპა­სუ­ხოს ყვე­ლა კი­თხვას. მას­თან სულ მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რეა და მის გა­რე­შე არა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვი­ღებ­დით. მე ვი­ცო­დი ისიც, რომ იმ დღეს ჩა­მო­დი­ო­და და ემო­ცი­უ­რად მძი­მე იყო ჩემ­თვის. ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი გა­და­ვი­ტა­ნეთ და იმე­დით ვუ­ყუ­რებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს სა­სა­მარ­თლო ბო­ლომ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი არ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან", მა­ინც გვაქვს იმე­დი, რომ ის პა­ტა­რა სი­ნათ­ლის სხი­ვი, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდა, მის­ცემს შანსს, და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და გას­ცეს ყვე­ლა იმ ბრალ­დე­ბას პა­სუ­ხი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს უნდა ჰქონ­დეს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი და არა - პო­ლიტ­დევ­ნი­ლის. პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მას უკვე აქვს ყვე­ლა იმ კრი­ტე­რი­უ­მის დაც­ვით, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, ბო­ლოს საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და ირაკ­ლი იდევ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან. სწო­რედ ამის გამო მი­ე­ცა მას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ძა­ლი­ან დიდი კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო, თუ დაც­ვას მო­ი­თხოვ­და, დაც­ვაც ეკუთ­ვნო­და. სტა­ტუ­სის შეც­ვლა უნდა მოხ­დეს, ეს არის მარ­ტი­ვი ლო­გი­კა. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ირაკ­ლიმ ად­ვი­ლად უნდა შეძ­ლოს, სი­მარ­თლე სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ამ­ტკი­ცოს. ის პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტი­მა­რია.

- ირაკ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე პრე­ზი­დენ­ტის ძმა, და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად და­დის. რითი ავ­ხსნათ ეს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ისე­თი ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ოჯა­ხის წევ­რებს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ. მა­გა­ლი­თად, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რია, მისი ძმა - ვანო კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და რო­გორც ვიცი, ჰქონ­და შან­სი, სე­რი­ო­ზუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ე­ღო "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში". რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას, აქაც შე­საძ­ლოა იყოს იგი­ვე ვა­რი­ან­ტი. ჩემი ყუ­რით მაქვს მოს­მე­ნი­ლი 2007 წელს მისი სი­ტყვე­ბი. ერთ-ერთ სუფ­რას­თან ერ­თად ვი­ყა­ვით და გა­ვი­გო­ნე, დათო სა­ა­კაშ­ვილ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის რომ უთხრა: მე შენი თავი მირ­ჩევ­ნია ჩემს ძმა­სო. არ ვიცი, ეს გულ­წრფე­ლად ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი იყო თუ არა, მაგ­რამ მო­ვის­მი­ნე. ისი­ნი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია მე­გობ­რო­ბენ, თით­ქმის ბავ­შვო­ბი­დან. პირ­ველ პრო­ცეს­ზე რომ მო­ვი­და, მა­შინ მეც ჩა­მო­მარ­თვა ხელი და მო­მი­კი­თხა.

- აპი­რე­ბენ თუ არა ირაკ­ლის მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ნამ­დვი­ლად ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ეს მათი პი­რა­დი საქ­მეა. როცა ჩათ­ვლი­ან სა­ჭი­როდ, მა­შინ დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ირაკ­ლის მე­ო­რე შვი­ლი - ან­დრია საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქეა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნიც ეს­წრე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ის ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია და პა­რიზ­შიც კი მო­ი­ნა­ხუ­ლა. მა­ში­ნაც ამ­ბობ­და, რომ თა­ვი­სი ვი­ზი­ტი პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- მე და ირაკ­ლი დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ. პირ­ველ რიგ­ში მი­ვე­სალ­მე­ბი მის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რი სვლა გა­ა­კე­თა, ხაზი გა­უს­ვა და აღი­ა­რა, რომ ის მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც მო­ვი­და, ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბაა. ამ ნა­ბი­ჯით აღი­ა­რა მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ირაკ­ლის გა­ა­მარ­თლე­ბენ, რად­გან მჯე­რა, რომ ის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოა. ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში გიჟი გვყავ­და და მერ­წმუ­ნეთ, მას­თან ბრძო­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ ბრძო­ლის გამო იყო, რომ ირაკ­ლი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა. მას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრძო­ლის ტალ­ღა, ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და კარ­გა ხანს ისევ ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, დღეს ასე თა­ვი­სუფ­ლად ვერ ვი­სუნ­თქებ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ირაკ­ლიმ და­ი­წყო სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლა, ეს ყვე­ლას კარ­გად უნდა ახ­სოვ­დეს.

მარ­თა­ლია, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ცხა­დია, ასე არ ფიქ­რობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი. ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, მისი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­სა და პრო­კუ­რო­რო­ბის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი, სახ­ლებ­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ა­ში" შე­ვარ­დნე­ბი და მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ და­კა­ვე­ბა. სხვა­თა შო­რის, იმ დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ბევ­რი პირი დღეს პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­შია, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გვა­რის გვერ­დით. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე მას დაჰ­კი­თხა­ვენ. მოკ­ლუ­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი როცა კრი­მი­ნა­ლე­ბად შე­რა­ცხეს, ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო. ისიც ცხა­დია, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნილ ათა­სო­ბით საქ­მე­ში, რომ­ლის გა­და­ხედ­ვას ადა­მი­ა­ნე­ბი ითხო­ვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მი­სა­მარ­თი­თაც იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბე­ბი. ის ხომ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გუნ­დის წევ­რი იყო, ცხა­დია, თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის მი­მართ უც­ვლე­ლია, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბოა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მიერ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა. იგი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გა­და­ი­სინ­ჯოს: "პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც იყო წარ­დგე­ნი­ლი და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის წინა ხელ­მძღვა­ნელ­თა მიერ, ამ ეტაპ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ვამ­ბობ, ეს არ არის სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ის გა­და­ი­სინ­ჯოს", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პრეზიდენტის ძმა ირაკლი ოქრუაშვილს გულშემატკივრობს

პრეზიდენტის ძმა ირაკლი ოქრუაშვილს გულშემატკივრობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, მისი გარემოცვის რამდენიმე წევრსაც ასამართლებენ. სხდომა 3 დეკემბერსაც გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადება გახდა. როგორც გაირკვა, პროცესზე არ მოუყვანიათ ორი ბრალდებული, რომლებიც იძებნებოდნენ და ამ დღეებში დააკავეს. მოსამართლეს მათ დაკავებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა და სხდომა გადადო.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი დაუსწრებლად 2008 წელს გაასამართლეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს განაჩენი ადვოკატებმა მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაასაჩივრეს. ამჯერად კი ყოფილ მინისტრს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. საქმე 26 მაისის მოვლენებს უკავშირდება. მასთან ერთად განსასჯელის სკამზეა მისი ბიძაშვილი, იოსებ გიგუაშვილი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ხვიჩა საბაშვილი, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი გაბროშვილი, ოქრუაშვილის დაცვის წევრი. 28 ნოემბერს მათ შეემატა დაცვის კიდევ ერთი წევრი, ძებნილი გაბრიელ პავლიაშვილი. მათთან ერთად გაასამართლებენ თამაზ ბეგიაშვილს - სპეცრაზმის ყოფილ უფროსს. ამ საქმეზე ისევ იძებნებიან ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის დაცვის წევრი, ზაზა ბეთლემაძე და შიდა ქართლის სატყეოს უფროსი მალხაზ კაკაშვილი. ყველა მათგანს შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ედება ბრალად, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ყოფილი მინისტრის ბრალდება კი - 9 წლამდე პატიმრობას. მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი საქმეა შესული, რაც სამსახურებრივ გულგრილობასა და ფულის გათეთრებას ეხება. ისიც ცნობილია, რომ მას ბუტა რობაქიძის საქმის ირგვლივაც მოუწევს ჩვენების მიცემა. აქ გამოიკვეთება თუ არა მისი ბრალეულობა, მომავალში გამოჩნდება.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ამჯერადაც ჟურნალისტებს 2-წუთიანი ვიდეოგადაღების უფლება მისცა და ეს საქმისადმი საზოგადოების დიდი ინტერესით ახსნა. ისევ გაიღო ყველაზე დიდი, 150-კაციანი დარბაზი და სხდომა ისევ იქ ჩატარდა. დარბაზში ყოფილი მინისტრი ისევ გაღიმებული სახით შემოვიდა, ახლობლებს შორიდან მიესალმა და ბრალდებულის სკამზე მოკალათდა. პროცესზე პირველად გამოჩნდა ირაკლის დედა, ქალბატონი ეთერი. როგორც წინა სხდომას, ამჯერადაც სასამართლოს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ძმა, დათო სააკაშვილი, მსახიობი რამაზ იოსელიანი, თეო ტლაშაძე და ბრალდებულების გულშემატკივრები. ისინი ისევ ფეხზე მდგომნი, ტაშით შეეგებნენ ყოფილ მინისტრს.

ოქრუაშვილი ასანთის კოლოფიდან ამოყრილ ღერებს ათამაშებდა. შორიდან ჩანდა, რომ რაღაც ფიგურის აწყობას ცდილობდა და მშვიდად უსმენდა მოსამართლეს. მომავალ სხდომაზე საქმის განხილვა სავარაუდოდ, საბრალდებო დასკვნის წაკითხვით განახლდება. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, სასამართლო სხდომაზე ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვევა. "ყველასთვის ცნობილია, რომ ძებნილები თავიანთი სურვილით ბრუნდებიან სამშობლოში და ცდილობენ პოლიციაში გამოცხადებას, თუმცა ხდება მათი დაკავება. გაბრიელაშვილი გორში დააკავეს, ვერ მოასწრო პოლიციაში მისვლა. სასამართლოში მოვისმენთ ბრალდებულების ჩვენებებს. ისინი არ აღიარებენ დანაშაულს, ან როგორ უნდა აღიარონ, როცა საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. მთელი ბრალი ეფუძნება დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებასა და დაუდგენელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულს. საქმის მასალებში წარმოდგენილია 1908 წელს გამოცემული არაერთი ჭურვი. რომ არაფერი ვთქვათ, ამ ჭურვების წარმომავლობაზე, საერთოდ, ეჭვქვეშ დგება, რამდენად ვარგისიანია იგი და რამდენად სწორი დასკვნა გასცა ექსპერტიზამ", - ამბობს ადვოკატი აფციაური.

თეო ტლაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და თანაგუნდელი:

- ირაკლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად შეგნებული იყო. როგორც კი პატარა შანსი გაჩნდა, დაბრუნდა და მზადაა, უპასუხოს ყველა კითხვას. მასთან სულ მქონდა ურთიერთობა, "ქართული პარტიის" თავმჯდომარეა და მის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებდით. მე ვიცოდი ისიც, რომ იმ დღეს ჩამოდიოდა და ემოციურად მძიმე იყო ჩემთვის. ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ და იმედით ვუყურებ სასამართლო პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლო ბოლომდე თავისუფალი არ არის "ნაციონალური მოძრაობისგან", მაინც გვაქვს იმედი, რომ ის პატარა სინათლის სხივი, რომელიც გამოჩნდა, მისცემს შანსს, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და გასცეს ყველა იმ ბრალდებას პასუხი, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ირაკლი ოქრუაშვილს უნდა ჰქონდეს პოლიტპატიმრის სტატუსი და არა - პოლიტდევნილის. პოლიტდევნილის სტატუსი მას უკვე აქვს ყველა იმ კრიტერიუმის დაცვით, რასაც საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს. სასამართლო პროცესები წარმატებით დაასრულა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ბოლოს საფრანგეთის სასამართლომ თქვა, რომ ყველა ბრალდება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ირაკლი იდევნებოდა საქართველოს ხელისუფლებისაგან. სწორედ ამის გამო მიეცა მას პოლიტიკური თავშესაფარი. ირაკლი ოქრუაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა საფრანგეთის ხელისუფლება და ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ იყო, თუ დაცვას მოითხოვდა, დაცვაც ეკუთვნოდა. სტატუსის შეცვლა უნდა მოხდეს, ეს არის მარტივი ლოგიკა. როცა საქართველოში არის ევროპული ორიენტაციის ხელისუფლება, ირაკლიმ ადვილად უნდა შეძლოს, სიმართლე საქართველოშიც დაამტკიცოს. ის პირადად მიხეილ სააკაშვილის პატიმარია.

- ირაკლის სასამართლო პროცესებზე პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი აქტიურად დადის. რითი ავხსნათ ეს?

- საქართველოში არიან ისეთი ოჯახები, სადაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია, მისი ძმა - ვანო კი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და როგორც ვიცი, ჰქონდა შანსი, სერიოზული თანამდებობა მიეღო "ქართულ ოცნებაში". რაც შეეხება დავით სააკაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის განსხვავებას, აქაც შესაძლოა იყოს იგივე ვარიანტი. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი 2007 წელს მისი სიტყვები. ერთ-ერთ სუფრასთან ერთად ვიყავით და გავიგონე, დათო სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის რომ უთხრა: მე შენი თავი მირჩევნია ჩემს ძმასო. არ ვიცი, ეს გულწრფელად ნათქვამი სიტყვები იყო თუ არა, მაგრამ მოვისმინე. ისინი ძალიან დიდი ხანია მეგობრობენ, თითქმის ბავშვობიდან. პირველ პროცესზე რომ მოვიდა, მაშინ მეც ჩამომართვა ხელი და მომიკითხა.

- აპირებენ თუ არა ირაკლის მეუღლე და შვილები სამშობლოში დაბრუნებას?

- ოჯახის გადაწყვეტილებაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ეს მათი პირადი საქმეა. როცა ჩათვლიან საჭიროდ, მაშინ დაბრუნდებიან. ირაკლის მეორე შვილი - ანდრია საფრანგეთში დაიბადა და იქაური მოქალაქეა.

სასამართლო სხდომებს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, რამაზ იოსელიანიც ესწრება. ცნობილია, რომ ის ოქრუაშვილის მეგობარია და პარიზშიც კი მოინახულა. მაშინაც ამბობდა, რომ თავისი ვიზიტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

რამაზ იოსელიანი, მსახიობი:

- მე და ირაკლი დიდი ხნის მეგობრები ვართ. პირველ რიგში მივესალმები მის სამშობლოში დაბრუნებას. აბსოლუტურად ლოგიკური სვლა გააკეთა, ხაზი გაუსვა და აღიარა, რომ ის მთავრობა, რომელიც მოვიდა, ჭეშმარიტად დემოკრატიული მთავრობაა. ამ ნაბიჯით აღიარა მათი უფლებამოსილებები. დარწმუნებული ვარ, ირაკლის გაამართლებენ, რადგან მჯერა, რომ ის სრულიად უდანაშაულოა. ქვეყნის სათავეში გიჟი გვყავდა და მერწმუნეთ, მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ამ ბრძოლის გამო იყო, რომ ირაკლი ციხეში აღმოჩნდა. მასთანაა დაკავშირებული ბრძოლის ტალღა, ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა კარგა ხანს ისევ ცუდ სიტუაციაში ვყოფილიყავით, დღეს ასე თავისუფლად ვერ ვისუნთქებდით. ფაქტობრივად, ირაკლიმ დაიწყო სიმართლისთვის ბრძოლა, ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს.

მართალია, ოქრუაშვილის გულშემატკივრები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან, მაგრამ ცხადია, ასე არ ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ყველას კარგად ახსოვს, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პროკურორობის დროს განხორციელებული ხმაურიანი დაკავების ფაქტები, სახლებში, ტელეკომპანია "იბერიაში" შევარდნები და მძინარე ადამიანების ტელეკამერების წინ დაკავება. სხვათა შორის, იმ დროს დაკავებული ბევრი პირი დღეს პოლიტპატიმართა სიაშია, ყოფილი მინისტრის გვარის გვერდით. ისიც ცნობილია, რომ რობაქიძის საქმეზე მას დაჰკითხავენ. მოკლული ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები როცა კრიმინალებად შერაცხეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ისიც ცხადია, პროკურატურაში შეტანილ ათასობით საქმეში, რომლის გადახედვას ადამიანები ითხოვენ, ბუნებრივია, ყოფილი მინისტრის მისამართითაც იქნება ბრალდებები. ის ხომ ძველი ხელისუფლების გუნდის წევრი იყო, ცხადია, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მართალია, ჯერჯერობით პროკურატურის პოზიცია მიმდინარე სასამართლო პროცესზე წაყენებული ბრალდების მიმართ უცვლელია, მაგრამ საყურადღებოა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება. იგი არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გადაისინჯოს: "პოზიცია, რომელიც იყო წარდგენილი და დაფიქსირებული პროკურატურის წინა ხელმძღვანელთა მიერ, ამ ეტაპზე შენარჩუნებულია, თუმცა, ვამბობ, ეს არ არის საბოლოო პოზიცია და შესაძლებელია, ის გადაისინჯოს", - განაცხადა კბილაშვილმა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა