2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლას გამოკითხულთა 85% აუცილებლად აპირებს

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლას გამოკითხულთა 85% აუცილებლად აპირებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, გამოკითხულთა 85%  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლას აუცილებლად აპირებს.

9% აცხადებს, რომ ალბათ, მივა; 1% პასუხობს, რომ ალბათ, არ მივა; 1% არ აპირებს მისვლას; ხოლო 4%-ს პასუხი არ აქვს;

რაც შეეხება კონკრეტულად თბილისს, აქ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად აპირებს მისვლას გამოკითხულთა 84%; 8%-ალბათ, მივა; 1%-ალბათ, არ მივა; 2%-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ არ მივა; ხოლო 5%-ს პასუხი არ აქვს;

საქართველოს სხვა ტერიტორიების მონაცემები ასე გამოიყურება: 86% აუცილებლად მივა; 9% -ალბათ, მივა; 1%- ალბათ, არ მივა; 1%- არ აპირებს ხმის მისაცემად მისვლას, ხოლო 3%-ს პასუხი არ აქვს;

რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? -გამოკითხულთა 63 % მხარს კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერდა. 13 % "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", მესამე პოზიციაზე კი 3 %-ით "ქრისტიან-დემოკრატები" არიან.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში მორიგი კვლევა 9-დან 21 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო ასაკის მქონე 1500 პირი, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"