დემი მური ლენი კრავიტსთან ერთად გაერთო

დემი მური ლენი კრავიტსთან ერთად გაერთო

ცნობილმა მსახიობმა, დემი მურმა ხანგრძლივი დეპრესია დაძლია და ძველი დრო გაიხსენა. ვარსკვლავი ლენი კრავიტსთან და ჯორჯ კლუნის საყვარელთან, სტეისი კიბლერთან ერთად გაერთო.

მური ერთ-ერთ გამოფენას სტუმრობდა, რის შემდეგაც Chanel-ის წვეულებაზე დარჩა. რამდენიმე ჭიქა სასმელის დალევის შემდეგ, 50 წლის მსახიობმა პაპარაცების თვალწინ ცეკვა დაიწყო. ასეთი დემი არავის ახსოვს, მსახიობისგან ასეთ საქციელს მისი მეგობრებიც კი არ ელოდნენ. 50 წლის მსახიობს მოკლე, ნაცრისფერი კომბინიზონი ეცვა.

როგორც ჩანს, თავისი ქცევით მსახიობმა ლენი კრავიტსიც კი გააღიზიანა - მუსიკოსს მთელი საღამოს განმავლობაში შეწუხებული სახე ჰქონდა.

დემი ცდილობს, ყოფილ მეუღლეს და მის ახალ საყვარელს, მილა კუნისს დაუმტკიცოს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება